წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2025 წლის №42 სხდომის დღის წესრიგისდამტკიცების შესახებ

ნომერი: გ-25-17 / 485

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 01, 2025 12:38

მიღების თარიღი სექტემბერი 25, 2025

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2025 წლის №42 სხდომის დღის  წესრიგისდამტკიცების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში „კომუნიკაციების კომისია”) განიხილა კომისიის 2025 წლის 25 სექტემბრის №42 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 121 მუხლის მე-2 პუნქტის, შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. კომუნიკაციების კომისიის 2025 წლის 25 სექტემბრის №42 სხდომის დღის წესრიგში დამატებით შეტანილ იქნეს 2 (ორი) საკითხი:

ა) შპს „მაგთიკომისთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);

ბ) სს „სილქნეტისთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);

2. დამტკიცდეს კომუნიკაციების კომისიის 2025 წლის 25 სექტემბრის №42 სხდომის დღის წესრიგი (თან ერთვის);

3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

4. დაევალოს კომუნიკაციების კომისიის ადმინისტრაციას (ბ. გასვიანი) კონტროლი გადაწყვეტილების   შესრულებაზე.

კახი ბექაური               თავმჯდომარე

ვახტანგ  აბაშიძე            წევრი

ეკატერინე  იმედაძე        წევრი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №42 სხდომის დღის წესრიგი

ქ. თბილისი

სხდომის გამართვის თარიღი: 2025 წლის 25 სექტემბერი

სხდომის დასაწყისი: 15:00 საათი

სხდომის სამუშაო დრო: 21:00 საათამდე

1. საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული  კომისიის  2025  წლის  №42  სხდომის  დღის  წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ნათია შოვნაძე - ადმინისტრაცია);

2. შპს „ანაგისთვის“ არაავტორიზებადი  საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);

3. სსიპ „გარემოს ეროვნული სააგენტოსთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით  რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);

4. შპს  „მეღვინეობა  ხარებასთვის“  არაავტორიზებადი  საქმიანობისთვის  დამხმარე  ტექნოლოგიური დანიშნულებით  რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);

5. შპს „რეალ პალას ქონსთრაქშენისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით  რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);

6. სს „საქართველოს რკინიგზისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით   რადიოსიხშირული სპექტრითსარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);

7. რადიომოყვარულ თეიმურაზ მალანიასთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);

8. შპს  „ახალი  რადიოსთვის“ კერძო რადიომაუწყებლობის  ლიცენზიის გაცემის  შესახებ  (მომხს.  მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);

9. შპს  „რადიო  გურიისთვის“ კერძო რადიომაუწყებლობის  ლიცენზიის გაცემის  შესახებ  (მომხს.  მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);

10. შპს „მაგთიკომისთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);

11.  სს „სილქნეტისთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);

12. შპს „ჯრკომის“ (ს/კ: 202232896) დამფუძნებლის ცვლილებაზე თანხმობის მიცემის  საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თამარ მარღანია - კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტი);

13.  შპს   „ძველი   ქალაქის“ მიერ   საქართველოს   კანონმდებლობის   შესაძლო   დარღვევის   საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თამარ ხუხუნაიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფი);

14. შპს „არტ რადიოს“ მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაძლო დარღვევის საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თამარ ხუხუნაიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფი);

15. ა(ა)იპ „ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ქალი და სამყაროს“ მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაძლო დარღვევის საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. მარიამ რუხაძე - იურიდიული დეპარტამენტი, სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფი);

16. ა(ა)იპ „რადიო-ტვ ნორის“ მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაძლო დარღვევის საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. მარიამ რუხაძე - იურიდიული დეპარტამენტი, სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფი);

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები