საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2025 წლის №56 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 23, 2025 14:23
მიღების თარიღი დეკემბერი 18, 2025
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2025 წლის №56 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში „კომუნიკაციების კომისია”) განიხილა კომისიის 2025 წლის 18 დეკემბრის №56 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 121 მუხლის მე-2 პუნქტის, ასევე კომისიის 2025 წლის 18 დეკემბრის N12 ზეპირი მოსმენის სხდომის ოქმის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1.კომუნიკაციების კომისიის 2025 წლის 18 დეკემბრის №56 სხდომის დღის წესრიგში დამატებით შეტანილ იქნეს 2 (ორი) საკითხი:
ა) „საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის დადგენის თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 16 მაისის №345/22 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ (მომხს. მერაბ ბოჭოიძე - კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტი;
ბ) შპს „ინფორმაციული ტექნოლოგიების კონსულტაცია და მომსახურებისთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);
2.კომუნიკაციების კომისიის 2025 წლის 18 დეკემბრის N56 სხდომის დღის წესრიგიდან ამოღებულ იქნას დღის წესრიგის პროექტით გათვალისწინებული მე-20 საკითხი - „ადგილობრივი მაუწყებლობის ზონალური დაყოფის შესახებ" საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 13 დეკემბრის N10 დადგენილებაში ცვლილებების შეტანისათვის საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. თინათინ ჭაჭუკაშვილი - მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტი);
3.დამტკიცდეს კომუნიკაციების კომისიის 2025 წლის 18 დეკემბრის N56 სხდომის დღის წესრიგი (თან ერთვის);
4.გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
5.დაევალოს კომუნიკაციების კომისიის ადმინისტრაციას (ბ. გასვიანი) კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე.
ვახტანგ აბაშიძე თავმჯდომარე - მ.შ.
ნათია კუკულაძე წევრი
ივანე მახარაძე წევრი
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №56 სხდომის დღის წესრიგი
ქ. თბილისი
სხდომის გამართვის თარიღი: 2025 წლის 18 დეკემბერი
სხდომის დასაწყისი: 15:00 საათი
სხდომის სამუშაო დრო: 21:00 საათამდე
1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2025 წლის №56 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ნათია შოვნაძე - ადმინისტრაცია);
2. „საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის დადგენის თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 16 მაისის №345/22 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ (მომხს. მერაბ ბოჭოიძე - კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტი.
3. შპს „fixgroup“-ისთვის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);
4. სსიპ „აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);
5. სს „სილქნეტისთვის“ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისთვის რადიოსარელეო სიხშირეებით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);
6. რადიომოყვარულ კახაბერ გაბრიჩიძისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);
7. რადიომოყვარულ ანდრო ვაჭრიძისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);
8. რადიომოყვარულ დავით დავითაშვილისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);
9. რადიომოყვარულ ირაკლი აკიმოვისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);
10. რადიომოყვარულ ნუცა ლომსაძისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);
11. რადიომოყვარულ ნიკოლოზ გიორგაძისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);
12. რადიომოყვარულ ზაურ ბოლღაშვილისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);
13. რადიომოყვარულ ბარბარა კერესელიძისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);
14. რადიომოყვარულ ბათა ტერელუელისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);
15. რადიომოყვარულ გიორგი ხუჭუასთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);
16. რადიომოყვარულ ალექსი ვასილენკოსთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);
17. საზღვაო ხომალდებისთვის სახმობისა და ამოცნობის ნიშნის მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);
18. შპს „ინფორმაციული ტექნოლოგიების კონსულტაცია და მომსახურებისთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);
19. უცხოური საწარმოს ფილიალი „Premium Net International SLR-ის ფილიალისთვის საქართველოში” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);
20. შპს “უბიკომის“ წილის გასხვისებაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. გიორგი ქავთარაძე - კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტი);
21. ა(ა)იპ „საზოგადოებრივი ორგანიზაცია რადიო-ტელევიზია ფარვანას“ მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაძლო დარღვევის საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. მარიამ რუხაძე - იურიდიული დეპარტამენტი, სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფი);
22. შპს „ტვ 25“-ის მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაძლო დარღვევის საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. მარიამ რუხაძე - იურიდიული დეპარტამენტი, სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფი);
23. შპს „ტელეიმედის“ მიმართ ა(ა)იპ „საქართველოს მომავლის აკადემიის“ (ს/კ 405113755) და ალექსანდრე ზიბზიბაძის საჩივრის განხილვის შესახებ (მომხს. ეკა ჭახრაკია - იურიდიული დეპარტამენტი, სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფი).
