შპს „მაიგოუს“ სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 27, 2025 17:53
მიღების თარიღი ივნისი 19, 2025
შპს „მაიგოუს“ სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების თაობაზე
ავტორიზებული პირი: შპს „მაიგოუ“
სამართალდარღვევა: „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „ლ“ ქვეპუნქტების, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილებისა და „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილების დარღვევა.
წარმოების დაწყების საფუძველი: კომისიის აპარატის ადმინისტრაციის მოხსენებითი და სამსახურებრივი ბარათები (N25-10-894; თარიღი: 01.05.2025 და N25-10-1212; თარიღი: 09.06.2025) თანდართული დოკუმენტაციით.
კომისიის სხდომის თარიღი: 2025 წლის 12 და 19 ივნისი, 15:00 საათი.
I. აღწერილობითი ნაწილი
1.საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისია“) აპარატის ადმინისტრაციის მოხსენებითი და სამსახურებრივი ბარათების (N25-10-894; თარიღი: 01.05.2025 და N25-10-1212; თარიღი: 09.06.2025) საფუძველზე, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტი შესაბამისად, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „მაიგოუსთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე მის მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაძლო დარღევის გამო.
2.მოხსენებითი ბარათიდან (N25-10-894; თარიღი: 01.05.2025) ირკვევა, რომ შპს „მაიგოუს“ კომისიაში არ წარმოუდგენია 2025 წლის იანვრის, თებერვლისა და მარტის თვეების რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები, 1.9 ფორმა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმა 1.1 - შემოსავლების თაობაზე;
3. ასევე, სამსახურებრივი ბარათიდან (N25-10-1212; თარიღი: 09.06.2025) ირკვევა, რომ შპს „მაიგოუს“ 2025 წლის 9 ივნისის მდგომარეობით კომისიაში არ აქვს წარმოდგენილი 2025 წლის იანვრის, თებერვლისა, მარტის და აპრილის თვეების რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები, 1.9 ფორმა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმა 1.1 - შემოსავლების თაობაზე. ასევე, ირკვევა, რომ შპს „მაიგოუს“ კომისიაში წარმოდგენილი რეგულირების საფასურის გაანგარიშების 2024 წლის ოქტომბრის, ნოემბრის და დეკემბრის თვეების 1.9 ფორმების შესაბამისად, ერიცხება რეგულირების საფასურის დავალიანება - 68.42 ლარის ოდენობით.
4. შპს „მაოიგოუსთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განსახილველად კომისიის სხდომა დაინიშნა 2025 წლის 12 ივნისს, რის შესახებაც, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს, შპს „მაიგოუს“ გაეგზავნა წერილობითი შეტყობინება (Nგ-25-03/1333, 09/06/2025). შეტყობინებით კომპანია მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. ავტორიზებულ პირს ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98–ე და 99–ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლების თაობაზე. კომისიის დასახელებული შეტყობინება შპს „მაიგოუს“ ჩაბარდა 2025 წლის 9 ივნისს, ელ.ფოსტის მეშვეობით.
5. კომისიის 2025 წლის 12 ივნისის სხდომას ესწრებოდა შპს „მაიგოუს“ წარმომადგენელი გ. გიორგაძე, რომელმაც აღნიშნა, რომ კომპანიაში იყო სტრუქტურული ცვლილება, შეიცვალა კომპანიის ფინანსისტი და ამან გამოიწვია არსებული პრობლემა. ამ დროისთვის ეს საკითხი მოგვარებულია, ფორმები შევსებულია, დავალიანებაც გადახდილია და სამომავლოდ, უფრო მეტად ფოკუსირებული იქნებიან, რომ მსგავსი დარღვევა აღარ განმეორდეს.
6. საკითხის დამატებითი მოკვლევის მიზნით კომისიის 2025 წლის 12 ივნისის სხდომა გადაიდო და დაინიშნა 2025 წლის 19 ივნისს, 15:00 საათზე. აღნიშნულის თაობაზე შპს „მაიგოუს“ წარმომადგენელს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სხდომაზე ეცნობა.
7. კომისიის აპარატის ადმინისტრაციის სამსახურებრივი ბარათიდან (N 25-10-1286, 16.06.2025) ირკვევა, რომ შპს „მაიგოუმ“ სრულყოფილად წარმოადგინა რეგულირების საფასურის გაანგარიშებისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები (2025 წლის იანვრის, თებერვლის, მარტის და აპრილის თვეების 1.9 ფორმა და ფორმა 1.1.). ასევე, კომისიის ანგარიშზე ჩარიცხა რეგულირების საფასურის დავალიანება (2024 წლის ოქტომბრის, ნოემბრის და დეკემბრის თვეების - 68.42 ლარი) და წარმოდგენილი რეგულირების საფასურის გაანგარიშების შესაბამისად გადაიხადა რეგულირების საფასური.
8. კომისიის 2025 წლის 19 ივნისის სხდომაზე შპს „მაიგოუს“ წარმომადგენელი არ ესწრებოდა. ვინაიდან, კომისიის მიერ შესრულებულ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მე-2 ნაწილით მისთვის დაკისრებული ვალდებულება - დაინტერესებული პირის ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის უზრუნველყოფის თაობაზე, კომისიამ საკითხი განიხილა შპს „მაიგოუს“ წარმომადგენლის დასწრების გარეშე..
II. მარეგულირებელი კანონმდებლობა
9. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.
10. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია გადაიხადოს რეგულირების საფასური, ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში − ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური და სალიცენზიო მოსაკრებელი.
11. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, რეგულირების საფასურის ოდენობაა ავტორიზებული პირის მიერ განხორციელებული და რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) მიწოდების ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიანი ღირებულების (დღგ-ის გარეშე) 0,75 პროცენტი. ავტორიზებული პირები ვალდებული არიან ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, კომისიის დადგენილებით დამტკიცებული ფორმით წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია გაანგარიშებული რეგულირების საფასურის შესახებ და კომისიის ანგარიშზე ჩარიცხონ რეგულირების საფასური.
12. „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესების შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების შესაბამისად, დადგენილია, რომ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირები და მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირები ვალდებულნი არიან ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, ამ დადგენილებით განსაზღვრული ფორმით (დანართი №1) ელექტრონულად, კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის (http://stats.gncc.ge) ფორმა 1.9-ის (რეგულირების საფასურის გაანგარიშების ფორმა) საშუალებით, წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია საანგარიშო თვის გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თაობაზე და ჩარიცხონ კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასური.
13. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების შესაბამისად, დამტკიცდა ელექტრონული საკომუნიკაციო და სამაუწყებლო დარგების სტატისტიკური ანგარიშგების თანდართული ფორმები (დანართი N1). ასევე, ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ/ლიცენზიის მფლობელ ყველა პირს და ასევე ყველა მაუწყებელს დაევალა ამ გადაწყვეტილების N1 დანართით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების ელექტრონულად შევსება და კომისიაში წარმოდგენა ამ ფორმებში მითითებული პერიოდულობით;
14. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო კომისიის გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში დენადი ხასიათის დარღვევის აღმოუფხვრელობის ან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის მფლობელის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არაუმეტეს 30000 ლარისა.
15. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.
16. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N 1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” (დანართი N1) მე-16 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად „კომისიის მიერ გაგზავნილი ყოველგვარი შეტყობინება და კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება იგზავნება მატერიალური ან ელექტრონული რეგისტრირებული საფოსტო გზავნილის მეშვეობით. მატერიალური საფოსტო გზავნილი იგზავნება დამტარებლის ან საფოსტო მომსახურების განმახორციელებელი პირის მეშვეობით.“. ხოლო ამავე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად „კორესპოდენციის ელექტრონული გზავნილით გაგზავნის შემთხვევაში, დოკუმენტი ჩაბარებულად ჩაითვლება ადრესატის მიერ მისი მიღების, როგორც პირდაპირ, აქტიურად გამოხატული ქმედებით, ასევე, ავტომატური საშუალებით დადასტურების შემთხვევაშიც“.
III. სამოტივაციო ნაწილი
1. შესწავლილი მტკიცებულებები
17. კომისიის აპარატის ადმინისტრაციის მოხსენებითი ბარათი (N25-10-894; თარიღი: 01.05.2025) თანდართული დოკუმენტაციით;
18. კომისიის აპარატის ადმინისტრაციის სამსახურებრივი ბარათი (N25-10-1212; თარიღი:09.06.2025) თანდართული დოკუმენტაციით;
19. კომისიის შეტყობინება (Nგ-25-03/1333, 09/06/2025) შპს „მაიგოუს“ კომისიის 2025 წლის 12 ივნისის სხდომაზე მოწვევის თაობაზე და აღნიშნული შეტყობინების ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
20. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან შპს „მაიგოუს“ შესახებ მონაცემები;
21. შპს „მაიგოუს“ წარმომადგენლის გ.გიორგაძის ახსნა-განმარტება მიცემული კომისიის 2025 წლის 12 ივნისის სხდომაზე;
22. კომისიის აპარატის ადმინისტრაციის სამსახურებრივი ბარათიდან (N25-10-1286, 16.06.2025) თანდართული დოკუმენტაციით.
2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
23. შპს „მაიგოუ“ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირია (ავტორიზაციის თარიღი: 26/09/2019; ავტორიზაციის სახე: B.F.2 ინტერნეტ მომსახურება: ბოლო მომხმარებლების ინტერნეტ ჰოსტინგის მომსახურება).
მტკიცებულება: ამონაწერი კომისიის უწყებრივი რეესტრიდან შპს „მაიგოუს“ შესახებ.
24. შპს „მაიგოუს“ კომისიაში არ ჰქონდა წარმოდგენილი 2025 წლის იანვრის, თებერვლის, მარტის და აპრილის თვეების რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები, 1.9 ფორმა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმა 1.1 - შემოსავლების თაობაზე. ასევე, შპს „მაიგოუს“ კომისიაში წარმოდგენილი რეგულირების საფასურის გაანგარიშების 2024 წლის ოქტომბრის, ნოემბრის და დეკემბრის თვეების 1.9 ფორმების შესაბამისად, ერიცხებოდა რეგულირების საფასურის დავალიანება - 68.42 ლარის ოდენობით.
მტკიცებულება: კომისიის აპარატის ადმინისტრაციის მოხსენებითი და სამსახურებრივი ბარათები (N25-10-894; თარიღი: 01.05.2025 და N25-10-1212; თარიღი: 09.06.2025) თანდართული დოკუმენტაციით.
25. წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების დღისათვის შპს „მაიგოუს“ სრულყოფილად აქვს წარმოდგენილი რეგულირების საფასურის გაანგარიშებისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები (2025 წლის იანვრის, თებერვლის, მარტის და აპრილის თვეების 1.9 ფორმა და ფორმა 1.1.). ასევე, კომისიის ანგარიშზე ჩარიცხული აქვს რეგულირების საფასურის დავალიანება (2024 წლის ოქტომბრის, ნოემბრის და დეკემბრის თვეების - 68.42 ლარი) და წარმოდგენილი რეგულირების საფასურის გაანგარიშების შესაბამისად გადახდილი აქვს რეგულირების საფასური.
მტკიცებულება: კომისიის აპარატის ადმინისტრაციის სამსახურებრივი ბარათიდან (N 25-10-1286, 16.06.2025) თანდართული დოკუმენტაციით.
26. შპს „მაიგოუს“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში პასუხისმგებლობის არცერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის გამოყენებული არ ყოფილა.
მტკიცებულება: მონაცემები კომისიის უწყებრივი რეესტრიდან შპს „მაიგოუს“ შესახებ.
3. სამართლებრივი შეფასება
27. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, შპს „მაიგოუ“, როგორც ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირი ვალდებული იყო ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, ელექტრონულად, კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის ფორმა 1.9-ის საშუალებით, წარმოედგინა კომისიისთვის ინფორმაცია საანგარიშო თვის გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თაობაზე და ჩაერიცხა კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასური. ასევე, შეევსო სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები და ელექტრონულად კომისიაში წარმოედგინა ამ ფორმებში მითითებული პერიოდულობით.
28. განსახილველ შემთხვევაში დგინდება, რომ ადმინისტრაციული წარმოების დაწყებამდე შპს „მაიგოუს“ კომისიაში არ ჰქონდა წარმოდგენილი 2025 წლის იანვრის, თებერვლის, მარტისა და აპრილის თვეების რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები, 1.9 ფორმა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმა 1.1 - შემოსავლების თაობაზე. ასევე, შპს „მაიგოუს“ კომისიაში წარმოდგენილი რეგულირების საფასურის გაანგარიშების 2024 წლის ოქტომბრის, ნოემბრის და დეკემბრის თვეების 1.9 ფორმების შესაბამისად, ერიცხებოდა რეგულირების საფასურის დავალიანება - 68.42 ლარის ოდენობით.
29. შპს „მაიგოუმ“ ვადების დარღვევით, 2025 წლის 17 ივნისის მდგომარეობით სრულყოფილად წარმოადგინა რეგულირების საფასურის გაანგარიშებისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები (2025 წლის იანვრის, თებერვლის, მარტის და აპრილის თვეების 1.9 ფორმა და ფორმა 1.1.). ასევე, კომისიის ანგარიშზე ჩარიცხა რეგულირების საფასურის დავალიანება (2024 წლის ოქტომბრის, ნოემბრის და დეკემბრის თვეების - 68.42 ლარი) და წარმოდგენილი რეგულირების საფასურის გაანგარიშების შესაბამისად გადაიხადა რეგულირების საფასური. ამდენად, შპს „მაიგოუს“ მიერ დარღვეულია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტი, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „ლ“ ქვეპუნქტები,„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილება და „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილება.
4. პასუხისმგებლობა და ვალდებულებები
30. აღსანიშნავია, რომ შპს „მაიგოუს“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში პასუხისმგებლობის არცერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის გამოყენებული არ ყოფილა. შესაბამისად,„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამავე კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტი, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „ლ“ ქვეპუნქტების, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილებისა და „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილების დარღვევას შეესატყვისება წერილობითი გაფრთხილება.
31. კომისიის მიერ დადგინდა, რომ კომპანიამ, მართალია ვადების დარღვევით, მაგრამ არსებული ვალდებულება სრულად შეასრულა. კერძოდ, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შემდგომ, წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების დღისათვის შპს „მაიგოუმ“ სრულყოფილად წარმოადგინა რეგულირების საფასურის გაანგარიშებისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები (2025 წლის იანვრის, თებერვლის, მარტის და აპრილის თვეების 1.9 ფორმა და ფორმა 1.1.). ასევე, კომისიის ანგარიშზე ჩარიცხა რეგულირების საფასურის დავალიანება (2024 წლის ოქტომბრის, ნოემბრის და დეკემბრის თვეების - 68.42 ლარი) და წარმოდგენილი რეგულირების საფასურის გაანგარიშების შესაბამისად გადაიხადა რეგულირების საფასური. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია შპს „მაიგოუს” მიმართ არ იქნეს გამოყენებული სანქციის სახედ წერილობითი გაფრთხილება.
შესაბამისად, შპს „მაიგოუ“ ცნობილ უნდა იქნეს სამართალდამრღვევად და გათავისუფლდეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან.
IV. სარეზოლუციო ნაწილი
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „ლ“ ქვეპუნქტების, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-13, 53-ე, 54-ე, 76-ე მუხლის, 95-ე, 96-ე, 97-ე, 98-ე, 99-ე მუხლებისა და VII თავის, კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და 36-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების, მე-16 მუხლის მე-5 და მე-9 პუნქტების, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილებისა და „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილების საფუძველზე, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად,
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს „მაიგოუ“ ცნობილ იქნეს სამართალდამრღვევად „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „ლ“ ქვეპუნქტების, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილებისა და „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილების დარღვევის გამო;
2. შპს „მაიგოუ“ გათავისუფლდეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან;
3. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნებისთანავე;
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ბ. გასვიანი) წინამდებარე გადაწყვეტილების შპს „მაიგოუსთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) შპს „მაიგოუსთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
6. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს (თ. გოშუა) შპს „მაიგოუს“ სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების თაობაზე მონაცემის კომისიის უწყებრივ რეესტრში შეტანა;
7. გადაწყვეტილების შესრულებაზე კონტროლი (გარდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ბ. გასვიანი).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ეკატერინე იმედაძე წევრი