შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 15, 2025 11:35
მიღების თარიღი ივლისი 03, 2025
შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ
ავტორიზებული პირი: შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია“.
სამართალდარღვევა: „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და 21 პუნქტის „ა.დ“ ქვეპუნქტის დარღვევა.
წარმოების დაწყების საფუძველი: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს 2025 წლის 3 ივნისის SSG325 00122374 წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-25-6/2323, თარიღი: 03.06.2025).
კომისიის სხდომის თარიღი: 2025 წლის 3 ივლისი, 15 საათი.
I. აღწერილობითი ნაწილი
1. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს 2025 წლის 3 ივნისის SSG 325 00122374 წერილის (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-25-6/2323, თარიღი: 03.06.2025) საფუძველზე, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” (დანართი N1) 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში (შემდგომში - კომისია) დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის თაობაზე, მის მიერ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და 21 პუნქტის „ა.დ“ ქვეპუნქტის დარღვევის გამო.
2. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საჯარო სამართლის იურიდიული პირის -საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს 2025 წლის 3 ივნისის SSG 325 00122374 წერილით (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-25-6/2323, თარიღი: 03.06.2025) კომისიისთვის მოწოდებულ იქნა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ 2025 წლის 25 აპრილს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სსიპ საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკურმა სააგენტომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის 21 პუნქტის „ა.დ.“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მიმართა შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას“ (ს/კ 204876081) სახელმწიფო საიდუმლოებაზე დაშვების უფლების მოპოვების თაობაზე და ვალდებულების შესრულების ვადად განუსაზღვრა 2025 წლის 01 ივნისამდე პერიოდი.
3. წერილის თანახმად, შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას“ (ს/კ 204876081) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სსიპ საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს მიერ კანონით მოთხოვნილი ვალდებულება 2025 წლის 01 ივნისამდე არ განუხორციელებია. ამდენად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკურმა სააგენტომ 2025 წლის 3 ივნისის SSG 325 00122374 წერილით ითხოვა კომისიამ უზრუნველყოს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ზომების მიღება კომპანიის მიერ კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების აღსრულების უზრუნველსაყოფად.
4. ასევე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს 2025 წლის 19 ივნისის SSG 2 25 00138745 წერილით (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-25-3/2539, თარიღი: 20.06.2025) კომისიაში წარმოდგენილია შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ (ს/კ N204876081) სახელმწიფო საიდუმლოებაზე დაშვების უფლების მოპოვების მოთხოვნასთან დაკავშირებული მიმოწერის დოკუმენტაციას PDF ფაილების სახით.
5. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს 2025 წლის 25 აპრილის N90543 წერილის თანახმად, შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას“ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის 21 პუნქტის „ა.დ.“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ეთხოვა 2025 წლის პირველ ივნისამდე უზრუნველყოს სახელმწიფო საიდუმლოებაზე დაშვების უფლების მოპოვება. ამავე წერილით კომპანია გაფრთხილებულ იქნა, რომ მიცემულ ვადაში კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში სააგენტო იტოვებს უფლება მიმართოს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ზომების მიღების მიზნით.
6. შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ 2025 წლის პირველი მაისის N1.4/124/ნშმთ წერილის თანახმად, კომპანიამ სსიპ ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს 2025 წლის 25 აპრილის N90543 წერილის პასუხად, აცნობა, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის 21 პუნქტის „ა.დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მათი კომპანიის მიერ არ ხდება მობილური საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა ან/და მომსახურება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოკლებულნი არიან შესაძლებლობას უზრუნველყონ სახელმწიფო საიდუმლოებაზე დაშვების უფლების მოპოვება.
7. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს 2025 წლის 6 მაისის N98235 წერილით, შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას“ მისი 2025 წლის პირველი მაისის N1.4/124/ნშმთ წერილის პასუხად, განემარტა, რომ მათ მიერ წერილში წარმოდგენილი არგუმენტაცია არ წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებაზე დაშვებისაგან გათავისუფლების საფუძველს. ამავე წერილით, შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას“ კვლავ მიეთითა, რომ 2025 წლის პირველ ივნისამდე უნდა უზრუნველყოს სახელმწიფო საიდუმლოებაზე დაშვების უფლების მოპოვება და მოცემულ ვადაში კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში სააგენტო იტოვებს უფლებას მიმართოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ზომების მიღების მიზნით.
8. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს 2025 წლის 6 მაისის N98235 წერილის პასუხად, შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციამ“ 2025 წლის 16 მაისის N1.4/133/ნშმთ წერილით გამოთქვა მზადყოფნა შეასრულოს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 21 პუნქტის „ა.დ“ ქვეპუნქტის მოთხოვნა. ამავე წერილით კომპანიამ ითხოვა სააგენტომ გაუწიოს მეთოდური დახმარება თუ როგო უნდა მოიპოვონ სახელმწიფო საიდუმლოებაზე დაშვების უფლების აღდგენა.
9. შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციამ“ 2025 წლის 30 მაისს N1.4/148/ნშმთ წერილით განმეორებით მიმართა სააგენტოს, გამოთქვა მზადყოფნა კანონით განსაზღვრული ვალდებულების უზრუნველსაყოფად და ითხოვა მეთოდური დახმარების გაწევა სახელმწიფო საიდუმლოებაზე დაშვების უფლების აღდგენის მოსაპოვებლად. წერილში ასევე აღნიშნულია, რომ ვინაიდან სახელმწიფო საიდუმლოებაზე დაშვების უფლების აღდგენის ბოლო ვადად განსაზღვრულია პირველი ივნისი, განმეორებით ითხოვენ სააგენტომ გაუწიოს მეთოდური დახმარება.
10. შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაძლო დარღვევის საკითხის განხილვა დაინიშნა 2025 წლის 3 ივლისს, 15 საათზე, რის შესახებაც კომპანიას ეცნობა წერილობითი შეტყობინებით (Nგ-25-03/1590; თარიღი: 30/06/2025), რომელიც გაეგზავნა მის მიერ კომისიაში წარმოდგენილ და კომისიის უწყებრივ რეესტრში მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე. შეტყობინებით კომპანიას განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტებისა და სხვა მასალების გაცნობის უფლება.
11. კომისიის 2025 წლის 3 ივლისის სხდომას ესწრებოდა შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ დირექტორი ნ. შარაშენიძე და წარმომადგენელი მ. ალბორაშვილი.
12. კომისიის 2025 წლის 3 ივლისის სხდომაზე შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ დირექტორმა ნ.შარაშენიძემ განაცხადა, რომ 2025 წლის 16 და 30 მაისს წერილობით მიმართეს სსიპ საქართველო ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოს, გამოთქვეს თანხმობა და მზაობა კანონის მოთხოვნის შესრულებაზე და ითხოვეს მეთოდური დახმარება გაეწიათ მათთვის სახელმწიფო საიდუმლოებაზე დაშვების უფლების მოპოვების მიზნით, თუმცა მათ მიერ წარდგენილ მოთხოვნებზე პასუხი არ მიუღიათ. ნ. შარაშენიძემ დასძინა, რომ მათთვის ცნობილი არაა როგორ უნდა შეასრულონ კანონის მოთხოვნა. მ. ალბორაშვილმა კი დასძინა, რომ კომპანიას ჰქონდა საიდუმლო ინფორმაციაზე დაშვების ნებართვა 2013 წელს, რომელსაც 2018 წლამდე ქონდა ვადა. 2013-18 წლებში კომპანიის სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვება მოხდა ცოტა სხვაგვარად. ფაქტიურად არაფერი გაუკეთებიათ, ისე მოხდა დაშვება და დოკუმენტაციის შედგენა.
II. მარეგულირებელი კანონმდებლობა
13. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, „ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები“.
14. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჰ60“ ქვეპუნქტის მიხედვით, „ელექტრონული კომუნიკაციის კომპანია არის ავტორიზებული პირი, რომლის საქმიანობის ან/და მომსახურების სახეა სატელეფონო ქსელებით ან/და ინტერნეტქსელებით უზრუნველყოფა ან/და მომსახურება“.
15. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 81 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, „კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვების სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობის არქიტექტურა და ინტერფეისები განისაზღვრება უფლებამოსილი ორგანოს ნორმატიული აქტებით“.
16. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 83 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, „უფლებამოსილ ორგანოს უფლება აქვს, განახორციელოს ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ბაზების კოპირება და შეინახოს ისინი ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ვადით“. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად „ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ბაზების კოპირების განსახორციელებლად უფლებამოსილ ორგანოს უფლება აქვს, ჰქონდეს წვდომა ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიის შესაბამის მონაცემთა ბაზებზე. ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ბაზების კოპირების ტექნიკური წესი და პროცედურა განისაზღვრება უფლებამოსილი ორგანოს ნორმატიული აქტით“.
17. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის 21 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, „ელექტრონული კომუნიკაციის კომპანია ვალდებულია ავტორიზაციით განსაზღვრული საქმიანობის დაწყებამდე 14 დღით ადრე უზრუნველყოს ელექტრონული კომუნიკაციისა და მისი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების რეალურ დროში მოპოვების, ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ბაზების კოპირების ტექნიკური შესაძლებლობების, ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიის საინფორმაციო-ტექნოლოგიური და სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის ტექნიკური მახასიათებლების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა და ამ ინფორმაციის კომისიისთვის მიწოდება, ხოლო მობილური საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე ან/და მომსახურებაზე ავტორიზებულმა პირმა აგრეთვე უნდა უზრუნველყოს გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრისა და მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის აქტივაციის ფაქტის დაფიქსირების ტექნიკური შესაძლებლობისა და მისი ფუნქციონირების შეზღუდვის (ბლოკირების) ტექნიკური შესაძლებლობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა და ამ ინფორმაციის კომისიისთვის მიწოდება“.
18. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის 21 პუნქტის „ა.დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, „ელექტრონული კომუნიკაციის კომპანია ვალდებულია უფლებამოსილი ორგანოს მიერ კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვების სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობის და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ბაზების კოპირების უზრუნველსაყოფად უფლებამოსილი ორგანოს მოთხოვნის შემთხვევაში უზრუნველყოს სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების უფლების მოპოვება“.
19. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო კომისიის გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში დენადი ხასიათის დარღვევის აღმოუფხვრელობის ან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის მფლობელის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არაუმეტეს 30000 ლარისა.“
20. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N 1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” (დანართი N1) მე-16 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად „კომისიის მიერ გაგზავნილი ყოველგვარი შეტყობინება და კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება იგზავნება მატერიალური ან ელექტრონული რეგისტრირებული საფოსტო გზავნილის მეშვეობით. მატერიალური საფოსტო გზავნილი იგზავნება დამტარებლის ან საფოსტო მომსახურების განმახორციელებელი პირის მეშვეობით“. ხოლო ამავე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად „კორესპოდენციის ელექტრონული გზავნილით გაგზავნის შემთხვევაში, დოკუმენტი ჩაბარებულად ჩაითვლება ადრესატის მიერ მისი მიღების, როგორც პირდაპირ, აქტიურად გამოხატული ქმედებით, ასევე, ავტომატური საშუალებით დადასტურების შემთხვევაშიც“.
III. სამოტივაციო ნაწილი
1. შესწავლილი მტკიცებულებები
21. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს 2025 წლის პირველი მაისის SSG 9 2500095391 წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-25-6/1856; თარიღი: 02.05.2025სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს 2025 წლის 3 ივნისის SSG 325 00122374 წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-25-6/2323, თარიღი: 03.06.2025);
22. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს 2025 წლის 19 ივნისის SSG 2 25 00138745 წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-25-3/2539, თარიღი: 20.06.2025) თანდართული დოკუმენტაციით (1. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს 2025 წლის 25 აპრილის N90543 წერილი; 2. შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ 2025 წლის პირველი მაისის N1.4/124/ნშმთ წერილი; 3. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს 2025 წლის 6 მაისის N98235 წერილი; 4. შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ 2025 წლის 16 მაისის N1.4/133/ნშმთ წერილი; 5. შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ 2025 წლის 30 მაისს N1.4/148/ნშმთ წერილი.);
23. კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N25-10-1393, 30.06.2025);
24. კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N25-10-1425, 03.07.2025) თანდართული დოკუმენტაციით (Excel ფაილი);
25. შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციისთვის“ გაგზავნილი წერილობითი შეტყობინება (Nგ-25-03/1590; თარიღი: 30/06/2025) კომისიის 2025 წლის 3 ივლისის სხდომაზე მოწვევის თაობაზე და მისი ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
26. შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ დირექტორის ნ. შარაშენიძის და წარმომადგენლის მ. ალბორაშვილის მიერ კომისიის 2025 წლის 3 ივლისის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებები;
27. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ შესახებ მონაცემები.
2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
28. შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია“ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირია (ავტორიზაციის თარიღი: 15/02/2010; ავტორიზებული საქმიანობის სახეები:
A.F.1 ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა: სპილენძის წყვილების ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; სპილენძის წყვილებით ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;
A.F.3 ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა: არხული საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; A.F.4 მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის სახაზო (სადენიანი) გატარების საშუალებებითა და/ან მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული (სადენიანი) სისტემების ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა: სპილენძის წყვილების მაგისტრალური სახაზო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური სახაზო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; სპილენძის წყვილების მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; ოპტიკურ- ბოჭკოვანი მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალური საშუალებებს ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;
A.F.6 საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებით უზრუნველყოფა: საკანალიზაციო არხების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;
A.F.7 ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების გაფართოებული რესურსებით უზრუნველყოფა: ელექტრონული პაკეტური საკომუნიკაციო ქსელების საოპერაციო პროგრამული მართვის საშუალებებით (SIP, H323 ), მათი ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; ძირითადი საკომუნიკაციო ქსელების ურთიერთჩართვის გარდამქმნელი ტერმინალური აღჭურვილობის (IP TV, IP ტელეფონია) ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;
B.F.1 ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურება: ადგილობრივი სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; საერთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; საქალაქთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;
B.F.2 ინტერნეტ მომსახურება: სპილენძის წყვილებით ინტერნეტ მომსახურება (DSL); ოპტიკური ქსელით ინტერნეტ მომსახურება; WiFi;
B.F.4 მაუწყებლობის ტრანზიტი: ტელემაუწყებლობის ტრანზიტი.
მტკიცებულება: მონაცემები ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ შესახებ;
29. 2025 წლის 25 აპრილს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სსიპ საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკურმა სააგენტომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის 21 პუნქტის „ა.დ.“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მიმართა შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას“ (ს/კ 204876081) სახელმწიფო საიდუმლოებაზე დაშვების უფლების მოპოვების თაობაზე და ვალდებულების შესრულების ვადად განუსაზღვრა 2025 წლის 01 ივნისამდე პერიოდი.
მტკიცებულება: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს 2025 წლის 3 ივნისის SSG 32500122374 წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-25-6/2323, თარიღი:03.06.2025); სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს 2025 წლის 19 ივნისის SSG 2 25 00138745 წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-25-3/2539, თარიღი: 20.06.2025) თანდართული დოკუმენტაციით (სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს 2025 წლის 25 აპრილის N90543 წერილი.)
30. შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას“ (ს/კ204876081) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სსიპ საქართველოს ოპერატიულ- ტექნიკური სააგენტოს მიერ კანონით მოთხოვნილი ვალდებულება - უზრუნველყოს სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების უფლების მოპოვება 2025 წლის 01 ივნისამდე არ განუხორციელებია.
მტკიცებულება: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს 2025 წლის 3 ივნისის SSG 32500122374 წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-25-6/2323, თარიღი: 03.06.2025); სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს 2025 წლის 19 ივნისის SSG 2 25 00138745 წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-25-3/2539, თარიღი: 20.06.2025) თანდართული დოკუმენტაციით.
31. შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია“ ახორციელებს ავტორიზაციით გათვალისწინებულ პრაქტიკულ საქმიანობას და კომპანიას უფიქსირდება აბონენტები და შემოსავალი: მაუწყებლობის ტრანზიტი - სააბონენტო გადასახადი; მაუწყებლობის ტრანზიტი - სხვა; საბითუმო მონაცემთა გადაცემით/ინტერნეტით მომსახურება - გაფართოებული ურთიერთჩართვა; საბითუმო ხმოვანი მომსახურება - სხვა; საბითუმო ხმოვანი მომსახურება - ურთიერთჩართვა რეზიდენტ ოპერატორებთან-ფიქსირებული სადენიანი/უსადენო ქსელიდან; სხვა საცალო საკომუნიკაციო მომსახურება - საინფორმაციო საცნობარო მომსახურება (118 XX ნომრებით მომსახურება); ფიქსირებული სადენიანი ქსელის გამოყენებით გაწეული მონაცემთა გადაცემით/ინტერნეტით მომსახურება - სააბონენტო გადასახადი; ფიქსირებული სადენიანი ქსელის გამოყენებით გაწეული საცალო ხმოვანი მომსახურება - სააბონენტო გადასახადი; ფიქსირებული სადენიანი ქსელის გამოყენებით გაწეული საცალო ხმოვანი მომსახურება - სხვა; ფიქსირებული სადენიანი ქსელის გამოყენებით გაწეული საცალო ხმოვანი მომსახურება - ტელეფონის დადგმა; ფიქსირებული სადენიანი ქსელის გამოყენებით გაწეული საცალო ხმოვანი მომსახურება - წუთობრივი; ქსელის ელემენტებთან დაშვება/იჯარა - მაგისტრალური ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის იჯარა; ქსელის ელემენტებთან დაშვება/იჯარა - სხვა.
მტკიცებულება: კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N25-10-1425, 03.07.2025) თანდართული დოკუმენტაციით (Excel ფაილი);
32. შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში პასუხისმგებლობის არცერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის გამოყენებული არ ყოფილა.
მტკიცებულება: მონაცემები კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ შესახებ.
3. სამართლებრივი შეფასება
33. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია“, როგორც ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირი, ვალდებულია, შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.
34. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის 21 პუნქტის „ა.დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციის კომპანია ვალდებულია უფლებამოსილი ორგანოს მიერ კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვების სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობის და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ბაზების კოპირების უზრუნველსაყოფად: უფლებამოსილი ორგანოს მოთხოვნის შემთხვევაში უზრუნველყოს სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების უფლების მოპოვება. თავის მხრივ, ელექტრონული კომუნიკაციის კომპანია არის ავტორიზებული პირი, რომლის საქმიანობის ან/და მომსახურების სახეა სატელეფონო ქსელებით ან/და ინტერნეტქსელებით უზრუნველყოფა ან/და მომსახურება. ამდენად, შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას“, როგორც ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს, ეკისრება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული აღნიშნული ვალდებულების შესრულება.
35. 2025 წლის 25 აპრილს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სსიპ საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკურმა სააგენტომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის 21 პუნქტის „ა.დ.“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მიმართა შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას“ (ს/კ 204876081) სახელმწიფო საიდუმლოებაზე დაშვების უფლების მოპოვების თაობაზე და ვალდებულების შესრულების ვადად განუსაზღვრა 2025 წლის 01 ივნისამდე პერიოდი. შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას“ არ შეუსრულებია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის 21 პუნქტის „ა.დ“ ქვეპუნქტის მოთხოვნა - არ უზრუნველყო სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების უფლების მოპოვება, რითაც დარღვეულია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონი.
4. პასუხისმგებლობა და ვალდებულებები
36. კომისიის მიერ დადგინდა, რომ შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციამ“ დაარღვია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის 21 პუნქტის „ა.დ“ ქვეპუნქტის მოთხოვნები - რაც „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, კომპანიის სანქცირების საფუძველია.
37. ამასთან, ბოლო ერთი წლის განმავლობაში შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას“ იგივე/ანალოგიური სამართალდარღვევისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა არ დაკისრებია. ამდენად, კომპანიას უნდა მიეცეს წერილობითი გაფრთხილება.
38. გარდა ამისა, დარღვევის აღმოფხვრის მიზნით, კომპანიას უნდა დაევალოს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის 21 პუნქტის „ა.დ“ ქვეპუნქტით დადგენილი მოთხოვნების შესრულება გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.
IV. სარეზოლუციო ნაწილი
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ60 ქვეპუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 21 პუნქტის „ე“ და „ა.დ“ ქვეპუნქტის, 81 მუხლის მე-3 პუნქტის, 83 მუხლის პირველი პუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე 98-ე და 99-ე მუხლების, VII თავისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” (დანართი N1) მე-16 მუხლის და 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად,
გადაწყვიტა:
1. შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას“ მიეცეს წერილობითი გაფრთხილება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და 21 პუნქტის „ა.დ“ ქვეპუნქტის დარღვევის გამო;
2. შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციამ“ უზრუნველყოს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის 21 პუნქტის „ა.დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამავე ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება (უზრუნველყოს სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების უფლების მოპოვება) გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში და აღნიშნულის თაობაზე აცნობოს კომისიას.
3. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნებისთანავე;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64) შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციისთვის“ გადაწყვეტილების ან მისი დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ბ. გასვიანი) გადაწყვეტილების ან მისი დამოწმებული ასლის შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციისთვის“ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;
6. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს (თ. გოშუა) შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ინფორმაციის კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;
7. კონტროლი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 და მე-5 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ბ. გასვიანი);
8. კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3, მე-5 და მე-7 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს (ი. ბუთბაია).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ეკატერინე იმედაძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
ივანე მახარაძე წევრი