შპს „ინექსფონისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 29, 2025 14:40
მიღების თარიღი ივლისი 24, 2025
შპს „ინექსფონისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ
ავტორიზებული პირი: შპს „ინექსფონი“
სამართალდარღვევა: „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და 21 პუნქტის „ა.დ“ ქვეპუნქტის დარღვევა.
წარმოების დაწყების საფუძველი: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს 2025 წლის 2 ივლისის SSG7 25 00150007 წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-25-3/2760, 03.07.2025) თანდართული დოკუმენტაციით.
კომისიის სხდომის თარიღი: 2025 წლის 24 ივლისი, 15 საათი.
I. აღწერილობითი ნაწილი
1. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს 2025 წლის 2 ივლისის SSG 7 25 00150007 წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-25-3/2760, 03.07.2025) საფუძველზე, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” (დანართი N1) 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში (შემდგომში - კომისია) დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „ინექსფონისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის თაობაზე, მის მიერ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და 21 პუნქტის „ა.დ“ ქვეპუნქტის დარღვევის გამო.
2. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს 2025 წლის 2 ივლისის SSG 7 25 00150007 წერილით (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-25-3/2760, 03.07.2025) კომისიისთვის მოწოდებულ იქნა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ 2025 წლის 25 აპრილს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სსიპ საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკურმა სააგენტომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის 21 პუნქტის „ა.დ.“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მიმართა შპს „ინექსფონს” სახელმწიფო საიდუმლოებაზე დაშვების უფლების მოპოვების თაობაზე და ვალდებულების შესრულების ვადად განუსაზღვრა 2025 წლის 01 ივნისამდე პერიოდი.
3. წერილის თანახმად, შპს „ინექსფონს“ „(ს/კ204545000) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სსიპ საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს მიერ კანონით მოთხოვნილი ვალდებულება 2025 წლის 01 ივნისამდე არ განუხორციელებია. ამდენად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკურმა სააგენტომ 2025 წლის 2 ივლისის SSG 7 25 00150007 წერილით (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-25-3/2760, 03.07.2025) ითხოვა კომისიამ უზრუნველყოს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ზომების მიღება კომპანიის მიერ კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების აღსრულების უზრუნველსაყოფად.
4. ასევე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს 2025 წლის 2 ივლისის SSG7 25 00150007 წერილით (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-25-3/2760, 03.07.2025) წარმოდგენილია სახელმწიფო საიდუმლოებაზე დაშვების უფლების მოპოვების მოთხოვნასთან დაკავშირებული წერილი PDF ფაილების სახით. კერძოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს 2025 წლის 25 აპრილის N90489 წერილის თანახმად, შპს „ინექსფონს“ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის 21 პუნქტის „ა.დ.“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ეთხოვა 2025 წლის პირველ ივნისამდე უზრუნველყოს სახელმწიფო საიდუმლოებაზე დაშვების უფლების მოპოვება. ამავე წერილით კომპანია გაფრთხილებულ იქნა, რომ მიცემულ ვადაში კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში სააგენტო იტოვებს უფლება მიმართოს საქართველოსკომუნიკაციების ეროვნულ კომისიას „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ზომების მიღების მიზნით.
5. 2025 წლის 15 ივლისს კომისიაში შემოვიდა შპს „ინექსფონის“ 2025 წლის 15 ივლისის N OUT15072025/002 განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-25-06/2911, 15.07.2025), რომელშიც აღნიშნულია, რომ 2025 წლის 29 აპრილს ჩაბარდათ სსიპ ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს 2025 წლის 25 აპრილის წერილი N90489. წერილით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის 21 პუნქტის „ა.დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ეთხოვათ, რომ 2025 წლის პირველ ივნისამდე უზრუნველყონ სახელმწიფო საიდუმლოებაზე დაშვების უფლების მოპოვება. შპს „ინექსფონის“ წერილის თანახმად, კომპანიამ დაუყოვნებლივ დაიწყო სახელმწიფო საიდუმლოებაზე დაშვების უფლების მოპოვების მიზნით შესაბამისი მოქმედებების განხორციელება, თუმცა გათვალისწინებით იმასა, რომ უფლების მოსაპოვებლად აუცილებელი ერთის მხრივ საკმაოდ ვრცელი დოკუმენტური ნაწილის თავმოყრა, მეორე მხრივ კი შესაბამისი ტექნიკური მოთხოვნების დაკმაყოფილება, კომპანიის მხრიდან დღემდე ვერ იქნა უზრუნველყოფილი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისათვის მოთხოვნის წერილის წარდგენა. წერილში ასევე აღნიშულია, რომ მიუხედავად ზემოაღნიშნულისა კომპანია ყველა ღონისძიებას ახორციელებს იმისათვის, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დროულად წარუდგინოს მოთხოვნა სახელმწიფო საიდუმლოებაზე დაშვების უფლების მოპოვების მიზნით და კომპანია უმოკლეს ვადებში წარადგენს აღნიშნულს.
6. შპს „ინექსფონის“ 2025 წლის 15 ივლისის N OUT15072025/002 განცხადებაში ასევე აღნიშნული, რომ გარდა იმისა, რომ კომპანიის მხრიდან დღემდე ვერ მოხერხდა მოთხოვნის წერილის წარდგენა, მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ სააგენტოს წერილით, სახელმწიფო საიდუმლოებაზე დაშვების უფლების მოსაპოვებლად, კომპანიას ვადა განესაზღვრა 2025 წლის 01 ივნისამდე, რაც კომპანიის მიერ წერილის ჩაბარების თარიღისა (2025 წლის 29 აპრილი) და „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების გასაცემად პირის შემოწმების პროცედურების განხორციელების ვადების (დოკუმენტაციის წარდგენიდან 3 თვე) გათვალისწინებით - იმთავითვე შეუძლებელი იყო. შპს „ინექსფონის“ განცხადების თანახმად, 2025 წლის 2025 წლის 14 ივლისს, კომპანიის მიერ, სააგენტოს წარედგინა განცხადება, რომლითაც მოთხოვნილია სახელმწიფო საიდუმლოებაზე დაშვების უფლების მოპოვების ვადის 2025 წლის 20 ოქტომბრამდე გახანგრძლივება. ამდენად, შპს „ინექსფონი“ კომისიას მიმართავს თხოვნით, სააგენტოს მიერ კომპანიისათვის სახელმწიფო საიდუმლოებაზე დაშვების უფლების მოპოვების ვადების გახანგრძლივების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებამდე, კომპანიის მიმართ არ დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება ან/და შეჩერდეს დაწყებული წარმოება.
7. კომისიის 2025 წლის 24 ივლისის სხდომაზე გამოცხადდა შპს „ინექსფონის” წარმომადგენელი თ. დანელია, რომელმაც განაცხადა, რომ სსიპ საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს წერილის მიღებისთანავე შპს „ინექსფონმა“ მიმართა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და დაიწყო სახელმწიფო საიდუმლოებაზე დაშვების თაობაზე განაცხადზე მუშაობა იმისათვის, რომ შესაბამისი დოკუმენტაცია მოეგროვებინათ. თ. დანელიამ განმარტა, რომ კომპანიის სტრუქტურაში არის ხელმძღვანელ პირებს შორის ისეთი პირი, რომელსაც აქვს სხვა ქვეყნის მოქალაქეობაც, ამ ნაწილში დოკუმენტაციის უფრო ვრცელი ჩამონათვალია წარსადგენი, რომლის მოსაპოვებლად გარკვეული დროა საჭირო და ამდენად, სააგენტოს მიერ განსაზღვრულ კონკრეტულ ვადებში ამ დოკუმენტების მოძიება ვერ შეძლო კომპანიამ. შპს „ინექსფონის“ წარმომადგენელმა, ასევე აღნიშნა, რომ შემდგომ უკვე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მიმართეს და უშუალოდ ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოსაც დაუკავშირდნენ და ითხოვეს, რომ ვადები გაეგრძელებინათ, იმიტომ, რომ ვერ ესწრებოდა ამ ვადებში დოკუმენტაციის შეგროვება. ასევე, კომუნიკაციების კომისიასაც მომართეს და შეატყობინეს, რომ ვადის გაგრძელებას ითხოვდნენ. თ. დანელიამ განმარტა, რომ სსიპ საქართველოს ოპერატიულ- ტექნიკურ სააგენტოსთან სატელეფონო კომუნიკაციის შედეგად განემარტათ, რომ ვადას ვერ გაუგრძელებდნენ.
8. შპს „ინექსფონის“ წარმომადგენელმა თ. დანელიამ ასევე აღნიშნა, რომ დღეის მდგომარეობით, წარსადგენი დოკუმენტაციის დიდი ნაწილი მომზადებულია, თუმცა, დადგნენ საჭიროების წინაშე, რომ კომპანიის სტრუქტურა შეიცვალოს. კერძოდ, 5 პარტნიორი კომპანიიდან რეალურად, უნდა დარჩეს პარტნიორად 3 კომპანია. ზემოაღნიშნული ცვლილებების თაობაზე წინასწარი თანხმობის მოპოვების მიზნით უახლოეს დღეებში მიმართავენ კომუნიკაციების კომისიას. თ. დანელიამ დასძინა, რომ ცვლილებების შემდგომ წარადგენენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სახელმწიფო საიდუმლოებაზე დაშვების მოპოვებასთან დაკავშირებით განაცხადს.
9. შპს „ინექსფონის“ წარმომადგენელმა თ.დანელიამ ზემოაღნიშნულის გათვალიწინებით ითხოვა კომპანიას დამატებით ერთ თვიანი ვადა განესაზღვროს განაცხადის წარსადგენად.
II. მარეგულირებელი კანონმდებლობა
10. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, „ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები“.
11. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჰ60“ ქვეპუნქტის მიხედვით, „ელექტრონული კომუნიკაციის კომპანია არის ავტორიზებული პირი, რომლის საქმიანობის ან/და მომსახურების სახეა სატელეფონო ქსელებით ან/და ინტერნეტქსელებით უზრუნველყოფა ან/და მომსახურება“.
12. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 81 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, „კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვების სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობის არქიტექტურა და ინტერფეისები განისაზღვრება უფლებამოსილი ორგანოს ნორმატიული აქტებით“.
13. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 83 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, „უფლებამოსილ ორგანოს უფლება აქვს, განახორციელოს ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ბაზების კოპირება და შეინახოს ისინი ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ვადით“. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად „ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ბაზების კოპირების განსახორციელებლად უფლებამოსილ ორგანოს უფლება აქვს, ჰქონდეს წვდომა ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიის შესაბამის მონაცემთა ბაზებზე. ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ბაზების კოპირების ტექნიკური წესი და პროცედურა განისაზღვრება უფლებამოსილი ორგანოს ნორმატიული აქტით“.
14. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის 21 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, „ელექტრონული კომუნიკაციის კომპანია ვალდებულია ავტორიზაციით განსაზღვრული საქმიანობის დაწყებამდე 14 დღით ადრე უზრუნველყოს ელექტრონული კომუნიკაციისა და მისი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების რეალურ დროში მოპოვების, ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ბაზების კოპირების ტექნიკური შესაძლებლობების, ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიის საინფორმაციო-ტექნოლოგიური და სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის ტექნიკური მახასიათებლების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა და ამ ინფორმაციის კომისიისთვის მიწოდება, ხოლო მობილური საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე ან/და მომსახურებაზე ავტორიზებულმა პირმა აგრეთვე უნდა უზრუნველყოს გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრისა და მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის აქტივაციის ფაქტის დაფიქსირების ტექნიკური შესაძლებლობისა და მისი ფუნქციონირების შეზღუდვის (ბლოკირების) ტექნიკური შესაძლებლობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა და ამ ინფორმაციის კომისიისთვის მიწოდება“.
15. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის 21 პუნქტის „ა.დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, „ელექტრონული კომუნიკაციის კომპანია ვალდებულია უფლებამოსილი ორგანოს მიერ კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვების სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობის და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ბაზების კოპირების უზრუნველსაყოფად უფლებამოსილი ორგანოს მოთხოვნის შემთხვევაში უზრუნველყოს სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების უფლების მოპოვება“.
16. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო კომისიის გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში დენადი ხასიათის დარღვევის აღმოუფხვრელობის ან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის მფლობელის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არაუმეტეს 30000 ლარისა.“
17. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N 1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” (დანართი N1) მე-16 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად „კომისიის მიერ გაგზავნილი ყოველგვარი შეტყობინება და კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება იგზავნება მატერიალური ან ელექტრონული რეგისტრირებული საფოსტო გზავნილის მეშვეობით. მატერიალური საფოსტო გზავნილი იგზავნება დამტარებლის ან საფოსტო მომსახურების განმახორციელებელი პირის მეშვეობით“. ხოლო ამავე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად „კორესპოდენციის ელექტრონული გზავნილით გაგზავნის შემთხვევაში, დოკუმენტი ჩაბარებულად ჩაითვლება ადრესატის მიერ მისი მიღების, როგორც პირდაპირ, აქტიურად გამოხატული ქმედებით, ასევე, ავტომატური საშუალებით დადასტურების შემთხვევაშიც“.
III. სამოტივაციო ნაწილი
1. შესწავლილი მტკიცებულებები
18. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს 2025 წლის 2 ივლისის SSG 7 25 00150007 წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-25-3/2760, 03.07.2025) თანდართული დოკუმენტაციით (სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს 2025 წლის 25 აპრილის N90489 წერილი შპს „ინექსფონს“);
19. კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი ((N25-10-1556, 17.07.2025);
20. კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N 25-10-1580, 21.07.2025);
21. შპს „ინექსფონის“ 2025 წლის 15 ივლისის N OUT15072025/002 განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-25-06/2911, 15.07.2025);
22. შპს „ინექსფონისთვის“ გაგზავნილი წერილობითი შეტყობინება (N გ-25-03/1747, 21/07/2025) კომისიის 2025 წლის 24 ივლისის სხდომაზე მოწვევის თაობაზე და მისი ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
23. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან შპს „ინექსფონის“ შესახებ მონაცემები;
24. შპს „ინექსფონის“ წარმომადგენლის თ. დანელიას მიერ კომისიის 2025 წლის 24 ივლისის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებები.
2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
25. შპს „ინექსფონი“ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირია (ავტორიზაციის თარიღი: 10/02/2010; ავტორიზებული საქმიანობის სახეები:
A.F.7 ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების გაფართოებული რესურსებით უზრუნველყოფა: ელექტრონული პაკეტური საკომუნიკაციო ქსელების საოპერაციო პროგრამული მართვის საშუალებებით (SIP, H323 ), მათი ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; ძირითადი საკომუნიკაციო ქსელების ურთიერთჩართვის გარდამქმნელი ტერმინალური აღჭურვილობის (IP TV, IP ტელეფონია) ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; საბილინგო მონაცემთა ბაზების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;
B.F.1 ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურება: ადგილობრივი სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; საერთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; საქალაქთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;
B.F.4 მაუწყებლობის ტრანზიტი: ტელემაუწყებლობის ტრანზიტი;
B.M.1 მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება: ადგილობრივი და მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტებთან სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; მოძრავი საერთაშორისო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; როუმინგული კავშირით მომსახურება;
B.M.2 მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების გაფართოებული მომსახურებით უზრუნველყოფა: ტექსტური შეტყობინების მომსახურება; მულტიმედიური მომსახურება; მოძრავი ინტერნეტ მომსახურება.
მტკიცებულება: მონაცემები ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან შპს „ინექსფონის“ შესახებ;
26. 2025 წლის 25 აპრილს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სსიპ საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკურმა სააგენტომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის 21 პუნქტის „ა.დ.“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მიმართა შპს „ინექსფონს” სახელმწიფო საიდუმლოებაზე დაშვების უფლების მოპოვების თაობაზე და ვალდებულების შესრულების ვადად განუსაზღვრა 2025 წლის 01 ივნისამდე პერიოდი.
მტკიცებულება: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს 2025 წლის 2 ივლისის SSG 7 25 00150007 წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-25-3/2760, 03.07.2025) თანდართული დოკუმენტაციით (სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს 2025 წლის 25 აპრილის N90489 წერილი შპს „ინექსფონს“);
27. შპს „ინექსფონს“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სსიპ საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს მიერ კანონით მოთხოვნილი ვალდებულება - უზრუნველყოს სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების უფლების მოპოვება 2025 წლის 01 ივნისამდე არ განუხორციელებია.
მტკიცებულება: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს 2025 წლის 2 ივლისის SSG 7 25 00150007 წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-25-3/2760, 03.07.2025);
28. შპს „ინექსფონი“ ახორციელებს ავტორიზაციით გათვალისწინებულ პრაქტიკულ საქმიანობას და კომპანიას უფიქსირდება აბონენტები და შემოსავალი: VoIP საცალო მომსახურება - სააბონენტო გადასახადი; VoIP საცალო მომსახურება - წუთობრივი; საბითუმო ხმოვანი მომსახურება - ურთიერთჩართვა რეზიდენტ ოპერატორებთან-მოძრავი საკომუნიკაციო ქსელიდან; საბითუმო ხმოვანი მომსახურება - ურთიერთჩართვა რეზიდენტ ოპერატორებთან- ფიქსირებული სადენიანი/უსადენო ქსელიდან; სხვა საცალო საკომუნიკაციო მომსახურება - A2P bulk SMS იურიდიული; სხვა საცალო საკომუნიკაციო მომსახურება - საკუთარი დაშვების კოდით სხვა ავტორიზებული პირის ქსელიდან განხორციელებული ზარები; სხვა საცალო საკომუნიკაციო მომსახურება - ფასიანი ნომრების რეალიზაციით მიღებული თანხა.
მტკიცებულება: კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N 25-10-1580, 21.07.2025);
29. შპს „ინექსფონის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში პასუხისმგებლობის არცერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის გამოყენებული არ ყოფილა.
მტკიცებულება: მონაცემები კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან შპს „ინექსფონის“ შესახებ.
3. სამართლებრივი შეფასება
30. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შპს „ინექსფონი“, როგორც ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირი, ვალდებულია, შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.
31. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის 21 პუნქტის „ა.დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციის კომპანია ვალდებულია უფლებამოსილი ორგანოს მიერ კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვების სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობის და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ბაზების კოპირების უზრუნველსაყოფად: უფლებამოსილი ორგანოს მოთხოვნის შემთხვევაში უზრუნველყოს სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების უფლების მოპოვება. თავის მხრივ, ელექტრონული კომუნიკაციის კომპანია არის ავტორიზებული პირი, რომლის საქმიანობის ან/და მომსახურების სახეა სატელეფონო ქსელებით ან/და ინტერნეტქსელებით უზრუნველყოფა ან/და მომსახურება. ამდენად, შპს „ინექსფონს“, როგორც ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს, ეკისრება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული აღნიშნული ვალდებულების შესრულება.
32. 2025 წლის 25 აპრილს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სსიპ საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკურმა სააგენტომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის 21 პუნქტის „ა.დ.“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მიმართა შპს „ინექსფონს” სახელმწიფო საიდუმლოებაზე დაშვების უფლების მოპოვების თაობაზე და ვალდებულების შესრულების ვადად განუსაზღვრა 2025 წლის 01 ივნისამდე პერიოდი. შპს „ინექსფონმა“ არ შეუსრულებია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის 21 პუნქტის „ა.დ“ ქვეპუნქტის მოთხოვნა - არ უზრუნველყო სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების უფლების მოპოვება, რითაც დარღვეულია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონი.
4. პასუხისმგებლობა და ვალდებულებები
33. კომისიის მიერ დადგინდა, რომ შპს „ინექსფონმა“ დაარღვია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის 21 პუნქტის „ა.დ“ ქვეპუნქტის მოთხოვნები - რაც „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, კომპანიის სანქცირების საფუძველია.
34. ამასთან, ბოლო ერთი წლის განმავლობაში შპს „ინექსფონს“ იგივე/ანალოგიური სამართალდარღვევისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა არ დაკისრებია. ამდენად, კომპანიას უნდა მიეცეს წერილობითი გაფრთხილება.
35. გარდა ამისა, დარღვევის აღმოფხვრის მიზნით, კომპანიას უნდა დაევალოს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის 21 პუნქტის „ა.დ“ ქვეპუნქტით დადგენილი მოთხოვნების შესრულება გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.
IV. სარეზოლუციო ნაწილი
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ60 ქვეპუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 21 პუნქტის „ე“ და „ა.დ“ ქვეპუნქტის, 81 მუხლის მე-3 პუნქტის, 83 მუხლის პირველი პუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე 98-ე და 99-ე მუხლების, VII თავისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” (დანართი N1) მე-16 მუხლის და 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად,
გადაწყვიტა:
1. შპს „ინექსფონს“ მიეცეს წერილობითი გაფრთხილება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და 21 პუნქტის „ა.დ“ ქვეპუნქტის დარღვევის გამო;
2. შპს „ინექსფონმა“ უზრუნველყოს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის 21 პუნქტის „ა.დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამავე ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება (უზრუნველყოს სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების უფლების მოპოვება) გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში და აღნიშნულის თაობაზე აცნობოს კომისიას.
3. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნებისთანავე;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი,№64) შპს „ინექსფონისთვის“ გადაწყვეტილების ან მისი დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ბ.გასვიანი) გადაწყვეტილების ან მისი დამოწმებული ასლის შპს „ინექსფონისთვის“ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;
6. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს (თ.გოშუა) შპს „ინექსფონისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ინფორმაციის კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;
7. კონტროლი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 და მე-5 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ბ. გასვიანი);
8. კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3, მე-5 და მე-7 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს (ი. ბუთბაია).
ვახტანგ აბაშიძე თავმჯდომარე - მ.შ.
ნათია კუკულაძე წევრი
ივანე მახარაძე წევრი