წვდომის მენიუ

შპს „მაქსნეტის“ სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების თაობაზე

ნომერი: გ-25-18 / 457

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 10, 2025 16:08

მიღების თარიღი სექტემბერი 04, 2025

შპს „მაქსნეტის“ სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების თაობაზე

ავტორიზებული პირი: შპს „მაქსნეტი“

სამართალდარღვევა: „ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის    2011 წლის  N144/22 გადაწყვეტილების  ნაწილობრივ  ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილებისა და „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილების დარღვევა

წარმოების დაწყების  საფუძველი:  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის ადმინისტრაციის მოხსენებითი ბარათი  (N 25-10-1683; 01.08.2025)

კომისიის სხდომის თარიღი: 2025 წლის 4 სექტემბერი

I.აღწერილობითი   ნაწილი

1.საქართველოს კომუნიკაციების  ეროვნული კომისიის (შემდგომში - კომისია)  აპარატის ადმინისტრაციის მოხსენებითი ბარათის  (N 25-10-1683; 01.08.2025)  საფუძველზე, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება    შპს „მაქსნეტისთვის“ ადმინისტრაციული    პასუხისმგებლობის    დაკისრების    თაობაზე    მის    მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაძლო დარღვევის გამო.

2.მოხსენებითი ბარათიდან (N 25-10-1683; 01.08.2025) ირკვევა, რომ შპს „მაქსნეტს“ კანონმდებლობით დადგენილ ვადაში კომისიაში არ წარმოუდგენია 2025 წლის მარტის, მაისისა და ივნისის თვეების რეგულირების საფასურის  გაანგარიშებების 1.9 ფორმა და 2025 წლის აპრილის, მაისისა და ივნისის თვეების სტატისტიკური  ანგარიშგების  შემდეგი  ფორმები:  ფორმა   1.1  - შემოსავლების  თაობაზე, ფორმა  4.1  - მონაცემთა  გადაცემა/ინტერნეტი,  ფორმა  4.2  - მონაცემთა გადაცემა/ინტერნეტი - აბონენტები კვარტალში  (2025 წლის  II კვარტალი), ფორმა  5.4   - საბითუმო  ინტერნეტის შესყიდვა/გაყიდვა.

3.  კომისიის აპარატის ადმინისტრაციის სამსახურებრივი ბარათიდან (N 25-10-1886; 01.09.2025) ირკვევა, რომ შპს „მაქსნეტს“ კომისიაში არ წარმოუდგენია 2025 წლის მარტის თვის რეგულირების საფასურის გაანგარიშების 1.9 ფორმა, ხოლო კომპანიამ 2025 წლის მაისისა და ივნისის თვეების რეგულირების საფასურის 1.9 ფორმა კომისიაში წარმოადგინა კანონმდებლობით დადგენილი ვადის დარღვევით. ასევე, ამავე სამსახურებრივი ბარათიდან დგინდება, რომ შპს „მაქსნეტს“ კომისიაში არ წარმოუდგენია 2025 წლის აპრილის, მაისისა და ივნისის თვეების სტატისტიკური ანგარიშგების შემდეგი ფორმები: ფორმა 1.1 - შემოსავლების თაობაზე, ფორმა 4.1 - მონაცემთა გადაცემა/ინტერნეტი, ფორმა 4.2 - მონაცემთა გადაცემა/ინტერნეტი - აბონენტები კვარტალში (2025 წლის II კვარტალი), ფორმა 5.4 - საბითუმო ინტერნეტის შესყიდვა/გაყიდვა.

4.    კომისიის   აპარატის   ადმინისტრაციის   სამსახურებრივი   ბარათიდან   (N   25-10-1937;  04.09.2025) დგინდება, რომ შპს „მაქსნეტმა“, კანონმდებლობით დადგენილი ვადის დარღვევით, გადაწყვეტილების მიღებამდე, კომისიაში სრულყოფილად წარმოადგინა ზემოთ დასახელებული ფორმები (2025 წლის მარტის, მაისისა და ივნისის თვეების 1.9 ფორმა და 2025 წლის აპრილის, მაისისა და ივნისის თვეების 1.1; 4.1; 4.2; 5.4 ფორმები).

5.    შპს  „მაქსნეტისთვის“  ადმინისტრაციული  პასუხისმგებლობის  დაკისრების  თაობაზე  საკითხის განხილვა დაინიშნა 2025 წლის 4 სექტემბერს, 15:00 საათზე, რის შესახებაც შპს „მაქსნეტს“ ეცნობა წერილობითი შეტყობინებით (N გ-25-03/2095; 02/09/2025) და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. კომპანიას, ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლების თაობაზე.

6.    კომისიის  2025  წლის  4  სექტემბრის  სხდომას  ესწრებოდა  შპს  „მაქსნეტის“  წარმომადგენელი  გ. ფირცხელანი.

II.       მარეგულირებელი კანონმდებლობა

7.    „ელექტრონული  კომუნიკაციების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-19  მუხლის  მე-2 პუნქტის „ბ“  ქვეპუნქტის თანახმად,  ავტორიზებული  პირი  ვალდებულია  შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.

8.    „ელექტრონული  კომუნიკაციების  შესახებ“  საქართველოს  კანონის  მე-12  მუხლის  მე-4 პუნქტის შესაბამისად, რეგულირების საფასურის ოდენობაა ავტორიზებული პირის მიერ განხორციელებული და რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) მიწოდების ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიანი ღირებულების (დღგ-ის გარეშე) 0,75 პროცენტი. ავტორიზებული პირები ვალდებული არიან ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, კომისიის დადგენილებით დამტკიცებული ფორმით წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია გაანგარიშებული რეგულირების საფასურის შესახებ და კომისიის ანგარიშზე ჩარიცხონ რეგულირების საფასური.

9.    „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესების შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების შესაბამისად, დადგენილია, რომ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირები და მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული  პირები  ვალდებულნი  არიან  ყოველთვიურად,  არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, ამ დადგენილებით განსაზღვრული ფორმით (დანართი №1) ელექტრონულად, კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის (http://stats.gncc.ge) ფორმა 1.9-ის  (რეგულირების  საფასურის გაანგარიშების  ფორმა)  საშუალებით,  წარუდგინონ  კომისიას ინფორმაცია საანგარიშო თვის გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თაობაზე და ჩარიცხონ კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასური.

10. საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული  კომისიის  2011  წლის  N144/22  გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების შესაბამისად,  დამტკიცდა ელექტრონული საკომუნიკაციო და სამაუწყებლო დარგების სტატისტიკური ანგარიშგების თანდართული ფორმები (დანართი N1). ასევე, ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ/ლიცენზიის მფლობელ ყველა პირს და ასევე ყველა მაუწყებელს დაევალა ამ გადაწყვეტილების N1 დანართით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების ელექტრონულად შევსება და კომისიაში წარმოდგენა ამ ფორმებში მითითებული პერიოდულობით.

11.  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო კომისიის გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში დენადი ხასიათის დარღვევის აღმოუფხვრელობის ან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის მფლობელის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არაუმეტეს 30000 ლარისა.

12. საქართველოს  ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის  76-ე  მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი. 

13. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების   თაობაზე“   საქართველოს   კომუნიკაციების   ეროვნული   კომისიის   2003   წლის   27 ივნისის   N1 დადგენილებით    დამტკიცებული „საქართველოს    კომუნიკაციების  ეროვნული კომისიის საქმიანობის  მარეგულირებელი  წესების”  (დანართი  N1)  მე-16  მუხლის  მე-5  პუნქტის თანახმად „კომისიის მიერ გაგზავნილი ყოველგვარი შეტყობინება და კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება იგზავნება მატერიალური ან ელექტრონული რეგისტრირებული საფოსტო გზავნილის მეშვეობით. მატერიალური საფოსტო გზავნილი იგზავნება დამტარებლის ან საფოსტო მომსახურების განმახორციელებელი პირის მეშვეობით“, ხოლო ამავე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, „კორესპოდენციის ელექტრონული გზავნილით გაგზავნის შემთხვევაში დოკუმენტი ჩაბარებულად ჩაითვლება ადრესატის მიერ მისი მიღების, როგორც პირდაპირ, აქტიურად გამოხატული ქმედებით, ასევე ავტომატური საშუალებით დადასტურების შემთხვევაშიც“.

III.       სამოტივაციო ნაწილი

1.    შესწავლილი მტკიცებულებები

14.  კომისიის აპარატის ადმინისტრაციის მოხსენებითი ბარათი (N 25-10-1683; 01.08.2025) თანდართული დოკუმენტაციით.

15.  კომისიის აპარატის ადმინისტრაციის სამსახურებრივი ბარათი (N 25-10-1886;    01.09.2025) თანდართული დოკუმენტაციით.

16.  კომისიის აპარატის ადმინისტრაციის სამსახურებრივი ბარათი  (N  25-10-1937;    04.09.2025) თანდართული დოკუმენტაციით.

17.  კომისიის შეტყობინება (N გ-25-03/2095; 02/09/2025) შპს „მაქსნეტს“ კომისიის 2025 წლის 4 სექტემბრის სხდომაზე მოწვევის შესახებ და აღნიშნული შეტყობინების ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

18.  მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან შპს „მაქსნეტის“ შესახებ მონაცემები.

2.    დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

19.  შპს „მაქსნეტი“  (ს/კ 404910076) ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირია. მტკიცებულება: მონაცემი კომისიის უწყებრივი რეესტრიდან შპს „მაქსნეტის“  შესახებ.

20.  შპს  „მაქსნეტმა“  კომისიაში  კანონმდებლობით  დადგენილ  ვადაში  არ  წარმოადგინა  2025  წლის მარტის, მაისისა და ივნისის თვეების რეგულირების საფასურის გაანგარიშებების 1.9 ფორმა და 2025 წლის აპრილის, მაისისა და ივნისის თვეების სტატისტიკური ანგარიშგების შემდეგი ფორმები: ფორმა 1.1 - შემოსავლების თაობაზე, ფორმა 4.1 - მონაცემთა გადაცემა/ინტერნეტი, ფორმა 4.2 - მონაცემთა გადაცემა/ინტერნეტი - აბონენტები კვარტალში (2025 წლის II კვარტალი), ფორმა 5.4 - საბითუმო ინტერნეტის შესყიდვა/გაყიდვა. შპს „მაქსნეტმა“ აღნიშნული ფორმები კომისიაში გადაწყვეტილების მიღებამდე სრულად წარმოადგინა.

მტკიცებულება: კომისიის აპარატის ადმინისტრაციის მოხსენებითი (N 25-10-1683; 01.08.2025) და სამსახურებრივი (N 25-10-1886; 01.09.2025 და N 25-10-1937; 04.09.2025) ბარათები თანდართული დოკუმენტაციით.

21. შპს „მაქსნეტის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში პასუხისმგებლობის არცერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის გამოყენებული არ ყოფილა.

მტკიცებულება: მონაცემი კომისიის უწყებრივი რეესტრიდან შპს „მაქსნეტის“ შესახებ.

3.    სამართლებრივი შეფასება

22. საქართველოს   კანონმდებლობის   მიხედვით,   შპს   „მაქსნეტი“,   როგორც   ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირი ვალდებული იყო ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშო   თვის  მომდევნო  თვის  20   რიცხვისა,  ელექტრონულად, კომისიის   საერთო  სტატისტიკური  ბაზის ფორმა 1.9-ის საშუალებით, წარმოედგინა კომისიისთვის ინფორმაცია საანგარიშო თვის გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თაობაზე, ასევე,  შეევსო სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები და ელექტრონულად კომისიაში წარმოედგინა ამ ფორმებში მითითებული პერიოდულობით.

23.  კომისიის მიერ დადგინდა, რომ შპს „მაქსნეტს“ კანონმდებლობით დადგენილ ვადებში კომისიაში არ წარმოუდგენია 2025 წლის მარტის, მაისისა და ივნისის თვეების რეგულირების საფასურის გაანგარიშების 1.9 ფორმა და 2025 წლის აპრილის, მაისისა და ივნისის თვეების სტატისტიკური ანგარიშგების შემდეგი ფორმები: ფორმა 1.1 - შემოსავლების თაობაზე, ფორმა 4.1 - მონაცემთა გადაცემა/ინტერნეტი, ფორმა 4.2 - მონაცემთა გადაცემა/ინტერნეტი - აბონენტები კვარტალში (II კვარტალი), ფორმა 5.4 - საბითუმო ინტერნეტის შესყიდვა/გაყიდვა.

24. შპს „მაქსნეტმა“ კანონმდებლობით დადგენილი ვადების დარღვევით, 2025 წლის 4 სექტემბრის მდგომარეობით, სრულყოფილად წარმოადგინა რეგულირების საფასურის გაანგარიშებისა და სტატისტიკური ანგარიშგების ზემოთ დასახელებული ფორმები ( 2025 წლის მარტის, მაისისა და ივნისის თვეების 1.9 ფორმა და 2025 წლის აპრილის, მაისისა და ივნისის თვეების 1.1; 4.1; 4.2; 5.4 ფორმები).

25. ზემოაღნიშნულიდან   გამომდინარე,   შპს   „მაქსნეტის“   მიერ   დარღვეულია   „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტი, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების   ნაწილობრივ   ძალადაკარგულად   ცნობისა   და   სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილება და „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილება.

4.    პასუხისმგებლობა და ვალდებულებები

26. აღსანიშნავია,  რომ შპს „მაქსნეტის“ მიმართ  ბოლო   ერთი  წლის  განმავლობაში პასუხისმგებლობის არცერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის გამოყენებული არ ყოფილა. შესაბამისად, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამავე კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილებისა და „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილების დარღვევას შეესატყვისება წერილობითი გაფრთხილება.

27. კომისიის მიერ დადგინდა, რომ კომპანიამ მართალია, ვადების დარღვევით, მაგრამ არსებული ვალდებულება სრულად შეასრულა. კერძოდ,  წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების დღისათვის შპს „მაქსნეტმა“ სრულყოფილად წარმოადგინა გადაწყვეტილების მე-20 პარაგრაფში აღნიშნული ფორმები. სწორედ ამიტომ, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია შპს „მაქსნეტის“ მიმართ არ იქნეს გამოყენებული სანქციის სახედ წერილობითი გაფრთხილება. შესაბამისად, კომპანია ცნობილ უნდა იქნეს სამართალდამრღვევად და გათავისუფლდეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან.

IV.       სარეზოლუციო ნაწილი

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-13, 53-ე, 54-ე, 76-ე მუხლის, 95-ე, 96-ე, 97-ე, 98-ე, 99-ე მუხლებისა და VII თავის, კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და 36-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების, მე-16 მუხლის მე-5 და მე-9 პუნქტების, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილებისა და „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილების საფუძველზე, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად,

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1.    შპს  „მაქსნეტი“ ცნობილ იქნეს სამართალდამრღვევად „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ   ძალადაკარგულად  ცნობისა  და   სტატისტიკური   ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილებისა და „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილების დარღვევის გამო.

2.    შპს „მაქსნეტი“ გათავისუფლდეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან.

3. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე  (www.comcom.ge) გამოქვეყნებისთანავე.

4.    დაევალოს  კომისიის  აპარატის ადმინისტრაციას (ბ. გასვიანი) წინამდებარე გადაწყვეტილების შპს „მაქსნეტისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება.

5.    გადაწყვეტილება  შეიძლება  გასაჩივრდეს  თბილისის  საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) გადაწყვეტილების ან მისი დამოწმებული ასლის შპს „მაქსნეტისთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში.

6.    დაევალოს  კომისიის  აპარატის  იურიდიულ  დეპარტამენტს  (მ.  რუხაძე)  შპს  „მაქსნეტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე მონაცემის კომისიის უწყებრივ რეესტრში შეტანა.

7.    გადაწყვეტილების  შესრულებაზე  კონტროლი (გარდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ბ. გასვიანი).

კახი ბექაური თავმჯდომარე

ვახტანგ  აბაშიძე წევრი

ეკატერინე  იმედაძე წევრი

ნათია კუკულაძე წევრი

ივანე მახარაძე წევრი

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები