წვდომის მენიუ

შპს „სისტემა გამასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: გ-25-18 / 513

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 16, 2025 12:39

მიღების თარიღი ოქტომბერი 09, 2025

შპს „სისტემა გამასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ლიცენზიის მფლობელი: შპს „სისტემა გამა“

სამართალდარღვევა: „მაუწყებლობის შესახებ“  საქართველოს  კანონის   661 მუხლის   11 პუნქტის დარღვევა

წარმოების დაწყების   საფუძველი:   კომისიის   აპარატის   მედიამომსახურებების   რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N 25-10-2118; 30.09.2025)

კომისიის სხდომის თარიღი: 2025 წლის 9 ოქტომბერი, 15:00 საათი

I. აღწერილობითი ნაწილი

1.საქართველოს  კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისია“) აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების   დეპარტამენტის   მოხსენებითი   ბარათის     (N   25-10-2118; 30.09.2025) საფუძველზე კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „სისტემა გამასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე მის მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 661 მუხლის 11 პუნქტის დარღევის გამო.

2.მოხსენებით     ბარათში  აღნიშნულია,  რომ  „მაუწყებლობის  შესახებ“  საქართველოს  კანონის    661 მუხლის 11 პუნქტის თანახმად, „აკრძალულია მაუწყებლის მიერ უცხოური ძალისგან პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების   (ფულადი   თანხის   ან   ქონებრივი   ღირებულების   სხვა   სახის მატერიალური სიკეთის) მიღება (გარდა კომერციული რეკლამისა, ტელეშოპინგისა, სპონსორობისა და პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსებისა).“ ამასთანავე, 661 მუხლის 12 პუნქტის მიხედვით,  „ამ  მუხლის  მიზნებისთვის  უცხოური  ძალა  არის:  ა)  უცხო  სახელმწიფოს ხელისუფლების სისტემის  შემადგენელი  სუბიექტი;  ბ)  ფიზიკური  პირი,  რომელიც  არ  არის საქართველოს მოქალაქე;   გ)   იურიდიული   პირი,   რომელიც   საქართველოს   კანონმდებლობის საფუძველზე არ არის დაფუძნებული; დ) ისეთი ორგანიზაციული წარმონაქმნი (მათ შორის, ფონდი, ასოციაცია, კორპორაცია, კავშირი, სხვა სახის ორგანიზაცია) ან პირთა სხვა სახის ისეთი გაერთიანება, რომელიც უცხო   სახელმწიფოს   სამართლის   ან/და   საერთაშორისო   სამართლის   საფუძველზეა დაფუძნებული“.

3.მოხსენებითი   ბარათის   თანახმად,   კომისიის   აპარატის   მედიამომსახურებების   რეგულირების დეპარტამენტმა შეისწავლა  მაუწყებლების  მიერ   2025 წლის  მე-2  კვარტალში  (აპრილი-ივნისი) წარმოდგენილი ფორმა 1.7 (მაუწყებლების შემოსავლების წყაროები). შედეგად გამოვლინდა, რომ ამ პერიოდში შპს „სისტემა გამას“ შემოსავლის სახით მიღებული აქვს (მომსახურების სახე - საეთერო დროის გაყიდვა) შემდეგი იურიდიული პირებისგან: პოლონეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი (0000017753) - პოლონეთი (1,481.00 (ათას ოთხას ოთხმოცდაერთი) ლარი) და სლოვაკეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი (47232480) - სლოვაკეთი (1,220.00 (ათას ორას ოცი) ლარი).

4.    ასევე, მოხსენებითი ბარათიდან ირკვევა, რომ კომისიის 2025 წლის 27 აგვისტოს N გ-25-04/2066 წერილით კომისიამ შპს „სისტემა გამასგან“ გამოითხოვა დეტალური ინფორმაცია გაწეული მომსახურებისა და ზემოაღნიშნული შემოსავლის შესახებ შესაბამის დოკუმენტებთან ერთად (ხელშეკრულება, ინვოისი და სხვა ფინანსური დოკუმენტი).

5.  2025 წლის 2 სექტემბრის საპასუხო წერილით (კომისიაში რეგისტრაციის N შ-25-6/3687, თარიღი:02.09.2025) მაუწყებელმა კომისიას აცნობა, რომ ზემოაღნიშნული დაფინანსება მიღებული იყო ტრანზიტისთვის, თუმცა, რეალურად არის საეთერო დროის გაყიდვა. შპს „სისტემა გამას“ განმარტებით, 104.3-ის ეთერში ხორციელდება უცხოური მაუწყებლების (პოლონეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი და სლოვაკეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი) პროგრამების ტრანზიტი (30 წუთიანი პროგრამები), რომლებიც უცვლელი სახით გადის ეთერში და ეს მომსახურებები  ყველა  არის  კომერციული  მიზნის. დამატებით  მაუწყებელი  განმარტავს,  რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებებით, კერძოდ, ამ კანონის 661 მუხლის 11 პუნქტით მაუწყებელს ეზღუდება უცხოეთის რადიოს გავრცელება საქართველოში, რადგან ამ მუხლში არ არის ნახსენები საეთერო დროის გაყიდვა და ტრანზიტი. ასევე, შპს „სისტემა გამა“ უთითებს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის (მაუწყებლობის სახეები და სახეობები, მაუწყებლობის ლიცენზირებისას/ავტორიზაციისას და გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების ავტორიზაციისას მისათითებელი ინფორმაცია) მე-9 პუნქტსა და 453 მუხლის (მედიამომსახურებების მიღება და გავრცელება) პირველ პუნქტზე.

6.    მაუწყებლის  მიერ  წარმოდგენილი  ინფორმაციისა   და   თანდართული  დოკუმენტების გათვალისწინებით კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს მიაჩნია, რომ შპს „სისტემა გამას“ მიერ მიღებული თანხა წარმოადგენს უცხოური ძალისგან პირდაპირ დაფინანსებას და იგი ვერ ჯდება იმ გამონაკლისში (კომერციული რეკლამა, ტელეშოპინგი, სპონსორობა და პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსება), რომელიც განსაზღვრულია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 661 მუხლის 11 პუნქტით.

7.    შპს „სისტემა გამასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე  საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2025 წლის 9 ოქტომბერი, 15:00 საათი. აღნიშნულის თაობაზე შპს „სისტემა გამას“ გაეგზავნა შეტყობინება (N გ-25-03/2370; 06/10/2025) და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. კომპანიას ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის  98-ე  და 99-ე  მუხლებით გათვალისწინებული  მტკიცებულებებისა  და  შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლების თაობაზე.

8.    კომისიის 2025 წლის 9 ოქტომბრის სხდომას ესწრებოდა შპს „სისტემა გამას“ წარმომადგენელი კ. წივწივაძე, რომელმაც აღნიშნა, რომ შპს „სისტემა გამას“ ძირითადი შემოსავალი და საქმიანობა არის საეთერო დროის გაყიდვა, ტრანზიტი - ტერმინები ცოტა ბუნდოვანია. კომპანია ძირითადად საერთაშორისო რადიოებთან თანამშრომლობს. მაუწყებლის წარმომადგენელმა განმარტა, რომ შპს „სისტემა გამა“ ფლობს ორ სიხშირეს, ზემოთ დასახელებული პროგრამები გადიოდა საერთო მაუწყებლის - რადიო პოზიტივის ეთერში 104.3 სიხშირეზე.

II. მარეგულირებელი კანონმდებლობა

9.    „მაუწყებლობის  შესახებ“  საქართველოს  კანონის  მე-3  მუხლის  პირველი  პუნქტის  თანახმად, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“,  ეს  კანონი, „ეროვნული  მარეგულირებელი  ორგანოების  შესახებ“  და  „საავტორო  და მომიჯნავე    უფლებების შესახებ“ საქართველოს  კანონები და სხვა საკანონმდებლო    და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;

10. „მაუწყებლობის  შესახებ“  საქართველოს  კანონის  მე-2  მუხლის  „ტ“  ქვეპუნქტის  თანახმად, მაუწყებელი არის საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, ამ კანონის საფუძველზე ტელემაუწყებლობის ან/და რადიომაუწყებლობის განმახორციელებელი ლიცენზიის მფლობელი ან/და ავტორიზებული პირი;

11. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში კომისიის ერთ-ერთი ფუნქცია არის მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და მისი კონტროლი, ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების დაკისრება;

12. „მაუწყებლობის  შესახებ“  საქართველოს  კანონის  70-ე  მუხლის  მე-2  პუნქტის  შესაბამისად, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლების საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე ზედამხედველობასა და მის კონტროლს ახორციელებს მხოლოდ კომისია, გარდა საგადასახადო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მათი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ზედამხედველობისა და კონტროლისა.

13.  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 661  მუხლის 11  პუნქტის თანახმად, აკრძალულია მაუწყებლის მიერ უცხოური ძალისგან პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების (ფულადი თანხის ან ქონებრივი ღირებულების სხვა სახის მატერიალური სიკეთის) მიღება (გარდა კომერციული   რეკლამისა, ტელეშოპინგისა, სპონსორობისა და პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსებისა). ამასთანავე, აკრძალულია უცხოური ძალის მიერ მაუწყებლის მომსახურების შესყიდვა (გარდა კომერციული რეკლამისა და პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსებისა) ან/და პროგრამის მომზადების ან/და ეთერში გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან/და თანადაფინანსება;

14.  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 661   მუხლის 12   პუნქტის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისთვის უცხოური ძალა არის: ა) უცხო სახელმწიფოს ხელისუფლების სისტემის შემადგენელი სუბიექტი; ბ) ფიზიკური პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე; გ) იურიდიული პირი, რომელიც   საქართველოს   კანონმდებლობის   საფუძველზე   არ   არის   დაფუძნებული;   დ) ისეთი ორგანიზაციული წარმონაქმნი (მათ შორის, ფონდი, ასოციაცია, კორპორაცია, კავშირი, სხვა სახის ორგანიზაცია) ან პირთა სხვა სახის ისეთი გაერთიანება, რომელიც უცხო სახელმწიფოს სამართლის ან/და საერთაშორისო სამართლის საფუძველზეა დაფუძნებული.

15.  „მაუწყებლობის  შესახებ“  საქართველოს კანონის 71-ე  მუხლის  პირველი  პუნქტის  შესაბამისად, მედიამომსახურების მიმწოდებლის ან ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის, კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის ან ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია დამრღვევს დარღვევის აღმოსაფხვრელად ან მისი პრევენციისთვის ღონისძიებათა განსახორციელებლად გონივრულ ვადას განუსაზღვრავს;

16. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N 1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი  წესების”  (დანართი  N1)  მე-16  მუხლის  მე-5  პუნქტის  თანახმად „კომისიის მიერ  გაგზავნილი  ყოველგვარი შეტყობინება    და    კომისიის    მიერ    მიღებული გადაწყვეტილება  იგზავნება   მატერიალური   ან   ელექტრონული   რეგისტრირებული   საფოსტო გზავნილის მეშვეობით. მატერიალური საფოსტო გზავნილი იგზავნება დამტარებლის ან საფოსტო მომსახურების განმახორციელებელი პირის მეშვეობით“. ხოლო ამავე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად „კორესპოდენციის ელექტრონული გზავნილით გაგზავნის შემთხვევაში, დოკუმენტი ჩაბარებულად ჩაითვლება ადრესატის მიერ მისი მიღების, როგორც პირდაპირ, აქტიურად გამოხატული ქმედებით, ასევე, ავტომატური საშუალებით დადასტურების შემთხვევაშიც“;

17.  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი 765 მუხლის თანახმად, მაუწყებლის მიერ ამ კანონის 65-ე  მუხლის  მე-3  პუნქტისა  და  661 მუხლის  11 პუნქტის  მოთხოვნების  2025  წლის  1  ივნისამდე დარღვევის შემთხვევაში კომისია საკითხს განიხილავს ამ კანონით დადგენილი წესით. კომისია უფლებამოსილია მაუწყებელს შეუფარდოს ამ კანონით გათვალისწინებული შესაბამისი სანქცია, რომელიც აღსასრულებლად არ მიექცევა. მაუწყებლის მიერ ამ კანონის 65-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და 661 მუხლის 11 პუნქტის მოთხოვნების 2025 წლის 1 ივნისის შემდეგ დარღვევის შემთხვევაში კომისია საკითხს განიხილავს და მაუწყებელს შესაბამის სანქციას შეუფარდებს კანონით დადგენილი წესით.

III. სამოტივაციო ნაწილი

1. შესწავლილი მტკიცებულებები

18.  კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N25-10-2118; 30.09.2025);

19.  კომისიის 2025 წლის 27 აგვისტოს N გ-25-04/2066 წერილი შპს „სისტემა გამას“;

20.  შპს „სისტემა გამას“ 2025 წლის 2 სექტემბრის წერილი კომისიას (კომისიაში რეგისტრაციის N შ-25-6/3687; 02.09.2025);

21. შპს  „სისტემა  გამასა“  და  პოლონეთის  საზოგადოებრივ  მაუწყებელს  შორის  გაფორმებული ხელშეკრულება და ინვოისი;

22. შპს  „სისტემა  გამასა“  და  სლოვაკეთის  საზოგადოებრივ  მაუწყებელს  შორის  გაფორმებული ხელშეკრულება და ინვოისი;

23. კომისიის შეტყობინება (N გ-25-03/2370; 06/10/2025) შპს „სისტემა გამას“ კომისიის 2025 წლის 9 ოქტომბრის სხდომაზე მოწვევის თაობაზე და აღნიშნული შეტყობინების ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

24.  მონაცემები მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;

25.  კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან შპს „სისტემა გამას“ შესახებ მონაცემები;

26.  კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების დანართი N1-ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმა 1.7-ში მაუწყებლების მიერ შევსებული ინფორმაცია;

27. კომისიის 2023 წლის 20 აპრილის N გ-23-6/189 გადაწყვეტილება „შპს „სისტემა გამას“ კერძო რადიომაუწყებლობის №B81 და №B82 ლიცენზიების მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე“;

28.  შპს „სისტემა გამას“ წარმომადგენლის კ. წივწივაძის ახსნა-განმარტება მიცემული კომისიის 2025 წლის 9 ოქტომბრის სხდომაზე.

2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

29. შპს „სისტემა გამა“ (ს/კ 203850234) ფლობს კერძო რადიომაუწყებლობის №B81 (მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო მაუწყებლობა;   სიხშირე - 104.3) და №B82 (კერძო მაუწყებლობის ქვესახეობა: სპეციალიზებული (შემეცნებითი) მაუწყებლობა; სიხშირე - 102.9) ლიცენზიებს.

მტკიცებულება: კომისიის 2023 წლის 20 აპრილის N გ-23-6/189 გადაწყვეტილება „შპს „სისტემა გამას“ კერძო რადიომაუწყებლობის №B81 და №B82 ლიცენზიების მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე“.

30.  შპს „სისტემა გამას“ ეთერში (რადიო პოზიტივი; სიხშირე 104.3; საერთო მაუწყებლის ეთერი) გადის პოლონეთის საზოგადოებრივი მაუწყებლისა და სლოვაკეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის პროგრამები.

მტკიცებულება: შპს „სისტემა გამას“ 2025 წლის 2 სექტემბრის წერილი კომისიას (კომისიაში რეგისტრაციის N შ-25-6/3687; 02.09.2025); შპს „სისტემა გამასა“ და პოლონეთის საზოგადოებრივ მაუწყებელს შორის გაფორმებული ხელშეკრულება; შპს „სისტემა გამასა“ და სლოვაკეთის საზოგადოებრივ მაუწყებელს შორის გაფორმებული ხელშეკრულება; შპს „სისტემა გამას“ წარმომადგენლის კ. წივწივაძის ახსნა-განმარტება მიცემული კომისიის 2025 წლის 9 ოქტომბრის სხდომაზე.

31.  მაუწყებლების მიერ კომისიაში 2025 წლის მე-2 კვარტალში (აპრილი-ივნისი) წარმოდგენილი 1.7 ფორმის (მაუწყებლების  შემოსავლების  წყაროები)  მიხედვით,  შპს  „სისტემა  გამას“  შემოსავალი მიღებული აქვს (მომსახურების სახე - საეთერო დროის გაყიდვა) შემდეგი იურიდიული პირებისგან:

1) 2025 წლის ივნისის თვეში პოლონეთის საზოგადოებრივი მაუწყებლისაგან 1,481.00 (ათას ოთხას ოთხმოცდაერთი) ლარი და 2) 2025 წლის მაისის თვეში სლოვაკეთის საზოგადოებრივი მაუწყებელისგან 1,220.00 (ათას ორას ოცი) ლარი.

მტკიცებულება: კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი(N 25-10-2118; 30.09.2025); კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების დანართი N1-ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმა 1.7-ში მაუწყებლების მიერ შევსებული ინფორმაცია;

32.  პოლონეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი (Polskie Radio SA - w likwidacji, იურიდიული მისამართი - Warsaw, 00-977 Warsaw, Al. Niepodległości 77/85, სარეგისტრაციო ნომერი - 0000017753), მიეკუთვნება ისეთ ორგანიზაციულ წარმონაქმნს (მათ შორის, ფონდი, ასოციაცია, კორპორაცია, კავშირი, სხვა სახის ორგანიზაცია) ან პირთა სხვა სახის ისეთ გაერთიანებას, რომელიც უცხო სახელმწიფოს სამართლის ან/და საერთაშორისო სამართლის საფუძველზეა დაფუძნებული. ამასთანავე, პოლონეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი (Polskie Radio SA - w likwidacji, 0000017753) წარმოადგენს ისეთ ორგანიზაციას, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე არ არის დაფუძნებული. ამდენად, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, წარმოადგენს უცხოურ ძალას.

მტკიცებულება: კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N 25-10-2118; 30.09.2025); კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების დანართი N1-ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმა 1.7-ში მაუწყებლების მიერ შევსებული ინფორმაცია; შპს „სისტემა გამასა“ და პოლონეთის საზოგადოებრივ მაუწყებელს შორის გაფორმებული ხელშეკრულება; მონაცემი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;

33. სლოვაკეთის  საზოგადოებრივი  მაუწყებელი  (2024  წლის  1  ივლისამდე  ფუნქციონირებდა სლოვაკეთის რადიო და ტელევიზიის სახელით, სლოვაკ. Rozhlas a televízia Slovenska, ინგ. Radio and Television of Slovakia – RTVS, სარეგისტრაციო ნომერი - 47232480, სლოვაკეთი, ხოლო  2024 წლის 1 ივლისის შემდეგ, როგორც სლოვაკეთის ტელევიზია და რადიო, სლოვაკ. Slovenská televízia a rozhlas, ინგლ. Slovak Television and Radio – STVR, სარეგისტრაციო ნომერი - 56 398 255, იურიდიული მისამართი - Mlynská dolina, 84545 Bratislava), მიეკუთვნება ისეთ ორგანიზაციულ წარმონაქმნს (მათ შორის, ფონდი, ასოციაცია, კორპორაცია, კავშირი, სხვა სახის ორგანიზაცია) ან პირთა სხვა სახის ისეთ გაერთიანებას, რომელიც უცხო სახელმწიფოს სამართლის ან/და საერთაშორისო სამართლის საფუძველზეა დაფუძნებული. ამასთანავე, სლოვაკეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი წარმოადგენს ისეთ ორგანიზაციას, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე არ არის დაფუძნებული. ამდენად, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, წარმოადგენს უცხოურ ძალას.

მტკიცებულება: კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N 25-10-2118; 30.09.2025); კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების დანართი N1-ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმა 1.7-ში მაუწყებლების მიერ შევსებული ინფორმაცია; შპს „სისტემა გამასა“ და სლოვაკეთის საზოგადოებრივ მაუწყებელს შორის გაფორმებული ხელშეკრულება და ინვოისი; მონაცემი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან.

34.  შპს  „სისტემა  გამამ“  2025  წლის  მაისში  სლოვაკეთის  საზოგადოებრივი  მაუწყებლისაგან მიიღო 1,220.00 (ათას ორას ოცი) ლარი, ხოლო 2025 წლის ივნისში პოლონეთის საზოგადოებრივი მაუწყებლისაგან მიიღო 1,481.00 (ათას ოთხას ოთხმოცდაერთი) ლარი. ამდენად, ადგილი აქვს უცხოური ძალისგან პირდაპირი დაფინანსების მიღებას.

მტკიცებულება: კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N 25-10-2118; 30.09.2025); კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების დანართი N1-ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმა 1.7-ში მაუწყებლების მიერ შევსებული ინფორმაცია;

35.  შპს „სისტემა გამას“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში პასუხისმგებლობის არცერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის გამოყენებული არ ყოფილა.

მტკიცებულება: მონაცემი კომისიის უწყებრივი რეესტრიდან შპს „სისტემა გამას“ შესახებ.

3. სამართლებრივი შეფასება

36. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში 2025 წლის 1 აპრილის კანონით (დოკუმენტის ნომერი: 407-IIმს-XIმპ) შესული ცვლილებით აიკრძალა მაუწყებლის მიერ უცხოური ძალისგან პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების (ფულადი თანხის ან ქონებრივი ღირებულების სხვა სახის მატერიალური სიკეთის) მიღება (გარდა კომერციული რეკლამისა, ტელეშოპინგისა, სპონსორობისა და პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსებისა). ამასთან, აიკრძალა უცხოური ძალის მიერ მაუწყებლის მომსახურების შესყიდვა (გარდა კომერციული რეკლამისა და პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსებისა) ან/და პროგრამის მომზადების ან/და ეთერში გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან/და თანადაფინანსება. ამასთან, შესული ცვლილების მიზნებისთვის, განისაზღვრა უცხოური ძალა, რომელსაც წარმოადგენენ: ა) უცხო სახელმწიფოს ხელისუფლების სისტემის შემადგენელი სუბიექტი; ბ) ფიზიკური პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე; გ) იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე არ არის დაფუძნებული; დ) ისეთი ორგანიზაციული წარმონაქმნი (მათ შორის, ფონდი, ასოციაცია, კორპორაცია, კავშირი, სხვა სახის ორგანიზაცია) ან პირთა სხვა სახის ისეთი გაერთიანება, რომელიც უცხო სახელმწიფოს სამართლის ან/და საერთაშორისო სამართლის საფუძველზეა დაფუძნებული. შპს „სისტემა გამა“ როგორც მაუწყებელი, ვალდებულია დაიცვას „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული აღნიშნული მოთხოვნა.

37.  კომისიის მიერ დადგინდა, რომ შპს „სისტემა გამამ“ უცხოური ძალისაგან მიიღო დაფინანსება. კერძოდ, კომპანიამ მიიღო შემდეგი დაფინანსება - 1) 2025 წლის ივნისში პოლონეთის საზოგადოებრივი მაუწყებელისაგან 1,481.00 (ათას ოთხას ოთხმოცდაერთი) ლარი და 2) 2025 წლის მაისში სლოვაკეთის საზოგადოებრივი მაუწყებელისაგან 1,220.00 (ათას ორას ოცი) ლარი. მაუწყებლის მიერ  უცხოური  ძალისგან  ზემოაღნიშნული  დაფინანსების  მიღებით  დარღვეულია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 661 მუხლი 11 პუნქტი, რადგან სახეზე არ არის ამავე პუნქტით გათვალისწინებული არცერთი ის საგამონაკლისო შემთხვევა, რომელიც მაუწყებელს აძლევს უფლებამოსილებას უცხოური ძალისგან მიიღოს პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსება (კომერციული რეკლამა, ტელეშოპინგი, სპონსორობა და პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსება).

38.  ამდენად უცხოური ძალისგან - სლოვაკეთის საზოგადოებრივი მაუწყებლისაგან და პოლონეთის საზოგადოებრივი მაუწყებლისგან პირდაპირი დაფინანსების მიღებით შპს „სისტემა გამას“ მიერ დარღვეულია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 661  მუხლის 11 პუნქტი, რაც მისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს წარმოადგენს.

4. პასუხისმგებლობა და ვალდებულებები

39. აღსანიშნავია, რომ შპს „სისტემა გამას“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში პასუხისმგებლობის არცერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის გამოყენებული არ ყოფილა. შესაბამისად, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამავე კანონის 661  მუხლის 11 პუნქტის დარღვევისათვის შპს „სისტემა გამას“ უნდა მიეცეს წერილობითი გაფრთხილება.

40.  ამასთან, სამართალდარღვევის აღმოფხვრის მიზნით, შპს „სისტემა გამას“ უნდა დაევალოს უცხოური ძალისგან   - სლოვაკეთის საზოგადოებრივი მაუწყებლისა (ს/კ 56 398 255) და პოლონეთის საზოგადოებრივი მაუწყებლისგან (ს/კ 0000017753)    დაფინანსების მიღების დაუყოვნებლივ შეწყვეტა.

IV. სარეზოლუციო ნაწილი

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 95-ე, 96-ე, 97-ე, 98-ე და 99-ე მუხლების, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, 661 მუხლის 11 პუნქტის, 71-ე მუხლის პირველი პუნქტის  და 765 მუხლის საფუძველზე, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად,

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1.    შპს „სისტემა გამას“ მიეცეს წერილობითი გაფრთხილება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 661 მუხლის 11 პუნქტის დარღვევის გამო;

2.    შპს   „სისტემა   გამას“   დაევალოს   უცხოური   ძალისგან   -   სლოვაკეთის   საზოგადოებრივი მაუწყებლისა (ს/კ 56 398 255) და პოლონეთის საზოგადოებრივი მაუწყებლისგან (ს/კ 0000017753) დაფინანსების მიღების დაუყოვნებლივ შეწყვეტა;

3. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე   (www.comcom.ge) გამოქვეყნებისთანავე;

4.    გადაწყვეტილება   შეიძლება  გასაჩივრდეს  თბილისის  საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი,

№64)  შპს  „სისტემა  გამასთვის“  გადაწყვეტილების  ან  მისი  დამოწმებული  ასლის  ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

5.    დაევალოს  კომისიის  აპარატის  ადმინისტრაციას  (ბ.  გასვიანი)  გადაწყვეტილების  ან  მისი დამოწმებული ასლის შპს „სისტემა გამასთვის“ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;

6.    დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს (მ. რუხაძე) შპს „სისტემა გამასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ინფორმაციის კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;

7.    კონტროლი   გადაწყვეტილების   შესრულებაზე   (გარდა   გადაწყვეტილების   სარეზოლუციო ნაწილის მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (კ. ქორიძე).

ვახტანგ  აბაშიძე თავმჯდომარე  - მ.შ.

ნათია კუკულაძე წევრი

ივანე მახარაძე წევრი

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები