წვდომის მენიუ

შპს „ფორმულა მულტიმედიასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ

ნომერი: გ-25-18 / 514

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 16, 2025 12:48

მიღების თარიღი ოქტომბერი 09, 2025

შპს „ფორმულა მულტიმედიასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ

ავტორიზებული პირი: შპს ,,ფორმულა მულტიმედია“ (ს/კ: 405620207)

სამართალდარღვევა: ,,მაუწყებლობის შესახებ“  საქართველოს  კანონის    661 მუხლის    11   პუნქტის დარღვევა.

წარმოების დაწყების  საფუძველი: კომისიის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (№25-10-2105, 29.09.2025).

კომისიის სხდომის თარიღი: 2025 წლის 9 ოქტომბერი, 15:00 საათი.

I.აღწერილობითი   ნაწილი

1.საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული  კომისიის  (შემდგომში  - კომისია) აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების   დეპარტამენტის   მოხსენებითი   ბარათის   (№25-10-2105, 29.09.2025) საფუძველზე, „საქართველოს კომუნიკაციების   ეროვნული   კომისიის   საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად,  კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „ფორმულა მულტიმედიასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის თაობაზე, მის მიერ ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 661 მუხლის 11 პუნქტის შესაძლო დარღვევის გამო.

2.კომისიის     აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათიდან ირკვევა, რომ დეპარტამენტის მიერ შესწავლილ იქნა მაუწყებლების მიერ 2025 წლის მე-2 კვარტალში (აპრილი-ივნისი) წარმოდგენილი ფორმა 1.7 (მაუწყებლების შემოსავლების წყაროები), რის შედეგად გამოვლინდა, რომ ამ პერიოდში შპს „ფორმულა მულტიმედიას“ შემოსავლის სახით  1,336,675.00 (მილიონ სამას   ოცდათექვსმეტი   ათას   ექვსას   სამოცდათხუთმეტი)   ლარი   მიღებული   აქვს (მომსახურების სახე  - სხვა) კვიპროსში რეგისტრირებული იურიდიული პირისგან:  ‘’INFINITY CV GROUP CY LTD“ (HE 400755).

3.მოხსენებითი ბარათის შესაბამისად, კომისიის მიერ შპს „ფორმულა მულტიმედიასგან“ წერილობით (Nგ-25-04/2064,    27.08.25) გამოთხოვილ    იქნა    ინფორმაცია    გაწეული    მომსახურებისა    და ზემოაღნიშნული შემოსავლის შესახებ შესაბამის დოკუმენტებთან ერთად (ხელშეკრულება, ინვოისი და სხვა  ფინანსური  დოკუმენტი). 2025 წლის 2 სექტემბრის  საპასუხო  წერილით  (კომისიაში რეგისტრაციის №შ-25-6/3690, თარიღი:  03.09.2025) მაუწყებელმა   კომისიას   აცნობა,   რომ  შპს „ფორმულა მულტიმედიასა“ და ‘’IFINITY CV GROUP CY LTD“-ს შორის 2024 წლის 7 მარტს გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით გამსესხებელია ‘’INFINITY CV GROUP CY LTD“, ხოლო მსესხებელი - შპს „ფორმულა მულტიმედია“. სესხის თანხის თავდაპირველ ოდენობად განისაზღვრა 500 000 (ხუთასი ათასი) აშშ დოლარის ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში, ხოლო სესხის დაბრუნების ვადად - 2027 წლის 7 მარტის ჩათვლით პერიოდი. ამასთან, ხელშეკრულების მიმართ გაფორმდა რამდენიმე შეთანხმება, რომლებითაც გაიზარდა სესხის თანხა, ხოლო ყველა სხვა პირობა დარჩა უცვლელი.

4.    მოხსენებითი    ბარათის    მიხედვით,    მაუწყებლის    მიერ    წარმოდგენილი    ინფორმაციისა  და თანდართული დოკუმენტაციისა და ასევე, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სესხის ხელშეკრულების თარიღის მიუხედავად, მაუწყებელს დაფინანსება მიღებული აქვს მას შემდეგ, რაც „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებით აიკრძალა მაუწყებლის მიერ უცხოური ძალისგან პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსება, კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს მიაჩნია, რომ შპს „ფორმულა მულტიმედიას“ მიერ სესხის ფარგლებში მიღებული თანხა წარმოადგენს უცხოური ძალისგან პირდაპირ დაფინანსებას და იგი ვერ ჯდება იმ გამონაკლისში   (კომერციული რეკლამა, ტელეშოპინგი, სპონსორობა და პროგრამაში პროდუქტის განთავსება , რომელიც განსაზღვრულია ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 661 მუხლის 11 პუნქტით. შესაბამისად, ადგილი აქვს შპს ,,ფორმულა მულტიმედიას“ მიერ ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 661 მუხლის 11 პუნქტის დარღვევას. აღნიშნულიდან გამომდინარე, მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტმა მოითხოვა დარღვევაზე რეაგირების განხორციელება.

5.    შპს ,,ფორმულა მულტიმედიასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვა დაინიშნა 2025 წლის 9 ოქტომბერს, 15:00 საათზე, რის შესახებ კომპანიას ეცნობა წერილობითი შეტყობინებით (Nგ-25-03/2376, 6.10.25) და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. კომპანიას, ასევე, განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლების თაობაზე.

6.    კომისიის   2025   წლის   9 ოქტომბრის   სხდომაზე   გამოცხადდა   შპს   „ფომულა მულტიმედიას“ წარმომადგენელი, რომელმაც მხარი დაუჭირა მის მიერ კომისიაში 2025 წლის 3 სექტემბერს წარმოდგენილ წერილში დაფიქსირებულ პოზიციას (კომისიაში რეგისტრაციის №შ-25-6/3690, თარიღი: 03.09.2025) და აღნიშნა, რომ შპს ,,ფორმულა მულტიმედიას“ მიერ ანგარიშგების ფორმა 1.7- ში მითითებული თანხა წარმოადგენს „IFINITY CV GROUP CY LTD“-სგან, 2024 წლის 7 მარტს დადებული სეხის ხელშეკრულების საფუძველზე, სესხის სახით მიღებულ თანხას, რომელიც არ წარმოადგენს ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 661 მუხლით გათვალისწინებულ დაფინანსებას, ვინაიდან, სესხი წარმოადგენს ვალდებულებას, რომლის დაბრუნებაც მსესხებელს ეკისრება საპროცენტო სარგებელთან ერთად. საერთაშორისო ფინანსური აღრიცხვის სტანდარტების (IFRS) მიხედვით, სესხი კლასიფიცირდება როგორც ვალდებულება და არა როგორც შემოსავალი ან დაფინანსება. აუდიტის დასკვნაშიც სესხი არ არის მითითებული შემოსავალში. შესაბამისად, მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებით ბარათში არასწორად არის განმარტებული სესხის თანხა, როგორც დაფინანსება. კომპანიის წარმომადგენელმა, ასევე აღნიშნა, რომ სესხის ხელშეკრულება დადებულია 2024 წლის 7 მარტს, ხოლო „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება შევიდა 2025 წლის 1 აპრილს. შესაბამისად, კანონის მოქმედება ვერ გავრცელდება ერთი წლით ადრე დადებულ ხელშეკრულებაზე, ვინაიდან, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მიხედვით, ნორმატიულ აქტს უკუძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული კანონით.

II.       მარეგულირებელი კანონმდებლობა

7.  „მაუწყებლობის  შესახებ"  საქართველოს  კანონის  მე-5  მუხლის  პირველი  პუნქტის შესაბამისად, ,,მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში საქმიანობას არეგულირებს კომისია“. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ფუნქციებს მიეკუთვნება ,,მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და მისი კონტროლი, ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების დაკისრება“.

8. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის  70-ე  მუხლის  მე-2 პუნქტის  თანახმად, ,,მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლების საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე ზედამხედველობასა და მის კონტროლს ახორციელებს მხოლოდ კომისია, გარდა საგადასახადო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მათი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ზედამხედველობისა და კონტროლისა“.

9.  ,,მაუწყებლობის   შესახებ“   საქართველოს   კანონის   451 მუხლის  მე-12   პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია ,,დაიცვას მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობა, მათ  შორის,  კომისიის დადგენილებები და  გადაწყვეტილებები, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა“.

10.  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, ,,კომისია ადგენს მედიამომსახურების მიმწოდებლის ანგარიშგების ელექტრონულ ფორმასა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის ანგარიშგების ელექტრონულ ფორმას. მედიამომსახურების მიმწოდებლის ანგარიშგების ელექტრონულ ფორმაში, გარდა ამ კანონით განსაზღვრული სხვა ინფორმაციისა, გათვალისწინებული უნდა იქნეს ინფორმაცია მედიამომსახურების მიმწოდებლის დაფინანსების წყაროების შესახებ, მათ შორის, ცალ-ცალკე რეკლამიდან, სპონსორობიდან, ტელეშოპინგიდან და აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებლის ან ნებისმიერი სხვა პირის მიერ განხორციელებული შემოწირულებებიდან მიღებული შემოსავლების თაობაზე. ამ ანგარიშგების ფორმაში გათვალისწინებული უნდა იქნეს აგრეთვე ინფორმაცია მედიამომსახურების მიმწოდებლისთვის გაწეული მომსახურების შესახებ, მათ შორის, მისი მფლობელის ან ნებისმიერი სხვა პირის მიერ გაწეული ფასიანი თუ უფასო მომსახურების თაობაზე. ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის ანგარიშგების ელექტრონულ ფორმაში ასახული უნდა იყოს ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის მიერ გაწეული მომსახურების, მიღებული შემოსავლების, მის მიერ ამ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების შესახებ მონაცემები და კომისიის მიერ განსაზღვრული სხვა ინფორმაცია. მედიამომსახურების მიმწოდებელი, ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია ყოველი კვარტლის დასრულების შემდეგ მომდევნო თვის 15 რიცხვამდე წარუდგინოს კომისიას შესაბამისი ანგარიშგების ელექტრონული ფორმა“.

11.  ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 661  მუხლის 11  პუნქტის თანახმად, „აკრძალულია მაუწყებლის მიერ უცხოური ძალისგან პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების (ფულადი თანხის ან ქონებრივი ღირებულების სხვა სახის მატერიალური სიკეთის) მიღება (გარდა კომერციული  რეკლამისა,  ტელეშოპინგისა,  სპონსორობისა და  პროგრამაში  პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსებისა). ამასთანავე, აკრძალულია უცხოური ძალის მიერ მაუწყებლის მომსახურების შესყიდვა (გარდა კომერციული რეკლამისა და პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსებისა) ან/და პროგრამის მომზადების ან/და ეთერში გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან/და თანადაფინანსება“.

12.  ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 661 მუხლის 12  პუნქტის შესაბამისად, ამ მუხლის მიზნებისთვის უცხოური ძალა არის: ა) უცხო სახელმწიფოს ხელისუფლების სისტემის შემადგენელი სუბიექტი; ბ) ფიზიკური პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე; გ) იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე არ არის დაფუძნებული; დ) ისეთი ორგანიზაციული წარმონაქმნი (მათ შორის, ფონდი, ასოციაცია, კორპორაცია, კავშირი, სხვა სახის ორგანიზაცია) ან პირთა სხვა სახის ისეთი გაერთიანება, რომელიც უცხო სახელმწიფოს სამართლის ან/და საერთაშორისო სამართლის საფუძველზეა დაფუძნებული.

13. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 765 მუხლის თანახმად, ,,მაუწყებლის მიერ ამ კანონის 65-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და 661 მუხლის 11 პუნქტის მოთხოვნების 2025 წლის 1 ივნისამდე დარღვევის შემთხვევაში კომისია საკითხს განიხილავს ამ კანონით დადგენილი წესით. კომისია უფლებამოსილია მაუწყებელს შეუფარდოს ამ კანონით გათვალისწინებული შესაბამისი სანქცია, რომელიც აღსასრულებლად არ მიექცევა“.

14.  „მაუწყებლობის  შესახებ“  საქართველოს  კანონის  71-ე  მუხლის  პირველი  პუნქტის თანახმად, ,,მედიამომსახურების მიმწოდებლის ან ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის, კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის ან ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია დამრღვევს დარღვევის აღმოსაფხვრელად ან მისი პრევენციისთვის ღონისძიებათა განსახორციელებლად გონივრულ ვადას განუსაზღვრავს“.

15. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N 1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის  მარეგულირებელი  წესების”  (დანართი  N1)  მე-16  მუხლის  მე-5  პუნქტის  თანახმად „კომისიის მიერ გაგზავნილი ყოველგვარი შეტყობინება და კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება იგზავნება მატერიალური ან ელექტრონული რეგისტრირებული საფოსტო გზავნილის მეშვეობით. მატერიალური საფოსტო გზავნილი იგზავნება დამტარებლის ან საფოსტო მომსახურების  განმახორციელებელი  პირის  მეშვეობით.“  ამავე  მუხლის  მე-9  პუნქტის  თანახმად,

„კორესპოდენციის ელექტრონული გზავნილით გაგზავნის შემთხვევაში, დოკუმენტი ჩაბარებულად ჩაითვლება ადრესატის მიერ მისი მიღების, როგორც პირდაპირ, აქტიურად გამოხატული ქმედებით, ასევე, ავტომატური საშუალებით დადასტურების შემთხვევაშიც“.

III.       სამოტივაციო ნაწილი

1.    შესწავლილი მტკიცებულებები

16.  კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (№25-10-2105, 29.09.2025).

17.  კომისიის   მიერ   შპს   ,,ფორმულა   მულტიმედიასთვის“   გაგზავნილი   წერილი   (№   გ-25-04/2064, 27.08.2025).

18.  შპს „ფორმულა მულტიმედიას“ 2025 წლის 2 სექტემბრის საპასუხო წერილი თანდართული მასალით (შპს ,,ფორმულა მულტიმედიასა“ და კომპანია ‘’INFINITY CV GROUP CY LTD“ (HE 400755)-ს შორის 2024 წლის 7 მარტს დადებული სესხის ხელშეკრულება (კომისიაში რეგისტრაციის №შ-25-6/3690, თარიღი: 03.09.2025).

19.  შპს ,,ფორმულა მულტიმედიასთვის“ გაგზავნილი შეტყობინება (Nგ-25-03/2376, 6.10.2025) კომისიის 2025 წლის 9 ოქტომბრის სხდომაზე მოწვევის შესახებ და შეტყობინების ჩაბარების დამადასტურებელი საბუთი.

20.  მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან შპს „ფორმულა მულტიმედიას“ შესახებ მონაცემები.

21.  შპს ,,ფორმულა მულტიმედიას“ წარმომადგენლის მიერ კომისიის 2025 წლის 9 ოქტომბრის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტება.

2.    დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

22. შპს  „ფორმულა  მულტიმედია“  წარმოადგენს  მაუწყებლობის  სფეროში  ავტორიზებულ  პირს (მაუწყებლობის სახე: ტელემაუწყებლობა, მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა, მაუწყებლობის ქვესახეობა: სპეციალიზირებული ტელემაუწყებლობა (გასართობი, შემეცნებითი).

მტკიცებულება: ამონაწერი კომისიის უწყებრივი რეესტრიდან შპს ,,ფორმულა მულტიმედიას“ შესახებ.

23.  კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილებით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმა 1.7-ში მაუწყებლების მიერ ასახული ინფორმაციის მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ შპს ,,ფორმულა მულტიმედიას“ 2025 წლის მე-2 კვარტალში დაფინანსების წყაროდ მითითებული აქვს კომპანია ‘’INFINITY CV GROUP CY LTD“ (HE 400755), ხოლო მომსახურების სახედ კატეგორია ,,სხვა“.

მტკიცებულება: კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (№25-10-2105, 29.09.2025); შპს „ფორმულა მულტიმედიას“ წერილი (კომისიაში რეგისტრაციის № შ-25-6/3690, 03.09.2025).

24. კომისიის მიერ შპს „ფორმულა მულტიმედიასგან“ წერილობით (Nგ-25-04/2064, 27.08.25) გამოთხოვილ იქნა     ზემოაღნიშნულ დაფინანსებასთან დაკავშირებით გაწეული მომსახურების შესახებ ინფორმაცია შესაბამის დოკუმენტებთან ერთად (ხელშეკრულება, ინვოისი და სხვა ფინანსური დოკუმენტი).

მტკიცებულება: კომისიის მიერ შპს ,,ფორმულა მულტიმედიასთან“ გაგზავნილი წერილი (№ გ-25-

04/2064, 27.08.2025).

25.  შპს ,,ფორმულა მულტიმედიას“ განმარტებით, მის მიერ ანგარიშგების ფორმა 1.7-ში მითითებული თანხა წარმოადგენს სესხს, რომელიც მიღებული აქვს შპს „ფორმულა მულტიმედიასა“ და ‘’IFINITY CV GROUP CY LTD“ (HE 400755)-ს  შორის 2024 წლის 7 მარტს დადებული სესხის ხელშეკრულების საფუძველზე.

მტკიცებულება: შპს ,,მულტიმედია ფორმულას“ წერილი (კომისიაში რეგისტრაციის №შ-25-6/3690, თარიღი: 03.09.2025) თანდართული დოკუმენტით - შპს ,,ფორმულა მულტიმედიასა“ და კომპანია

‘’INFINITY CV GROUP CY LTD“ (HE 400755)-ს შორის 2024 წლის 7 მარტს დადებული სესხის ხელშეკრულება.

26.  იურიდიული პირი ‘’INFINITY CV GROUP CY LTD“ (HE 400755) დაფუძნებულია და ფუნქციონირებს კვიპროსის რესპუბლიკის კანონმდებლობის საფუძველზე. მისი იურიდიული მისამართია: ქ. ნიქოზია, კვიპროსი. ამდენად, ‘’INFINITY CV GROUP CY LTD“ (HE 400755) წარმოადგენს იურიდიულ პირს, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე არ არის დაფუძნებული.

მტკიცებულება: კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (№25-10-2105, 29.09.2025); შპს „ფორმულა მულტიმედიას წერილი (კომისიაში რეგისტრაციის № შ-25-6/3690, 03.09.2025); შპს ,,ფორმულა მულტიმედიასა“ და კომპანია ‘’INFINITY CV GROUP CY LTD“ (HE 400755)-ს შორის დადებული სესხის ხელშეკრულება.

27.  შპს ,,ფორმულა მულტიმედიას“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და მის მიერ ანგარიშგების ფორმა 1.7-ში მითითებული ინფორმაციის მიხედვით, შპს ,,ფორმულა მულტიმედიამ“ იურიდიული პირი ‘’INFINITY CV GROUP CY LTD“-სგან 2025 წლის მე-2 კვარტალში (აპრილი, მაისი, ივნისი) დაფინანსების სახით მიიღო 1,336,675.00 ლარი (აპრილი - 537410 ლარი; მაისი - 267385 ლარი; ივნისი - 531880 ლარი). ამდენად,   ადგილი აქვს მაუწყებლის მიერ დაფინანსების მიღებას იმ იურიდიული პირისგან, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე არ არის დაფუძნებული.

მტკიცებულება: კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (№25-10-2105, 29.09.2025); შპს „ფორმულა მულტიმედიას“ 2025 წლის 2 სექტემბრის წერილი (კომისიაში რეგისტრაციის № შ-25-6/3690, 03.09.2025); შპს ,,ფორმულა მულტიმედიასა“ და კომპანია ‘’INFINITY CV GROUP CY LTD“ (HE 400755)-ს შორის დადებული სესხის ხელშეკრულება.

28. შპს ,,ფორმულა მულტიმედიას“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში პასუხისმგებლობის არცერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის გამოყენებული არ ყოფილა.

მტკიცებულება: მონაცემები კომისიის უწყებრივი რეესტრიდან შპს „ფორმულა მულტიმედიას“ შესახებ.

3.    სამართლებრივი შეფასება

29. ,,მაუწყებლობის  შესახებ“  საქართველოს  კანონში  2025  წლის  1  აპრილს  განხორციელებული ცვლილებით (დოკუმენტის ნომერი: 407-IIმს-XIმპ) აიკრძალა მაუწყებლის მიერ უცხოური ძალისგან პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების (ფულადი თანხის ან ქონებრივი ღირებულების სხვა სახის მატერიალური სიკეთის) მიღება (გარდა კომერციული რეკლამისა, ტელეშოპინგისა, სპონსორობისა და პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსებისა). ამასთან, აიკრძალა უცხოური ძალის მიერ მაუწყებლის მომსახურების შესყიდვა (გარდა კომერციული რეკლამისა და პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსებისა) ან/და პროგრამის მომზადების ან/და ეთერში გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან/და თანადაფინანსება. ამასთან, შესული ცვლილების მიზნებისთვის, განისაზღვრა უცხოური ძალა, რომელსაც წარმოადგენენ: ა) უცხო სახელმწიფოს ხელისუფლების სისტემის შემადგენელი სუბიექტი; ბ) ფიზიკური პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე; გ) იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე არ არის დაფუძნებული; დ) ისეთი ორგანიზაციული წარმონაქმნი (მათ შორის, ფონდი, ასოციაცია, კორპორაცია, კავშირი, სხვა სახის ორგანიზაცია) ან პირთა სხვა სახის ისეთი გაერთიანება, რომელიც უცხო სახელმწიფოს სამართლის ან/და საერთაშორისო სამართლის საფუძველზეა დაფუძნებული.

30.  საკანონმდებლო დონეზე მაუწყებლის დაფინანსების წესის ახლებურად განსაზღვრა ემსახურება მაუწყებლის მიერ უცხოური ძალისაგან მიღებული დაფინანსების შეზღუდვას უცხოური ძალის მიერ მაუწყებლის საშუალებით საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე ზეგავლენის შემცირების უზრუნველყოფის მიზნით, გამომდინარე იქიდან, რომ მაუწყებლების მიერ გავრცელებული ინფორმაცია სანდოობის მაღალი ხარისხით სარგებლობს და შეუძლია მოახდინოს მნიშვნელოვანი ზეგავლენა   საზოგადოებრივი   აზრის   ფორმირებაზე   (იხ.   საქართველოს   კანონის   პროექტზე

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დართული განმარტებითი ბარათი (N07-3/30/11).

31.  ამდენად, 2025 წლის 1 აპრილიდან კანონით აკრძალულია მაუწყებლის მიერ უცხო სახელმწიფოს ხელისუფლების სისტემის შემადგენელი სუბიექტისგან, საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირისგან, ისეთი იურიდიული პირისგან, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე არ არის დაფუძნებული და ისეთი ორგანიზაციული წარმონაქმნისგან ან პირთა სხვა სახის ისეთი გაერთიანებისგან, რომელიც უცხო სახელმწიფოს სამართლის ან/და საერთაშორისო სამართლის საფუძველზეა დაფუძნებული, პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების მიღება (გარდა კომერციული         რეკლამისა,    ტელეშოპინგისა,    სპონსორობისა    და    პროგრამაში    პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსებისა). შპს ,,ფორმულა მულტიმედია“, როგორც მაუწყებელი, ვალდებულია დაიცვას ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული აღნიშნული მოთხოვნა.

32.  კომისიის  მიერ  დადგინდა,  რომ  შპს  ,,ფორმულა  მულტიმედიას“  2025  წლის  მე-2 კვარტალში (აპრილი-მაისი - ივნისი), დაფინანსება (1,336,675.00 ლარი) მიღებული აქვს იურიდიული პირისგან:

‘’INFINITY CV GROUP CY LTD“ (HE 400755), რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე არ არის დაფუძნებული. შესაბამისად, შპს ,,ფორმულა მულტიმედიას“ მხრიდან ადგილი აქვს უცხოური ძალისაგან დაფინანსების მიღებას.

33.  კომისიის მიერ, ასევე დადგინდა, რომ შპს ,,ფორმულა მულტიმედიას“ დაფინანსება მიღებული აქვს

2025 წლის მე-2 კვარტალში (აპრილი - 537410 ლარი; მაისი - 267385 ლარი; ივნისი - 531880 ლარი). მას შემდეგ, რაც ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში 2025 წლის 1 აპრილს განხორციელებული ცვლილებით (დოკუმენტის ნომერი: 407-IIმს-XIმპ) აიკრძალა მაუწყებლის მიერ უცხოური ძალისგან დაფინანსების მიღება. კანონის მიზნისთვის, არსებითია თუ როდის მიიღო მაუწყებელმა დაფინანსება და არა ის, თუ როდის გაფორმდა დაფინანსების შესახებ ხელშეკრულება. შესაბამისად,  უსაფუძვლოა  შპს  ,,ფორმულა  მულტიმედიას“  არგუმენტაცია  იმის  თაობაზე, რომ, ვინაიდან, კანონი ამოქმედდა 2025 წლის 1 აპრილს, მისი მოქმედება არ ვრცელდება კანონის მიღებამდე  დადებული სესხის ხელშეკრულებაზე.

34. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 661 მუხლის 11 პუნქტი მიუთითებს უცხოური ძალისგან დაფინანსების აკრძალვაზე და არ აკონკრეტებს დაფინანსების რომელიმე ფორმას. მეტიც, დაფინანსება, კანონის თანახმად, მოიაზრებს როგორც ფულად თანხას, ასევე ქონებრივი ღირებულების სხვა სახის მატერიალურ სიკეთეს. შესაბამისად, აღნიშნული საკანონმდებლო ნორმის როგორც გრამატიკული, ასევე შინაარსობრივი განმარტებიდან ცალსახად გამომდინარეობს, რომ დაფინანსებაში მოიაზრება ნებისმიერი ფორმით ფულადი თანხის მიღება. გარდა ამისა, როგორც აღინიშნა, საკანონმდებლო დონეზე მაუწყებლის დაფინანსების ახლებურად განსაზღვრის მიზანია უცხოური   ძალისგან     მაუწყებლების     დაფინანსების     შეზღუდვა     საზოგადოებრივი     აზრის ფორმირებაზე უცხოური ძალის ზეგავლენის შემცირების მიზნით. შესაბამისად, კანონის ობიექტური მიზნის გათვალისწინებით, ამ  კანონის მიზნებისთვის, ,,დაფინანსებად“ ითვლება კომპანიის მიერ თანხის მიღება სესხის სახითაც. ნორმის სხვაგვარი განმარტება შესაძლებლობას იძლევა, რეგულაციების გვერდის ავლის მიზნით, უცხოური ძალისგან მაუწყებლის დაფინანსება განხორციელდეს სესხის გაცემის გზით, რაც წინააღმდეგობაში მოდის კანონის ნებასთან და იმ მიზანთან, რომლის მიღწევის უზრუნველსაყოფად იქნა მიღებული სამართლებრივი ნორმა. საქართველოს  უზენაესი  სასამართლოს  დიდი  პალატის  განმარტებით  (საქმე  №ას-121-117-2016, 17.03.2016) ,,არ შეიძლება სამართლის ნორმის იმგვარი განმარტება, რომელიც შეეწინააღმდეგება კანონის ნებას და იმ მიზნებს, რომელთა მიღწევას უზრუნველყოფს გამოსაყენებელი სამართლებრივი ნორმა“.

35.  გარდა   ზემოაღნიშნულისა,   სესხის   დაფინანსებიდან   გამორიცხვა   ეწინააღმდეგება   ‘’IAS-7’’1-ის, “IFRS2”-ის, “OECD3” -ის, “ACCA4”-ს , “CFA5”-ს „PWC6“-ს „EY7”-ს განმარტებებსა და კორპორატიული ფინანსების ძირითად პრინციპებს.

36.  ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადგილი აქვს მაუწყებლის პირდაპირ დაფინანსებას უცხოური ძალისგან, კერძოდ, იურიდიული პირისგან, რომელიც არ არის საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე დაფუძნებული. შესაბამისად, შპს ,,ფორმულა მულტიმედიას“ მიერ დაირღვა „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 661 მუხლის 11 პუნქტი.

4.    პასუხისმგებლობა და ვალდებულებები

37. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 71-ე მუხლის თანახმად, მედიამომსახურების მიმწოდებლის ან ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის, კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის ან ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია 1 IAS-7 (ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტები) - ფულადი ნაკადების მოძრაობის ანგარიშგება. პუნქტი 6: „დაფინანსების ქმედება არის ისეთი აქტივობა, რომელიც იწვევს ცვლილებებს კომპანიის მიერ შეტანილი კაპიტალისა და სესხების მოცულობასა და სტრუქტურაში“.

2  The IFRS Foundation is an independent, not-for-profit organisation that develops and promotes globally accepted accounting and financial reporting standards through the International Accounting Standards Board (IASB). Its goal is to ensure transparency, accountability, and comparability of financial information across international markets.

3 The OECD is an intergovernmental organisation that provides a forum for governments to discuss and coordinate economic, social, and environmental policies. It conducts research, issues guidelines, and promotes policies that foster sustainable growth, trade, and development worldwide.

4  The ACCA is a global professional accounting body offering the Chartered Certified Accountant qualification. It sets ethical and professional standards for accountants and promotes excellence in finance, management, and auditing through education and continuous professional development.

5  The CFA Institute is a global association of investment professionals that promotes ethical standards, education, and professional excellence in the investment and financial management industry. It administers the CFA Program, a leading credential for portfolio managers and analysts.

6 PwC is a multinational professional services network that provides assurance, tax, consulting, and advisory services. It helps businesses address complex challenges, improve governance, and build trust with stakeholders through transparent and reliable reporting.

7 EY is a global professional services firm offering assurance, consulting, strategy, and tax advisory services. It works with organisations to improve performance, manage risks, and foster long-term value creation for clients and society.

დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია დამრღვევს დარღვევის აღმოსაფხვრელად ან მისი პრევენციისთვის ღონისძიებათა განსახორციელებლად გონივრულ ვადას განუსაზღვრავს.

38. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 765 მუხლის თანახმად, ,,მაუწყებლის მიერ ამ კანონის 65-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და 661 მუხლის 11 პუნქტის მოთხოვნების 2025 წლის 1 ივნისამდე დარღვევის შემთხვევაში კომისია საკითხს განიხილავს ამ კანონით დადგენილი წესით. კომისია უფლებამოსილია მაუწყებელს შეუფარდოს ამ კანონით გათვალისწინებული შესაბამისი სანქცია, რომელიც აღსასრულებლად არ მიექცევა. მაუწყებლის მიერ ამ კანონის 65-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და 661  მუხლის 11  პუნქტის მოთხოვნების 2025 წლის 1 ივნისის შემდეგ დარღვევის შემთხვევაში კომისია საკითხს განიხილავს და მაუწყებელს შესაბამის სანქციას შეუფარდებს კანონით დადგენილი წესით“.

39. ამრიგად, როგორც დგინდება, მაუწყებლის მხრიდან დარღვეულია „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 661 მუხლის 11 პუნქტი, ამასთან, კომპანიას, ბოლო ერთი წლის განმავლობაში იგივე/ანალოგიური ხასიათის დარღვევისთვის პასუხისმგებლობა არ დაკისრებია. აქედან გამომდინარე, კანონმდებლობის შესაბამისად, შპს ,,ფორმულა მულტიმედიას“ უნდა მიეცეს წერილობითი გაფრთხილება.

40. ამასთან, შპს ,,ფორმულა მულტიმედიას“ უნდა დაევალოს უცხოური ძალისგან დაფინანსების მიღების დაუყონებლივ შეწყვეტა.

IV.       სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 95-ე, 96-ე, 97-ე, 98-ე და 99-ე მუხლების, „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, 451  მუხლის    მე-12 პუნქტის  ,,ა“ ქვეპუნქტის, 661 მუხლის 11 და 12 პუნქტების, 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 71-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 765 მუხლის საფუძველზე, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად:

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1.    შპს  „ფორმულა  მულტიმედიას“  მიეცეს  წერილობითი  გაფრთხილება  ,,მაუწყებლობის  შესახებ“ საქართველოს კანონის 661 მუხლის 11 პუნქტის დარღვევის გამო.

2.    შპს ,,ფორმულა მულტიმედიას“ დაევალოს იურიდიული პირისგან - ‘’INFINITY CV GROUP CY LTD“ (HE 400755), როგორც უცხოური ძალისგან, დაფინანსების მიღების დაუყონებლივ შეწყვეტა.

3. გადაწყვეტილება ძალაში შედის  კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე   (www.comcom.ge) გამოქვეყნებისთანავე.

4.    გადაწყვეტილება  შეიძლება  გასაჩივრდეს  თბილისის  საქალაქო  სასამართლოს  ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) შპს „ფორმულა მულტიმედიასთვის“ გადაწყვეტილების ან მისი დამოწმებული ასლის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში.

5.    დაევალოს   კომისიის   აპარატის   ადმინისტრაციას   (ბ. გასვიანი)   გადაწყვეტილების   ან   მისი დამოწმებული ასლის ა(ა)იპ „ფორმულა მულტიმედიასთან“ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება.

6.    დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს შპს ,,ფორმულა მულტიმედიასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ ინფორმაციის კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა.

7. კონტროლი გადაწყვეტილების მე-3 და მე-5 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ბ. გასვიანი).

8.    კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე (გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3, მე-5,   მე-6   და   მე-7   პუნქტების   გარდა)   დაევალოს   კომისიის   აპარატის   მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (კ. ქორიძე).

ნათია კუკულაძე წევრი

ივანე მახარაძე წევრი

ვახტანგ  აბაშიძე თავმჯდომარე  - მ.შ.

 

 

 

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები