შპს „ფორმულასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 17, 2025 12:53
მიღების თარიღი ოქტომბერი 09, 2025
შპს „ფორმულასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
ავტორიზებული პირი: შპს „ფორმულა“
სამართალდარღვევა: „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 661 მუხლის 11 პუნქტის დარღვევა
წარმოების დაწყების საფუძველი: კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N25-10-2127, 01.10.2025).
კომისიის სხდომის თარიღი: 2025 წლის 9 ოქტომბერი, 15:00 საათი.
I. აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისია“) აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (N25-10-2127,01.10.2025) საფუძველზე, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „ფორმულასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით, მის მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 661 მუხლის 11 პუნქტის დარღევის გამო.
2. მოხსენებით ბარათში აღნიშნულია, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 661 მუხლის 11 პუნქტის თანახმად, „აკრძალულია მაუწყებლის მიერ უცხოური ძალისგან პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების (ფულადი თანხის ან ქონებრივი ღირებულების სხვა სახის მატერიალური სიკეთის) მიღება (გარდა კომერციული რეკლამისა, ტელეშოპინგისა, სპონსორობისა და პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსებისა).“ ამასთანავე, 661 მუხლის 12 პუნქტის მიხედვით, „ამ მუხლის მიზნებისთვის უცხოური ძალა არის: ა) უცხო სახელმწიფოს ხელისუფლების სისტემის შემადგენელი სუბიექტი; ბ) ფიზიკური პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე; გ) იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე არ არის დაფუძნებული; დ) ისეთი ორგანიზაციული წარმონაქმნი (მათ შორის, ფონდი, ასოციაცია, კორპორაცია, კავშირი, სხვა სახის ორგანიზაცია) ან პირთა სხვა სახის ისეთი გაერთიანება, რომელიც უცხო სახელმწიფოს სამართლის ან/და საერთაშორისო სამართლის საფუძველზეა დაფუძნებული.“;
3. მოხსენებითი ბარათის თანახმად, კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტმა შეისწავლა მაუწყებლების მიერ 2025 წლის მე-2 კვარტალში (აპრილი-ივნისი) წარმოდგენილი ფორმა 1.7 (მაუწყებლების შემოსავლების წყაროები). შედეგად გამოვლინდა, რომ ამ პერიოდში შპს „ფორმულას” შემოსავლის სახით 463,000.00 (ოთხას სამოცდასამი ათასი) ლარი მიღებული აქვს (მომსახურების სახე-სხვა) შემდეგი იურიდიული პირისგან: შპს „ფორმულა მულტიმედია“ (405620207) - საქართველო.
4. ასევე, მოხსენებითი ბარათიდან ირკვევა, რომ კომისიის 2025 წლის 27 აგვისტოს Nგ-25-04/2063 წერილით ააიპ „ფორმულასგან“ გამოთხოვილ იქნა დეტალური ინფორმაცია გაწეული მომსახურებისა და ზემოაღნიშნული შემოსავლის შესახებ შესაბამის დოკუმენტებთან ერთად (ხელშეკრულება, ინვოისი და სხვა ფინანსური დოკუმენტი);
5. შპს „ფორმულამ” 2025 წლის 2 სექტემბრის საპასუხო წერილით (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-25-6/3690, თარიღი: 03.09.2025) კომისიას აცნობა, რომ შპს „ფორმულას“ და შპს „ფორმულა მულტიმედიას“ შორის 2024 წლის 10 მარტს გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით გამსესხებელია შპს „ფორმულა მულტიმედია“, ხოლო მსესხებელი - შპს „ფორმულა“. ხელშეკრულების მიხედვით, სესხის თავდაპირველ ოდენობად განისაზღვრა 500 000 (ხუთასი ათასი) აშშ დოლარის ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში და სესხის დაბრუნების ვადად - 2026 წლის 13 მარტის ჩათვლით პერიოდი. მაუწყებლის განმარტებით, ხელშეკრულების მიმართ გაფორმდა რამდენიმე შეთანხმება, რომლებითაც გაიზარდა სესხის თანხა. მაუწყებელი უთითებს, რომ ზემოაღნიშნული თანხა წარმოადგენს სესხის ფარგლებში მიღებულ თანხას.
6. მოხსენებითი ბარათიდან და თანდართული დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ შპს „ფორმულა მულტიმედიასა“ და ”INFINITY CV GROUP CY LTD“-ს შორის 2024 წლის 7 მარტს გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით გამსესხებელია ”INFINITY CV GROUP CY LTD“, ხოლო მსესხებელი - შპს „ფორმულა მულტიმედია“. აღნიშნული სესხის ხელშეკრულების ფარგლებში 2025 წლის მე-2 კვარტალში შპს „ფორმულა მულტიმედიას“ შემოსავლის სახით 1,336,675.00 (მილიონ სამას ოცდათექვსმეტი ათას ექვსას სამოცდათხუთმეტი) ლარი მიღებული აქვს (მომსახურების სახე - სხვა) ზემოხსენებული იურიდიული პირისგან. კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის 2025 წლის 29 სექტემბრის N25-10-2105 მოხსენებითი ბარათის თანახმად, შპს „ფორმულას“ 2025 წლის 2 სექტემბრის წერილიდან (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-25-6/3690; თარიღი: 03.10.2025) ასევე ირკვევა, რომ ხელშეკრულების მიხედვით, სესხის თანხის თავდაპირველ ოდენობად განისაზღვრა 500 000 (ხუთასი ათასი) აშშ დოლარის ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში და სესხის დაბრუნების ვადად - 2027 წლის 7 მარტის ჩათვლით პერიოდი. ხელშეკრულების მიმართ გაფორმდა რამდენიმე შეთანხმება, რომლებითაც გაიზარდა სესხის თანხა, ხოლო ყველა სხვა პირობა დარჩა უცვლელი.
7. მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (N25-10-2127,01.10.2025) თანახმად, კომისიაში დაცული, სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების ანალიზიდან გამოვლინდა, რომ შპს „ფორმულა მულტიმედიას“ გარდა მის მიერ უცხოური ძალისგან („INFINITY CV GROUP CY LTD“) მიღებული შემოსავლისა, არ გააჩნია სხვა იმ ოდენობის შემოსავალი რომლითაც იგი შპს „ფორმულას“ 463,000.00 (ოთხას სამოცდასამი ათასი) ლარს ასესხებდა.
8. მაუწყებლის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციისა და თანდართული დოკუმენტების გათვალისწინებით, დეპარტამენტს მიაჩნია, რომ შპს „ფორმულას“ მიერ სესხის ფარგლებში შპს „ფორმულა მულტიმედიასგან“ მიღებული თანხა წარმოადგენს უცხოური ძალისგან არაპირდაპირ დაფინანსებას და იგი ვერ ჯდება იმ გამონაკლისში (კომერციული რეკლამა, ტელეშოპინგი, სპონსორობა და პროგრამაში პროდუქტის(საქონლის/მომსახურების) განთავსება), რომელიც განსაზღვრულია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 661 მუხლის 11 პუნქტით. ამასთანავე, მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტი უთითებს, რომ სესხის ხელშეკრულების თარიღის მიუხედავად, მაუწყებელს დაფინანსება მიღებული აქვს იმის შემდეგ, რაც „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში შევიდა ცვლილება და აიკრძალა მაუწყებლის მიერ უცხოური ძალისგან პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსება.
9. შპს „ფორმულასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განსახილველად კომისიის სხდომა დაინიშნა 2025 წლის 9 ოქტომბერს, რის შესახებაც კომპანიას ეცნობა წერილობითი შეტყობინებით (Nგ-25-03/2369; 06.10.2025). მაუწყებელს ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98–ე და 99–ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლების თაობაზე.
10. კომისიის 2025 წლის 9 ოქტომბრის სხდომას ესწრებოდა შპს „ფორმულას“ წარმომადგენელი ე. ქათამაძე. მაუწყებლის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შპს „ფორმულას“ ჰქონდა იგივე პოზიცია, რომელიც ე. ქათამაძემ, როგორც შპს „ფორმულა მულტიმედიის“ წარმომადგენელმა წარმოადგინა იმავე დღეს, შპს „ფორმულა მულტიმედიის“ მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაძლო დარღვევის საკითხის კომისიის სხდომაზე განხილვისას. კერძოდ, მაუწყებლის წარმომადგენლის მიერ კომისიის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტების თანახმად, მაუწყებლის მიერ სტატისტიკური ანგარიშგების ფორმა 1.7-ში მითითებული თანხა არის სესხის სახით მიღებული თანხა და არ არის „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 661 მუხლით გათვალისწინებული დაფინანსება. ე. ქათამაძის განმარტებით, სესხი თავისი არსით არის ვალდებულება, რომლის დაბრუნებაც მსესხებელს ეკისრება, მათ შორის საპროცენტო სარგებელთან ერთად. სესხის მიღება არ ქმნის შემოსავალს, ვინაიდან იგი წარმოშობს საწარმოს ვალდებულებას თანხის დაბრუნებაზე. შესაბამისად, უცხოური ძალისგან დაფინანსების მიღების აკრძალვასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილება არ ვრცელდება სესხზე. ე. ქათამაძის განცხადებით, აღნიშნული ცვლილება „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონში შევიდა 2025 წლის პირველი აპრილიდან, ხოლო სესხის თაობაზე ხელშეკრულება დაიდო ერთი წლით ადრე. მისი შეფასებით, „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონში შესულ ცვლილებას არ აქვს უკუძალა და ის არ უნდა გავრცელდეს ზემოხსენებულ სესხის ხელშეკრულებაზე.
II. მარეგულირებელი კანონმდებლობა
11. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;
12. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ტ“ ქვეპუნქტის თანახმად, მაუწყებელი არის საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, ამ კანონის საფუძველზე ტელემაუწყებლობის ან/და რადიომაუწყებლობის განმახორციელებელი ლიცენზიის მფლობელი ან/და ავტორიზებული პირი;
13. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში კომისიის ფუნქციებია მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და მისი კონტროლი, ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების დაკისრება;
14. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლების საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე ზედამხედველობასა და მის კონტროლს ახორციელებს მხოლოდ კომისია, გარდა საგადასახადო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მათი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ზედამხედველობისა და კონტროლისა;
15. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 661 მუხლის 11 პუნქტის თანახმად, აკრძალულია მაუწყებლის მიერ უცხოური ძალისგან პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების (ფულადი თანხის ან ქონებრივი ღირებულების სხვა სახის მატერიალური სიკეთის) მიღება (გარდა კომერციული რეკლამისა, ტელეშოპინგისა, სპონსორობისა და პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსებისა). ამასთანავე, აკრძალულია უცხოური ძალის მიერ მაუწყებლის მომსახურების შესყიდვა (გარდა კომერციული რეკლამისა და პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსებისა) ან/და პროგრამის მომზადების ან/და ეთერში გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან/და თანადაფინანსება;
16. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 661 მუხლის 12 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისთვის უცხოური ძალა არის: ა) უცხო სახელმწიფოს ხელისუფლების სისტემის შემადგენელი სუბიექტი; ბ) ფიზიკური პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე; გ) იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე არ არის დაფუძნებული; დ) ისეთი ორგანიზაციული წარმონაქმნი (მათ შორის, ფონდი, ასოციაცია, კორპორაცია, კავშირი, სხვა სახის ორგანიზაცია) ან პირთა სხვა სახის ისეთი გაერთიანება, რომელიც უცხო სახელმწიფოს სამართლის ან/და საერთაშორისო სამართლის საფუძველზეა დაფუძნებული.
17. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მედიამომსახურების მიმწოდებლის ან ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის, კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის ან ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია დამრღვევს დარღვევის აღმოსაფხვრელად ან მისი პრევენციისთვის ღონისძიებათა განსახორციელებლად გონივრულ ვადას განუსაზღვრავს;
18. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი 765 მუხლის თანახმად, მაუწყებლის მიერ ამ კანონის 65-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და 661 მუხლის 11 პუნქტის მოთხოვნების 2025 წლის 1 ივნისამდე დარღვევის შემთხვევაში კომისია საკითხს განიხილავს ამ კანონით დადგენილი წესით. კომისია უფლებამოსილია მაუწყებელს შეუფარდოს ამ კანონით გათვალისწინებული შესაბამისი სანქცია, რომელიც აღსასრულებლად არ მიექცევა. მაუწყებლის მიერ ამ კანონის 65-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და 661 მუხლის 11 პუნქტის მოთხოვნების 2025 წლის 1 ივნისის შემდეგ დარღვევის შემთხვევაში კომისია საკითხს განიხილავს და მაუწყებელს შესაბამის სანქციას შეუფარდებს კანონით დადგენილი წესით;
19. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N 1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” (დანართი N1) მე-16 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად „კომისიის მიერ გაგზავნილი ყოველგვარი შეტყობინება და კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება იგზავნება მატერიალური ან ელექტრონული რეგისტრირებული საფოსტო გზავნილის მეშვეობით. მატერიალური საფოსტო გზავნილი იგზავნება დამტარებლის ან საფოსტო მომსახურების განმახორციელებელი პირის მეშვეობით“. ხოლო ამავე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, „კორესპონდენციის ელექტრონული გზავნილით გაგზავნის შემთხვევაში, დოკუმენტი ჩაბარებულად ჩაითვლება ადრესატის მიერ მისი მიღების, როგორც პირდაპირ, აქტიურად გამოხატული ქმედებით, ასევე, ავტომატური საშუალებით დადასტურების შემთხვევაშიც“;
III. სამოტივაციო ნაწილი
1. შესწავლილი მტკიცებულებები
20. კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N 25-10-2127, 01.10.2025);
21. კომისიის 2025 წლის 27 აგვისტოს Nგ-25-04/2063 წერილი;
22. შპს „ფორმულას”2025 წლის 2 სექტემბრის N677 წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-25-6/3696, თარიღი:03.09.2025), რომელსაც ერთვის შპს „ფორმულასა” და შპს „ფორმულა მულტიმედიას” შორის 2024 წლის 10 მარტს გაფორმებული ხელშეკრულება და 2024 წლის 15 აპრილს, 16 მაისს და 17 ივნისს დადებული შეთანხმებები;
23. კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N25-10-2105; 29.09.2025);
24. შპს „ფორმულას“ 2025 წლის 2 სექტემბრის N17 წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-25-6/3690; თარიღი: 03.10.2025), რომელსაც ერთვის შპს „ფორმულა მულტიმედიასა“ და „INFINITY CV GROUP CY LTD“-ს შორის 2024 წლის 7 მარტს გაფორმებული ხელშეკრულება;
25. კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების დანართი N1-ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმა 1.7-ში მაუწყებლების მიერ შევსებული ინფორმაცია;
26. კომისიის შეტყობინება (Nგ-25-03/2369; 06.10.2025) სხდომაზე მოწვევის თაობაზე და აღნიშნული შეტყობინების ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
27. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან შპს „ფორმულასა“ და შპს „ფორმულა მულტიმედიას“ შესახებ მონაცემები;
28. შპს „ფორმულას“ წარმომადგენლის მიერ კომისიის 2025 წლის 9 ოქტომბრის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტება.
2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
29. შპს „ფორმულა“ არის მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებული პირი (ავტორიზაციის თარიღი:29/08/2019; მაუწყებლობის სახე: ტელემაუწყებლობა; მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა; მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა.
მტკიცებულება: მონაცემები კომისიის უწყებრივი რეესტრიდან შპს „ფორმულას“ შესახებ.
30. კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების დანართი N1-ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმა 1.7-ში მაუწყებლების მიერ შევსებული ინფორმაციის მონიტორინგისას გამოვლინდა, რომ 2025 წლის II კვარტალში (აპრილი) შპს „ფორმულა“ მაუწყებლის ერთ-ერთ დაფინანსების წყაროდ უთითებს შპს „ფორმულა მულტიმედიას“ (ს/კ:405620207 - საქართველო), მომსახურების სახედ - კატეგორიას „სხვა“, ხოლო გაწეული დაფინანსების ოდენობის ველში მითითებული აქვს 463,000.00 (ოთხას სამოცდასამი ათასი) ლარი.
31. მტკიცებულება: კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N25-10-2127, 01.10.2025); კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების დანართი N1-ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმა 1.7- ში შპს „ფორმულას“ მიერ შევსებული ინფორმაცია.
32. კომისიის მიერ შპს „ფორმულასგან“ წერილობით გამოთხოვილ იქნა ზემოაღნიშნულ დაფინანსებასთან დაკავშირებით გაწეული მომსახურების შესახებ ინფორმაცია შესაბამის დოკუმენტებთან ერთად.
მტკიცებულება: კომისიის 2025 წლის 27 აგვისტოს Nგ-25-04/2063 წერილი.
33. შპს „ფორმულას“ განმარტებით, მის მიერ სტატისტიკური ანგარიშგების ფორმა 1.7-ში მითითებული თანხა წარმოადგენს სესხს, რომელიც მიღებული აქვს შპს „ფორმულასა“ და შპს „ფორმულა მულტიმედიას“ შორის 2024 წლის 10 მარტს გაფორმებული სესხის ხელშეკრულების საფუძველზე. სესხის თავდაპირველ ოდენობად განისაზღვრა გარკვეული თანხა აშშ დოლარის ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში, ხოლო სესხის დაბრუნების ვადად - 2026 წლის 13 მარტის ჩათვლით პერიოდი. მხარეთა შეთანხმებით, 2024 წლის 10 მარტის ხელშეკრულებით განსაზღვრული სესხის ძირითადი თანხა რამდენჯერმე გაიზარდა.
მტკიცებულება: შპს „ფორმულას” 2025 წლის 2 სექტემბრის N677 წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-25-6/3696, თარიღი: 03.09.2025), რომელსაც ერთვის შპს „ფორმულასა” და შპს „ფორმულა მულტიმედიას” შორის 2024 წლის 10 მარტს გაფორმებული ხელშეკრულება და 2024 წლის 15 აპრილს, 16 მაისს და 17 ივნისს დადებული შეთანხმებები.
34. შპს „ფორმულა მულტიმედია“ არის მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებული პირი. მაუწყებელს კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების დანართი N1-ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმა 1.7-ში, 2025 წლის II კვარტალში დაფინანსების წყაროდ მითითებული აქვს კვიპროსში რეგისტრირებული კომპანია ”INFINITY CV GROUP CY LTD“-ს (HE 400755), მომსახურების სახედ - კატეგორია „სხვა“, ხოლო ა/წ აპრილი- ივნისის პერიოდში გაწეული დაფინანსების ოდენობის ველში მითითებული თანხის ჯამური ოდენობა არის 1,336,675.00 (მილიონ სამას ოცდათექვსმეტი ათას ექვსას სამოცდათხუთმეტი) ლარი.
მტკიცებულება: მონაცემები კომისიის უწყებრივი რეესტრიდან შპს „ფორმულა მულტიმედიას“ შესახებ. კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N25-10-2127, 01.10.2025); კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N25-10-2105; 29.09.2025); კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების დანართი N1-ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმა 1.7-ში შპს „ფორმულა მულტიმედიას“ მიერ შევსებული ინფორმაცია.
35. შპს „ფორმულა მულტიმედიას“ განმარტებით, მის მიერ სტატისტიკური ანგარიშგების ფორმა 1.7-ში მითითებული თანხა არის სესხი, რომელიც მიღებული აქვს შპს „ფორმულა მულტიმედიასა“ და ‘’INFINITY CV GROUP CY LTD“ (HE 400755)-ს შორის 2024 წლის 7 მარტს დადებული სესხის ხელშეკრულების საფუძველზე.
მტკიცებულება: შპს „ფორმულას“ 2025 წლის 2 სექტემბრის N17 წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-25-6/3690; თარიღი: 03.10.2025), რომელსაც ერთვის შპს „ფორმულა მულტიმედიასა“ და ”INFINITY CV GROUP CY LTD“-ს შორის 2024 წლის 7 მარტს გაფორმებული ხელშეკრულება;
36. კომპანია ”INFINITY CV GROUP CY LTD“ რეგისტრირებულია და ფუნქციონირებს კვიპროსის რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად. მისი იურიდიული მისამართია: ქ. ნიქოზია, კვიპროსი. ამდენად, ”INFINITY CV GROUP CY LTD“ (HE 400755) წარმოადგენს იურიდიულ პირს, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე არ არის დაფუძნებული.
მტკიცებულება: კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (№25-10-2105, 29.09.2025); შპს „ფორმულას“ 2025 წლის 2 სექტემბრის N17 წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-25-6/3690; თარიღი: 03.10.2025), რომელსაც ერთვის შპს„ფორმულა მულტიმედიასა“ და ”INFINITY CV GROUP CY LTD“-ს შორის 2024 წლის 7 მარტს გაფორმებული ხელშეკრულება; მონაცემები მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან; კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების დანართი N1-ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმა 1.7- ში შპს „ფორმულა მულტიმედიას“ მიერ შევსებული ინფორმაცია;
37. შპს „ფორმულა მულტიმედიას“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და მის მიერ სტატისტიკური ანგარიშგების ფორმა 1.7-ში მითითებული ინფორმაციის მიხედვით, შპს „ფორმულა მულტიმედიამ“ იურიდიული პირი ‘’INFINITY CV GROUP CY LTD“-სგან 2025 წლის II კვარტალში (აპრილი-ივნისი) დაფინანსების სახით მიიღო 1,336,675.00 (მილიონ სამას ოცდათექვსმეტი ათას ექვსას სამოცდათხუთმეტი) ლარი.
მტკიცებულება: კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (№25-10-2105, 29.09.2025); შპს „ფორმულას“ 2025 წლის 2 სექტემბრის N17 წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-25-6/3690; თარიღი: 03.10.2025), რომელსაც ერთვის შპს „ფორმულა მულტიმედიასა“ და „INFINITY CV GROUP CY LTD“-ს შორის 2024 წლის 7 მარტს გაფორმებული ხელშეკრულება; კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების დანართი N1-ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმა 1.7-ში შპს „ფორმულა მულტიმედიას“ მიერ შევსებული ინფორმაცია;
38. კომისიაში დაცული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმა 1.7-ის ანალიზიდან გამოვლინდა, რომ შპს „ფორმულა მულტიმედიას“, გარდა მის მიერ იურიდიული პირისგან - ”INFINITY CV GROUP CY LTD“ მიღებული დაფინანსებისა, არ გააჩნია სხვა იმ ოდენობის შემოსავალი, რომ შპს „ფორმულასთვის“ გაეცა დაფინანსება 463,000.00 (ოთხას სამოცდასამი ათასი) ლარის ოდენობით. შპს „ფორმულასა“ და შპს „ფორმულა მულტიმედიას“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და მათ მიერ სტატისტიკური ანგარიშგების ფორმა 1.7-ში მითითებული ინფორმაციის მიხედვით, შპს „ფორმულამ“ 2025 წლის II კვარტალში (აპრილი) არაპირდაპირი დაფინანსების სახით იურიდიული პირისგან - ”INFINITY CV GROUP CY LTD“ მიიღო 463,000.00 (ოთხას სამოცდასამი ათასი) ლარი. შესაბამისად, ადგილი აქვს მაუწყებლის მიერ არაპირდაპირი დაფინანსების მიღებას იმ იურიდიული პირისგან, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე არ არის დაფუძნებული.
მტკიცებულება: კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N25-10-2127, 01.10.2025); კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N25-10-2105; 29.09.2025); კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების დანართი N1-ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმა 1.7-ში შპს „ფორმულასა“ და შპს „ფორმულა მულტიმედიას“ მიერ შევსებული ინფორმაცია; შპს „ფორმულას” 2025 წლის 2 სექტემბრის N677 წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-25-6/3696, თარიღი: 03.09.2025), რომელსაც ერთვის შპს„ფორმულასა” და შპს „ფორმულა მულტიმედიას” შორის 2024 წლის 10 მარტს გაფორმებული ხელშეკრულება და 2024 წლის 15 აპრილს, 16 მაისს და 17 ივნისს დადებული შეთანხმებები; შპს „ფორმულას“ 2025 წლის 2 სექტემბრის N17 წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-25-6/3690;თარიღი:03.10.2025), რომელსაც ერთვის შპს „ფორმულა მულტიმედიასა“ და ”INFINITY CV GROUP CY LTD“-ს შორის 2024 წლის 7 მარტს გაფორმებული ხელშეკრულება.
39. შპს „ფორმულას“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის გამოყენებული არ ყოფილა.
მტკიცებულება: მონაცემები კომისიის უწყებრივი რეესტრიდან შპს „ფორმულას“ შესახებ“.
3. სამართლებრივი შეფასება
40. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში 2025 წლის 1 აპრილს განხორციელებული ცვლილებით (დოკუმენტის ნომერი: 407-IIმს-XIმპ) აიკრძალა მაუწყებლის მიერ უცხოური ძალისგან პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების (ფულადი თანხის ან ქონებრივი ღირებულების სხვა სახის მატერიალური სიკეთის) მიღება (გარდა კომერციული რეკლამისა, ტელეშოპინგისა, სპონსორობისა და პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსებისა). ამასთან, აიკრძალა უცხოური ძალის მიერ მაუწყებლის მომსახურების შესყიდვა (გარდა კომერციული რეკლამისა და პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსებისა) ან/და პროგრამის მომზადების ან/და ეთერში გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან/და თანადაფინანსება. ამასთან, შესული ცვლილების მიზნებისთვის, განისაზღვრა უცხოური ძალა, რომელსაც წარმოადგენენ: ა) უცხო სახელმწიფოს ხელისუფლების სისტემის შემადგენელი სუბიექტი; ბ) ფიზიკური პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე; გ) იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე არ არის დაფუძნებული; დ) ისეთი ორგანიზაციული წარმონაქმნი (მათ შორის, ფონდი, ასოციაცია, კორპორაცია, კავშირი, სხვა სახის ორგანიზაცია) ან პირთა სხვა სახის ისეთი გაერთიანება, რომელიც უცხო სახელმწიფოს სამართლის ან/და საერთაშორისო სამართლის საფუძველზეა დაფუძნებული.
41. საკანონმდებლო დონეზე მაუწყებლის დაფინანსების წესის ახლებურად განსაზღვრა ემსახურება მაუწყებლის მიერ უცხოური ძალისაგან მიღებული დაფინანსების შეზღუდვას უცხოური ძალის მიერ მაუწყებლის საშუალებით საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე ზეგავლენის შემცირების უზრუნველყოფის მიზნით, გამომდინარე იქიდან, რომ მაუწყებლების მიერ გავრცელებული ინფორმაცია სანდოობის მაღალი ხარისხით სარგებლობს და შეუძლია მოახდინოს მნიშვნელოვანი ზეგავლენა საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე (იხ. საქართველოს კანონის პროექტზე „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დართული განმარტებითი ბარათი (N07-3/30/11).
42. ამდენად, 2025 წლის 1 აპრილიდან კანონით აკრძალულია მაუწყებლის მიერ უცხო სახელმწიფოს ხელისუფლების სისტემის შემადგენელი სუბიექტისგან, საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირისგან, ისეთი იურიდიული პირისგან, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე არ არის დაფუძნებული და ისეთი ორგანიზაციული წარმონაქმნისგან ან პირთა სხვა სახის ისეთი გაერთიანებისგან, რომელიც უცხო სახელმწიფოს სამართლის ან/და საერთაშორისო სამართლის საფუძველზეა დაფუძნებული, პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების მიღება (გარდა კომერციული რეკლამისა, ტელეშოპინგისა, სპონსორობისა და პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსებისა). შპს „ფორმულა“, როგორც მაუწყებელი, ვალდებულია დაიცვას „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული აღნიშნული მოთხოვნა.
43. კომისიის მიერ დადგინდა, რომ შპს „ფორმულას“ არაპირდაპირი დაფინანსება მიღებული აქვს იურიდიული პირისგან ”INFINITY CV GROUP CY LTD“ (HE 400755), რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე არ არის დაფუძნებული. შესაბამისად, შპს ,,ფორმულას“ მხრიდან ადგილი აქვს უცხოური ძალისაგან დაფინანსების მიღებას.
44. კომისიის მიერ ასევე დადგინდა, რომ შპს „ფორმულას“ არაპირდაპირი დაფინანსება მიღებული აქვს 2025 წლის II კვარტალში (აპრილი), მას შემდეგ, რაც ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში 2025 წლის 1 აპრილს განხორციელებული ცვლილებით (დოკუმენტის ნომერი: 407-IIმს-XIმპ) აიკრძალა მაუწყებლის მიერ უცხოური ძალისგან დაფინანსების მიღება.
45. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 661 მუხლის 11 პუნქტი მიუთითებს უცხოური ძალისგან დაფინანსების აკრძალვაზე და არ აკონკრეტებს დაფინანსების რომელიმე ფორმას. უფრო მეტიც, დაფინანსება, კანონის თანახმად, მოიაზრებს როგორც ფულად თანხას, ასევე ქონებრივი ღირებულების სხვა სახის მატერიალურ სიკეთეს. შესაბამისად, აღნიშნული საკანონმდებლო ნორმის როგორც გრამატიკული, ასევე შინაარსობრივი განმარტებიდან ცალსახად გამომდინარეობს, რომ დაფინანსებაში მოიაზრება ნებისმიერი ფორმით ფულადი თანხის მიღება. გარდა ამისა, როგორც აღინიშნა, საკანონმდებლო დონეზე მაუწყებლის დაფინანსების ახლებურად განსაზღვრის მიზანია უცხოური ძალისგან მაუწყებლების დაფინანსების შეზღუდვა საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე უცხოური ძალის ზეგავლენის შემცირების მიზნით. შესაბამისად, კანონის ობიექტური მიზნის გათვალისწინებით, ამ კანონის მიზნებისთვის, „დაფინანსებად“ ითვლება კომპანიის მიერ თანხის მიღება სესხის სახითაც. ნორმის სხვაგვარი განმარტება შესაძლებლობას იძლევა, რეგულაციების გვერდის ავლის მიზნით, უცხოური ძალისგან მაუწყებლის დაფინანსება განხორციელდეს სესხის გაცემის გზით, რაც წინააღმდეგობაში მოდის კანონის ნებასთან და იმ მიზანთან, რომლის მიღწევის უზრუნველსაყოფად იქნა მიღებული სამართლებრივი ნორმა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის განმარტებით (საქმე №ას-121-117-2016,17.03.2016) „არ შეიძლება სამართლის ნორმის იმგვარი განმარტება, რომელიც შეეწინააღმდეგება კანონის ნებას და იმ მიზნებს, რომელთა მიღწევას უზრუნველყოფს გამოსაყენებელი სამართლებრივი ნორმა“.
46. გარდა ზემოაღნიშნულისა, სესხის დაფინანსებიდან გამორიცხვა ეწინააღმდეგება ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებს, 1 ასევე, ეწინააღმდეგება ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების ფონდის (IRFS Foundation), ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD), სერტიფიცირებულ ნაფიც ბუღალტერთა ასოციაციის (ACCA), სერტიფიცირებულ ფინანსურ ანალიტიკოსთა ინსტიტუტის (CFA Institute), პროფესიული მომსახურებების მულტინაციონალური კომპანიების „PricewaterhouseCoopers“ (PWC) და „Ernst & Young“ (EY) განმარტებებსა და კორპორატიული ფინანსების ძირითად პრინციპებს.
47. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადგილი აქვს მაუწყებლის არაპირდაპირ დაფინანსებას უცხოური ძალისგან, კერძოდ, იურიდიული პირისგან, რომელიც არ არის საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე დაფუძნებული. შესაბამისად, შპს ,,ფორმულას“ მიერ დაირღვა „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 661 მუხლის 11 პუნქტი.
4. პასუხისმგებლობა და ვალდებულებები
48. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 71-ე მუხლის თანახმად, მედიამომსახურების მიმწოდებლის ან ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის, კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის ან ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია დამრღვევს დარღვევის აღმოსაფხვრელად ან მისი პრევენციისთვის ღონისძიებათა განსახორციელებლად გონივრულ ვადას განუსაზღვრავს.
49. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 765 მუხლის თანახმად, ,,მაუწყებლის მიერ ამ კანონის 65-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და 661 მუხლის 11 პუნქტის მოთხოვნების 2025 წლის 1 ივნისამდე დარღვევის შემთხვევაში კომისია საკითხს განიხილავს ამ კანონით დადგენილი წესით. კომისია უფლებამოსილია მაუწყებელს შეუფარდოს ამ კანონით გათვალისწინებული შესაბამისი სანქცია, რომელიც აღსასრულებლად არ მიექცევა. მაუწყებლის მიერ ამ კანონის 65-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და 661 მუხლის 11 პუნქტის მოთხოვნების 2025 წლის 1 ივნისის შემდეგ დარღვევის შემთხვევაში კომისია საკითხს განიხილავს და მაუწყებელს შესაბამის სანქციას შეუფარდებს კანონით დადგენილი წესით“.
50. ამრიგად, დადგენილია, რომ შპს „ფორმულას“ მხრიდან დარღვეულია „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 661 მუხლის 11 პუნქტი. ამასთან, მაუწყებლის მიმართ ბოლო ერთი წლის 1 IAS-7 (ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტები)-ფულადი ნაკადების მოძრაობის ანგარიშგება. პუნქტი 6: „დაფინანსების ქმედება არის ისეთი აქტივობა, რომელიც იწვევს ცვლილებებს კომპანიის მიერ შეტანილი კაპიტალისა და სესხების მოცულობასა და სტრუქტურაში“.
განმავლობაში პასუხისმგებლობის არცერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის გამოყენებული არ ყოფილა. ამდენად, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შპს „ფორმულას“ უნდა მიეცეს წერილობითი გაფრთხილება.
51. ამასთან, შპს „ფორმულას“ უნდა დაევალოს იურიდიული პირისგან ”INFINITY CV GROUP CY LTD-სგან (HE 400755), როგორც უცხოური ძალისგან დაფინანსების მიღების დაუყოვნებლივ შეწყვეტა.
IV. სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 95-ე, 96-ე, 97-ე, 98-ე და 99-ე მუხლების, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, 661 მუხლის 11 პუნქტის, 71-ე მუხლის პირველი პუნქტის, 765 მუხლის და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N 1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” (დანართი N1) მე-16 მუხლის მე-5 და მე-9 პუნქტების საფუძველზე, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად,
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს „ფორმულას“ მიეცეს წერილობითი გაფრთხილება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 661 მუხლის 11 პუნქტის დარღვევის გამო;
2. შპს „ფორმულას“ დაევალოს იურიდიული პირისგან - ”INFINITY CV GROUP CY LTD”-სგან (HE
400755), როგორც უცხოური ძალისგან დაფინანსების მიღების დაუყოვნებლივ შეწყვეტა;
3. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნებისთანავე;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) შპს „ფორმულასთვის“ გადაწყვეტილების ან მისი დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ბ. გასვიანი) გადაწყვეტილების ან მისი დამოწმებული ასლის შპს „ფორმულასთვის“ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;
6. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს (ე.ჭახრაკიას) შპს „ფორმულასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ინფორმაციის კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;
7. კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (კ. ქორიძე).
ვახტანგ აბაშიძე თავმჯდომარე - მ.შ.
ნათია კუკულაძე წევრი
ივანე მახარაძე წევრი
