წვდომის მენიუ

შპს „სითი ტელეკომისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: გ-25-18 / 53

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 06, 2025 14:30

მიღების თარიღი იანვარი 30, 2025

შპს „სითი ტელეკომისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ავტორიზებული პირი: შპს „სითი ტელეკომი“

სამართალდარღვევა: საქართველოს  მთავრობის  2019  წლის  30  დეკემბრის  №660  დადგენილების დანართის მე-3 მუხლის მე-7 პუნქტის დარღვევა.

წარმოების დაწყების  საფუძველი: სსიპ ,,საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი ,,112“ -ის წერილი  (საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნულ  კომისიაში  რეგისტრაციის  N  შ-24-3/5426;18.12.24).

კომისიის სხდომის თარიღი: 2025 წლის 30 იანვარი, 15:00 საათი

I.  აღწერილობითი ნაწილი

1.სსიპ ,,საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი ,,112“-ის (შემდგომში - ,,112“) წერილის საფუძველზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში (შემდგომში - კომისია) დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „სითი ტელეკომის“ მიერ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 დეკემბრის №660 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ის მომსახურების სახეების, საფასურებისა და ვადებით“ გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის საკითხის განხილვის თაობაზე.

2.,,112“-ის  წერილის  მიხედვით,  კომისიის  რეგულირებას  დაქვემდებარებული  პირი,  შპს  „სითი ტელეკომი“ (ს/კ 204566932) არ ახორციელებს აბონენტებისგან ამოღებული თანხის ჩარიცხვას (ხელს არ აწერს შედარების აქტებს, დებიტორული დავალიანების შესახებ) საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 დეკემბრის №660 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112”-ის მომსახურების სახეების, საფასურებისა და ვადების“ შესაბამისად. შპს ,,სითი ტელეკომს" ჩასარიცხი აქვს 2019-2024 წლებში ამოღებული თანხა 17 872.60 ლარის ოდენობით. კერძოდ: 2019 წლის დეკემბერი 369.40 ლარი; 2020 წლის იანვარი 694.00 ლარი; 2020 წლის თებერვალი 480.80 ლარი; 2020 წლის მარტი 771.60 ლარი; 2020 წლის აპრილი 648.80 ლარი; 2020 წლის მაისი 599.20 ლარი; 2020 წლის ივნისი 831.20 ლარი; 2020 წლის ივლისი 620.80 ლარი; 2020 წლის აგვისტო 677.60 ლარი; 2020 წლის ნოემბერი 650.40 ლარი; 2021 წლის თებერვალი 782.40 ლარი; 2021 წლის მარტი 855.20 ლარი; 2022 წლის ოქტომბერი 675.20 ლარი; 2022 წლის ნოემბერი 579.20 ლარი; 2022 წლის დეკემბერი 540.80 ლარი; 2023 წლის იანვარი 572.00 ლარი; 2023 წლის თებერვალი 586.00 ლარი; 2023 წლის მარტი 606.80 ლარი; 2023 წლის აპრილი 575.60 ლარი; 2023 წლის მაისი 599.60 ლარი; 2023 წლის ივნისი 605.60 ლარი; 2023 წლის ივლისი 576.00 ლარი; 2023 წლის აგვისტო 566.40 ლარი; 2023 წლის ოქტომბერი 570.00 ლარი; 2023 წლის ნოემბერი 589.60 ლარი; 2023 წლის დეკემბერი 599.60 ლარი; 2024 წლის ივნისი 503.60 ლარი; 2024 წლის აგვისტო 602.40 ლარი; 2024 წლის ნოემბერი 542.80 ლარი.

3.2025 წლის 21 იანვარს, ,,112“-მა კომისიაში წარმოადგინა წერილი (N შ-25-6/191, 21.01.25), რომლის მიხედვით, 21 იანვრის მდგომარეობით, შპს ,,სითი ტელეკომს“ ,,112“-სთვის არა აქვს ჩარიცხული აბონენტებისგან ამოღებული სსიპ ,,საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის მომსახურების საფასური 15 718 ლარის ოდენობით. შპს „სითი ტელეკომსა“ და ,,112“-ს შორის 2024 წლის 24 დეკემბერს გაფორმებული შედარების აქტის საფუძველზე, შპს ,,სითი ტელეკომი“ აღიარებს დავალიანებას და 2024 წლის 8 იანვრის წერილით ,,112“-ს ატყობინებს, რომ დავალიანებას დაფარავს 2025 წლის განმავლობაში, ყოველთვიური თანაბარი გადანაწილებით. აღნიშნული ინფორმაცია სსიპ ,,საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის მიერ ცნობად იქნა მიღებული. შედარების აქტის გაფორმების შემდეგ, შპს „სითი ტელეკომმა“ განახორციელა დავალიანების ნაწილობრივი დაფარვა 2 248,40 ლარის ოდენობით, თუმცა 2024 წლის დეკემბრის მიმდინარე დავალიანება არ არის დაფარული საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის N660 დადგენილებით განსაზღვრულ ვადაში.

4.2025 წლის 23 იანვარს შპს ,,სითი ტელეკომმა“ განახორციელა დავალიანების ნაწილობრივი დაფარვა 505.80 ლარის ოდენობით.

5.2025 წლის 24 იანვარს შპს ,,სითი ტელეკომმა“ კომისიას წერილობით (Nშ-25-6/246, 24.01.25) მიმართა, სადაც აღნიშნავს, რომ შპს ,,სითი ტელეკომსა“ და სსიპ ,,საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ს შორის, გასული წლის 24 დეკემბრამდე არ არსებობდა სრულყოფილი ბუღალტრული შედარება, რომლითაც დადგინდებოდა დავალიანების ზუსტი თანხა. მხოლოდ 2024 წლის დეკემბერში განხორციელებული ბუღალტრული შედარების შედეგად დადგინდა რეალური დავალიანება, რასაც ხელმოწერით დაეთანხმა შპს ,,სითი ტელეკომი“   და დაიწყო დავალიანების დაფარვა.

6.შპს „სითი ტელეკომისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების   თაობაზე საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2025 წლის 30 იანვარი, 15:00 საათი. აღნიშნულის შესახებ შპს „სითი ტელეკომს“ გაეგზავნა შეტყობინება (Nგ-25-03/82, 20.01.25) და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. კომპანიას, ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული  კოდექსის  98-ე და 99-ე   მუხლებით გათვალისწინებული  მტკიცებულებებისა  და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლების თაობაზე.

7.კომისიის  2024 წლის 30 იანვრის  სხდომას ესწრებოდა „112“-ის წარმომადგენელი,  ,,112“-ის ეკონომიკური სამმართველოს უფროსი გ. ნაცვლიშვილი, რომელმაც დადასტურა შპს ,,სითი ტელეკომის“ მიერ 2025 წლის 23 იანვარს ,,112“-ის მომსახურების საფასურის დავალიანების ნაწილობრივ დაფარვა 505.80 ლარის ოდენობით და აღნიშნა, რომ ,,112“-ის მიმართ შპს ,,სითი ტელეკომის“ დარჩენილი დავალიანება შეადგენს 15 213,20 ლარს. ამასთან განაცხადა, რომ მისაღებია შპს ,,სითი ტელეკომის“ წინადადება   იმის შესახებ, რომ „112“-ის მომსახურების საფასურის დარჩენილი დავალიანების დაფარვა განახორციელონ 2025 წლის ბოლომდე,   ყოველთვიური თანაბარი გადანაწილებით, მიმდინარე გადასახადთან ერთად. აღნიშნული გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში, დამატებით მიმართავენ კომუნიკაციების კომისიას.

II. მარეგულირებელი კანონმდებლობა

8.„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ორგანიზებისა და ურთიერთობების რეგულირების საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი და სხვა ნორმატიული აქტები.

9.„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.

10.„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო კომისიის გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში დენადი ხასიათის დარღვევის აღმოუფხვრელობის ან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის მფლობელის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არაუმეტეს 30000 ლარისა.

11.საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 დეკემბრის №660 დადგენილებით  დამტკიცებული ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112’’-ის მომსახურების სახეების, საფასურებისა და ვადების“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112’’-ის მომსახურების საფასურის (შემდგომში – საფასური) გადამხდელები არიან ფიქსირებული გეოგრაფიული ან არაგეოგრაფიული ზონის აბონენტი და მობილური სატელეფონო მომსახურების მიმღები აბონენტი (შემდგომში – აბონენტი).

12.საქართველოს მთავრობის  2019 წლის 30 დეკემბრის№660 დადგენილებით  დამტკიცებული ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ის მომსახურების სახეების, საფასურებისა და ვადების“ მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საფასური შეადგენს: ა) ფიქსირებული გეოგრაფიული ან არაგეოგრაფიული ზონის აბონენტის სააბონენტო ნომერზე ყოველ კალენდარულ თვეში, მიუხედავად აბონენტად გახდომის რიცხვისა, ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის (მათ შორის, დაწესებულებებისთვის) – 0.40 ლარს; ბ) მობილური სატელეფონო მომსახურების მიმღები აბონენტის სააბონენტო ნომერზე ყოველ კალენდარულ თვეში, მიუხედავად აბონენტად გახდომის რიცხვისა, ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის (მათ შორის, დაწესებულებებისთვის) – 0.40 ლარს.

13.საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 დეკემბრის №660 დადგენილებით  დამტკიცებული ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ის მომსახურების სახეების, საფასურებისა და ვადების“ მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საფასური გადაიხდევინება ფიქსირებული გეოგრაფიული ან არაგეოგრაფიული ზონის აბონენტის შემდეგ სააბონენტო ნომერზე, რომელსაც: ა) ერიცხება სააბონენტო გადასახდელი და რომელიც კალენდარული თვის განმავლობაში ერთხელ მაინც იყო ორმხრივად ჩართული; ბ) არ ერიცხება სააბონენტო გადასახდელი, მაგრამ რომლითაც კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელდა ფასიანი მომსახურების შეძენა ან ფასიანი მომსახურებით სარგებლობა; გ) სატელეკომუნიკაციო მომსახურების პაკეტის შეძენისას ან პაკეტით სარგებლობისას, თუ ამ პაკეტით მიწოდებული სააბონენტო ნომრის მეშვეობით კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელდა ფასიანი მომსახურების შეძენა ან ფასიანი მომსახურებით სარგებლობა.

14.საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 დეკემბრის №660 დადგენილებით  დამტკიცებული ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ის მომსახურების სახეების, საფასურებისა და ვადების“ მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საფასური გადაიხდევინება თითოეულ სააბონენტო ნომერზე, რომლითაც კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელდა ჯამში 5 ლარზე მეტი ღირებულების მომსახურების შეძენა ან მომსახურებით სარგებლობა.

15.საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 დეკემბრის №660 დადგენილებით  დამტკიცებული ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის  იურიდიული  პირის  −  საზოგადოებრივი  უსაფრთხოების  მართვის  ცენტრ „112“-ის მომსახურების სახეების, საფასურებისა და ვადების“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამ წესის მე-2 მუხლით გათვალისწინებული საფასურის ამოღებას უზრუნველყოფს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი პირი (შემდგომში – მომსახურების მიმწოდებელი), ამ დადგენილებით განსაზღვრული წესის შესაბამისად.

16.საქართველოს  მთავრობის  2019 წლის 30 დეკემბრის №660 დადგენილებით  დამტკიცებული ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ის მომსახურების სახეების, საფასურებისა და ვადების“ მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია ყოველი მომდევნო თვის არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის ვადაში საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის მიერ განსაზღვრული ფორმითა და შინაარსით წარუდგინოს მას საფასურის დარიცხვასა და გადახდასთან დაკავშირებული ინფორმაცია სააბონენტო ნომრების მიხედვით, ხოლო მე-7 პუნქტის შესაბამისად, მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია ყოველი მომდევნო თვის არაუგვიანეს 7 სამუშაო დღისა იმ დროისთვის გადახდილი/ამოღებული საფასური სრულად ჩარიცხოს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ის მიერ წინასწარ განსაზღვრულ საბანკო ანგარიშზე.

17.საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 დეკემბრის №660 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ის მომსახურების სახეების, საფასურებისა და ვადების“ მე-3 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, მომსახურების მიმწოდებლის მიერ მისთვის ამ დადგენილებით დაკისრებული ვალდებულებების შესრულებას აკონტროლებს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია.

III.  სამოტივაციო ნაწილი

1. შესწავლილი მტკიცებულებები

18.,,112“-ის წერილი კომისიას (კომისიაში რეგისტრაციის N შ-24-3/5426; 18.12.2024).

19.,112“   -ის   2025   წლის   21   იანვრის   წერილი   (კომისიაში   რეგისტრაციის   Nშ-25-6/191,   21.01.25)თანდართული  დოკუმენტაციით:  შპს  ,,სითი  ტელეკომის“  2025  წლის  8  იანვრის წერილი სსიპ ,,საზოგადოებრივი  უსაფრთხოების  მართვის  ცენტრ  ,,112“  -  ს;  შპს  ,,სითი  ტელეკომსა“  და სსიპ ,,საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ ,,112“ -ს შორის 2024 წლის 24 დეკემბერს გაფორმებული შედარების აქტი; 2024 წლის 26 დეკემბრის  საგადახდო ქვითარი.

20.2025 წლის 23 იანვრის N 7660 საგადახდო დავალება შპს ,,სითი ტელეკომის“ მიერ დავალიანების ნაწილის დაფარვის შესახებ.

21.შპს ,,სითი ტელეკომის“ წერილი კომისიას (კომისიაში რეგისტრაციის N შ-25-6/ 246, 24.01.25).

22.შპს „სითი ტელეკომისთვის“ გაგზავნილი შეტყობინება (N გ-25-03/82, 20.01.25) კომისიის 2025 წლის 30 იანვრის სხდომაზე მოწვევის შესახებ.

23.კომისიის მიერ ,,112“-ისთვის“ გაგზავნილი შეტყობინება (N გ-25-03/80, 20.01.25) კომისიის 2025 წლის 30 იანვრის სხდომაზე მოწვევის შესახებ.

24.მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან შპს „სითი ტელეკომის“ შესახებ მონაცემები.

25.კომისიის 2025 წლის 30 იანვრის სხდომაზე ,,112“-ის“ წარმომადგენლის მიერ გაკეთებული ახსნა- განმარტება.

2.  დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

26.შპს „სითი ტელეკომი“ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირია.

ტკიცებულება: მონაცემი კომისიის უწყებრივი რეესტრიდან შპს „სითი ტელეკომის“ შესახებ.

27.შპს ,,სითი ტელეკომის“ მიერ ,,112“-სთვის 2025 წლის 8 იანვარს მიწერილი წერილისა და შპს ,,სითი ტელეკომსა“ და ,,112“-ს შორის 2024 წლის 24 დეკემბერს გაფორმებული შედარების აქტის მიხედვით, შპს ,,სითი ტელეკომს“, 2024 წლის 24 დეკემბრის მდგომარეობით, ,,112“-სთვის არ აქვს ჩარიცხული აბონენტების მიერ გადახდილი „112“-ის მომსახურების საფასური 17 872.60 ლარის ოდენობით. 2025 წლის 8 იანვარს ,,112“-სთვის მიწერილ წერილში შპს ,,სითი ტელეკომი“ აღიარებს ,,112“-ის მიმართ არსებულ ფინანსურ ვალდებულებას, რომლის ნაწილი, 2 248.40 ლარის ოდენობით, დაფარა 2024 წლის 26 დეკემბერს და ატყობინებს, რომ დარჩენილ დავალიანებას დაფარავს 2025 წლის ბოლომდე, ყოველთვიური თანაბარი გადანაწილებით. 2025 წლის 23 იანვარს შპს ,,სითი ტელეკომმა“ განახორციელა დავალიანების ნაწილობრივი დაფარვა 505.80 ლარის ოდენობით.

მტკიცებულება: სსიპ ,,საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი ,,112“ -ის 2025 წლის 21 იანვრის წერილი (კომისიაში რეგისტრაციის N შ-25-6/191, 21.01.25) თანდართული დოკუმენტაციით: შპს ,,სითი ტელეკომის“ 2025 წლის 8 იანვრის წერილი სსიპ ,,საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ ,,112“ - ს; შპს ,,სითი ტელეკომსა“ და სსიპ ,,საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ ,,112“ -ს შორის 2024 წლის 24 დეკემბერს გაფორმებული შედარების აქტი; 2024 წლის 26 დეკემბრის  და 2025 წლის 23 იანვრის საგადახდო დავალებები; შპს ,,სითი ტელეკომის“ წერილი (Nშ-25-6/ 246, 24.01.25) კომისიას; კომისიის 2025 წლის 30 იანვრის სხდომაზე სსიპ ,,საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ ,,112“-ის  წარმომადგენლის მიერ მიცემული ახსნა-განმარტება.

28.2025 წლის 30 იანვრის კომისიის სხდომაზე ,,112“-ის წარმომადგენელმა დადასტურა შპს ,,სითი ტელეკომის“ მიერ 2025 წლის 23 იანვარს დავალიანების ნაწილობრივ დაფარვა 505.80 ლარის ოდენობით და ,,112“-ის მიმართ შპს ,,სითი ტელეკომის“ დარჩენილი დავალიანება 15 213,20 ლარის ოდენობით. ამასთან, მან თანხმობა განაცხადა შპს ,,სითი ტელეკომს“ ,,112“-ის მომსახურების საფასურის დარჩენილი დავალიანება დაეფარა 2025 წლის ბოლომდე,   ყოველთვიური თანაბარი გადანაწილებით. აღნიშნული გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში, დამატებით მიმართავენ კომისიას.

მტკიცებულება: კომისიის 2025 წლის 30 იანვრის სხდომაზე ,,112“ -ის წარმომადგენლის მიერ წარმოდგენილი პოზიცია.

29.შპს ,,სითი ტელეკომის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში პასუხისმგებლობის არცერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის გამოყენებული არ ყოფილა.

მტკიცებულება: მონაცემები კომისიის უწყებრივი რეესტრიდან შპს „სითი ტელეკომის“ შესახებ.

3.  სამართლებრივი შეფასება

30.როგორც აღინიშნა, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონის მიხედვით, ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, მთავრობის დადგინილებები.

31.საქართველოს მთავრობის 2019 წლის  30 დეკემბრის №660 დადგენილებით  დამტკიცებული ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ის მომსახურების სახეების, საფასურებისა და ვადების“ მე-3 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია ყოველი მომდევნო თვის არაუგვიანეს 7 სამუშაო დღისა იმ დროისთვის გადახდილი/ამოღებული საფასური სრულად ჩარიცხოს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ის მიერ წინასწარ განსაზღვრულ საბანკო ანგარიშზე. ამავე დროს, საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 დეკემბრის №660 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ის მომსახურების სახეების, საფასურებისა და ვადების“ მე-3 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, მომსახურების მიმწოდებლის მიერ მისთვის ამ დადგენილებით დაკისრებული ვალდებულებების შესრულებას აკონტროლებს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია.

32. ზემოაღნიშნულიდან    გამომდინარე,    შპს    „სითი    ტელეკომის“,    როგორც    ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირის მიერ აბონენტებისგან ამოღებული „112“-ის მომსახურების საფასურის ცენტრის საბანკო ანგარიშზე ჩაურიცხველობით, დარღვეულია საქართველოს  მთავრობის   2019   წლის   30   დეკემბრის   №660   დადგენილებით   დამტკიცებული ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ის მომსახურების სახეების, საფასურებისა და ვადების“ მე-3 მუხლის მე-7 პუნქტი, რაც, მისი სანქცირების საფუძველია.

4. პასუხისმგებლობა და ვალდებულებები

33.საქართველოს  მთავრობის 2019 წლის 30 დეკემბრის  №660 დადგენილებით  დამტკიცებული ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ის მომსახურების სახეების, საფასურებისა და ვადების“ მე-3 მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, მომსახურების მიმწოდებლის მიერ მისთვის ამ დადგენილებით დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით დადგენილი პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველია.

34. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო კომისიის გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში დენადი ხასიათის დარღვევის აღმოუფხვრელობის ან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის მფლობელის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არაუმეტეს 30000 ლარისა.

35.როგორც დადგინდა, შპს „სითი ტელეკომის“ მიერ დარღვეულია საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 დეკემბრის №660 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ის მომსახურების სახეების, საფასურებისა და ვადების“ მე-3 მუხლის მე-7 პუნქტი, ამასთან, კომპანიას, ბოლო ერთი წლის განმავლობაში იგივე/ანალოგიური ხასიათის დარღვევისთვის პასუხისმგებლობა არ დაკისრებია. აქედან გამომდინარე, კანონმდებლობის შესაბამისად, შპს ,,სითი ტელეკომს“ უნდა მიეცეს წერილობითი გაფრთხილება. ამასთან, დარღვევის აღმოფხვრის მიზნით შპს „სითი ტელეკომს“ უნდა დაევალოს ,,112“-ის მიმართ არსებული დავალიანების დაფარვა 2025 წლის ბოლომდე, ყოველთვიური თანაბარი განაწილებით.

IV.  სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 95-ე, 96-ე და 97-ე მუხლების, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 დეკემბრის №660 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ის მომსახურების სახეების, საფასურებისა და ვადების“ მე-2 და მე-3 მუხლების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად,

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1.შპს „სითი ტელეკომს“ მიეცეს წერილობითი გაფრთხილება საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 დეკემბრის №660 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ,,საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ის მომსახურების სახეების, საფასურებისა და ვადების“ მე-3 მუხლის მე-7 პუნქტის დარღვევის გამო.

2.შპს   ,,სითი   ტელეკომმა“   უზრუნველყოს   წინამდებარე   გადაწყვეტილების   მიღების   დღისთვის აბონენტებისგან ამოღებული სსიპ ,,საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი ,,112“-ის მომსახურების საფასურის 15 213,20 ლარის ოდენობით ჩარიცხვა საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ის მიერ წინასწარ განსაზღვრულ საბანკო ანგარიშზე 2025 წლის ბოლომდე, ყოველთვიური თანაბარი გადანაწილებით.

3.გადაწყვეტილება  შეიძლება  გასაჩივრდეს  თბილისის  საქალაქო  სასამართლოს  ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) შპს „სითი ტელეკომისთვის“ და სსიპ ,,საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-სთვის გადაწყვეტილების ან მისი დამოწმებული ასლის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში.

4.გადაწყვეტილება  ძალაში  შედის  გადაწყვეტილების  ან  მისი  დამოწმებული  ასლის  შპს  „სითი ტელეკომისთვის“ და სსიპ ,,საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-სთვის ჩაბარების დღიდან.

5.დაევალოს  კომისიის  აპარატის  ადმინისტრაციას  (მ.შ.  ნ.  შოვნაძე)  გადაწყვეტილების  შპს  „სითი ტელეკომისთვის“ და სსიპ ,,საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-სთვის დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება.

6.კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე,   სსიპ ,,საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის მიერ წარმოდგენილი წერილობითი ინფორმაციის მიხედვით, დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (მ.შ. ნ. შოვნაძე).

კახი ბექაური             თავმჯდომარე

ვახტანგ  აბაშიძე         წევრი

ეკატერინე  იმედაძე     წევრი

ივანე მახარაძე              წევრი

 

 

 

 

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები