შპს „ინექსფონისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 02, 2025 14:30
მიღების თარიღი ნოემბერი 27, 2025
შპს „ინექსფონისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ
ავტორიზებული პირი: შპს „ინექსფონი“.
სამართალდარღვევა: „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 1 მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 2 პუნქტის „ა.დ“ ქვეპუნქტისა და „შპს „ინექსფონისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ” კომისიის 2025 წლის 24 ივლისის N გ-25-18/403 გადაწყვეტილების დარღვევა.
წარმოების დაწყების საფუძველი: კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N 25-10-2522, 21.11.2025)
კომისიის სხდომის თარიღი: 2025 წლის 27 ნოემბერი.
I. აღწერილობითი ნაწილი
1. კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (N25-10-2522, 21.11.2025) თანახმად, „შპს „ინექსფონისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ” კომისიის 2025 წლის 24 ივლისის N გ-25-18/403 გადაწყვეტილების შესაბამისად, შპს „ინექსფონს“ მიეცა წერილობითი გაფრთხილება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და 21 პუნქტის „ა.დ“ ქვეპუნქტის დარღვევის გამო. ხოლო, ამავე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის თანახმად, შპს „ინექსფონს“ დაევალა უზრუნველყოს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის 21 პუნქტის „ა.დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამავე ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება (უზრუნველყოს სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების უფლების მოპოვება) გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში და აღნიშნულის თაობაზე აცნობოს კომისიას. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში შევიდა კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნებისთანავე - 2025 წლის 29 ივლისს (იხ. ბმული: https://comcom.ge/ge/legal-acts/solutions/2025--25-18-403.page.) შპს „ინექსფონს“ გადაწყვეტილება ჩაბარდა 2025 წლის 29 ივლისს.
2. შპს „ინექსფონს“ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში კომისიისთვის არ მიუწოდებია ინფორმაცია რომ უზრუნველყო „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის 21 პუნქტის „ა.დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამავე ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება (უზრუნველყოს სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების უფლების მოპოვება). აქედან გამომდინარე, სახეზეა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის 21 პუნქტის „ა.დ“ ქვეპუნქტის დარღვევა და კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობა.
3. შპს „ინექსფონისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვა დაინიშნა 2025 წლის 27 ნოემებრს, 15:00 საათზე, რის შესახებაც, კომპანიას ეცნობა წერილობითი შეტყობინებით (Nგ-25-03/2739, 21/11/2025), რომელიც გაეგზავნა მის მიერ კომისიაში წარმოდგენილ და კომისიის უწყებრივ რეესტრში მითითებულ მისამართზე. ამავე შეტყობინებით, კომპანიას განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტებისა და სხვა მასალების გაცნობის უფლება.
4. კომისიის 2025 წლის 27 ნოემბრის სხდომას ეწრებოდა შპს „ინექსფონის“ წარმომადგენელი თ. დანელია, რომელმაც აღნიშნა, რომ მიმართეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს განაცხადით სახელმწიფო საიდუმლოებაზე დაშვების მოთხოვნით, სრულად წარადგინეს შესაბამისი დოკუმენტაცია, რაც კანონმდებლობით არის მოთხოვნილი. დოკუმენტაციის შემოწმების შემდგომ მათი მხრიდან მოეთხოვათ, რომ მოეწყოთ შესაბამისი ოთახი, რომელიც გარკვეულ ტექნიკურ მოთხოვნებს დააკმაყოფილებდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან იყვნენ წარმომადგენლები მისული და შეამოწმეს ამ ოთახის მოთხოვნებთან შესაბამისობა. თ. დანელიამ აღნიშნა, რომ დღეის მდგომარეობით ელოდებიან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისგან გადაწყვეტილებას, სახელმწიფო საიდუმლოებაზე დაშვებასთან დაკავშირებით. მათი საბოლოო გადაწყვეტილება დღეის მდგომარეობით ჩაბარებული არ აქვთ და აქედან გამომდინარე, ამ ვალდებულების შესრულებასთან მიმართებაში, პოზიციას ვერ აფიქსირებენ.
5. თ. დანელიას განმარტებით, მათი მხრიდან შესასრულებელი ვალდებულებები შპს „ინექსფონმა“ განახორციელა, ხოლო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური რა ვადაში განიხილავს, ეს მათთვის უცნობია. თ. დანელიამ აღნიშნა, რომ კანონმდებლობით ეს ვადა არის სამთვიანი, რომელიც შეიძლება დამატებით 6 თვემდე გაგრძელდეს. შესაბამისად, რა ვადებში მოხდება მათი მხრიდან განხილვა და საბოლოო გადაწყვეტილების მათთვის ჩაბარება, ეს მათთვის უცნობია და უფრო მეტიც, კომპანიის შესაძლებლობების ფარგლებს მიღმაა.
6. ამის გათვალისწინებით ფიქრობენ, რომ შპს „ინექსფონის“ მხრიდან სამართალდარღვევას ადგილი არ აქვს, რადგან ბრალეულობის ნაწილი არ ფიქსირდება - მათ არც განზრახი და არც გაუფრთხილებელი ბრალეულობა ამ ნაწილში, ანუ ვალდებულების შეუსრულებლობის ნაწილში, რომ დაშვება მოეპოვებინათ, ამ შემთხვევაში არ უფიქსირდებათ. კიდევ ერთხელ გაიმეორა, რაც კომპანიის შესაძლებლობის ფარგლებში იყო, ყველაფერი გაკეთებული აქვთ.
7. შპს „ინექსფონის“ წარმომადგენელმა ითხოვა კომისიამ არ დააკისროს პასუხისმგებლობა კომპანიას. ასევე დასძინა, რომ მაქსიმალურ მზადყოფნას გამოხატავენ იმისთვის, რომ ეს ვალდებულება შეასრულონ და მათი მხრიდან რაც შესაძლებელია, ყველაფერს აკეთებენ. რადგანაც ბრალეულობის ნაწილი არ იკვეთება, აქედან გამომდინარე, მათი თხოვნაა კომისიამ ეს მხედველობაში მიიღოს და მისცეს კომპანიას დამატებით ორთვიანი ვადა, რომ ეს ვალდებულება შეასრულონ და დაშვებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება წარმოადგინონ.
II. მარეგულირებელი კანონმდებლობა
8. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.
69. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ ქვეპუნქტის მიხედვით, ელექტრონული კომუნიკაციის კომპანია არის ავტორიზებული პირი, რომლის საქმიანობის ან/და მომსახურების სახეა სატელეფონო ქსელებით ან/და ინტერნეტქსელებით უზრუნველყოფა ან/და მომსახურება.
10. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 8 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვების სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობის არქიტექტურა და ინტერფეისები განისაზღვრება უფლებამოსილი ორგანოს ნორმატიული აქტებით.
11. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 8 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, უფლებამოსილ ორგანოს უფლება აქვს, განახორციელოს ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ბაზების კოპირება და შეინახოს ისინი ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ვადით. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ბაზების კოპირების განსახორციელებლად უფლებამოსილ ორგანოს უფლება აქვს, ჰქონდეს წვდომა ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიის შესაბამის მონაცემთა ბაზებზე. ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ბაზების კოპირების ტექნიკური წესი და პროცედურა განისაზღვრება უფლებამოსილი ორგანოს ნორმატიული აქტით.
12. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის 2 პუნქტის„ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, ელექტრონული კომუნიკაციის კომპანია ვალდებულია ავტორიზაციით განსაზღვრული საქმიანობის დაწყებამდე 14 დღით ადრე უზრუნველყოს ელექტრონული კომუნიკაციისა და მისი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების რეალურ დროში მოპოვების, ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ბაზების კოპირების ტექნიკური შესაძლებლობების, ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიის საინფორმაციო-ტექნოლოგიური და სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის ტექნიკური მახასიათებლების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა და ამ ინფორმაციის კომისიისთვის მიწოდება, ხოლო მობილური საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე ან/და მომსახურებაზე ავტორიზებულმა პირმა აგრეთვე უნდა უზრუნველყოს გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრისა და მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის აქტივაციის ფაქტის დაფიქსირების ტექნიკური შესაძლებლობისა და მისი ფუნქციონირების შეზღუდვის (ბლოკირების) ტექნიკური შესაძლებლობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა და ამ ინფორმაციის კომისიისთვის მიწოდება.
13. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის 2 პუნქტის „ა.დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ელექტრონული კომუნიკაციის კომპანია ვალდებულია უფლებამოსილი ორგანოს მიერ კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვების სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობის და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ბაზების კოპირების უზრუნველსაყოფად უფლებამოსილი ორგანოს მოთხოვნის შემთხვევაში უზრუნველყოს სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების უფლების მოპოვება.
14. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო კომისიის გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში დენადი ხასიათის დარღვევის აღმოუფხვრელობის ან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის მფლობელის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არაუმეტეს 30000 ლარისა.
15. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N 1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” (დანართი N1) მე-16 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად „კომისიის მიერ გაგზავნილი ყოველგვარი შეტყობინება და კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება იგზავნება მატერიალური ან ელექტრონული რეგისტრირებული საფოსტო გზავნილის მეშვეობით. მატერიალური საფოსტო გზავნილი იგზავნება დამტარებლის ან საფოსტო მომსახურების განმახორციელებელი პირის მეშვეობით“. ხოლო ამავე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად „კორესპოდენციის ელექტრონული გზავნილით გაგზავნის შემთხვევაში, დოკუმენტი ჩაბარებულად ჩაითვლება ადრესატის მიერ მისი მიღების, როგორც პირდაპირ, აქტიურად გამოხატული ქმედებით, ასევე, ავტომატური საშუალებით დადასტურების შემთხვევაშიც“.
III. სამოტივაციო ნაწილი
1. შესწავლილი მტკიცებულებები
16. კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N25-10-2522,21.11.2025) თანდართული დოკუმენტაციით;
17. შპს „ინექსფონისთვის“ გაგზავნილი კომისიის შეტყობინება (Nგ-25-03/2739, 21/11/2025) კომისიის 2025 წლის 27 ნოემბრის სხდომაზე მოწვევის თაობაზე;
18. „შპს „ინექსფონისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ” კომისიის 2025 წლის 24 ივლისის N გ-25-18/403 გადაწყვეტილება;
19. კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N25-10-2524;21.11.2025);
20. კომისიის აპარატის ადმინისტრაციის სამსახურებრივი ბარათი (N 25-10-2541, 24.11.2025);
21. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან შპს „ინექსფონის” შესახებ მონაცემები.
22. შპს „ინექსფონის“ წარმომადგენლის თ.დანელიას ახსნა-განმარტება მიცემული კომისიის 2025 წლის 27 ნოემბრის სხდომაზე.
2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
1. შპს „ინექსფონი“ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირია (ავტორიზაციის თარიღი: 10/02/2010; ავტორიზებული საქმიანობის სახეები: A.F.7 ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების გაფართოებული რესურსებით უზრუნველყოფა: ელექტრონული პაკეტური საკომუნიკაციო ქსელების საოპერაციო პროგრამული მართვის საშუალებებით (SIP, H323 ), მათი ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; ძირითადი საკომუნიკაციო ქსელების ურთიერთჩართვის გარდამქმნელი ტერმინალური აღჭურვილობის (IP TV, IP ტელეფონია) ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; საბილინგო მონაცემთა ბაზების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; B.F.1 ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურება: ადგილობრივი სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; საერთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; საქალაქთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; B.F.4 მაუწყებლობის ტრანზიტი: ტელემაუწყებლობის ტრანზიტი; B.M.1 მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება: ადგილობრივი და მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტებთან სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; მოძრავი საერთაშორისო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; როუმინგული კავშირით მომსახურება; B.M.2 მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების გაფართოებული მომსახურებით უზრუნველყოფა: ტექსტური შეტყობინების მომსახურება; მულტიმედიური მომსახურება; მოძრავი ინტერნეტ მომსახურება.
მტკიცებულება: მონაცემები კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან.
23. „შპს „ინექსფონისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ” კომისიის 2025 წლის 24 ივლისის N გ-25-18/403 გადაწყვეტილების შესაბამისად, შპს „ინექსფონს“ მიეცა წერილობითი გაფრთხილება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და 21 პუნქტის „ა.დ“ ქვეპუნქტის დარღვევის გამო. ხოლო, ამავე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის თანახმად, შპს „ინექსფონს“ დაევალა უზრუნველყოს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის 21 პუნქტის „ა.დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამავე ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება (უზრუნველყოს სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების უფლების მოპოვება) გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში და აღნიშნულის თაობაზე აცნობოს კომისიას. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში შევიდა კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნებისთანავე-2025 წლის 29 ივლისს (იხ.ბმული: https://comcom.ge/ge/legal-acts/solutions/2025--25-18-403.page.) შპს „ინექსფონს“ გადაწყვეტილება ჩაბარდა 2025 წლის 29 ივლისს.
მტკიცებულება: კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N25-10-2522, 21.11.2025) თანდართული დოკუმენტაციით; „შპს „ინექსფონისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ” კომისიის 2025 წლის 24 ივლისის Nგ-25-18/403 გადაწყვეტილება.
24. შპს „ინექსფონმა“ არ უზრუნველყო „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის 21 პუნქტის „ა.დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამავე ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება (არ აქვს მოპოვებული სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების უფლება).
მტკიცებულება: კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N25-10-2522, 21.11.2025).
25. კომისიის ადმინისტრაციის სამსახურებრივი ბარათის თანახმად, შპს „ინექსფონის“ წლიური შემოსავლის 0,5% შეადგენს - 6 615.92 ლარს.
მტკიცებულება: კომისიის ადმინისტრაციის სამსახურებრივი ბარათი (N 25-10-2541, 24.11.2025).
3. სამართლებრივი შეფასება
26. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის 2 პუნქტის „ა.დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ელექტრონული კომუნიკაციის კომპანია ვალდებულია უფლებამოსილი ორგანოს მიერ კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვების სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობის და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ბაზების კოპირების უზრუნველსაყოფად უფლებამოსილი ორგანოს მოთხოვნის შემთხვევაში უზრუნველყოს სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების უფლების მოპოვება.
27. ვინაიდან ელექტრონული კომუნიკაციის კომპანია არის ავტორიზებული პირი, რომლის საქმიანობის ან/და მომსახურების სახეა სატელეფონო ქსელებით ან/და ინტერნეტქსელებით უზრუნველყოფა ან/და მომსახურება, შ პ ს „ ი ნ ე ქ ს ფ ო ნ ი “, როგორც ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული აღნიშნული ვალდებულება. ამასთან, „შპს „ინექსფონისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ” კომისიის 2025 წლის 24 ივლისის N გ-25-18/403 გადაწყვეტილების შესაბამისად, რომლითაც კომპანიას მიეცა წერილობითი გაფრთხილება, შპს „ინექსფონს“ ასევე დაევალა უზრუნველყოს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის 21 პუნქტის „ა.დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამავე ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება (უზრუნველყოს სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების უფლების მოპოვება) გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან (გადაწყვეტილების ძალაში შესვლის თარიღი: 2025 წლის 29 ივლისი) ერთი თვის ვადაში და აღნიშნულის თაობაზე აცნობოს კომისიას.
28. კომისიის მიერ დადგინდა, რომ შპს „ინექსფონს“ შესრულებული არ აქვს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის 21 პუნქტის „ა.დ“ ქვეპუნქტის მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც, ელექტრონული კომუნიკაციის კომპანია ვალდებულია უფლებამოსილი ორგანოს მიერ კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვების სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობის და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ბაზების კოპირების უზრუნველსაყოფად უფლებამოსილი ორგანოს მოთხოვნის შემთხვევაში უზრუნველყოს სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების უფლების მოპოვება, რითაც დარღვეულია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონი, ასევე „შპს „ინექსფონისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ” კომისიის 2025 წლის 24 ივლისის N გ-25-18/403 გადაწყვეტილება, რადგან კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადაში კომპანიამ არ აღმოფხვრა დარღვევა. ამავდროულად, როგორც აღინიშნა, კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვების სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობის და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ბაზების კოპირების უზრუნველსაყოფად კომპანია ვალდებულია უზურნველყოს სახელმწიფო საიდომლოებაზე დაშვების უფლების მოპოვება. წინამდებარე გადაწყვეტილების მიღებამდე კომპანიას საკმარისი დრო ჰქონდა კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად.
4. პასუხისმგებლობა და ვალდებულებები
29. ამდენად, შპს „ინექსფონის“ მიერ ჩადენილი სამართალდარღვევის გათვალისწინებით მიღებულ უნდა იქნეს გადაწყვეტილება პირისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე და მისთვის დარღვევის აღმოფხვრის მიზნით ვადის განსაზღვრის შესახებ.
30. გამომდინარე იქიდან, რომ კომისიის 2025 წლის 24 ივლისის N გ-25-18/403 გადაწყვეტილებით შპს „ინექსფონს“ მიცემული ჰქონდა გაფრთხილება და გაფრთხილებაში მითითებულ ვადაში კომპანიამ არ აღმოფხვრა დარღვევა და წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის არ აქვს შესრულებული კანონით განსაზღვრული ვალდებულებები, კომპანიას „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, უნდა დაეკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არაუმეტეს 30000 ლარისა. ვინაიდან კომპანიის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის 0.5 პროცენტის ოდენობა შეადგენს - 6 615.92 ლარს, შპს „ინექსფონის“ მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს ჯარიმა - 6 615.92 ლარის ოდენობით.
31. ამასთან, როგორც კომისიის მიერ დადგინდა, ჩადენილია დენადი ხასიათის დარღვევა და წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების დღისთვის დარღვევა არ არის აღმოფხვრილი. ასევე, უფლებამოსილ ორგანოს ხელი ეშლება განახორციელოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილება. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომპანიას უნდა დაევალოს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის 21 პუნქტის „ა.დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვების სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობის და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ბაზების კოპირების უზრუნველსაყოფად უზრუნველყოს სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების უფლების მოპოვება და ამ ინფორმაციის კომისიისთვის მიწეოდება გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 20 დღის ვადაში.
V. სარეზოლუციო ნაწილი
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის 1„ბ“ ქვეპუნქტი, 21 პუნქტის „ე“ და „ა.დ“ ქვეპუნქტების, 8 მუხლის მე-3 პუნქტის, 8 მუხლის პირველი პუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის, 46 მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე 98-ე და 99-ე მუხლების, VII თავისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” (დანართი N1) მე-16 მუხლის და 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად,
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. შპს „ინექსფონს“ დაეკისროს ჯარიმა 6615.92 ლარის ოდენობით „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 12 პუნქტის „ა.დ“ ქვეპუნქტისა და „შპს “ინექსფონისთვის” ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ” კომისიის 2025 წლის 24 ივლისის N გ-25-18/403 გადაწყვეტილების დარღვევის გამო;
2. შპს „ინექსფონმა“ უზრუნველყოს:
ა) წინამდებარე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდა ამ გადაწყვეტილების ან მისი დამოწმებული ასლის ჩაბარებიდან 30 სამუშაო დღის ვადაში, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით: ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ნომერი - 200122900; ბანკი-სახელმწიფო ხაზინა; კოდი - TRESGE22; სახაზინო კოდი - 302003251;
ბ) ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი საბუთის კომისიაში წარმოდგენა, გადახდიდან 3 სამუშაო დღის ვადაში;
3. შპს „ინექსფონმა“ უზრუნველყოს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის 21 პუნქტის „ა.დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამავე ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება (უზრუნველყოს სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების უფლების მოპოვება) გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 20 დღის ვადაში და აღნიშნულის თაობაზე აცნობოს კომისიას;
4. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნებისთანავე;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64) შპს „ინექსფონისთვის“ გადაწყვეტილების ან მისი დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
6. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ბ.გასვიანი) გადაწყვეტილების ან მისი დამოწმებული ასლის შპს „ინექსფონისთვის“ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;
7. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს (თ. გოშუა) შპს „ინექსფონისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ინფორმაციის კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2, მე-4 და მე-6 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ბ.გასვიანი);
9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2, მე-4 და მე-6 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს (ი. ბუთბაია).
ვახტანგ აბაშიძე თავმჯდომარე - მ.შ.
ეკატერინე იმედაძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
ივანე მახარაძე წევრი
