წვდომის მენიუ

ა(ა)იპ „საზოგადოებრივი ორგანიზაცია რადიო-ტელევიზია ფარვანასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: გ-25-18 / 637

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 26, 2025 13:40

მიღების თარიღი დეკემბერი 18, 2025

ა(ა)იპ „საზოგადოებრივი ორგანიზაცია რადიო-ტელევიზია ფარვანასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ავტორიზებული პირი: ა(ა)იპ „საზოგადოებრივი ორგანიზაცია რადიო-ტელევიზია ფარვანა“

სამართალდარღვევა:  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და 70-ე მუხლის პირველი პუნქტის დარღვევა

წარმოების დაწყების  საფუძველი:    საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N 25-10-2683;05.12.2025)

კომისიის სხდომის თარიღი: 2025 წლის 18 დეკემბერი

I.აღწერილობითი  ნაწილი

1.საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში - კომისია) აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (N 25-10-2683;05.12.2025) საფუძველზე, „საქართველოს   კომუნიკაციების ეროვნული   კომისიის   საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება ა(ა)იპ „საზოგადოებრივი    ორგანიზაცია  რადიო-ტელევიზია ფარვანასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე მის   მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაძლო დარღვევის გამო.

2.კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებით ბარათიდან და თანდართული  დოკუმენტაციიდან  ირკვევა,  რომ  კომისიის  მონიტორინგის  (მონიტორინგის პერიოდი 2025 წლის 5 აგვისტოდან - 4 ოქტომბრის ჩათვლით) შედეგად გამოვლინდა, რომ ა(ა)იპ „საზოგადოებრივი ორგანიზაცია    რადიო-ტელევიზია    ფარვანას“    ეთერში    საზოგადოებრივ- პოლიტიკური თემატიკის პროგრამები არ განთავსებულა, მაშინ, როდესაც ა(ა)იპ „საზოგადოებრივი ორგანიზაცია რადიო-ტელევიზია ფარვანა“ ავტორიზებული პირია საერთო ტელემაუწყებლობაზე, „მაუწყებლობის შესახებ“  საქართველოს  კანონის  მე-2  მუხლის  „ჯ“ ქვეპუნქტის შესაბამისად  კი საერთო მაუწყებლობა  გულისხმობს  არანაკლებ   2 თემატიკის,  მათ  შორის,  ახალი  ამბებისა  და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის, პროგრამებით მაუწყებლობას.

3.    მოხსენებითი   ბარათის   თანახმად,   კომისიამ   2025   წლის   17   ნოემბერს   წერილობით  მიმართა მაუწყებელს და მოითხოვა მისგან ახსნა-განმარტების წარმოდგენა. წარმოდგენილი წერილის მიხედვით, ა(ა)იპ „საზოგადოებრივი ორგანიზაცია რადიო-ტელევიზია ფარვანას“, არასაკმარისი დაფინანსების გამო, პოლიტიკური ტელეპროგრამების მომზადების შესაძლებლობა არ აქვს.

4.    ა(ა)იპ  „საზოგადოებრივი  ორგანიზაცია  რადიო-ტელევიზია  ფარვანასთვის“  ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2025 წლის 18 დეკემბერი, 15:00 საათი. აღნიშნულის შესახებ ა(ა)იპ „საზოგადოებრივი ორგანიზაცია რადიო- ტელევიზია ფარვანას“ ეცნობა წერილობითი შეტყობინებით (N გ-25-03/2959; 15/12/2025) და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. კომპანიას ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლების თაობაზე.

5.    კომისიის 2025 წლის 18 დეკემბრის სხდომას ესწრებოდა ა(ა)იპ „საზოგადოებრივი ორგანიზაცია რადიო-ტელევიზია ფარვანას“ წარმომადგენელი ა. ვარტანიან და რუსული ენის თარჯიმანი ე. სალაყაია, რომელიც უზრუნველყოფდა თარგმანს ქართული ენიდან რუსულ ენაზე და პირიქით. ა. ვარტანიანის განმარტებით, გადაწყვეტილების მიღების დღისთვის ა(ა)იპ „საზოგადოებრივი ორგანიზაცია რადიო-ტელევიზია ფარვანას“ ეთერში ცალკე საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამა განთავსებული არ არის. წარმომადგენლის განცხადებით მაუწყებლის ეთერში გასული ახალი ამბების სიუჟეტები მოიცავს როგორც პოლიტიკურ, ასევე, სოციალურ თემატიკას.

II.       მარეგულირებელი კანონმდებლობა

6.    „მაუწყებლობის  შესახებ“  საქართველოს  კანონის  მე-3  მუხლის  პირველი  პუნქტის  თანახმად, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.

7.  „მაუწყებლობის    შესახებ“    საქართველოს    კანონის მე-5  მუხლის  მე-3  პუნქტის  „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში კომისიის ერთ-ერთი ფუნქციაა მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და მისი კონტროლი, ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების დაკისრება.

8.    „მაუწყებლობის    შესახებ“  საქართველოს კანონის  მე-2  მუხლის  „ს1“ პუნქტის  თანახმად, მედიამომსახურება არის მედიამომსახურების მიმწოდებლის სარედაქციო პასუხისმგებლობით მიწოდებული  მომსახურება/განხორციელებული  საქმიანობა -   აუდიოვიზუალური მედიამომსახურება და რადიომაუწყებლობა. ამავე მუხლის „ს2“ პუნქტის თანახმად კი აუდიოვიზუალური მედიამომსახურება არის მედიამომსახურების მიმწოდებლის სარედაქციო პასუხისმგებლობით მიწოდებული მომსახურება, რომლის ან რომლის განუყოფელი ნაწილის ძირითადი მიზანია ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით ფართო საზოგადოებისთვის პროგრამების მიწოდება მისი ინფორმირების, გართობის ან განათლების მიზნით. ასეთი აუდიოვიზუალური მედიამომსახურება არის ამ კანონით გათვალისწინებული ტელემაუწყებლობა ან გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურება, აგრეთვე აუდიოვიზუალური სარეკლამო კომუნიკაცია.

9.    „მაუწყებლობის   შესახებ“   საქართველოს   კანონის   მე-2   მუხლის   „ტ“   ქვეპუნქტის   თანახმად, მაუწყებელი  არის  საზოგადოებრივი  მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, ამ კანონის საფუძველზე ტელემაუწყებლობის ან/და რადიომაუწყებლობის განმახორციელებელი ლიცენზიის მფლობელი ან/და ავტორიზებული პირი.

10.  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჯ“ ქვეპუნქტის თანახმად, საერთო მაუწყებლობა არის არანაკლებ 2 თემატიკის, მათ შორის, ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ- პოლიტიკური თემატიკის, პროგრამებით მაუწყებლობა.

11. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451  მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუქნტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის,  კომისიის  დადგენილებები და  გადაწყვეტილებები,  მედიამომსახურებისა  და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა.

12. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მედიამომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული/გავრცელებული პროგრამის, რეკლამისა და სპონსორების შესახებ ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობასა და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებთან შესაბამისობა. ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია განახორციელოს ამ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, რომლებიც მას საშუალებას აძლევს, უზრუნველყოს მის მიერ გავრცელებული პროგრამის, მომხმარებლის გენერირებული ვიდეორგოლისა და აუდიოვიზუალური სარეკლამო კომუნიკაციის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობა.

13. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მედიამომსახურების მიმწოდებლის ან ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის, კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის ან ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია დამრღვევს დარღვევის აღმოსაფხვრელად ან მისი პრევენციისთვის ღონისძიებათა განსახორციელებლად გონივრულ ვადას განუსაზღვრავს.

14. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N 1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის  მარეგულირებელი  წესების”  (დანართი  N1)  მე-16  მუხლის  მე-5  პუნქტის  თანახმად „კომისიის მიერ გაგზავნილი ყოველგვარი შეტყობინება და კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება იგზავნება მატერიალური ან ელექტრონული რეგისტრირებული საფოსტო გზავნილის მეშვეობით. მატერიალური საფოსტო გზავნილი იგზავნება დამტარებლის ან საფოსტო მომსახურების განმახორციელებელი პირის მეშვეობით.“. ხოლო ამავე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად „კორესპოდენციის ელექტრონული გზავნილით გაგზავნის შემთხვევაში, დოკუმენტი ჩაბარებულად ჩაითვლება ადრესატის მიერ მისი მიღების, როგორც პირდაპირ, აქტიურად გამოხატული ქმედებით, ასევე, ავტომატური საშუალებით დადასტურების შემთხვევაშიც“.

III.       სამოტივაციო ნაწილი

1.    შესწავლილი მტკიცებულებები

15.  კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N

25-10-2683; 05.12.2025);

16.  კომისიის 2025 წლის 17 ნოემბრის N გ-25-04/2693 წერილი მაუწყებლებს;

17.  ა(ა)იპ „საზოგადოებრივი ორგანიზაცია რადიო-ტელევიზია ფარვანას“ პასუხი კომისიას (კომისიაში რეგისტრაციის N შ-25-6/4852; 27.11.2025);

18.  შეტყობინება (N გ-25-03/2959; 15/12/2025) ა(ა)იპ „საზოგადოებრივი ორგანიზაცია რადიო-ტელევიზია ფარვანას“ კომისიის 2025 წლის 18 დეკემბრის სხდომაზე მოწვევის შესახებ და აღნიშნული შეტყობინების ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

19.  მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან ა(ა)იპ „საზოგადოებრივი ორგანიზაცია რადიო- ტელევიზია ფარვანას“ შესახებ მონაცემი;

20. ა(ა)იპ  „საზოგადოებრივი  ორგანიზაცია  რადიო-ტელევიზია  ფარვანას“  წარმომადგენელი  ა. ვარტანიანის ახსნა-განმარტება მიცემული კომისიის 2025 წლის 18 დეკემბრის სხდომაზე.

2.    დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები 

21.  ა(ა)იპ „საზოგადოებრივი ორგანიზაცია რადიო-ტელევიზია ფარვანა“ (ს/კ 236686412) მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებული პირია (სახე - ტელემაუწყებლობა; სახეობა - კერძო მაუწყებლობა; ქვესახეობა - B.1.2.1 საერთო ტელემაუწყებლობა).

მტკიცებულება: მონაცემი კომისიის უწყებრივი რეესტრიდან ა(ა)იპ „საზოგადოებრივი ორგანიზაცია რადიო-ტელევიზია ფარვანას“ შესახებ. 

22. კომისიის მონიტორინგის შედეგად (მონიტორინგის პერიოდი 2025 წლის 5 აგვისტოდან - 4 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდი) გამოვლინდა, რომ ა(ა)იპ „საზოგადოებრივი ორგანიზაცია რადიო- ტელევიზია ფარვანას“ ეთერში საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის პროგრამები არ განთავსებულა. საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამა მაუწყებლის ეთერში გადაწყვეტილების მიღების დღისთვისაც არ არის განთავსებული.

მტკიცებულება: კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N 25-10-2683; 05.12.2025); კომისიის 2025 წლის 17 ნოემბრის N გ-25-04/2693 წერილი მაუწყებლებს; ა(ა)იპ „საზოგადოებრივი ორგანიზაცია რადიო-ტელევიზია ფარვანას“ პასუხი კომისიას (კომისიაში რეგისტრაციის N შ-25-6/4852; 27.11.2025); ა(ა)იპ „საზოგადოებრივი ორგანიზაცია რადიო-ტელევიზია ფარვანას“ წარმომადგენელი ა. ვარტანიანის ახსნა-განმარტება მიცემული კომისიის 2025 წლის 18 დეკემბრის სხდომაზე.

23. ა(ა)იპ  „საზოგადოებრივი  ორგანიზაცია  რადიო-ტელევიზია  ფარვანას“     ბოლო  ერთი  წლის განმავლობაში ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მსგავსი/ანალოგიური დარღვევისთვის არ დაკისრებია.

მტკიცებულება: კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან ა(ა)იპ „საზოგადოებრივი ორგანიზაცია რადიო-ტელევიზია ფარვანას“ შესახებ მონაცემები.

3.    სამართლებრივი შეფასება

24.  ა(ა)იპ „საზოგადოებრივი ორგანიზაცია რადიო-ტელევიზია ფარვანა“, როგორც საერთო მაუწყებელი, ვალდებული იყო ემაუწყებლა არანაკლებ 2 თემატიკის, მათ შორის, ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის პროგრამებით. შესაბამისად, ა(ა)იპ  „საზოგადოებრივი ორგანიზაცია რადიო-ტელევიზია ფარვანას“ მიერ საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამის ეთერში განუთავსებლობით დარღვეულია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი და 70-ე მუხლის პირველი პუნქტი.

4.    პასუხისმგებლობა და ვალდებულებები

25.  ა(ა)იპ „საზოგადოებრივი ორგანიზაცია რადიო-ტელევიზია ფარვანას“ მიერ მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის ზემოთ აღნიშნული მოთხოვნების დარღვევა მისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველია.

26. თავის მხრივ, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მედიამომსახურების მიმწოდებლის ან ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის, კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის ან ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია დამრღვევს დარღვევის აღმოსაფხვრელად ან მისი პრევენციისთვის ღონისძიებათა განსახორციელებლად გონივრულ ვადას განუსაზღვრავს.

27.  გამომდინარე იქიდან, რომ ა(ა)იპ „საზოგადოებრივი ორგანიზაცია რადიო-ტელევიზია ფარვანას“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში იგივე/მსგავსი ხასიათის დარღვევის ჩადენისთვის გამოყენებული არ ყოფილა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის რომელიმე სახე, კომისია მიზანშეწონილად მიიჩნევს ა(ა)იპ „საზოგადოებრივი ორგანიზაცია რადიო-ტელევიზია ფარვანას“ მიეცეს წერილობითი გაფრთხილება.

IV.       სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულის  გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-13, 53-ე, 54-ე, 76-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის,   95-ე,   96-ე,   97-ე,   98- ე  და 99-ე მუხლების,  „მაუწყებლობის  შესახებ“ მე-3 მუხლის, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, 451 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 70-ე მუხლის პირველი პუნქტის, 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიამ ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1.    ა(ა)იპ   „საზოგადოებრივი   ორგანიზაცია   რადიო-ტელევიზია   ფარვანას“   მიეცეს   წერილობითი გაფრთხილება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და 70-ე მუხლის პირველი პუნქტის დარღვევის გამო;

2. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე  (www.comcom.ge) გამოქვეყნებისთანავე;

3.  გადაწყვეტილება  შეიძლება  გასაჩივრდეს  თბილისის  საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) გადაწყვეტილების ან მისი დამოწმებული ასლის ა(ა)იპ „საზოგადოებრივი ორგანიზაცია რადიო-ტელევიზია ფარვანასთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

4.  დაევალოს   კომისიის   აპარატის  ადმინისტრაციას (ბ. გასვიანი) წინამდებარე გადაწყვეტილების ა(ა)იპ „საზოგადოებრივი ორგანიზაცია რადიო-ტელევიზია ფარვანასთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;

5.  დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს (მ. რუხაძე) ა(ა)იპ „საზოგადოებრივი ორგანიზაცია რადიო-ტელევიზია ფარვანასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე მონაცემის კომისიის უწყებრივ რეესტრში შეტანა;

6.  კონტროლი  აღნიშნული  გადაწყვეტილების  შესრულებაზე  (გარდა  მე-4  და  მე-5  პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (კ. ქორიძე).

ვახტანგ  აბაშიძე თავმჯდომარე  - მ.შ.

ნათია კუკულაძე წევრი

ივანე მახარაძე წევრი

 

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები