საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2022 წლის 8 სექტემბრის № გ-22-7/391 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 05, 2025 18:57
მიღების თარიღი სექტემბერი 04, 2025
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2022 წლის 8 სექტემბრის № გ-22-7/391 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
განმცხადებელი: თორნიკე შაოშვილი
კომისიის სხდომის თარიღი: 04.09.2025
I. აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ მოქალაქე თორნიკე შაოშვილმა კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის № შ-25-9/3505, 19.08.25) რადიომოყვარულის სახმობი ნიშნის შეცვლის თაობაზე.
II. სამოტივაციო ნაწილი
2. კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის მიერ 2022 წლის 8 სექტემბრის № გ-22-7/391 გადაწყვეტილების საფუძველზე რადიომოყვარულ თორნიკე შაოშვილს 2027 წლის 8 სექტემბრამდე მინიჭებული აქვს შემდეგი სახმობი ნიშანი:
რეგისტრაციის № |
რადიოსადგურის მფლობელი |
რადიოსადგურის განთავსების ადგილი |
სახმობი |
კატეგორია |
C - 157 |
თორნიკე შაოშვილი |
ქ. თბილისი, შალვა ნუცუბიძის 2მკრ/რ, 2 კვ., 8 კორპ., ბინა 36 |
4L7TSH |
„C“ |
3. კომისია აღნიშნავს, რომ 2023 წლის 14 დეკემბრის № გ-23-21/572 გადაწყვეტილების საფუძველზე საკვალიფიკაციო საბჭოს დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად - „სამოყვარულო რადიოკავშირის გამოყენების წესის“ 2023 წლის პირველ ნოემბრამდე მოქმედი რედაქციის შესაბამისად კომისიის მიერ მინიჭებული სამოყვარულო რადიოსადგურის C კატეგორიის სახმობის მფლობელ რადიომოყვარულებს, მიენიჭოთ სამოყვარულო რადიოსადგურის B კატეგორია და შესაბამისი სახმობი ნიშანი, ტესტირების გარეშე, ასეთი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში. აქედან გამომდინარე, შესაძლებელია 2022 წლის 8 სექტემბრის № გ-22-7/391 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანა და რადიომოყვარულ თორნიკე შაოშვილისთვის სახმობი ნიშნის შეცვლა.
III. სარეზოლუციო ნაწილი
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შევიდეს ცვლილება კომისიის 2022 წლის 8 სექტემბრის № გ-22-7/391 გადაწყვეტილებაში და გადაწყვეტილების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მიენიჭოს რადიომოყვარულ თორნიკე შაოშვილს სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებისთვის და დანართში (თან ერთვის) მითითებულ სიხშირულ დიაპაზონებში საქმიანობისთვის, სახმობი, ცხრილში აღნიშნული მონაცემების შესაბამისად 5 წლის ვადით 2022 წლის 8 სექტემბრიდან 2027 წლის 8 სექტემბრამდე:
რეგისტრაციის № |
რადიოსადგურის მფლობელი |
რადიოსადგურის განთავსების ადგილი |
სახმობი |
კატეგორია |
B-138 |
თორნიკე შაოშვილი |
ქ. თბილისი, ბესარიონ ჟღენტის 81 |
4L4TS |
„B“ |
2. რადიომოყვარული თორნიკე შაოშვილი, რადიომოყვარულთა საერთაშორისო გაერთიანების (IARU) მოქმედი ინსტრუქციების შესაბამისად, ვალდებულია დაიცვას ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU) მიერ განსაზღვრული რადიოსამოყვარულო სამსახურის რეგულირების ზოგადი პრინციპები და ასევე სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განხორციელების წესები;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების მოქალაქე თორნიკე შაოშვილისთვის გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;
4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი№64) მოქალაქე თორნიკე შაოშვილისთვის გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ეკატერინე იმედაძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
ივანე მახარაძე წევრი