წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2021 წლის 4 ნოემბრის№ გ-21-7/601 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ნომერი: გ-25-19 / 51

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 03, 2025 15:04

მიღების თარიღი იანვარი 30, 2025

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2021 წლის 4 ნოემბრის№გ-21-7/601 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

განმცხადებელი: გიორგი სირაძე

კომისიის სხდომის თარიღი: 30.01.2025

I. აღწერილობითი ნაწილი

1.საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული  კომისია  (შემდგომში  „კომისია“)  აღნიშნავს,  რომ მოქალაქე გიორგი სირაძემ კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის № შ-25-9/195, 21.01.25) რადიომოყვარულის სახმობი ნიშნის შეცვლის თაობაზე.

II. სამოტივაციო ნაწილი

2.კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის მიერ 2021 წლის 4 ნოემბრის № გ-21-7/601 გადაწყვეტილების საფუძველზე რადიომოყვარულ გიორგი სირაძეს 2026 წლის 4 ნოემბრამდე მინიჭებული აქვს შემდეგი სახმობი ნიშანი:

 რეგისტრაციის №

 რადიოსადგურის მფლობელი

 რადიოსადგურის განთავსების ადგილი

 სახმობი

 კატეგორია

 C - 151

 გიორგი სირაძე

 თბილისი, ატენის ქ. N 25, ბ. 26

 4L1SIK

 „C“

3.კომისია აღნიშნავს, რომ 2023 წლის 14 დეკემბრის № გ-23-21/572 გადაწყვეტილების საფუძველზე საკვალიფიკაციო საბჭოს დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად - „სამოყვარულო რადიოკავშირის გამოყენების წესის“ 2023 წლის პირველ ნოემბრამდე მოქმედი რედაქციის შესაბამისად კომისიის მიერ მინიჭებული სამოყვარულო რადიოსადგურის C კატეგორიის სახმობის მფლობელ რადიომოყვარულებს, მიენიჭოთ სამოყვარულო რადიოსადგურის B კატეგორია და შესაბამისი სახმობი ნიშანი, ტესტირების გარეშე, ასეთი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში. აქედან გამომდინარე, შესაძლებელია 2021 წლის 4 ნოემბრის № გ-21-7/601 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანა და რადიომოყვარულ გიორგი სირაძისთვის სახმობი ნიშნის შეცვლა.

III. სარეზოლუციო ნაწილი

ზემოაღნიშნულიდან  გამომდინარე,  საქართველოს  ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის  63-ე მუხლის  საფუძველზე,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.შევიდეს ცვლილება კომისიის 2021 წლის 4 ნოემბრის № გ-21-7/601 გადაწყვეტილებაში და გადაწყვეტილების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.მიენიჭოს რადიომოყვარულ გიორგი სირაძეს სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებისთვის და დანართში (თან ერთვის) მითითებულ სიხშირულ დიაპაზონებში საქმიანობისთვის, სახმობი, ცხრილში აღნიშნული მონაცემების შესაბამისად 5 წლის ვადით 2021 წლის 4 ნოემბრიდან 2026 წლის 4 ნოემბრამდე:

 რეგისტრაციის №

 რადიოსადგურის მფლობელი

 რადიოსადგურის განთავსების ადგილი

 სახმობი

 კატეგორია

 B-129

 გიორგი სირაძე

 თბილისი, ატენის ქ. N 25, ბ. 26

 4L1GS

 „B“

2.რადიომოყვარული გიორგი სირაძე, რადიომოყვარულთა საერთაშორისო გაერთიანების (IARU) მოქმედი ინსტრუქციების შესაბამისად, ვალდებულია დაიცვას ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU) მიერ განსაზღვრული რადიოსამოყვარულო სამსახურის რეგულირების ზოგადი პრინციპები და ასევე სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განხორციელების წესები;

3.დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების მოქალაქე გიორგი სირაძისთვის გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;

4.გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე;

5.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მოქალაქე გიორგი სირაძისთვის გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

6.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

კახი ბექაური               თავმჯდომარე

ვახტანგ  აბაშიძე          წევრი

ეკატერინე  იმედაძე      წევრი

ივანე მახარაძე              წევრი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები