„საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის დადგენის თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 16 მაისის №345/22 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 23, 2025 15:07
მიღების თარიღი დეკემბერი 18, 2025
„საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის დადგენის თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 16 მაისის №345/22 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში ,,კომისია“) 2025 წლის 13 ნოემბერს N გ-25-23/552 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ”საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის დადგენის თაობაზე” კომისიის 2017 წლის 16 მაისის №345/22 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის განხილვის მიზნით.
კომუნიკაციების კომისიის მიერ 2017 წლის 16 მაისს მიღებული იქნა გადაწყვეტილება №345/22 „საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის დადგენის თაობაზე“. აღნიშნულ გადაწყვეტილებაში შესული ცვლილებების გათვალისწინებით, ამაჟამად მოქმედი რეგულაციით განსაზღვრულია თაღლითური ქმედებების ე.წ. „ფროდის“ აღკვეთისა და ზარების მონიტორინგის მიზნით შემუშავებული მექანიზმები და რეკომენდაციები.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის პ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციაა ელექტრონული კომუნიკაციების საერთაშორისო ან/და რეგიონალურ ბაზარზე ისეთი ვითარების შექმნის შემთხვევაში, რომელიც მნიშვნელოვან და არაგარდამავალ ნეგატიურ გავლენას ახდენს საქართველოში ელექტრონული კომუნიკაციების ბაზარზე მოქმედი ავტორიზებული პირების საქმიანობაზე, ამ მნიშვნელოვანი და არაგარდამავალი ნეგატიური გავლენის აღმოფხვრამდე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით მიღებული დასაბუთებული გადაწყვეტილებით ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოქმედი ყველა შესაბამისი ავტორიზებული პირისთვის სათანადო, ეფექტიანი რეგულაციების დადგენა.
საერთაშორისო ზარებზე არსებული, ადგილობრივთან შედარებით უფრო მაღალი ტარიფები ყოველთვის ტოვებს სტიმულს ნომრის შესახებ ინფორმაციის დაფარვის, კორექტირების, შემოკლების, გადაკეთების ან სხვა სახის თაღლითობისათვის (ე.წ. „ფროდი“). შესაბამისად, კომისია მიიჩნევს, რომ შემომავალი საერთაშორისო ზარების დასრულების მონიტორინგისა და კონტროლის მექანიზმების შენარჩუნება ზემოხსენებული უკანონო შემთხვევების აღსაკვეთად კვლავ აქტუალურია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია ”საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის დადგენის თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 16 მაისის №345/22 გადაწყვეტილების (მოქმედი რედაქცია) მოქმედების ვადა განისაზღვროს 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართა 2025 წლის 18 დეკემბერს. დაინტერესებული მხარეებიდან წარმოების ფარგლებში გამოქვეყნებულ გადაწყვეტილების პროექტთან დაკავშირებით განსაზღვრულ ვადაში და არც ზეპირი მოსმენის სხდომაზე კომენტარები არ დაფიქსირებულა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის თანახმად, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და IX თავის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად:
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ”საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის დადგენის თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 16 მაისის №345/22 გადაწყვეტილებაში შეტანილ იქნას ცვლილება და გადაწყვეტილების მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. გადაწყვეტილების მოქმედების ვადა განისაზღვროს 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით;“
2. დაევალოთ შპს ,,მაგთიკომს”, შპს ,,სელფი მობაილს“, სს „სილქნეტს“, შპს „ახალ ქსელებს“ და შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას“, დანერგილი ტესტირების სისტემის ეფექტური გამოყენებით საერთაშორისო ზარების დასრულების მონიტორინგი. უზრუნველყონ ტესტირებით მიღებული მონაცემების კომისიისათვის ყოველდღიურად შეტყობინება, მათ შორის, განხორციელებული სატესტო ზარების რაოდენობის შესახებ, მონაცემების გაცვლა, აღმოჩენილი ნომრების ერთიანი ბაზის შექმნა, ტესტირების შედეგებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრების პერიოდულად მოწყობა;
3. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი სარეზოლუციო ნაწილის კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქალაქ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64) ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტს (ა. ქარუმიძე);
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-2 პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (ე. სიჭინავა);
ვახტანგ აბაშიძე თავმჯდომარე - მ.შ.
ივანე მახარაძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
