შპს „სეზონი ტვ“-ის მაუწყებლობის ავტორიზაციის მოდიფიცირებისა და კომისიის 2021 წლის 22 აპრილის №გ-21-1/242 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მაისი 22, 2025 16:58
მიღების თარიღი მაისი 22, 2025
შპს „სეზონი ტვ“-ის მაუწყებლობის ავტორიზაციის მოდიფიცირებისა და კომისიის 2021 წლის 22 აპრილის №გ-21-1/242 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
განმცხადებელი: შპს “სეზონი ტვ”;
კომისიის სხდომის თარიღი: 22.05.2025
I. აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს „სეზონი ტვ“-იმ (ს/კ 417897253) (კომისიაში რეგისტრაციის №შ-25-7/1943, 08/05/2025) მაუწყებლობის ავტორიზაციის (BR-5114, 22/04/2021) მოდიფიცირების შესახებ. კერძოდ, შპს „სეზონი ტვ“-ს სურს მაუწყებლობის ენად დამატებით რუსული ენის განსაზღვრა.
2. კომისია აღნიშნავს, რომ შპს „სეზონი ტვ“ კომისიის 2021 წლის 22 აპრილის №გ-21-1/242 და 2022 წლის 9 ივნისის №გ-22-2/247 გადაწყვეტილებებით ფლობს მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციას (BR-5114, 22/04/2021), შემდეგი საავტორიზაციო პირობებით:
ა) მაუწყებლობის სახე: ტელემაუწყებლობა;
ბ) მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;
გ) მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა; დ) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული;
ე) მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში: 12 საათი;
ვ) მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგია და აღნიშნულის შესაბამისად მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული არეალი:
ვ.ა) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები (საქართველო);
ვ.ბ) ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელი (შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთის“ გორის მულტიპლექსი და შპს „ტელეკომპანია ეგრისის“ სენაკის მულტიპლექსი);
ზ) მაუწყებლობის ხელმისაწვდომობა:
ზ.ა) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები - უფასო; ზ.ბ) ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელი - ღია (უფასო);
თ) მაუწყებლობის დაწყების ვადა: მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიებით ავტორიზაციის გავლიდან 40 სამუშაო დღე, ხოლო ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელით 2022 წლის პირველ ივლისამდე;
3. კომისია აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 382-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ავტორიზაცია, ავტორიზაციის პირობების მოდიფიცირება და ავტორიზებული პირის ინიციატივით ავტორიზაციის შეჩერება ან გაუქმება ხორციელდება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით. ამავე კანონის 451 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად თუ ავტორიზებულ პირს განზრახული აქვს ავტორიზებული საქმიანობის, მათ შორის, სახეობის, მოდიფიცირება, ავტორიზებული პირი ვალდებულია აღნიშნული 7 სამუშაო დღით ადრე შეატყობინოს კომისიას. ავტორიზაციის შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია, აგრეთვე ავტორიზებული საქმიანობის, მათ შორის, სახეობის, მოდიფიცირების თაობაზე მონაცემები შეიტანება ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში.
4. კომისიის 2025 წლის 22 მაისის სხდომას არ ესწრებოდა შპს “სეზონი ტვ” წარმომადგენელი.
II. სამოტივაციო ნაწილი
5. კომისიის სხდომაზე არ გამოვლენილა მოდიფიცირების დამაბრკოლებელი გარემოება, შესაბამისად ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიას მიაჩნია, რომ უნდა განხორციელდეს შპს „სეზონი ტვ“-ს მაუწყებლობის ავტორიზაციის (BR-5114, 22/04/2021) მოდიფიცირება და მაუწყებლობის ენად დამატებით რუსული ენის განსაზღვრა.
III. სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 382-ე მუხლის მე-2 და 451 მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მოდიფიცირდეს შპს „სეზონი ტვ“-ს (ს/კ 417897253) მაუწყებლობის ავტორიზაცია (BR-5114, 22/04/2021), შევიდეს ცვლილება კომისიის 2021 წლის 22 აპრილის №გ-21-1/242 გადაწყვეტილებაში და გადაწყვეტილების პირველი პუნქტის დ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული, რუსული;“
2. შპს „სეზონი ტვ“ ვალდებულია:
ა) დაიცვას მედიამომსახურების სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები, მედიამომსახურების სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა;
ბ) დაიცვას ავტორიზაციის ყველა პირობა, რომლებიც მის საავტორიზაციო განცხადებაშია ასახული;
გ) თავისი საქმიანობის განხორციელებისას დაიცვას პირთა უფლებები, თავისუფლებები და კანონიერი ინტერესები, წინასწარ აცნობოს მომხმარებელს მომსახურების პირობების შესაძლო ცვლილების შესახებ;
დ) ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამების დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით;
ე) კომისიას წარუდგინოს პროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, უზრუნველყოს ავტორიზაციით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების დაწყებამდე 10 დღით ადრე კომისიისთვის პროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა.
3. დაევალოს კომისიის იურიდიულ დეპარტამენტს:
ა) სათანადო მონაცემების კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანა (ნ. ლორთქიფანიძე);
ბ) ამონაწერის გაცემის უზრუნველყოფა (ნ. ლორთქიფანიძე);
4. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ბ. გასვიანი):
ა) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს “სეზონი ტვ“-სთვის გაგზავნა;
ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) შპს “სეზონი ტვ“- სთვის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი და მე-2 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (კ. ქორიძე);
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა პირველი, მე-2 და მე-4 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).
ვახტანგ აბაშიძე თავმჯდომარე - მ.შ.
ნათია კუკულაძე წევრი
ივანე მახარაძე წევრი