წვდომის მენიუ

შპს „რადიო ურბანიკის“ კერძო რადიომაუწყებლობის №B163 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2024 წლის 24 ივნისის №გ-24-6/261 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ნომერი: გ-25-2 / 401

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 28, 2025 12:24

მიღების თარიღი ივლისი 24, 2025

შპს „რადიო ურბანიკის“ კერძო რადიომაუწყებლობის №B163 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2024 წლის 24 ივნისის №გ-24-6/261 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

განმცხადებელი: შპს „რადიო ურბანიკი“;

კომისიის სხდომის თარიღი: 2025 წლის 24 ივლისი;

I. აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს  კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას წერილობით მიმართა შპს „რადიო ურბანიკმა“ (ს/ნ 412688355) (წერილების კომისიაში რეგისტრაციის №შ-25-7/2318, 03.06.2025; №შ-25-7/1401, 08.04.2025; №შ-25-7/348, 31.01.2025) კერძო რადიომაუწყებლობის №B163 ლიცენზიის მოდიფიცირების თხოვნით. კერძოდ, შპს „რადიო ურბანიკი“ ითხოვს ქ. ბათუმში მაუწყებლობისთვის ლიცენზიით გათვალისწინებული ლუწი სიხშირის (102.8 მჰც) შეცვლას კენტი (88.3 მჰც) სიხშირით. წერილში აღნიშნულია, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალებების მომხმარებლების უმრავლესობა (მძღოლები და მგზავრები) ვერ უსმენს მათ რადიოს, ვინაიდან ამერიკულ ავტომანქანებში რადიო სიგნალის მიღება ხდება კენტი რიცხვებით დაბოლოებულ სიხშირეებზე. აღნიშნულის გამო რადიო ქ. ბათუმში, არათანაბარი კონკურენციის პირობებში მაუწყებლობს იმ მაუწყებლებთან მიმართებით, რომლებიც სარგებლობენ კენტი სიხშირით ვინაიდან რადიოს სმენის სიხშირე, მისი შემოსავალი და შესაძლო დამკვეთების ინტერესი დამოკიდებულია მსმენელთა რაოდენობაზე.

2. კომისია აღნიშნავს, რომ შპს „რადიო ურბანიკი“ ფლობს კერძო რადიომაუწყებლობის №B163 ლიცენზიას 2036 წლის 26 ივნისამდე, შპს „რადიო ურბანიკსა“ და შპს „ევროპა პლუს თბილისს“ შორის 2024 წლის 18 აგვისტოს გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტით და კომისიის 2024 წლის 24 ივნისის №გ-24-6/261 და 15 აგვისტოს №გ-24-5/354  გადაწყვეტილებებით განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) ლიცენზიის სახე:  რადიომაუწყებლობა;

ბ) ლიცენზიის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;

გ) კერძო მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო მაუწყებლობა;

დ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2034 წლის 26 ივნისამდე;

ე) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული;

ვ) მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში - 12 საათი;

ზ) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები:

 გადამცემის და ანტენის განთავსების ადგილი

 სიხშირე

(მჰც)

 მოდულაცია

 პოლარ იზაცია V / H

 გასხივება

 გადამცემის სიმძლავრე (ვტ)

 გეოგრაფიული კოორდინატები

ანტენის დაკიდების სიმაღლე მიწის ზედაპირიდან (მ)

ანტენის გაძლიერების კოეფიციენტი (დბ)

 ქ. ბათუმი

 102.8

 FM

 V

 წრიული

 500

 41°41'37"N

41°42'55"E

 30

 6

ზემოაღნიშნული გადამცემი სადგურის განთავსება შესაძლებელია მითითებული კოორდინატის მიმართ 500მ რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება±5მ).

თ) მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა: გადამცემი სადგურის ტექნიკური პარამეტრების შესაბამისი მომსახურების სახმელეთო ტერიტორია, რომელიც პირობითად შემოსაზღვრულია ამ ტერიტორიაზე განთავსებული სადგურის მიერ შექმნილი სამაუწყებლო დონის სიგნალის ზღვრული მინიმალური მნიშვნელობის მქონე წერტილთა ერთობლიობის მომვლებით.

II. სამოტივაციო ნაწილი

3. კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მოდიფიცირების საფუძველი შეიძლება იყოს:

ა) საქართველოს კანონმდებლობაში ან მაუწყებლობის სფეროს პრიორიტეტებში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა;

ბ) კომისიის ან ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა ლიცენზიაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის თაობაზე.

ლიცენზიის, ამავე ლიცენზიის მფლობელის განცხადების საფუძველზე მოდიფიცირების მოთხოვნის შემთხვევაში, კომისია ხელმძღვანელობს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტით, რომლის შესაბამისადაც, აკრძალულია საეთერო მაუწყებლობის ლიცენზიის იმგვარად მოდიფიცირება, რომელიც გამოიწვევს ლიცენზიის სახეობის შეცვლას ან ლიცენზიით განსაზღვრული სამოქმედო ზონის სიდიდის ცვლილებას.

ამავე კანონის 382-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მოდიფიცირება ხორციელდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით. შესაბამისად 2025 წლის 19 ივნისის კომისიის №გ-25-23/321გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „რადიო ურბანიკის“ კერძო რადიომაუწყებლობის №B163 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2024 წლის 24 ივნისის №გ-24-6/261 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით. ზეპირი მოსმენის თარიღად განისაზღვრა 2025 წლის 24 ივლისი, ხოლო გადაწყვეტილების მიღების თარიღად ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღე.

4. საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართა კომისიის 2025 წლის 24 ივლისის სხდომაზე. სხდომას ესწრებოდა შპს „რადიო ურბანიკის“ წარმომადგენელი თეკლა კაკულია. ზეპირი მოსმენის სხდომაზე აღინიშნა, რომ კომისიის აპარატის სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (№25-10-1256, 12.06.2025) თანახმად რადიომონიტორინგის შედეგებსა და თეორიული გათვლების საფუძველზე, რაც თავის მხრივ ითვალისწინებს ჩვენი ქვეყნის და მეზობელი სახელმწიფოების ტერიტორიაზე მოქმედი და დაგეგმარებული სამაუწყებლო სიხშირული რესურსის თავსებადობის შენარჩუნებას, შესაძლებელია ქ. ბათუმში შპს “რადიო ურბანიკის” კუთვნილ რადიომაუწყებლობის №B163 ლიცენზიაში განხორციელდეს ცვლილება და ლიცენზიით გათვალისწინებული სიხშირული რესურსი 102.8 მჰც შეიცვალოს 88.3 მჰც-ით. ზემოაღნიშნულიდან  გამომდინარე   სხდომაზე   კომისიამ   ზეპირი   მოსმენა   დასრულებულად ჩათვალა და საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება მიზანშეწონილად მიიჩნია იმავე დღეს ძირითად სხდომაზე.

5. კომისიის 2025 წლის 24 ივლისის სხდომას ესწრებოდა შპს „რადიო ურბანიკის “ წარმომადგენელი თეკლა კაკულია. სხდომაზე კომისიამ მიიჩნია, რომ ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. კერძოდ, სახეზეა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა: ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა ლიცენზიაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის თაობაზე; ამავე დროს, შპს „რადიო ურბანიკის“ კერძო რადიომაუწყებლობის №B163 ლიცენზიის მოდიფიცირების შემთხვევაში არ დაირღვევა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი შეზღუდვა.

III. სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 382-ე მუხლის პირველი პუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავისა და 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მოდიფიცირდეს შპს „რადიო ურბანიკის“ (ს/ნ 412688355) კერძო რადიომაუწყებლობის №B163 ლიცენზია, შევიდეს ცვლილება კომისიის 2024 წლის 24 ივნისის №გ-24-6/261 გადაწყვეტილებაში და გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ზ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები:

გადამცემის და ანტენის განთავსების ადგილი

 სიხშირე

(მჰც)

 მოდულაცია

 პოლარ იზაცია V / H

 გასხივება

 გადამცემის სიმძლავრე (ვტ)

 გეოგრაფიული კოორდინატები

ანტენის დაკიდების სიმაღლე მიწის ზედაპირიდან (მ)

ანტენის გაძლიერების კოეფიციენტი (დბ)

ბათუმი

 88.3

 FM

 V

 წრიული

 500

 41°41'37"N

41°42'55"E

 30

 6

ზემოაღნიშნული გადამცემი სადგურის განთავსება შესაძლებელია მითითებული კოორდინატის მიმართ 500მ რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება±5მ).”

2. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (ნ. ლორთქიფანიძე).

ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;

ბ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;

გ) ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გაგზავნის უზრუნველყოფა;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ბ. გასვიანი):

ა) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „რადიო ურბანიკისთვის“ გაგზავნა;

ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;

4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს წინამდებარე გადაწყვეტილების შპს „რადიო ურბანიკისთვის“ ჩაბარებისთანავე;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, N64) შპს „რადიო ურბანიკისთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტს (ა.ქარუმიძე);

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (პირველი და მე-3 პუნქტების გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

ვახტანგ  აბაშიძე        თავმჯდომარე  - მ.შ.

ნათია კუკულაძე        წევრი

ივანე მახარაძე            წევრი

 

 

 

 

 

 

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები