წვდომის მენიუ

სსიპ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის და ა(ა)იპ „მედიააკადემიის“ 2024 წლის ბიუჯეტების მუხლების ფაქტიური შესრულების შესახებ

ნომერი: გ-25-21 / 247

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 02, 2025 17:06

მიღების თარიღი მაისი 29, 2025

სსიპ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის და ა(ა)იპ „მედიააკადემიის“ 2024 წლის ბიუჯეტების მუხლების ფაქტიური შესრულების შესახებ

I. აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს კომუნიკაციების  ეროვნული  კომისია  (შემდგომში  „კომისია“)  აღნიშნავს, რომ კომისიის  2025 წლის 29 მაისის  სხდომაზე  მოსმენილი  იქნა  ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის უფროსის  ნათია დევდარიანის ინფორმაცია  2024 წლის ბიუჯეტის მუხლების შესრულების შესახებ.

კომისიამ  2024  წელს  ფაქტური  ჯამური  შემოსავლის სახით მიიღო 17,871,985 ლარი, რომელიც კატეგორიების მიხედვით გადანაწილებულია შემდეგი სახით:

კომისიის 2024 წლის ფაქტიურმა ხარჯებმა შეადგინა 15,815,965 ლარი:

ააიპ „მედიააკადემიის“ (შემდგომში „მედიააკადემია“)   2024 წლის ფაქტიურმა ხარჯებმა კომისიის მიზნობრივი დაფინანსების ფარგლებში შეადგინა 2,330,482 ლარი:

II. სარეზოლუციო ნაწილი

„ელექტრონული  კომუნიკაციების  შესახებ“  საქართველოს  კანონის  მე-12  მუხლის და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გაწყვიტა:

1.    ცნობად    იქნას    მიღებული    კომისიის  ადმინისტრაციის  საფინანსო-  საბიუჯეტო ჯგუფის უფროსის ნათია დევდარიანის ინფორმაცია კომისიის და  მედიააკადემიის 2024 წლის ბიუჯეტების მუხლების  ფაქტიური შესრულების შესახებ;

2.   დამტკიცდეს    კომისიის    2024    წლის    ბიუჯეტის    ფაქტიური  შესრულების მაჩვენებლები:

3.   დამტკიცდეს   მედიააკადემიის   2024   წლის   ბიუჯეტის   ფაქტიური   შესრულების მაჩვენებლები:

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.   თბილისის   საქალაქო  სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) ერთი თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფს (ნ. დევდარიანი).

კახი ბექაური თავმჯდომარე

ვახტანგ  აბაშიძე წევრი

ეკატერინე  იმედაძე წევრი

ივანე მახარაძე წევრი

 

 

 

 

 

 

 


თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები