საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის და ააიპ „მედიააკადემიის“ 2026 წლის ბიუჯეტის განხილვისა და დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 03, 2025 15:49
მიღების თარიღი ნოემბერი 27, 2025
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის და ააიპ „მედიააკადემიის“ 2026 წლის ბიუჯეტის განხილვისა და დამტკიცების შესახებ
I. საქმის აღწერა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისია“) 2025 წლის 27 ნოემბრის სხდომაზე კომისიის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის უფროსმა ნათია დევდარიანმა, კომისიის ფუნქციებისა და უფლებამოსილებების შეუფერხებელი შესრულების უზრუნველსაყოფად, წარმოადგინა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის და ააიპ „მედიააკადემიის“ (შემდგომში „აკადემია“) 2026 წლის ბიუჯეტების პროექტი. ბიუჯეტის პროექტი შემუშავდა 2025 წლის ფაქტიური შემოსავლებიდან და ხარჯებიდან გამომდინარე, ასევე კომისიის აპარატის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ წარმოდგენილი 2026 წლის სავარაუდო ხარჯების გათვალისწინებით.
ბიუჯეტის პროექტის თანახმად: კომისიის 2026 წლის საპროგნოზო წლიური შემოსავალი შეადგენს 18,581,421 ლარს, საიდანაც რეგულირების საფასურის შემოსავალი არის 14,667,233 ლარი, რადიოსიხშირული და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასურის შემოსავალი 3,392,801 ლარი, ხოლო სხვა შემოსავლები (საპროცენტო შემოსავლები) 521,388 ლარი. სარეზერვო ფონდიდან ასათვისებელმა თანხამ შეადგინა 6,243,779 ლარი. შესაბამისად, 2026 წლის საპროგნოზო შემოსავლებისა და ასათვისებელი სარეზერვო ფონდის თანხის ჯამი შეადგენს 24,825,200 ლარს.
2026 წლის დაგეგმილი ხარჯების მოცულობა, 2025 წლის ბიუჯეტის ათი თვის ფაქტიური შესრულებისა და კომისიის აპარატის სტრუქტურული ერთეულების მიერ წარმოდგენილი სავარაუდო ხარჯების გათვალისწინებით, განისაზღვრა 24,825,200 ლარით, საიდანაც მედიაწიგნიერების ხარჯები შეადგენს 4,819,705 ლარს, რომელიც მოიცავს აკადემიის მიზნობრივ დაფინანსებას თანხით 3,853,205 ლარი.
II. სამართლებრივი საფუძველი და დასაბუთება
1. „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ეროვნული მარეგულირებელი ორგანო ყოველწლიურად, შესაბამისი კანონით დადგენილ ვადაში შეიმუშავებს საკუთარ ბიუჯეტს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი უნდა შედგებოდეს შესაბამისი კანონით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისათვის ყოველწლიურად აუცილებელი მიმდინარე და კაპიტალური ხარჯებისაგან, აგრეთვე ამ კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხარჯებისაგან.
2. „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის 145 მუხლის მე-2 წინადადების თანახმად, საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის ხარჯები ცალკე მუხლად აისახება შესაბამისი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს ბიუჯეტში.
3. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, კომისია ამზადებს და აქვეყნებს მომავალი წლის ბიუჯეტს, რომელშიც ასახულია კომისიის ყველა ხარჯი, მათ შორის, კომისიისა და მისი აპარატის სახელფასო უზრუნველყოფის ხარჯები, აგრეთვე შემოსავალი. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისიის ბიუჯეტს ქმნის რეგულირების საფასური, ამ კანონით, „მაუწყებლობის შესახებ“ და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონებით გათვალისწინებული დაფინანსების სხვა წყაროები.
4. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კომისია ვალდებულია მოამზადოს მომავალი წლის ბიუჯეტი, რომელშიც ასახული უნდა იყოს კომისიის ყველა ხარჯი და შემოსავალი. კომისია ვალდებულია გამოაქვეყნოს თავისი ბიუჯეტი. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისიის ბიუჯეტს ქმნის რეგულირების საფასური, ამ კანონით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონებით გათვალისწინებული დაფინანსების სხვა წყაროები.
5. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 141 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, კომისია თავისი უფლებამოსილების ფარგლებში შეიმუშავებს და ამტკიცებს მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობის სამოქმედო გეგმას მაუწყებლობისა და ელექტრონული კომუნიკაციების სფეროებში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის და ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესაბამისად. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად და ამოცანების შესასრულებლად კომისია უფლებამოსილია კომისიის ბიუჯეტიდან გამოყოს შესაბამისი თანხები, მოიპოვოს გრანტები და დაფინანსების სხვა წყაროები, აგრეთვე კომისიის ბიუჯეტიდან დააფინანსოს მედიაწიგნიერების ხელშეწყობის პროგრამები/პროექტები.
6. როგორც აღინიშნა, 2025 წლის 27 ნოემბრის სხდომაზე კომისიის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის უფროსმა ნათია დევდარიანმა, კომისიის ფუნქციებისა და უფლებამოსილებების შეუფერხებელი შესრულების უზრუნველსაყოფად, წარმოადგინა კომისიის და ააიპ „მედიააკადემიის“ 2026 წლის ბიუჯეტის პროექტი. ბიუჯეტის პროექტი შემუშავდა 2025 წლის ფაქტიური შემოსავლებიდან და ხარჯებიდან გამომდინარე, ასევე კომისიის აპარატის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ წარმოდგენილი 2026 წლის სავარაუდო ხარჯების გათვალისწინებით. კომისია მიიჩნევს, რომ კანონმდებლობის საფუძველზე, წარმოდგენილი პროექტის შესაბამისად უნდა დამტკიცდეს კომისიისა და აკადემიის 2026 წლის ბიუჯეტები.
III. სარეზოლუციო
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის, 141 მუხლის პირველი და მე-6 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად გადაწყვიტა:
1. დამტკიცდეს სსიპ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2026 წლის ბიუჯეტი შემდეგი სახით:

2. დამტკიცდეს ააიპ მედიააკადემიის 2026 წლის ბიუჯეტი შემდეგი სახით:

3. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე.
4. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ნ. ჯანელიძე) გადაწყვეტილების კომისიის ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი,№64) კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში;
6. გადაწყვეტილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს კომისიის ადმინისტრაციის უფროსს (ბ. გასვიანი).
ვახტანგ აბაშიძე თავმჯდომარე - მ.შ.
ეკატერინე იმედაძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
ივანე მახარაძე წევრი
