წვდომის მენიუ

შპს „ოპტიმაიზისთვის“ დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენის მიზნით დამატებითი ვადის განსაზღვრის თაობაზე

ნომერი: გ-25-22 / 39

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 03, 2025 14:38

მიღების თარიღი იანვარი 30, 2025

შპს „ოპტიმაიზისთვის“ დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენის მიზნით დამატებითი ვადის განსაზღვრის თაობაზე

განმცხადებელი: შპს „ოპტიმაიზ“

კომისიის სხდომის თარიღი: 30 .01.2025

I. აღწერილობითი ნაწილი

1.საქართველოს  კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში  „კომისია“)  აღნიშნავს,  რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს „ოპტიმაიზმა“ (ს/კ 406500068) (კომისიაში რეგისტრაციის №შ-25-7/260, 27.01.2025) „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ავტორიზაციის გავლის თაობაზე.

II. სამოტივაციო ნაწილი

2.კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ოპტიმაიზის“ მიერ წარმოდგენილ ავტორიზაციის დეკლარაციაში არ არის შევსებული ვებ-გვერდის ველი, ასევე თანდართულ დოკუმენტებში არ არის წარმოდგენილი ავტორიზებადი საქმიანობის კატეგორიები, თუ რა საქმიანობაზე სურს კომპანიას ავტორიზაციის გავლა.

3.კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად თუ დეკლარაციის თანდართული    დოკუმენტები წარმოდგენილია არასრულყოფილად, კომისია ავტორიზაციის მსურველ პირს გადაწყვეტილებით განუსაზღვრავს დოკუმენტაციის   სრულყოფილად   წარმოდგენის   5-დღიან   ვადას.   ამ   ვადაში დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში ავტორიზაცია არ განხორციელდება. ავტორიზაციის განუხორციელებლობა არ ართმევს პირს უფლებას, განმეორებით მიმართოს კომისიას ავტორიზაციისთვის. თუკი დეკლარაციის მიღებიდან  5 სამუშაო დღის ვადაში კომისია ავტორიზაციის მსურველ პირს არ განუსაზღვრავს დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენის ვადას, პირი ჩაითვლება ავტორიზებულად.

III. სარეზოლუციო ნაწილი

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.შპს „ოპტიმაიზს“ (ს/კ406500068) ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გავლის თაობაზე კომისიაში წარმოდგენილი განცხადების (კომისიაში რეგისტრაციის №შ-25-7/260,27.01.2025) და მასზე თანდართული დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენის მიზნით მიეცეს 5 დღის ვადა;

2.კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადაში დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში ავტორიზაცია არ განხორციელდება. ავტორიზაციის განუხორციელებლობა არ ართმევს პირს უფლებას, განმეორებით მიმართოს კომისიას ავტორიზაციისთვის;

3.გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს შპს „ოპტიმაიზისთვის“ ჩაბარებისთანავე;

4.დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „ოპტიმაიზისთვის“ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე) და კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება (ნ. შოვნაძე);

5.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) შპს „ოპტიმაიზისთვის“ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

6.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

კახი ბექაური                   თავმჯდომარე

ვახტანგ  აბაშიძე              წევრი

ეკატერინე  იმედაძე         წევრი

ივანე მახარაძე                წევრი

 

 

 

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები