კომისიის 2021 წლის 16 დეკემბრის №გ-21-6/663 გადაწყვეტილების (კერძო რადიომაუწყებლობის №B52 ლიცენზიის) ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მაისი 13, 2025 17:21
მიღების თარიღი მაისი 08, 2025
კომისიის 2021 წლის 16 დეკემბრის №გ-21-6/663 გადაწყვეტილების (კერძო რადიომაუწყებლობის №B52 ლიცენზიის) ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
ლიცენზიის მფლობელი: შპს „არტ რადიო“ (ს/კ 404492205);
წარმოების დაწყების საფუძველი: კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის 2025 წლის 17 აპრილის №25-10-820 მოხსენებითი ბარათი;
კომისიის სხდომის თარიღი: 2025 წლის 8 მაისი;
I. აღწერილობითი ნაწილი
1.საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლების საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე ზედამხედველობასა და მის კონტროლს ახორციელებს მხოლოდ კომისია, გარდა საგადასახადო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მათი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ზედამხედველობისა და კონტროლისა. ამასთან, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე –5 მუხლის მე –3 პუნქტის გ) და ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციას წარმოადგენს სალიცენზიო პირობების დადგენა, ლიცენზიების გაცემა და მოდიფიცირება, ლიცენზიების მოქმედების შეჩერება და განახლება, ლიცენზიების გაუქმება, სალიცენზიო პირობების შესრულებაზე ზედამხედველობა და მისი კონტროლი, სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში ლიცენზიების მფლობელებისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება; ასევე მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და მისი კონტროლი, ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების დაკისრება.
2.კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის 2025 წლის 17 აპრილის №25-10-820 მოხსენებითი ბარათის თანახმად რადიომონიტორინგის სტაციონარული სადგურების მეშვეობით, ჩატარებული მონიტორინგის შედეგების მიხედვით (მოხსენებითი ბარათის დანართი 1) შპ „არტ რადიოს“ (ს/კ 404492205) რადიომაუწყებლობა ქ. თბილისში FM 97.5 მჰც სიხშირეზე არ დაფიქსირებულა 2024 წლის 14 დეკემბრის შემდეგ.
3.შპს „არტ რადიო“ ფლობს კერძო რადიომაუწყებლობის №B52 ლიცენზიას კომისიის 2021 წლის 16 დეკემბრის №გ-21-6/663 გადაწყვეტილებით განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით: ა)
ა.ა)მაუწყებლობის სახე: რადიომაუწყებლობა;
ა.ბ)მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;
ა.გ)კერძო მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო რადიომაუწყებლობა;
ა.დ)ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2026 წლის 31 დეკემბრამდე;
ა.ე) მაუწყებლობის ენა: ქართული;
ა.ვ) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები და მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა:
გადამცემის და ანტენის განთავსების ადგილი |
სიხშირე (მჰც) |
მოდულაცია |
პოლარ იზაცია V / H |
გასხივება |
გადამცემის სიმძლავრე (ვტ) |
გეოგრაფიული კოორდინატები |
ანტენის დაკიდების სიმაღლე მიწის ზედაპირიდან (მ) |
ანტენის გაძლიერების კოეფიციენტი (დბ) |
ქ. თბილისი |
101.9 |
FM |
V |
წრიული |
1000 |
41°41'44.88"N 44°47'6.11" E |
228 |
8 |
ზემოაღნიშნული გადამცემი სადგურის განთავსება შესაძლებელია მითითებული კოორდინატის მიმართ 500მ რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება±5მ).
ა.ვ.ბ)მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა: გადამცემი სადგურის ტექნიკური პარამეტრების შესაბამისი მომსახურების სახმელეთო ტერიტორია, რომელიც პირობითად შემოსაზღვრულია ამ ტერიტორიაზე განთავსებული სადგურის მიერ შექმნილი სამაუწყებლო დონის სიგნალის ზღვრული მინიმალური მნიშვნელობის მქონე წერტილთა ერთობლიობის მომვლებით.
ბ)
ბ.ა) მაუწყებლობის სახე: რადიომაუწყებლობა; ბ.ბ) მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;
ბ.გ) კერძო მაუწყებლობის ქვესახეობა: სპეციალიზებული (გასართობი) რადიომაუწყებლობა;
ბ.დ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2026 წლის 31 დეკემბრამდე;
ბ.ე) მაუწყებლობის ენა: ქართული;
ბ.ვ) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები და მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა: ბ.ვ.ა) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები:
გადამცემის და ანტენის განთავსების ადგილი |
სიხშირე (მჰც) |
მოდულაცია |
პოლარ იზაცია V / H |
გასხივება |
გადამცემის სიმძლავრე (ვტ) |
გეოგრაფიული კოორდინატები |
ანტენის დაკიდების სიმაღლე მიწის ზედაპირიდან (მ) |
ანტენის გაძლიერების კოეფიციენტი (დბ) |
ქ. თბილისი |
97.5 |
FM |
V |
წრიული |
1000 |
41°41'44.88"N 44°47'6.11" E |
228 |
8 |
ზემოაღნიშნული გადამცემი სადგურის განთავსება შესაძლებელია მითითებული კოორდინატის მიმართ 00მ რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება±5მ).
ბ.ვ.ბ) მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა: გადამცემ სადგურის ტექნიკური პარამეტრების შესაბამისი მომსახურების სახმელეთო ტერიტორია, რომელიც პირობითად შემოსაზღვრულია ამ ტერიტორიაზე განთავსებული სადგურის მიერ შექმნილი სამაუწყებლო დონის სიგნალის ზღვრული მინიმალური მნიშვნელობის მქონე წერტილთა ერთობლიობის მომვლებით.
II. სამოტივაციო ნაწილი
4. კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 74-ე მუხლის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის გაუქმების საფუძველია ლიცენზიის მფლობელის მიერ ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობის შეწყვეტა წელიწადში ზედიზედ 3 თვეზე მეტი ვადით ან ერთი წლის 120 დღის განმავლობაში. ამავე კანონის 382-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის გაცემა, მოდიფიცირება, მოქმედების ვადის გაგრძელება, მოქმედების შეჩერება და ლიცენზიის გაუქმება ხორციელდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.
5.კომისია ასევე აღნიშნავს, რომ ვინაიდან შპს “არტ რადიო” არ ახორციელებს კერძო რადიომაუწყებლობის №B52 ლიცენზიით განსაზღვრულ სპეციალიზებულ რადიომაუწყებლობას ქ. თბილისში FM 97.5 მჰც სიხშირეზე 2024 წლის 14 დეკემბრიდან სახეზეა ლიცენზიის მფლობელის მიერ ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობის შეწყვეტა წელიწადში ზედიზედ 3 თვეზე მეტი ვადით. შესაბამისად კომისია უფლებამოსილია დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება კომისიის 2021 წლის 16 დეკემბრის №გ-21-6/663 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე.
6. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N 1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” (დანართი N1) მე-16 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად „კომისიის მიერ გაგზავნილი ყოველგვარი შეტყობინება და კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება იგზავნება მატერიალური ან ელექტრონული რეგისტრირებული საფოსტო გზავნილის მეშვეობით. მატერიალური საფოსტო გზავნილი იგზავნება დამტარებლის ან საფოსტო მომსახურების განმახორციელებელი პირის მეშვეობით“. ხოლო ამავე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად „კორესპოდენციის ელექტრონული გზავნილით გაგზავნის შემთხვევაში, დოკუმენტი ჩაბარებულად ჩაითვლება ადრესატის მიერ მისი მიღების, როგორც პირდაპირ, აქტიურად გამოხატული ქმედებით, ასევე, ავტომატური საშუალებით დადასტურების შემთხვევაშიც“.
7.საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩააბას დაინტერესებული მხარე მისი მოთხოვნის საფუძველზე, ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში.
8.შპს „არტ რადიოს“, საკითხის განხილვის თაობაზე შეტყობინება (Nგ-25-03/979) გაეგზავნა 2025 წლის პირველ მაისს ელექტრონულ მისამართზე კომისიის სხდომაზე დისტანციურად დასწრების მიზნით. შეტყობინება კომპანიას ჩაბარდა 2025 წლის პირველ მაისს (მიღებულია ავტომატური საშუალებით დადასტურება).
9.კომისიის 8 მაისის სხდომას ესწრებოდა შპს “არტ რადიოს” დირექტორი ირაკლი შატბერაშვილი.
III. სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 382-ე მუხლის პირველი პუნქტის, 74-ე მუხლის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 62-ე და 115-ე მუხლების შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1.დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება კომისიის 2021 წლის 16 დეკემბრის №გ-21-6/663 გადაწყვეტილების (კერძო რადიომაუწყებლობის №B52 ლიცენზიის) ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე;
2.ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართოს 2025 წლის 12 ივნისს 15:00 სთ-ზე, ხოლო გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ზეპირი მოსმენის გამართვიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;
3.დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ბ. გასვიანი):
ა) საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე; ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „არტ რადიოსთვის“ გაგზავნა;
4.გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
5.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ეკატერინე იმედაძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
ივანე მახარაძე წევრი