წვდომის მენიუ

შპს „რადიო ურბანიკის“ კერძო რადიომაუწყებლობის №B163 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2024 წლის 24 ივნისის №გ-24-6/261 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

ნომერი: გ-25-23 / 321

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 24, 2025 15:48

მიღების თარიღი ივნისი 19, 2025

შპს „რადიო ურბანიკის“ კერძო რადიომაუწყებლობის №B163 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2024 წლის 24 ივნისის №გ-24-6/261 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

განმცხადებელი: შპს „რადიო ურბანიკი“;

კომისიის სხდომის თარიღი: 2025 წლის 19 ივნისი;

I. აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს   კომუნიკაციების   ეროვნული    კომისია   (შემდგომში    ,,კომისია”)   აღნიშნავს, რომ  კომისიას წერილობით მიმართა შპს „რადიო ურბანიკმა“ (ს/ნ 412688355) (წერილების კომისიაში რეგისტრაციის №შ-25-7/2318 , 03.06.2025; №შ-25-7/1401,  08.04.2025; №შ-25-7/348,  31.01.2025) კერძო რადიომაუწყებლობის №B163  ლიცენზიის  მოდიფიცირების  თხოვნით.  კერძოდ,  შპს  „რადიო ურბანიკი“ ითხოვს  ქ.  ბათუმში  მაუწყებლობისთვის  ლიცენზიით  გათვალისწინებული  ლუწი სიხშირის   (102.8 მჰც)   შეცვლას კენტი (88.3 მჰც)   სიხშირით.   წერილში   აღნიშნულია,   რომ ავტოსატრანსპორტო საშუალებების მომხმარებლების უმრავლესობა (მძღოლები და მგზავრები) ვერ უსმენს მათ რადიოს, ვინაიდან ამერიკულ ავტომანქანებში რადიო სიგნალის მიღება ხდება კენტი რიცხვებით დაბოლოებულ  სიხშირეებზე.  აღნიშნულის  გამო  რადიო  ქ.  ბათუმში,  არათანაბარი კონკურენციის პირობებში მაუწყებლობს იმ მაუწყებლებთან მიმართებით, რომლებიც სარგებლობენ კენტი სიხშირით ვინაიდან რადიოს სმენის სიხშირე, მისი შემოსავალი და შესაძლო დამკვეთების ინტერესი დამოკიდებულია მსმენელთა რაოდენობაზე.

2. კომისია აღნიშნავს, რომ შპს „რადიო ურბანიკი“ ფლობს კერძო რადიომაუწყებლობის № B163 ლიცენზიას 2036 წლის  26 ივნისამდე, შპს „რადიო ურბანიკსა“ და შპს „ევროპა პლუს თბილისს“ შორის 2024 წლის 18 აგვისტოს გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტით და კომისიის 2024 წლის 24 ივნისის №გ-24-6/261 და 15 აგვისტოს №გ-24-5/354  გადაწყვეტილებებით განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) ლიცენზიის სახე:  რადიომაუწყებლობა;

ბ) ლიცენზიის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;

გ) კერძო მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო მაუწყებლობა; დ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2034 წლის 26 ივნისამდე; ე) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული;

ვ) მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში - 12 საათი;

ზ) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები:

 

გამცემის და ანტენის განთავსების ადგილი

 

 

სიხშირე

(მჰც)

 

 

მოდულაცია

 

პოლარ იზაცია V / H

 

 

გასხივება

 

გამცემის სიმძლავრე (ვტ)

 

გეოგრაფიული კოორდინატები

ანტენის დაკიდების სიმაღლე მიწის ზედაპირიდან (მ)

ანტენის გაძლიერების კოეფიციენტი (დბ)

 

ქ. ბათუმი

 

102.8

 

FM

 

V

 

წრიული

 

500

 

41°41'37"N

41°42'55"E

 

30

 

6

ზემოაღნიშნული გადამცემი სადგურის განთავსება შესაძლებელია მითითებული კოორდინატის მიმართ 500მ რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება±5მ).

თ) მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა: გადამცემი სადგურის ტექნიკური პარამეტრების შესაბამისი მომსახურების სახმელეთო ტერიტორია, რომელიც პირობითად შემოსაზღვრულია ამ ტერიტორიაზე განთავსებული სადგურის მიერ შექმნილი სამაუწყებლო დონის სიგნალის ზღვრული მინიმალური მნიშვნელობის მქონე წერტილთა ერთობლიობის მომვლებით.

II. სამოტივაციო ნაწილი

3. კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მოდიფიცირების საფუძველი შეიძლება იყოს:

ა) საქართველოს კანონმდებლობაში ან მაუწყებლობის სფეროს პრიორიტეტებში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა; 

ბ) კომისიის ან ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა ლიცენზიაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის თაობაზე.

ლიცენზიის, ამავე ლიცენზიის მფლობელის განცხადების საფუძველზე მოდიფიცირების მოთხოვნის შემთხვევაში, კომისია ხელმძღვანელობს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტით, რომლის შესაბამისადაც, აკრძალულია საეთერო მაუწყებლობის ლიცენზიის იმგვარად მოდიფიცირება, რომელიც გამოიწვევს ლიცენზიის სახეობის შეცვლას ან ლიცენზიით განსაზღვრული სამოქმედო ზონის სიდიდის ცვლილებას.

4. კომისიის აპარატის სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (№25-10-1256, 12.06.2025) თანახმად რადიომონიტორინგის შედეგებსა და თეორიული გათვლების საფუძველზე, რაც თავის მხრივ ითვალისწინებს ჩვენი ქვეყნის და მეზობელი სახელმწიფოების ტერიტორიაზე მოქმედი და დაგეგმარებული სამაუწყებლო სიხშირული რესურსის თავსებადობის შენარჩუნებას, შესაძლებელია ქ. ბათუმში შპს “რადიო ურბანიკის” კუთვნილ რადიომაუწყებლობის №B163 ლიცენზიაში განხორციელდეს ცვლილება და ლიცენზიით გათვალისწინებული სიხშირული რესურსი 102.8 მჰც შეიცვალოს 88.3 მჰც-ით.

5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. კერძოდ, სახეზეა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა: ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა ლიცენზიაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის თაობაზე; ამავე დროს, შპს „რადიო ურბანიკის“ კერძო რადიომაუწყებლობის №B163 ლიცენზიის მოდიფიცირების შემთხვევაში არ დაირღვევა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი შეზღუდვა.

6. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 382-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მოდიფიცირება ხორციელდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.

III. სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე  ზემოაღნიშნულის  გათვალისწინებით,  კომისიამ ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 382-ე მუხლის პირველი პუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავისა და 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გაწყვიტა:

1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „რადიო ურბანიკის“ (ს/ნ 412688355) კერძო რადიომაუწყებლობის №B163 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2024 წლის 24 ივნისის №გ-24-6/261 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით;

2.   ზეპირი   მოსმენის   სხდომა   გაიმართოს   2025   წლის   24   ივლისს   15:00   სთ-ზე,   ხოლო გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ზეპირი მოსმენის გამართვიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ბ. გასვიანი):

ა) საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე; ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „რადიო ურბანიკისთვის“ გაგზავნა;

4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული  დეპარტამენტის   ავტორიზაციისა  და   ლიცენზირების  ჯგუფს   (მ. ქადეიშვილი).

კახი ბექაური თავმჯდომარე

ვახტანგ  აბაშიძე წევრი

ეკატერინე  იმედაძე წევრი

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები