შპს „ტელერადიო კორპორაცია ინფორმკავშირი ტელევიზია არგოს“ კერძო რადიომაუწყებლობის №B38 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2021 წლის 16 დეკემბრის №გ-21-6/662 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 30, 2025 16:10
მიღების თარიღი ივნისი 27, 2025
შპს „ტელერადიო კორპორაცია ინფორმკავშირი ტელევიზია არგოს“ კერძო რადიომაუწყებლობის №B38 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2021 წლის 16 დეკემბრის №გ-21-6/662 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
განმცხადებელი: შპს „ტელერადიო კორპორაცია ინფორმკავშირი ტელევიზია არგო“;
კომისიის სხდომის თარიღი: 2025 წლის 27 ივნისი;
I. აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას წერილობით მიმართა შპს „ტელერადიო კორპორაცია ინფორმკავშირი ტელევიზია არგომ“ (ს/ნ 230031195) (წერილების კომისიაში რეგისტრაციის №შ-25-7/1944 , 08.05.2025; №შ-25-7/2419, 11.06.2025) კერძო რადიომაუწყებლობის №B38 ლიცენზიის მოდიფიცირების თხოვნით. კერძოდ, შპს „ტელერადიო კორპორაცია ინფორმკავშირი ტელევიზია არგო“ ითხოვს ქ. ზესტაფონში რადიომაუწყებლობისთვის, ლიცენზიით გათვალისწინებული ლუწი სიხშირის (102.0 მჰც) შეცვლას კენტი (101.5 მჰც) სიხშირით, ვინაიდან ამერიკიდან იმპორტირებული ავტომობილების რადიომიმღებების მნიშვნელოვანი ნაწილი ვერ უზრუნველყოფს ლუწი სიხშირის მიღებას ტექნიკური შეზღუდვების გამო.
2. კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ტელერადიო კორპორაცია ინფორმკავშირი ტელევიზია არგო“ ფლობს კერძო რადიომაუწყებლობის №B38 ლიცენზიას 2026 წლის 31 დეკემბრამდე, კომისიის 2021 წლის 16 დეკემბრის №გ-21-6/662 გადაწყვეტილებით განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) ლიცენზიის სახე: რადიომაუწყებლობა;
ბ) ლიცენზიის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;
გ) კერძო მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო მაუწყებლობა;
დ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2026 წლის 31 დეკემბრამდე;
ე) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული;
ვ) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები:
გადამცემის და ანტენის განთავსების ადგილი |
სიხშირე (მჰც) |
მოდუ ლაცია |
პოლარ იზაცია V / H |
გასხივება |
გადამცემის სიმძლავრე (ვტ) |
გეოგრაფიული კოორდინატები |
ანტენის დაკიდების სიმაღლე მიწის ზედაპირიდან (მ) |
ანტენის გაძლიერების კოეფიციენტი (დბ) |
ქ.ზესტაფონი |
102.0 |
FM |
V |
მიმართული (160°გაშლის კუთხე, აზიმუტი43°) |
750 |
42°6'1.45"N 42°59'38.9"E |
30 |
4 |
ზემოაღნიშნული გადამცემი სადგურის განთავსება შესაძლებელია მითითებული კოორდინატის მიმართ 500მ რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება±5მ).
ზ) მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა: გადამცემი სადგურის ტექნიკური პარამეტრების შესაბამისი მომსახურების სახმელეთო ტერიტორია, რომელიც პირობითად შემოსაზღვრულია ამ ტერიტორიაზე განთავსებული სადგურის მიერ შექმნილი სამაუწყებლო დონის სიგნალის ზღვრული მინიმალური მნიშვნელობის მქონე წერტილთა ერთობლიობის მომვლებით.
II. სამოტივაციო ნაწილი
3. კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მოდიფიცირების საფუძველი შეიძლება იყოს:
ა) საქართველოს კანონმდებლობაში ან მაუწყებლობის სფეროს პრიორიტეტებში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა;
ბ) კომისიის ან ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა ლიცენზიაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის თაობაზე.
ლიცენზიის, ამავე ლიცენზიის მფლობელის განცხადების საფუძველზე მოდიფიცირების მოთხოვნის შემთხვევაში, კომისია ხელმძღვანელობს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტით, რომლის შესაბამისადაც, აკრძალულია საეთერო მაუწყებლობის ლიცენზიის იმგვარად მოდიფიცირება, რომელიც გამოიწვევს ლიცენზიის სახეობის შეცვლას ან ლიცენზიით განსაზღვრული სამოქმედო ზონის სიდიდის ცვლილებას.
4. კომისიის აპარატის სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (№25-10-1353, 25.06.2025) თანახმად რადიომონიტორინგის შედეგებსა და თეორიული გათვლების საფუძველზე, რაც თავის მხრივ ითვალისწინებს ჩვენი ქვეყნის და მეზობელი სახელმწიფოების ტერიტორიაზე მოქმედი და დაგეგმარებული სამაუწყებლო სიხშირული რესურსის თავსებადობის შენარჩუნებას, შესაძლებელია ქ. ზესტაფონში შპს „ტელერადიო კორპორაცია ინფორმკავშირი ტელევიზია არგოს“ კუთვნილ რადიომაუწყებლობის №B38 ლიცენზიაში განხორციელდეს ცვლილება და ლიცენზიით გათვალისწინებული სიხშირული რესურსი 102.0 მჰც შეიცვალოს 101.5 მჰც-ით.
5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. კერძოდ, სახეზეა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა: ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა ლიცენზიაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის თაობაზე; ამავე დროს, შპს „ტელერადიო კორპორაცია ინფორმკავშირი ტელევიზია არგოს“ კერძო რადიომაუწყებლობის №B38 ლიცენზიის მოდიფიცირების შემთხვევაში არ დაირღვევა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი შეზღუდვა.
6. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 382-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მოდიფიცირება ხორციელდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.
III. სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 382-ე მუხლის პირველი პუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავისა და 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „ტელერადიო კორპორაცია ინფორმკავშირი ტელევიზია არგოს“ (ს/ნ 230031195) კერძო რადიომაუწყებლობის №B38 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2021 წლის 16 დეკემბრის №გ-21-6/662 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით;
2. ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართოს 2025 წლის 31 ივლისს 15:00 სთ-ზე, ხოლო გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ზეპირი მოსმენის გამართვიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ბ. გასვიანი):
ა) საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე;
ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „ტელერადიო კორპორაცია ინფორმკავშირი ტელევიზია არგოსთვის“ გაგზავნა;
4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).
ვახტანგ აბაშიძე თავმჯდომარე - მ.შ.
ეკატერინე იმედაძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
ივანე მახარაძე წევრი