კომისიის 2021 წლის 16 დეკემბრის №გ-21-6/663 გადაწყვეტილების (კერძო რადიომაუწყებლობის №B52 ლიცენზიის) ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 24, 2025 16:12
მიღების თარიღი ივნისი 19, 2025
კომისიის 2021 წლის 16 დეკემბრის №გ-21-6/663 გადაწყვეტილების (კერძო რადიომაუწყებლობის №B52 ლიცენზიის) ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე
ლიცენზიის მფლობელი: შპს „არტ რადიო“ (ს/კ 404492205);
წარმოების დაწყების საფუძველი: კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის 2025 წლის 17 აპრილის №25-10-820 მოხსენებითი ბარათი;
კომისიის სხდომის თარიღი: 2025 წლის 19 ივნისი;
I. აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში„კომისია“) აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლების საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე ზედამხედველობასა და მის კონტროლს ახორციელებს მხოლოდ კომისია, გარდა საგადასახადო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მათი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ზედამხედველობისა და კონტროლისა. ამასთან, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე –5 მუხლის მე –3 პუნქტის გ) და ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციას წარმოადგენს სალიცენზიო პირობების დადგენა, ლიცენზიების გაცემა და მოდიფიცირება, ლიცენზიების მოქმედების შეჩერება და განახლება, ლიცენზიების გაუქმება, სალიცენზიო პირობების შესრულებაზე ზედამხედველობა და მისი კონტროლი, სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში ლიცენზიების მფლობელებისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება; ასევე მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და მისი კონტროლი, ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების დაკისრება.
2. კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის 2025 წლის 17 აპრილის №25-10-820 მოხსენებითი ბარათის თანახმად რადიომონიტორინგის სტაციონარული სადგურების მეშვეობით, ჩატარებული მონიტორინგის შედეგების მიხედვით (მოხსენებითი ბარათის დანართი 1) შპს „არტ რადიოს“ (ს/კ 404492205) რადიომაუწყებლობა ქ. თბილისში FM97.5 მჰც სიხშირეზე არ დაფიქსირებულა 2024 წლის 14 დეკემბრის შემდეგ.
3. შპს „არტ რადიო“ ფლობს კერძო რადიომაუწყებლობის №B52 ლიცენზიას კომისიის 2021 წლის 16 დეკემბრის №გ-21-6/663 გადაწყვეტილებით განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა)
ა.ა) მაუწყებლობის სახე: რადიომაუწყებლობა;
ა.ბ) მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;
ა.გ) კერძო მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო რადიომაუწყებლობა; ა.დ)ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2026 წლის 31 დეკემბრამდე;
ა.ე) მაუწყებლობის ენა: ქართული;
ა.ვ) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები და მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა:
|
გადამცემის და ანტენის განთავსების ადგილი |
სიხშირე (მჰც) |
მოდულაცია |
პოლარ იზაცია V / H |
გასხივება |
გადამცემის სიმძლავრე (ვტ) |
გეოგრაფიული კოორდინატები |
ანტენის დაკიდების სიმაღლე მიწის ზედაპირიდან (მ) |
ანტენის გაძლიერების კოეფიციენტი (დბ) |
|
ქ. თბილისი |
101.9 |
FM |
V |
წრიული |
1000 |
41°41'44.88"N 44°47'6.11" E |
228 |
8 |
ა.ვ.ბ) მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა: გადამცემი სადგურის ტექნიკური პარამეტრების შესაბამისი მომსახურების სახმელეთო ტერიტორია, რომელიც პირობითად შემოსაზღვრულია ამ ტერიტორიაზე განთავსებული სადგურის მიერ შექმნილი სამაუწყებლო დონის სიგნალის ზღვრული მინიმალური მნიშვნელობის მქონე წერტილთა ერთობლიობის მომვლებით.
ბ)
ბ.ა) მაუწყებლობის სახე: რადიომაუწყებლობა;
ბ.ბ) მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;
ბ.გ) კერძო მაუწყებლობის ქვესახეობა: სპეციალიზებული (გასართობი) რადიომაუწყებლობა; ბ.დ)ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2026 წლის 31 დეკემბრამდე;
ბ.ე) მაუწყებლობის ენა: ქართული;
ბ.ვ) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები და მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა: ბ.ვ.ა) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები:
|
გადამცემის და ანტენის განთავსების ადგილი |
სიხშირე (მჰც) |
მოდულაცია |
პოლარ იზაცია V / H |
გასხივება |
გადამცემის სიმძლავრე (ვტ) |
გეოგრაფიული კოორდინატები |
ანტენის დაკიდების სიმაღლე მიწის ზედაპირიდან (მ) |
ანტენის გაძლიერების კოეფიციენტი (დბ) |
|
ქ. თბილისი |
97.5 |
FM |
V |
წრიული |
1000 |
41°41'44.88"N 44°47'6.11" E |
228 |
8 |
ზემოაღნიშნული გადამცემი სადგურის განთავსება შესაძლებელია მითითებული კოორდინატის მიმართ 500მ რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება±5მ).
ბ.ვ.ბ) მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა: გადამცემი სადგურის ტექნიკური პარამეტრების შესაბამისი მომსახურების სახმელეთო ტერიტორია, რომელიც პირობითად შემოსაზღვრულია ამ ტერიტორიაზე განთავსებული სადგურის მიერ შექმნილი სამაუწყებლო დონის სიგნალის ზღვრული მინიმალური მნიშვნელობის მქონე წერტილთა ერთობლიობის მომვლებით.
4. კომისიის 2025 წლის 8 მაისის №გ-25-23/215 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება კომისიის 2021 წლის 16 დეკემბრის №გ-21-6/663 გადაწყვეტილების (კერძო რადიომაუწყებლობის№B52 ლიცენზიის) ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ. ზეპირი მოსმენის თარიღად განისაზღვრა 2025 წლის 12 ივნისის 15:00 საათი, ხოლო გადაწყვეტილების მიღების ვადად ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღე.
II. სამოტივაციო ნაწილი
5. კომისიის 2025 წლის 12 ივნისის ზეპირი მოსმენის სხდომას ესწრებოდა შპს „არტ რადიოს“ დირექტორი ირაკლი შატბერაშვილი. ირაკლი შატბერაშვილმა აღნიშნა რომ მაუწყებლობის გათიშვა მოხდა იმის გამო, რომ ძლიერი ქარის დროს დაზიანდა სიგნალის გადასაცემად განკუთვნილი მოწყობილობა (ე.წ ბარექსი). მან განმარტა, რომ ანძამდე სიგნალის მიწოდების პრობლემა დღესაც არ არის სრულყოფილად აღმოფხვრილი და ამ კუთხით გრძელდება მუშაობა. ზეპირი მოსმენის სხდომაზე ასევე აღინიშნა, რომ რადიომაუწყებლობა ქ. თბილისში FM 97.5 მჰც სიხშირეზე არ ხორციელდებოდა 2024 წლის 14 დეკემბრიდან 2025 წლის 7 მაისამდე პერიოდში 144 დღის განმავლობაში.
6. კომისიამ 2025 წლის 12 ივნისის ზეპირი მოსმენის სხდომაზე ზეპირი მოსმენა დასრულებულად ჩაითვალა და საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების თარიღად ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 5 სამუშაო დღე - 2025 წლის 19 ივნისი დასახელდა.
7. კომისიის 2025 წლის 19 ივნისის სხდომას არ ესწრებოდა შპს “არტ რადიოს” წარმომადგენელი. სხდომაზე აღინიშნა, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 74-ე მუხლის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის გაუქმების საფუძველია ლიცენზიის მფლობელის მიერ ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობის შეწყვეტა წელიწადში ზედიზედ 3 თვეზე მეტი ვადით ან ერთი წლის 120 დღის განმავლობაში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ვინაიდან შპს “არტ რადიო” არ ახორციელებდა კერძო რადიომაუწყებლობის №B52 ლიცენზიით განსაზღვრულ სპეციალიზებულ რადიომაუწყებლობას ქ. თბილისში FM 97.5 მჰც სიხშირეზე 2024 წლის 14 დეკემბრიდან 2025 წლის 7 მაისამდე პერიოდში სახეზეა ლიცენზიის მფლობელის მიერ ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობის შეწყვეტა წელიწადში ზედიზედ 3 თვეზე მეტი ვადით. შესაბამისად კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება კომისიის 2021 წლის 16 დეკემბრის №გ-21-6/663 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე.
III. სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 382-ე მუხლის პირველი პუნქტის, 74-ე მუხლის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 62-ე და 115-ე მუხლების შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს კომისიის 2021 წლის 16 დეკემბრის №გ-21-6/663 გადაწყვეტილების (კერძო რადიომაუწყებლობის №B52 ლიცენზიის) პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტი და მე-3 პუნქტი;
2. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (ნ. ლორთქიფანიძე).
ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;
ბ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;
გ) ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გაგზავნის უზრუნველყოფა;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ბ.გასვიანი):
ა) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „არტ რადიოსთვის“ გაგზავნა;
ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;
4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე გამოქვეყნებისთანავე;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, N64) შპს „არტ რადიოსთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-3 პუნქტის გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ეკატერინე იმედაძე წევრი
