წვდომის მენიუ

შპს „შავი ზღვის ტელეკომის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N490 უფლების გაუქმებისა და კომისიის 2019 წლის 31 ოქტომბრის №გ-19-24/611 და 2020 წლის 23 იანვრის №გ-20-15/31 გადაწყვეტილებების ძალადაკარგულად ცნობის შესახებ

ნომერი: გ-25-4 / 434

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 25, 2025 11:30

მიღების თარიღი აგვისტო 21, 2025

შპს „შავი ზღვის ტელეკომის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N490 უფლების გაუქმებისა და კომისიის 2019 წლის 31 ოქტომბრის №გ-19-24/611 და 2020 წლის 23 იანვრის №გ-20-15/31 გადაწყვეტილებების ძალადაკარგულად ცნობის შესახებ

განმცხადებელი: შპს „შავი ზღვის ტელეკომი“ ს/კ 204432550;

კომისიის სხდომის თარიღი: 2025 წლის 21 აგვისტო.

I. აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული  კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-25-7/3225, 07.08.2025) მიმართა შპს „შავი ზღვის ტელეკომმა“ ნუმერაციის  რესურსით  სარგებლობის № N490 უფლების  გაუქმებისა  და კომისიის 2019 წლის 31 ოქტომბრის  №გ-19-24/611 და 2020 წლის 23 იანვრის  №გ-20-15/31 გადაწყვეტილებების ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.

2. კომისიის 2019 წლის 31 ოქტომბრის №გ-19-24/611 გადაწყვეტილებით შპს „შავი ზღვის ტელეკომი“ ფლობს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №  N490 უფლებას  5000 (ხუთი ათას) სააბონენტო ნომერზე (322890000 - 322894999) ქ. თბილისში ფიქსირებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და  საშუალებებით  მომსახურების  ორგანიზებისათვის  და  ამ  ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის, ავტორიზებული საქმიანობისთვის. შპს „შავი ზღვის ტელეკომი“ ასევე კომისიის  2020 წლის  23 იანვრის №გ-20-15/31 გადაწყვეტილებით ფლობს დამისამართების პრეფიქსს - 7-5-4-2 (შვიდი-ხუთი-ოთხი-ორი) შესაბამის ელექტრონულ საკომუნიკაციო მომსახურებაზე ავტორიზაციის ვადით, პორტაბელობის  ვალდებულების გაუქმებამდე, ფიქსირებული სატელეფონო მომსახურების ორგანიზებისთვის ტერმინალური მოწყობილობებიდან სააბონენტო ნომრების პორტაბელობის მონაცემთა ცენტრალურ ბაზაში ზარის დამისამართებისა და იდენტიფიცირებისთვის;

3. შპს „შავი ზღვის ტელეკომი“ ზემოაღნიშნულ ნუმერაციის რესურსზე ფლობს ერთ აბონენტებს, რომელიც წინასწარ ინფორმირებული არის  მომსახურების  მიწოდების  გაუქმებასთან დაკავშირებით. აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაცია კომისიაში წარმოდგენილ იქნა 2025 წლის 19 აგვისტოს (კომისიაში რეგისტრაციის №შ-25-6/3498).

4. შპს  „შავი  ზღვის  ტელეკომს“  ავტორიზაცია  შეუჩერდა   2025 წლის   20 აგვისტოს  საკუთარი განცხადების საფუძველზე.

II. სამოტივაციო ნაწილი

„ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილების მე-5    მუხლის    შესაბამისად,    ავტორიზებადი    საქმიანობის    განხორციელებისთვის განკუთვნილი  ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლება გაიცემა მხოლოდ ავტორიზებულ პირებზე. შესაბამისად, პირი, რომელსაც შეუჩერდება ავტორიზაცია, არ უნდა ფლობდეს ნუმერაციის რესურსს. ასევე ამავე დადგენილების მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების გაუქმების საფუძველია შესაბამის ელექტრონულ საკომუნიკაციო მომსახურებაზე ავტორიზაციის გაუქმება/შეჩერება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, უფლების გაუქმების შემთხვევაში მფლობელს მის მიერ გადახდილი ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასური არ უბრუნდება.

III. სარეზოლუციო ნაწილი

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის და მე-2 პუნქტის, ასევე კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული     ,,ნუმერაციის     რესურსის     გაცემის,     გამოყენებისა     და     ანგარიშსწორების წესების”  შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გაწყვიტა:

1. გაუქმდეს შპს „შავი ზღვის ტელეკომის" ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N490 უფლება და ცნობილ იქნას ძალადაკარგულად კომისიის 2019 წლის 31 ოქტომბრის №გ-19-24/611 და 2020 წლის 23 იანვრის №გ-20-15/31 გადაწყვეტილებები;

2. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;

3. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების შპს „შავი ზღვის ტელეკომისთვის“ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე) და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება (ნ. შოვნაძე);

4. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (ნ. ლორთქიფანიძე) ინფორმაციის კომისიის ავტორიზებულ პირთა რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) ერთი თვის ვადაში;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

ვახტანგ  აბაშიძე თავმჯდომარე  - მ.შ.

ნათია კუკულაძე წევრი

ივანე მახარაძე წევრი

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები