წვდომის მენიუ

შპს „ჰოლდინგი - აფხაზეთის ხმის“ კერძო რადიომაუწყებლობის №B76 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე

ნომერი: გ-25-6 / 127

გამოქვეყნების თარიღი მარტი 24, 2025 16:27

მიღების თარიღი მარტი 20, 2025

შპს „ჰოლდინგი - აფხაზეთის ხმის“ კერძო რადიომაუწყებლობის №B76 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე

განმცხადებელი: შპს „ჰოლდინგი - აფხაზეთის ხმა“;

კომისიის სხდომის თარიღი: 2025 წლის 20 თებერვალი;

I.აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული  კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ  კომისიას 2025 წლის 6 მარტს განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-25-7/915) მიმართა შპს „ჰოლდინგი - აფხაზეთის ხმამ“ (ს/კ 405591186) მისი კუთვნილი კერძო რადიომაუწყებლობის №B76 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების მოთხოვნით.

2.კომისია აღნიშნავს, რომ შპს  „ჰოლდინგი   - აფხაზეთის  ხმა“  ფლობს  კერძო  რადიომაუწყებლობის    №B76 ლიცენზიას კომისიის 2015 წლის 2 აპრილის №178/6, 2023 წლის 16 მარტის №გ-23-5/123 გადაწყვეტილებების და შპს „ჰოლდინგი - აფხაზეთის ხმის“ და  შპს  „მედია ჰოლდინგი - აფხაზეთის ხმას“ შორის 2023 წლის პირველ აპრილს გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) ლიცენზიის სახე:  რადიომაუწყებლობა;

ბ) ლიცენზიის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;

გ) კერძო მაუწყებლობის ქვესახეობა: სპეციალიზებული (გასართობი) რადიომაუწყებლობა; დ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2025 წლის 8 აპრილამდე;

ე) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული;

ვ) მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში - 16 საათი; ზ) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები:

 გადამცემის და ანტენის განთავსების ადგილი

 სიხშირე

(მჰც)

 მოდულაცია

 პოლარ იზაცია V / H

 გასხივება

 გამცემის სიმძლავრე (ვტ)

 გეოგრაფიული კოორდინატები

ანტენის დაკიდების სიმაღლე მიწის

ზედაპირიდან (მ)

ანტენის გაძლიერების კოეფიციენტი (დბ)

 ქ. თბილისი

 97.1

 FM

 V

 წრიული

 1000

 41°41'44"N

44°47'05"E

 100

 8

ზემოაღნიშნული გადამცემი სადგურის განთავსება შესაძლებელია მითითებული კოორდინატის მიმართ 500მ რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება±5მ).

თ) მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა: გადამცემი სადგურის ტექნიკური პარამეტრების შესაბამისი მომსახურების სახმელეთო ტერიტორია, რომელიც პირობითად შემოსაზღვრულია ამ ტერიტორიაზე განთავსებული სადგურის მიერ შექმნილი სამაუწყებლო დონის სიგნალის ზღვრული მინიმალური მნიშვნელობის მქონე წერტილთა ერთობლიობის მომვლებით.

II. სამოტივაციო ნაწილი

3.მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 76-ე მუხლის 34-ე პუნქტის შესაბამისად იმ ლიცენზიის მოქმედება, რომელსაც ამ კანონის 39-ე  მუხლის  შესაბამისად გაგრძელებული  მოქმედების ვადა  2025  წლის 31 დეკემბრამდე ეწურება, გაგრძელდეს უსასყიდლოდ, 2026 წლის 31 დეკემბრამდე, კომისიის მიერ მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით მიღებული გადაწყვეტილებით. ამ შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელმა ლიცენზიის მოქმედების გაგრძელების შესახებ განცხადებით უნდა მიმართოს კომისიას ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე 1 თვით ადრე.

4.კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ჰოლდინგი - აფხაზეთის ხმის“ კერძო რადიომაუწყებლობის №B76 ლიცენზიას „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 39-ე მუხლის შესაბამისად ერთხელ უკვე გაუგრძელდა მოქმედების ვადა 2025 წლის 8 აპრილამდე, კომისიის 2015 წლის 2 აპრილის №178/6 გადაწყვეტილებით. კომისია ასევე აღნიშნავს, რომ შპს „ჰოლდინგი - აფხაზეთის ხმამ“, განაცხადი ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების მოთხოვნით კომისიაში შემოიტანა 2025 წლის 6 მარტს, შესაბამისად კომპანიის მიერ დაცულია კომისიაში ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების განცხადების წარმოდგენისათვის დადგენილი ვადა.

III. სარეზოლუციო ნაწილი

5.ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 74-ე მუხლის 34-ე პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გაწყვიტა:

1.გაუგრძელდეს მოქმედების ვადა შპს „ჰოლდინგი - აფხაზეთის ხმის“ (ს/კ 405591186) კერძო რადიომაუწყებლობის №B76 ლიცენზიას 2025 წლის 8 აპრილიდან 2026 წლის 31 დეკემბრამდე შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) ლიცენზიის სახე:  რადიომაუწყებლობა;

ბ) ლიცენზიის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;

გ) კერძო მაუწყებლობის ქვესახეობა: სპეციალიზებული (გასართობი) რადიომაუწყებლობა; დ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2026 წლის 31 დეკემბრამდე;

ე) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული;

ვ) მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში - 16 საათი; ზ) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები:

გადამცემის და ანტენის განთავსების ადგილი

სიხშირე

(მჰც)

მოდულაცია

პოლარ იზაცია V / H

 გასხივება

გამცემის სიმძლავრე (ვტ)

 გეოგრაფიული კოორდინატები

ანტენის დაკიდების სიმაღლე მიწის

ზედაპირიდან (მ)

ანტენის გაძლიერების კოეფიციენტი (დბ)

 ქ. თბილისი

 97.1

 FM

 V

 წრიული

 1000

 41°41'44"N

44°47'05"E

 100

 8

ზემოაღნიშნული გადამცემი სადგურის განთავსება შესაძლებელია მითითებული კოორდინატის მიმართ 500მ რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება±5მ).

თ) მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა: გადამცემი სადგურის ტექნიკური პარამეტრების შესაბამისი მომსახურების სახმელეთო ტერიტორია, რომელიც პირობითად შემოსაზღვრულია ამ ტერიტორიაზე განთავსებული სადგურის მიერ შექმნილი სამაუწყებლო დონის სიგნალის ზღვრული მინიმალური მნიშვნელობის მქონე წერტილთა ერთობლიობის მომვლებით.

2.შპს „ჰოლდინგი - აფხაზეთის ხმა“ ვალდებულია:

ა) დაიცვას “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული მედიამომსახურების სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნები;

ბ) მედიამომსახურების სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში,  მათთან შესაბამისობაში მოიყვანოს ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობა;

გ)  გამოყენებული  ტექნიკური საშუალებები და განხორციელებული მომსახურების  ხარისხი შეუსაბამოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნორმატივებსა და სტანდარტებს, იქონიოს შესაბამისობის სერთიფიკატი;

დ) დაიცვას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის წესი;

ე) უზრუნველყოს, ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობისათვის, საჭიროების შემთხვევაში, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვების მიღება;

3.დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (ნ. ლორთქიფანიძე).

ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;

ბ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;

გ) ლიცენზიის ვადის გაგრძელების თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გაგზავნის უზრუნველყოფა;

4.დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ბ. გასვიანი):

ა) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „ჰოლდინგი - აფხაზეთის ხმისთვის“ გაგზავნა;

ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;

5.გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე გამოქვეყნებისთანავე;

6.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, N64) შპს „ჰოლდინგი - აფხაზეთის ხმისთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

7.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ა), ბ), გ), ე) და ვ) ქვეპუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (კ. ქორიძე);

8.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ზ) და თ) ქვეპუნქტების   შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტს (ა.ქარუმიძე);

9.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე ერთობლივად დაევალოს კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს, სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტს, იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს და ადმინისტრაციის საფინანსო- საბიუჯეტო ჯგუფს;

10.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (პირველი პუნქტის ა), ბ), გ), ე), ვ), ზ) და თ) ქვეპუნქტების, მე-4, მე-7 და მე-8 პუნქტების გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

კახი ბექაური                    თავმჯდომარე

ეკატერინე  იმედაძე            წევრი

ნათია კუკულაძე                 წევრი

ივანე მახარაძე                    წევრი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები