შპს „ტელე-რადიო კომპანია მწვანე ტალღის“ კერძო რადიომაუწყებლობის №B75 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 17, 2025 14:57
მიღების თარიღი იანვარი 16, 2025
შპს „ტელე-რადიო კომპანია მწვანე ტალღის“ კერძო რადიომაუწყებლობის №B75 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე
განმცხადებელი: შპს „ტელე-რადიო კომპანია მწვანე ტალღა“;
კომისიის სხდომის თარიღი: 2025 წლის 16 იანვარი;
I. აღწერილობითი ნაწილი
1.საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას 2024 წლის 20 დეკემბერს განცხადებით (#20122024 /01) მიმართა შპს “ტელე-რადიო კომპანია მწვანე ტალღამ” (ს/კ 204876269) მისი კუთვნილი კერძო რადიომაუწყებლობის №B75 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების მოთხოვნით.
2.კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ტელე-რადიო კომპანია მწვანე ტალღა“ ფლობს კერძო რადიომაუწყებლობის №B75 ლიცენზიას კომისიის 2015 წლის 16 იანვრის №29/6, 2015 წლის 24 დეკემბრის №813/22 და 2019 წლის 7 თებერვლის№50/2 გადაწყვეტილებებით განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით: ა) ლიცენზიის სახე: რადიომაუწყებლობა;
ბ) ლიცენზიის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;
გ) კერძო მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო მაუწყებლობა;
დ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2025 წლის 21 იანვრამდე;
ე) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული, სომხური, აზერბაიჯანული, რუსული, ინგლისური;
ვ) მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში - 6 საათი;
ზ) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები:
გადამცემის და ანტენის განთავსების ადგილი |
სიხშირე (მჰც) |
მოდუ ლაცია |
პოლარ იზაცია V / H |
გასხივება |
გადამცემის სიმძლავრე (ვტ) |
გეოგრაფიული კოორდინატები |
ანტენის დაკიდების სიმაღლე მიწის ზედაპირიდან (მ) |
ანტენის გაძლიერების კოეფიციენტი (დბ) |
გორის ანძა |
101.5 |
FM |
V |
წრიული |
1000 |
42°01'56"N 44°02'51"E |
140 |
8 |
ქუთაისის ანძა |
107.5 |
FM |
V |
წრიული |
2000 |
42°16'49"N 42°44'11"E |
100 |
8 |
ზუგდიდის ანძა |
103.7 |
FM |
V |
წრიული |
1000 |
42°24'48"N 41°49'5"E |
50 |
6 |
ბათუმის ანძა |
101.5 |
FM |
V |
წრიული |
500 |
41°41'37"N 41°42'55"E |
100 |
8 |
თელავი |
106.1 |
FM |
V |
წრიული |
500 |
41°52'13"N 45°24'35"E |
35 |
6 |
ბორჯომის ანძა |
107.5 |
FM |
V |
წრიული |
250 |
41°49'26"N 43°23'01"E |
30 |
8 |
ბაკურიანი |
107.1 |
FM |
V |
წრიული |
25 |
41°44'8"N 43°33'13"E |
20 |
6 |
ახალქალაქის ანძა |
107.5 |
FM |
V |
წრიული |
500 |
41°20'52"N 43°25'34"E |
60 |
8 |
ახალციხის ანძა |
104.6 |
FM |
V |
წრიული |
250 |
41°37'48"N 42°57'25"E |
35 |
8 |
ფასანაური |
107.5 |
FM |
V |
წრიული |
250 |
42°21'00"N 44°41'03"E |
30 |
6 |
გუდაური |
101.7 |
FM |
V |
წრიული |
25 |
42°29'20"N 44°30'02"E |
30 |
6 |
სტეფანწმინდა ელ.კავშირის ანძა |
107.5 |
FM |
V |
წრიული |
250 |
42°39'24"N 44°39'10"E |
25 |
6 |
დმანისის ანძა |
101.0 |
FM |
V |
წრიული |
1000 |
41°22'38"N 44°12'52"E |
150 |
8 |
დედოფლისწყაროს ანძა |
100.7 |
FM |
V |
წრიული |
1000 |
41°28'00"N 46°08'11"E |
180 |
8 |
ჭიათურის ანძა |
107.5 |
FM |
V |
წრიული |
250 |
42°17'16"N 43°15'39"E |
50 |
8 |
ზემოაღნიშნული გადამცემი სადგურების განთავსება შესაძლებელია მითითებული კოორდინატების მიმართ 500მ რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება±5მ).
თ) მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა: გადამცემი სადგურების ტექნიკური პარამეტრების შესაბამისი მომსახურების სახმელეთო ტერიტორია, რომელიც პირობითად შემოსაზღვრულია ამ ტერიტორიაზე განთავსებული სადგურების მიერ შექმნილი სამაუწყებლო დონის სიგნალის ზღვრული მინიმალური მნიშვნელობის მქონე წერტილთა ერთობლიობის მომვლებით.
II. სამოტივაციო ნაწილი
3.მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 76-ე მუხლის 34-ე პუნქტის შესაბამისად იმ ლიცენზიის მოქმედება, რომელსაც ამ კანონის 39-ე მუხლის შესაბამისად გაგრძელებული მოქმედების ვადა 2025 წლის 31 დეკემბრამდე ეწურება, გაგრძელდეს უსასყიდლოდ, 2026 წლის 31 დეკემბრამდე, კომისიის მიერ მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით მიღებული გადაწყვეტილებით. ამ შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელმა ლიცენზიის მოქმედების გაგრძელების შესახებ განცხადებით უნდა მიმართოს კომისიას ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე 1 თვით ადრე.
4.კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ტელე-რადიო კომპანია მწვანე ტალღას“ კერძო რადიომაუწყებლობის №B75 ლიცენზიას „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 39-ე მუხლის შესაბამისად ერთხელ უკვე გაუგრძელდა მოქმედების ვადა 2025 წლის 21 იანვრამდე, კომისიის 2015 წლის 16 იანვრის №29/6 გადაწყვეტილებით. კომისია ასევე აღნიშნავს, რომ შპს „ტელე-რადიო კომპანია მწვანე ტალღამ“ განაცხადი ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების მოთხოვნით კომისიაში შემოიტანა 2024 წლის 20 დეკემბერს, შესაბამისად კომპანიის მიერ დაცულია კომისიაში ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების განცხადების წარმოდგენისათვის დადგენილი ვადა.
III. სარეზოლუციო ნაწილი
5. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 74-ე მუხლის 34-ე პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1.გაუგრძელდეს მოქმედების ვადა შპს “ტელე-რადიო კომპანია მწვანე ტალღის” (ს/კ 204876269) კერძო რადიომაუწყებლობის №B75 ლიცენზიას 2025 წლის 21 იანვრიდან 2026 წლის 31 დეკემბრამდე შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) ლიცენზიის სახე: რადიომაუწყებლობა;
ბ) ლიცენზიის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;
გ) კერძო მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო მაუწყებლობა;
დ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2026 წლის 31 დეკემბრამდე;
ე) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული, სომხური, აზერბაიჯანული, რუსული, ინგლისური;
ვ) მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში - 6 საათი;
ზ) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები:
გადამცემის და ანტენის განთავსების ადგილი |
სიხშირე (მჰც) |
მოდუ ლაცია |
პოლარ იზაცია V / H |
გასხივება |
გადამცემის სიმძლავრე (ვტ) |
გეოგრაფიული კოორდინატები |
ანტენის დაკიდების სიმაღლე მიწის ზედაპირიდან (მ) |
ანტენის გაძლიერების კოეფიციენტი (დბ) |
გორის ანძა |
101.5 |
FM |
V |
წრიული |
1000 |
42°01'56"N 44°02'51"E |
140 |
8 |
ქუთაისის ანძა |
107.5 |
FM |
V |
წრიული |
2000 |
42°16'49"N 42°44'11"E |
100 |
8 |
ზუგდიდის ანძა |
103.7 |
FM |
V |
წრიული |
1000 |
42°24'48"N 41°49'5"E |
50 |
6 |
ბათუმის ანძა |
101.5 |
FM |
V |
წრიული |
500 |
41°41'37"N 41°42'55"E |
100 |
8 |
თელავი |
106.1 |
FM |
V |
წრიული |
500 |
41°52'13"N 45°24'35"E |
35 |
6 |
ბორჯომის ანძა |
107.5 |
FM |
V |
წრიული |
250 |
41°49'26"N 43°23'01"E |
30 |
8 |
ბაკურიანი |
107.1 |
FM |
V |
წრიული |
25 |
41°44'8"N 43°33'13"E |
20 |
6 |
ახალქალაქის ანძა |
107.5 |
FM |
V |
წრიული |
500 |
41°20'52"N 43°25'34"E |
60 |
8 |
ახალციხის ანძა |
104.6 |
FM |
V |
წრიული |
250 |
41°37'48"N 42°57'25"E |
35 |
8 |
ფასანაური |
107.5 |
FM |
V |
წრიული |
250 |
42°21'00"N 44°41'03"E |
30 |
6 |
გუდაური |
101.7 |
FM |
V |
წრიული |
25 |
42°29'20"N 44°30'02"E |
30 |
6 |
სტეფანწმინდა ელ.კავშირის ანძა |
107.5 |
FM |
V |
წრიული |
250 |
42°39'24"N 44°39'10"E |
25 |
6 |
დმანისის ანძა |
101.0 |
FM |
V |
წრიული |
1000 |
41°22'38"N 44°12'52"E |
150 |
8 |
დედოფლისწყაროს ანძა |
100.7 |
FM |
V |
წრიული |
1000 |
41°28'00"N 46°08'11"E |
180 |
8 |
ჭიათურის ანძა |
107.5 |
FM |
V |
წრიული |
250 |
42°17'16"N 43°15'39"E |
50 |
8 |
ზემოაღნიშნული გადამცემი სადგურების განთავსება შესაძლებელია მითითებული კოორდინატების მიმართ 500მ რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება±5მ).
თ) მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა: გადამცემი სადგურების ტექნიკური პარამეტრების შესაბამისი მომსახურების სახმელეთო ტერიტორია, რომელიც პირობითად შემოსაზღვრულია ამ ტერიტორიაზე განთავსებული სადგურების მიერ შექმნილი სამაუწყებლო დონის სიგნალის ზღვრული მინიმალური მნიშვნელობის მქონე წერტილთა ერთობლიობის მომვლებით.
2.შპს “ტელე-რადიო კომპანია მწვანე ტალღა” ვალდებულია:
ა) დაიცვას “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული მედიამომსახურების სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნები;
ბ) მედიამომსახურების სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში, მათთან შესაბამისობაში მოიყვანოს ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობა;
გ) გამოყენებული ტექნიკური საშუალებები და განხორციელებული მომსახურების ხარისხი შეუსაბამოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნორმატივებსა და სტანდარტებს, იქონიოს შესაბამისობის სერთიფიკატი;
დ) დაიცვას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის წესი;
ე) უზრუნველყოს, ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობისათვის, საჭიროების შემთხვევაში, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვების მიღება;
3.დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (ნ. ლორთქიფანიძე).
ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;
ბ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;
გ) ლიცენზიის ვადის გაგრძელების თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გაგზავნის უზრუნველყოფა;
4.დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ):
ა) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს “ტელე-რადიო კომპანია მწვანე ტალღისთვის” გაგზავნა;
ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;
5.გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე გამოქვეყნებისთანავე;
6.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, N64) შპს “ტელე-რადიო კომპანია მწვანე ტალღისთვის” ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
7.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ა), ბ), გ), ე) და ვ) ქვეპუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (კ. ქორიძე);
8.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ზ) და თ) ქვეპუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტს (ა.ქარუმიძე);
9.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე ერთობლივად დაევალოს კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს, სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტს, იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს და ადმინისტრაციის საფინანსო- საბიუჯეტო ჯგუფს;
10.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (პირველი პუნქტის ა), ბ), გ), ე), ვ), ზ) და თ) ქვეპუნქტების, მე-4, მე-7 და მე-8 პუნქტების გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).
ვახტანგ აბაშიძე თავმჯდომარე - მ.შ.
ნათია კუკულაძე წევრი
ივანე მახარაძე წევრი