ააიპ „ჯიპა-საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის“ კერძო რადიომაუწყებლობის B12 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 17, 2025 15:54
მიღების თარიღი ნოემბერი 13, 2025
ააიპ „ჯიპა-საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის“ კერძო რადიომაუწყებლობის B12 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე
განმცხადებელი: ააიპ „ჯიპა-საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი“; კომისიის სხდომის თარიღი: 2025 წლის 13 ნოემბერი;
I. აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას 2025 წლის 21 ოქტომბერს განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-25-6/4408) მიმართა ააიპ „ჯიპა-საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტმა“ (ს/კ 204429341) მისი კუთვნილი კერძო რადიომაუწყებლობის №B12 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების მოთხოვნით.
2. კომისია აღნიშნავს, რომ ააიპ „ჯიპა-საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი“ ფლობს კერძო რადიომაუწყებლობის №B12 ლიცენზიას კომისიის 2015 წლის 6 ნოემბრის №681/2 გადაწყვეტილებით განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) ლიცენზიის სახე: რადიომაუწყებლობა;
ბ) ლიცენზიის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;
გ) კერძო მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო რადიომაუწყებლობა; დ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2025 წლის 25 ნოემბრამდე;
ე) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული, ინგლისური;
ვ) მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში - 12 საათი; ზ) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები:
|
გადამცემის და ანტენის განთავსების ადგილი |
სიხშირე (მჰც) |
მოდულაცია |
პოლარ იზაცია V / H |
გასხივება |
გადამცემის სიმძლავრე (ვტ) |
გეოგრაფიული კოორდინატები |
ანტენის დაკიდების სიმაღლე მიწის ზედაპირიდან (მ) |
ანტენის გაძლიერების კოეფიციენტი (დბ) |
|
ქ. თბილისი |
94.3 |
FM |
V |
წრიული |
1000 |
41°41'45"N 44°47'06"E |
100 |
8 |
ზემოაღნიშნული გადამცემი სადგურის განთავსება შესაძლებელია მითითებული კოორდინატის მიმართ 500მ რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება±5მ).
II. სამოტივაციო ნაწილი
3. მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 76-ე მუხლის 34-ე პუნქტის შესაბამისად იმ ლიცენზიის მოქმედება, რომელსაც ამ კანონის 39-ე მუხლის შესაბამისად გაგრძელებული მოქმედების ვადა 2025 წლის 31 დეკემბრამდე ეწურება, გაგრძელდეს უსასყიდლოდ, 2026 წლის 31 დეკემბრამდე, კომისიის მიერ მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით მიღებული გადაწყვეტილებით. ამ შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელმა ლიცენზიის მოქმედების გაგრძელების შესახებ განცხადებით უნდა მიმართოს კომისიას ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე 1 თვით ადრე.
4. კომისია აღნიშნავს, რომ ააიპ „ჯიპა-საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის“ კერძო რადიომაუწყებლობის №B12 ლიცენზიას „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 39-ე მუხლის შესაბამისად ერთხელ უკვე გაუგრძელდა მოქმედების ვადა 2025 წლის 25 ნოემბრამდე, კომისიის 2015 წლის 6 ნოემბრის №681/2 გადაწყვეტილებით. კომისია ასევე აღნიშნავს, რომ ააიპ „ჯიპა-საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტმა“, განაცხადი ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების მოთხოვნით კომისიაში შემოიტანა 2025 წლის 21 ოქტომბერს, შესაბამისად კომპანიის მიერ დაცულია კომისიაში ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების განცხადების წარმოდგენისათვის დადგენილი ვადა.
III. სარეზოლუციო ნაწილი
5. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 74-ე მუხლის 34-ე პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. გაუგრძელდეს მოქმედების ვადა ააიპ „ჯიპა-საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის“ (ს/კ204429341) კერძო რადიომაუწყებლობის №B12 ლიცენზიას 2025 წლის 25 ნოემბრიდან 2026 წლის 31 დეკემბრამდე შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) ლიცენზიის სახე: რადიომაუწყებლობა;
ბ) ლიცენზიის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;
გ) კერძო მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო რადიომაუწყებლობა; დ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2026 წლის 31 დეკემბრამდე;
ე) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული, ინგლისური;
ვ) მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში - 12 საათი;
ზ) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები:
|
გადამცემის და ანტენის განთავსების ადგილი |
სიხშირე (მჰც) |
მოდულაცია |
პოლარ იზაცია V / H |
გასხივება |
გადამცემის სიმძლავრე (ვტ) |
გეოგრაფიული კოორდინატები |
ანტენის დაკიდების სიმაღლე მიწის ზედაპირიდან (მ) |
ანტენის გაძლიერების კოეფიციენტი (დბ) |
|
ქ. თბილისი |
94.3 |
FM |
V |
წრიული |
1000 |
41°41'45"N 44°47'06"E |
100 |
8 |
ზემოაღნიშნული გადამცემი სადგურის განთავსება შესაძლებელია მითითებული კოორდინატის მიმართ 500მ რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება±5მ).
თ) მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა: გადამცემი სადგურის ტექნიკური პარამეტრების შესაბამისი მომსახურების სახმელეთო ტერიტორია, რომელიც პირობითად შემოსაზღვრულია ამ ტერიტორიაზე განთავსებული სადგურის მიერ შექმნილი სამაუწყებლო დონის სიგნალის ზღვრული მინიმალური მნიშვნელობის მქონე წერტილთა ერთობლიობის მომვლებით.
2. ააიპ „ჯიპა-საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი“ვალდებულია:
ა) დაიცვას “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული მედიამომსახურების სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნები;
ბ) მედიამომსახურების სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში, მათთან შესაბამისობაში მოიყვანოს ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობა;
გ) გამოყენებული ტექნიკური საშუალებები და განხორციელებული მომსახურების ხარისხი შეუსაბამოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნორმატივებსა და სტანდარტებს, იქონიოს შესაბამისობის სერთიფიკატი; დ) დაიცვას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის წესი;
ე) უზრუნველყოს, ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობისათვის, საჭიროების შემთხვევაში, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვების მიღება;
3. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (ნ. ლორთქიფანიძე).
ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა; ბ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;
გ) ლიცენზიის ვადის გაგრძელების თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გაგზავნის უზრუნველყოფა;
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ბ.გასვიანი):
ა) აღნიშნული გადაწყვეტილების ააიპ „ჯიპა-საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტისთვის“ გაგზავნა;
ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;
5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე გამოქვეყნებისთანავე;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, N64) ააიპ „ჯიპა-საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტისთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ა), ბ), გ), ე) და ვ) ქვეპუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (კ. ქორიძე);
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ზ) და თ) ქვეპუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტს (ა.ქარუმიძე);
9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე ერთობლივად დაევალოს კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს, სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტს, იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს და ადმინისტრაციის საფინანსო- საბიუჯეტო ჯგუფს;
10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (პირველი პუნქტის ა), ბ), გ), ე), ვ), ზ) და თ) ქვეპუნქტების, მე-4, მე-7 და მე-8 პუნქტების გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).
ვახტანგ აბაშიძე თავმჯდომარე - მ.შ.
ეკატერინე იმედაძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
ივანე მახარაძე წევრი
