წვდომის მენიუ

შპს „რადიო ჰოლდინგი ფორტუნას“ კერძო რადიომაუწყებლობის №B78 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე

ნომერი: გ-25-6 / 75

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 18, 2025 11:59

მიღების თარიღი თებერვალი 13, 2025

შპს „რადიო ჰოლდინგი ფორტუნას“ კერძო რადიომაუწყებლობის №B78 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე

განმცხადებელი: შპს „რადიო ჰოლდინგი ფორტუნა“;

კომისიის სხდომის თარიღი: 2025 წლის 13 თებერვალი;

I. აღწერილობითი ნაწილი

1.საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული  კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ  კომისიას 2025 წლის 5 თებერვალს განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-25-7/458) მიმართა შპს „რადიო ჰოლდინგმა ფორტუნამ“ (ს/კ 204892535) მისი კუთვნილი კერძო რადიომაუწყებლობის №B78 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების მოთხოვნით.

2.კომისია  აღნიშნავს,  რომ  შპს  „რადიო  ჰოლდინგი  ფორტუნა“  ფლობს  კერძო  რადიომაუწყებლობის №B78 ლიცენზიას კომისიის 2015 წლის 25 მარტის №152/6, 2015 წლის 24 დეკემბრის №813/22 და 2018 წლის 5 ივლისის №385/2 გადაწყვეტილებებით განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) ლიცენზიის სახე:  რადიომაუწყებლობა;

ბ) ლიცენზიის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;

გ) კერძო მაუწყებლობის ქვესახეობა: სპეციალიზებული (მუსიკალური) მაუწყებლობა;

დ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2025 წლის 25 მარტამდე;

ე) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული, რუსული, ინგლისური;

ვ) მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში - 24 საათი; ზ) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები:

გადამცემის და ანტენის განთავსების ადგილი

 სიხშირე

(მჰც)

 მოდუ ლაცია

 პოლარ იზაცია V / H

გასხივება

 გადამცემის სიმძლავრე (ვტ)

 გეოგრაფიული კოორდინატები

ანტენის დაკიდების სიმაღლე მიწის ზედაპირიდან (მ)

ანტენის გაძლიერების კოეფიციენტი (დბ)

 ქ. თბილისი

 96.7

 FM

 V

 წრიული

 1000

 41°41'44"N

44°47'05"E

 130

 8

 ქ. ბათუმი

 101.9

 FM

 V

 წრიული

 1000

 41°41'37"N

41°42'55"E

 35

 8

 სანავარდოს ანძა

 105.7

 FM

 V

 წრიული

 500

 41°54'23"N

45°49'42"E

 50

 8

 გორის ანძა

 102.0

 FM

 V

 წრიული

 500

 42°01'56"N

44°02'51"E

 140

 8

 დმანისის ანძა

 103.0

 FM

 V

 წრიული

 500

 41°22'38"N

44°12'52"E

 150

 8

 ახალციხის ანძა

 105.1

 FM

 V

 წრიული

 500

 41°37'48"N

44°57'25"E

 35

 8

 ქუთაისის ანძა

 102.7

 FM

 V

 წრიული

 1500

 42°16'49"N

42°44'11"E

 118

 8

 ზუგდიდის ანძა

 107.7

 FM

 V

 წრიული

 500

 42°24'48"N

41°49'5"E

 50

 8

ზემოაღნიშნული გადამცემი სადგურების განთავსება შესაძლებელია მითითებული კოორდინატების მიმართ 500მ რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება±5მ).

თ) მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა: გადამცემი სადგურების ტექნიკური პარამეტრების შესაბამისი მომსახურების სახმელეთო ტერიტორია, რომელიც პირობითად შემოსაზღვრულია ამ ტერიტორიაზე განთავსებული სადგურების მიერ შექმნილი სამაუწყებლო დონის სიგნალის ზღვრული მინიმალური მნიშვნელობის მქონე წერტილთა ერთობლიობის მომვლებით.

II. სამოტივაციო ნაწილი

3.მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 76-ე მუხლის 34-ე პუნქტის შესაბამისად იმ ლიცენზიის მოქმედება,  რომელსაც  ამ  კანონის 39-ე  მუხლის შესაბამისად  გაგრძელებული  მოქმედების  ვადა  2025  წლის 31 დეკემბრამდე ეწურება, გაგრძელდეს უსასყიდლოდ, 2026 წლის 31 დეკემბრამდე, კომისიის მიერ მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით მიღებული გადაწყვეტილებით. ამ შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელმა ლიცენზიის მოქმედების გაგრძელების შესახებ განცხადებით უნდა მიმართოს კომისიას ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე 1 თვით ადრე.

4.კომისია აღნიშნავს, რომ შპს „რადიო ჰოლდინგი ფორტუნას“ კერძო რადიომაუწყებლობის №B78 ლიცენზიას „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 39-ე მუხლის შესაბამისად ერთხელ უკვე გაუგრძელდა მოქმედების ვადა 2025 წლის 25 მარტამდე, კომისიის 2015 წლის 25 მარტის №152/6 გადაწყვეტილებით. კომისია ასევე აღნიშნავს, რომ შპს „რადიო ჰოლდინგმა ფორტუნამ“ განაცხადი ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების მოთხოვნით კომისიაში შემოიტანა 2025 წლის 5 თებერვალს, შესაბამისად კომპანიის მიერ დაცულია კომისიაში ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების განცხადების წარმოდგენისათვის დადგენილი ვადა.

III. სარეზოლუციო ნაწილი

5.ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 74-ე მუხლის 34-ე პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.გაუგრძელდეს მოქმედების ვადა შპს „რადიო ჰოლდინგი ფორტუნას“ (ს/კ 204892535) კერძო რადიომაუწყებლობის №B78 ლიცენზიას 2025 წლის 25 მარტიდან 2026 წლის 31 დეკემბრამდე შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) ლიცენზიის სახე:  რადიომაუწყებლობა;

ბ) ლიცენზიის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;

გ) კერძო მაუწყებლობის ქვესახეობა: სპეციალიზებული (მუსიკალური) მაუწყებლობა; დ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2026 წლის 31 დეკემბრამდე;

ე) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული, რუსული, ინგლისური;

ვ) მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში - 24 საათი; ზ) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები:

 გადამცემის და ანტენის

განთავსების ადგილი

 სიხშირე

(მჰც)

 მოდუ ლაცია

 პოლარ იზაცია V / H

 გასხივება

 გადამცემის სიმძლავრე (ვტ)

 გეოგრაფიული კოორდინატები

ანტენის დაკიდების სიმაღლე მიწის ზედაპირიდან (მ)

ანტენის გაძლიერების კოეფიციენტი (დბ)

 ქ. თბილისი

 96.7

 FM

 V

 წრიული

 1000

 41°41'44"N

44°47'05"E

 130

8

 ქ. ბათუმი

 101.9

 FM

 V

 წრიული

 1000

 41°41'37"N

41°42'55"E

 35

 8

 სანავარდოს ანძა

 105.7

 FM

 V

წრიული

 500

 41°54'23"N

45°49'42"E

 50

 8

 გორის ანძა

 102.0

 FM

 V

 წრიული

 500

 42°01'56"N

44°02'51"E

 140

 8

 დმანისის ანძა

 103.0

 FM

 V

 წრიული

 500

 41°22'38"N

44°12'52"E

 150

8

 ახალციხის ანძა

 105.1

 FM

 V

 წრიული

 500

 41°37'48"N

44°57'25"E

 35

 8

 ქუთაისის ანძა

 102.7

 FM

 V

 წრიული

 1500

 42°16'49"N

42°44'11"E

 118

 8

 ზუგდიდის ანძა

 107.7

 FM

 V

 წრიული

 500

 42°24'48"N

41°49'5"E

 50

 8

ზემოაღნიშნული გადამცემი სადგურების განთავსება შესაძლებელია მითითებული კოორდინატების მიმართ 500მ რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება±5მ).

თ) მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა: გადამცემი სადგურების ტექნიკური პარამეტრების შესაბამისი მომსახურების სახმელეთო ტერიტორია, რომელიც პირობითად შემოსაზღვრულია ამ ტერიტორიაზე განთავსებული სადგურების მიერ შექმნილი სამაუწყებლო დონის სიგნალის ზღვრული მინიმალური მნიშვნელობის მქონე წერტილთა ერთობლიობის მომვლებით.

2.შპს „რადიო ჰოლდინგი ფორტუნა“ ვალდებულია:

ა)დაიცვას  “მაუწყებლობის  შესახებ”  საქართველოს კანონის მე-3  მუხლის  შესაბამისად განსაზღვრული მედიამომსახურების სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნები;

ბ)მედიამომსახურების  სფეროში  მოქმედ  კანონმდებლობაში  ცვლილებების  შეტანის  შემთხვევაში,  მათთან შესაბამისობაში მოიყვანოს ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობა;

გ)გამოყენებული ტექნიკური საშუალებები  და  განხორციელებული  მომსახურების  ხარისხი შეუსაბამოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნორმატივებსა და სტანდარტებს, იქონიოს შესაბამისობის სერთიფიკატი; დ) დაიცვას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის წესი;

ე)უზრუნველყოს,   ლიცენზიით   განსაზღვრული   საქმიანობისათვის,   საჭიროების   შემთხვევაში,  მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვების მიღება;

3.დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (ნ. ლორთქიფანიძე).

ა)სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა; ბ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;

გ)ლიცენზიის ვადის გაგრძელების თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გაგზავნის უზრუნველყოფა;

4.დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ):

ა)აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „რადიო ჰოლდინგი ფორტუნასთვის“ გაგზავნა;

ბ)აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;

5.გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე გამოქვეყნებისთანავე;

6.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, N64) შპს „რადიო ჰოლდინგი ფორტუნასთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

7.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ა), ბ), გ), ე) და ვ) ქვეპუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (კ. ქორიძე);

8.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ზ) და თ) ქვეპუნქტების   შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტს (ა.ქარუმიძე);

9.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე ერთობლივად დაევალოს კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს, სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტს, იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს და ადმინისტრაციის საფინანსო- საბიუჯეტო ჯგუფს;

10.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (პირველი პუნქტის ა), ბ), გ), ე), ვ), ზ) და თ) ქვეპუნქტების, მე-4, მე-7 და მე-8 პუნქტების გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

ვახტანგ  აბაშიძე              თავმჯდომარე  - მ.შ.

ეკატერინე  იმედაძე         წევრი

ნათია კუკულაძე             წევრი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები