წვდომის მენიუ

რადიომოყვარულ ომარ ოდოშაშვილისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ

ნომერი: გ-25-7- / 152

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 07, 2025 15:31

მიღების თარიღი აპრილი 03, 2025

რადიომოყვარულ ომარ ოდოშაშვილისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ

განმცხადებელი: ომარ ოდოშაშვილი

კომისიის სხდომის თარიღი: 03.04.2025

I. აღწერილობითი ნაწილი

1.საქართველოს  კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-25-9/1172,24.03.25) მიმართა მოქალაქე ომარ ოდოშაშვილმა სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების თაობაზე.

II. სამოტივაციო ნაწილი

2.კომისია აღნიშნავს, რომ ომარ ოდოშაშვილი არის „E“ კატეგორიის  რადიომოყვარული  და კომისიის  2020 წლის 28 მაისის №გ-20-7/458 გადაწყვეტილებით მინიჭებული აქვს რადიომოყვარულის სახმობი 4L5O, მინიჭებული სახმობის ვადის გასვლასთან დაკავშირებით, იგი ითხოვს მისი ხელახალი ვადით მინიჭებას.

3.„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 515 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ კომისიის მიერ სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიოსახმობის მინიჭების შემდგომ, ასევე 515 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიოსახმობის მინიჭება ხორციელდება ხუთი წლის ვადით. აქედან გამომდინარე, შესაძლებელია რადიომოყვარულ ომარ ოდოშაშვილისთვის „E“ ექსტრა კატეგორიის მინიჭება.

III. სარეზოლუციო ნაწილი

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471 მუხლის პირველი პუნქტის და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 515 მუხლის პირველი  პუნქტის  და  მე-6 პუნქტის საფუძველზე,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გაწყვიტა:

1.მიენიჭოს რადიომოყვარულ ომარ ოდოშაშვილს სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებისთვის და დანართში (თან ერთვის) მითითებულ სიხშირულ დიაპაზონებში საქმიანობისთვის, სახმობი, ცხრილში აღნიშნული მონაცემების შესაბამისად 5 წლის ვადით 2025 წლის 3 აპრილიდან 2030 წლის 3 აპრილამდე:

 რეგისტრაციის №

 რადიოსადგურის მფლობელი

 რადიოსადგურის განთავსების ადგილი

 სახმობი

 კატეგორია

 E2-08

 ომარ ოდოშაშვილი

 ქ. თბილისი, მუხიანი 3/14/53

 4L5O

 „E“

2.რადიომოყვარული ომარ ოდოშაშვილი, რადიომოყვარულთა საერთაშორისო გაერთიანების (IARU)მოქმედი ინსტრუქციების შესაბამისად, ვალდებულია დაიცვას ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU) მიერ განსაზღვრული რადიოსამოყვარულო სამსახურის რეგულირების ზოგადი პრინციპები და ასევე სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განხორციელების წესები.

3.დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების მოქალაქე ომარ ოდოშაშვილისთვის გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება.

4.გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე.

5.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მოქალაქე ომარ ოდოშაშვილისთვის გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში.

6.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

კახი ბექაური             თავმჯდომარე

ვახტანგ  აბაშიძე         წევრი

ეკატერინე  იმედაძე    წევრი

ნათია კუკულაძე         წევრი

ივანე მახარაძე             წევრი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები