წვდომის მენიუ

რადიომოყვარულ რევაზ კევლიშვილისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ

ნომერი: გ-25-7 / 132

გამოქვეყნების თარიღი მარტი 24, 2025 17:56

მიღების თარიღი მარტი 20, 2025

რადიომოყვარულ რევაზ კევლიშვილისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ

განმცხადებელი:  რევაზ კევლიშვილი

კომისიის სხდომის თარიღი: 20.03.2025

I. აღწერილობითი ნაწილი

1.საქართველოს  კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-25-9/722,20.02.25) მიმართა მოქალაქე რევაზ კევლიშვილმა სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების თაობაზე.

II. სამოტივაციო ნაწილი

2.კომისია აღნიშნავს, რომ რადიომოყვარულთა კვალიფიკაციის განსაზღვრის მიზნით, კომისიის 2023 წლის 14 დეკემბრის № გ-23-21/572 გადაწყვეტილებით შექმნილია საკვალიფიკაციო საბჭო. კომისია ასევე აღნიშნავს, რომ მიმდინარე წლის 26 თებერვალს საკვალიფიკაციო საბჭოს №05/25 ოქმის შესაბამისად განისაზღვრა რადიომოყვარულთა ტესტირების ჩატარების თარიღი 12.03.2025. მოქალაქე  რევაზ კევლიშვილმა ჩააბარა საკვალიფიკაციო საბჭოს მიერ „B“ კატეგორიის რადიომოყვარულისთვის განსაზღვრული საკვალიფიკაციო ტესტები და მას შეუძლია განახორციელოს სამოყვარულო რადიოკავშირი არსებული წესის შესაბამისად.

III. სარეზოლუციო ნაწილი

„ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის 471 მუხლის პირველი პუნქტის და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N   1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს   კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი  წესების“ 515 მუხლის  პირველი  პუნქტის,  მეორე  პუნქტის  „დ“ ქვეპუნქტისა და მე-6 პუნქტის საფუძველზე,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გაწყვიტა:

1.მიენიჭოს რადიომოყვარულ რევაზ კევლიშვილს სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებისთვის და დანართში  (თან  ერთვის)  მითითებულ სიხშირულ დიაპაზონებში საქმიანობისთვის, სახმობი , ცხრილში აღნიშნული მონაცემების შესაბამისად  5 წლის ვადით 2025 წლის 20 მარტიდან 2030 წლის 20 მარტამდე:

 რეგისტრაციის

 რადიოსადგურის მფლობელი

 რადიოსადგურის განთავსების ადგილი

 სახმობი

 კატეგორია

 B - 133

 რევაზ კევლიშვილი

 თბილისი, მუხიანის 2 მ/კ, კორპ.5, ბ. 140

 4L1FE

 „B“

2.რადიომოყვარული რევაზ კევლიშვილი, რადიომოყვარულთა საერთაშორისო გაერთიანების (IARU) მოქმედი ინსტრუქციების შესაბამისად, ვალდებულია დაიცვას ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU) მიერ განსაზღვრული რადიოსამოყვარულო სამსახურის რეგულირების ზოგადი პრინციპები და ასევე სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განხორციელების წესები.

3.დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების მოქალაქე რევაზ კევლიშვილისთვის გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება.

4.გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე.

5.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი№64) მოქალაქე რევაზ კევლიშვილისთვის გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში.

6.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

კახი ბექაური                თავმჯდომარე

ეკატერინე  იმედაძე       წევრი

ნათია კუკულაძე            წევრი

ივანე მახარაძე                წევრი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები