წვდომის მენიუ

რადიომოყვარულ ივანე ბერაკჩიანისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ

ნომერი: გ-25-7 / 219

გამოქვეყნების თარიღი მაისი 15, 2025 14:46

მიღების თარიღი მაისი 08, 2025

რადიომოყვარულ ივანე ბერაკჩიანისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ

განმცხადებელი: ივანე ბერაკჩიანი

კომისიის სხდომის თარიღი: 08.05.2025

I. აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული  კომისია  (შემდგომში   „კომისია“) აღნიშნავს,  რომ მოქალაქე ივანე ბერაკჩიანმა კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის № შ-25-9/1859, 02.05.2025) რადიომოყვარულის სახმობი ნიშნის შეცვლის თაობაზე.

II. სამოტივაციო ნაწილი

2. კომისია აღნიშნავს, რომ ივანე ბერაკჩიანი არის „C“ კატეგორიის   რადიომოყვარული, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული  კომისიის 2005 წლის 10 ივნისის № 372/7 გადაწყვეტილებით 2010 წლის 10 ივნისამდე მინიჭებული ჰქონდა სახმობი  - 4L6WBB, რომლის ხელახალი რეგისტრაცია კომისიაში არ გაუვლია.

3. კომისია აღნიშნავს, რომ 2023 წლის 14 დეკემბრის № გ-23-21/572 გადაწყვეტილების საფუძველზე საკვალიფიკაციო საბჭოს დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად - „სამოყვარულო რადიოკავშირის გამოყენების   წესის“ 2023 წლის   პირველ   ნოემბრამდე   მოქმედი   რედაქციის შესაბამისად კომისიის მიერ მინიჭებული სამოყვარულო რადიოსადგურის C კატეგორიის სახმობის მფლობელ რადიომოყვარულებს,  მიენიჭოთ  სამოყვარულო  რადიოსადგურის   B კატეგორია  და შესაბამისი სახმობი ნიშანი, ტესტირების გარეშე, ასეთი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში. აქედან გამომდინარე, შესაძლებელია რადიომოყვარულ ივანე ბერაკჩიანისთვის სახმობი ნიშნის შეცვლა.

4. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 515 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ  კომისიის მიერ  სამოყვარულო  რადიოკავშირის  განსახორციელებლად რადიოსახმობის მინიჭების შემდგომ, ასევე 515 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიოსახმობის მინიჭება ხორციელდება ხუთი წლის ვადით.

III. სარეზოლუციო ნაწილი

„ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის 471 მუხლის პირველი პუნქტის და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N 1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 515 მუხლის პირველი პუნქტის და მე-6 პუნქტის, კომისიის 2023 წლის 14 დეკემბრის № გ-23-21/572 გადაწყვეტილების, საკვალიფიკაციო საბჭოს დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის  საფუძველზე,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გაწყვიტა:

1. მიენიჭოს რადიომოყვარულ ივანე ბერაკჩიანს სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებისთვის და დანართში (თან ერთვის) მითითებულ სიხშირულ დიაპაზონებში საქმიანობისთვის, სახმობი, ცხრილში აღნიშნული მონაცემების შესაბამისად 5 წლის ვადით 2025 წლის 8 მაისიდან 2030 წლის 8 მაისამდე:

 

რეგისტრაციის №

 

რადიოსადგურის მფლობელი

 

რადიოსადგურის განთავსების ადგილი

 

სახმობი

 

კატეგორია

 

B-134

 

ივანე ბერაკჩიანი

 

ქ. ბორჯომი, რუსთაველის ქ. N 9

 

4L6WB

 

„B“

2. რადიომოყვარული ივანე ბერაკჩიანი, რადიომოყვარულთა საერთაშორისო გაერთიანების (IARU) მოქმედი ინსტრუქციების შესაბამისად, ვალდებულია დაიცვას ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU) მიერ განსაზღვრული რადიოსამოყვარულო სამსახურის რეგულირების ზოგადი პრინციპები და ასევე სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განხორციელების წესები;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების მოქალაქე ივანე ბერაკჩიანისთვის გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;

4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი № 64) მოქალაქე ივანე ბერაკჩიანისთვის გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

კახი ბექაური თავმჯდომარე

ვახტანგ  აბაშიძე წევრი

ეკატერინე  იმედაძე წევრი

ნათია კუკულაძე წევრი

ივანე მახარაძე წევრი

 

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები