ჩეხეთის ოლიმპიური კომიტეტისთვის (CZECH OLYMPIC COMMITTEE) არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 24, 2025 15:35
მიღების თარიღი იანვარი 23, 2025
ჩეხეთის ოლიმპიური კომიტეტისთვის (CZECH OLYMPIC COMMITTEE) არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ
განმცხადებელი: ჩეხეთის ოლიმპიური კომიტეტი (CZECH OLYMPIC COMMITTEE)
კომისიის სხდომის თარიღი: 23.01.2025
I. აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში „კომისია“) განცხადებებით (კომისიაში რეგისტრაციის № შ-24-7/5149, 28.11.24 და № შ-24-7/5286, 09.12.24) მომართა ჩეხეთის ოლიმპიური კომიტეტმა (CZECH OLYMPIC COMMITTEE) (რეგისტრირებული CZECH REBUBLIC, 01/01/2014; ს.კ. № 48546607) დაბა ბაკურიანში, 2025 წლის 8 თებერვლიდან 17 თებერვლის ჩათვლით ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის EYOF Bakuriani 25-ს ფარგლებში მეტრულ (4) და დეციმეტრულ (1) ტალღათა დიაპაზონში ხუთი სიხშირის მინიჭების თაობაზე.
II. სამოტივაციო ნაწილი
2. კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, არაავტორიზებულ პირს, რომლის საქმიანობა დაკავშირებული არ არის საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ რომელიც საქმიანობისას საჭიროებს რადიოსიხშირეების დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებას, კომისია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით ანიჭებს რადიოსიხშირეებს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით − 1 წლის ვადით გამოყენებისათვის.
3. კომისია აღნიშნავს, რომ ვინაიდან ამ შემთხვევაში განმცხადებელი ითხოვს სიხშირის მინიჭებას მხოლოდ 2025 წლის 8 თებერვლიდან 17 თებერვლის ჩათვლით, ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალში EYOF Bakuriani 25 მონაწილეობის მისაღებად რადიოკავშირით უზრუნველყოფისთვის, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია გაიცეს უფლება 10 დღის ვადით.
4. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებით დამტკიცებული „რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის განსაზღვრის დებულების“ 71 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად არაავტორიზებულ პირს, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისთვის (გარდა რადიოსარელეო ქსელის ან რადიოსარელეო ხაზის ერთი ან რამდენიმე მონაკვეთის გამოყენების მიზნით), კომისია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით ანიჭებს რადიოსიხშირეებს დროებით − 1 წლის ვადით, რისთვისაც პირი წინასწარ იხდის რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საფასურს, რომლის ოდენობა ერთ სიხშირეზე შეადგენს 1000 ლარს.
5. კომისია აღნიშნავს, რომ ჩეხეთის ოლიმპიურმა კომიტეტმა (CZECH OLYMPIC COMMITTEE) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ბიუჯეტში 2025 წლის 10 და 16 იანვარს ჩარიცხა თანხა 5000 ლარის ექვივალენტი დოლარში.
6. კომისია ასევე აღნიშნავს, რომ მინიჭებული სიხშირეები გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ აღნიშნული ორგანიზაციის მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით და არ უნდა იქნას გადაცემული სხვა პირზე.
III. სარეზოლუციო ნაწილი
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტის, მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის, „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის N 13 დადგენილებით დამტკიცებული „რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის განსაზღვრის დებულების“ 71 მუხლის მე-3 პუნქტის და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N 1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” (დანართი N1) მე-11 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებისა და 29-ე მუხლის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს ჩეხეთის ოლიმპიურ კომიტეტს (CZECH OLYMPIC COMMITTEE) რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლება F 3191 შემდეგი პირობებით: სიხშირეები - 155.625 მჰც, 172.650 მჰც, 172.950 მჰც, 147.025 მჰც და 442.200 მჰც (თითოეული ზოლის სიგანით 12.5 კჰც) დაბა ბაკურიანში, დაგეგმილი ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის EYOF Bakuriani 25 ჩატარებასთან დაკავშირებით, 10 დღით - 2025 წლის 8 თებერვლიდან 17 თებერვლის ჩათვლით, ოპერატიული რადიოკავშირისთვის, არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.
2. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (ქ. სულიაშვილი) ჩეხეთის ოლიმპიური კომიტეტისთვის (CZECH OLYMPIC COMMITTEE) მინიჭებული სიხშირის კომისიის უწყებრივ რეესტრში აღრიცხვა.
3. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე.
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას:
ა) ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის აღრიცხვა შესაბამის საბუღალტრო პროგრამაში (ნ. დევდარიანი);
ბ) გადაწყვეტილების ჩეხეთის ოლიმპიური კომიტეტისთვის (CZECH OLYMPIC COMMITTEE)გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი № 64) ჩეხეთის ოლიმპიური კომიტეტისთვის (CZECH OLYMPIC COMMITTEE) ერთი თვის ვადაში.
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).
ვახტანგ აბაშიძე თავმჯდომარე - მ.შ.
ნათია კუკულაძე წევრი
ივანე მახარაძე წევრი
