რადიომოყვარულ მარინა ჯიქიასთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 05, 2025 17:37
მიღების თარიღი სექტემბერი 04, 2025
რადიომოყვარულ მარინა ჯიქიასთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ
განმცხადებელი: მარინა ჯიქია
კომისიის სხდომის თარიღი: 04.09.2025
I. აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ მოქალაქე მარინა ჯიქიამ კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-25-9/3612,27.08.2025) რადიომოყვარულის სახმობი ნიშნის შეცვლის თაობაზე.
II. სამოტივაციო ნაწილი
2. კომისია აღნიშნავს, რომ მარინა ჯიქია არის „C“ კატეგორიის რადიომოყვარული, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2019 წლის 5 სექტემბრის №გ-19-7/508 გადაწყვეტილებით 2024 წლის 5 სექტემბრამდე მინიჭებული ჰქონდა სახმობი - 4L1YMJ, რომლის ხელახალი რეგისტრაცია კომისიაში არ გაუვლია.
3. კომისია აღნიშნავს, რომ 2023 წლის 14 დეკემბრის № გ-23-21/572 გადაწყვეტილების საფუძველზე საკვალიფიკაციო საბჭოს დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად - „სამოყვარულო რადიოკავშირის გამოყენების წესის“ 2023 წლის პირველ ნოემბრამდე მოქმედი რედაქციის შესაბამისად კომისიის მიერ მინიჭებული სამოყვარულო რადიოსადგურის C კატეგორიის სახმობის მფლობელ რადიომოყვარულებს, მიენიჭოთ სამოყვარულო რადიოსადგურის B კატეგორია და შესაბამისი სახმობი ნიშანი, ტესტირების გარეშე, ასეთი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში. აქედან გამომდინარე, შესაძლებელია რადიომოყვარულ მარინა ჯიქიასთვის სახმობი ნიშნის შეცვლა.
4. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“515 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდკომისიის მიერ სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიოსახმობის მინიჭების შემდგომ, ასევე 515 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიოსახმობის მინიჭება ხორციელდება ხუთი წლის ვადით.
III. სარეზოლუციო ნაწილი
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471 მუხლის პირველი პუნქტის და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N 1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 515 მუხლის პირველი პუნქტის და მე-6 პუნქტის, კომისიის 2023 წლის 14 დეკემბრის № გ-23-21/572 გადაწყვეტილების, საკვალიფიკაციო საბჭოს დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს რადიომოყვარულ მარინა ჯიქიას სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებისთვის და დანართში (თან ერთვის) მითითებულ სიხშირულ დიაპაზონებში საქმიანობისთვის, სახმობი, ცხრილში აღნიშნული მონაცემების შესაბამისად 5 წლის ვადით 2025 წლის 4 სექტემბრიდან 2030 წლის 4 სექტემბრამდე:
|
რეგისტრაციის № |
რადიოსადგურის მფლობელი |
რადიოსადგურის განთავსების ადგილი |
სახმობი |
კატეგორია |
|
B-140 |
მარინა ჯიქია |
ქ. თბილისი, კალაუბნის ქუჩა N 38, ბინა 34 |
4L1YM |
„B“ |
2. რადიომოყვარული მარინა ჯიქია, რადიომოყვარულთა საერთაშორისო გაერთიანების (IARU) მოქმედი ინსტრუქციების შესაბამისად, ვალდებულია დაიცვას ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU) მიერ განსაზღვრული რადიოსამოყვარულო სამსახურის რეგულირების ზოგადი პრინციპები და ასევე სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განხორციელების წესები;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების მოქალაქე მარინა ჯიქიასთვის გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;
4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი № 64) მოქალაქე მარინა ჯიქიასთვის გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ეკატერინე იმედაძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
ივანე მახარაძე წევრი
