წვდომის მენიუ

რადიომოყვარულ არჩილ ბარაბაძესთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ

ნომერი: გ-25-7 / 447

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 05, 2025 17:43

მიღების თარიღი სექტემბერი 04, 2025

რადიომოყვარულ არჩილ ბარაბაძესთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ

განმცხადებელი: არჩილ ბარაბაძე

კომისიის სხდომის თარიღი: 04.09.2025

I. აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული  კომისია  (შემდეგში„კომისია“ ) აღნიშნავს , რომ კომისიას განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის№შ-25-9/3606,   26.08.25) მიმართა მოქალაქე არჩილ ბარაბაძემ სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების თაობაზე.

II. სამოტივაციო ნაწილი

2. კომისია აღნიშნავს, რომ არჩილ ბარაბაძე არის „A“ კატეგორიის რადიომოყვარული და კომისიის 2019 წლის 26 სექტემბრის № გ-19-19/562 გადაწყვეტილებით, 2024 წლის 7 მარტამდე  მინიჭებული ჰქონდა სახმობი 4L4AB, რომლის ხელახალი რეგისტრაცია კომისიაში არ გაუვლია და იგი ითხოვს სახმობის ახალი ვადით მინიჭებას.

3. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 515 მუხლის პირველი  პუნქტის  თანახმად სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ კომისიის მიერ სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიოსახმობის მინიჭების შემდგომ, ასევე 515 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიოსახმობის მინიჭება ხორციელდება ხუთი წლის ვადით. აქედან გამომდინარე, შესაძლებელია რადიომოყვარულ არჩილ ბარაბაძესთვის სახმობის ხელახალი ვადით მინიჭება.

III. სარეზოლუციო ნაწილი

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471 მუხლის პირველი პუნქტის და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N  1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 515 მუხლის  პირველი  პუნქტის  და  მე-6  პუნქტის საფუძველზე,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გაწყვიტა:

1. მიენიჭოს რადიომოყვარულ არჩილ ბარაბაძეს სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებისთვის და დანართში (თან ერთვის) მითითებულ სიხშირულ დიაპაზონებში საქმიანობისთვის, სახმობი, ცხრილში აღნიშნული მონაცემების შესაბამისად 5 წლის ვადით 2025 წლის 4 სექტემბრიდან  2030 წლის 4 სექტემბრამდე:

რეგისტრაციის №

რადიოსადგურის მფლობელი

რადიოსადგურის განთავსების ადგილი

სახმობი

ატეგორია

A1 - 094

არჩილ ბარაბაძე

ქ. ქუთაისი, ა. ბელიაშვილის ქ. 22

4L4AB

 „A“

2. რადიომოყვარული არჩილ ბარაბაძე, რადიომოყვარულთა საერთაშორისო გაერთიანების (IARU)მოქმედი ინსტრუქციების შესაბამისად, ვალდებულია დაიცვას ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU) მიერ განსაზღვრული რადიოსამოყვარულო სამსახურის რეგულირების ზოგადი პრინციპები და ასევე სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განხორციელების წესები.

3.  დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების მოქალაქე  არჩილ ბარაბაძესთვის გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება.

4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე.

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი № 64) მოქალაქე არჩილ ბარაბაძესთვის გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში.

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

კახი ბექაური             თავმჯდომარე

ვახტანგ  აბაშიძე         წევრი

ეკატერინე  იმედაძე     წევრი

ნათია კუკულაძე         წევრი

ივანე მახარაძე             წევრი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები