ესპანეთის ზამთრის სპორტის სამეფო ფედერაციისთვის (REAL FEDERACION ESPAÑOLA DEPORTES INVIERNO) არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 07, 2025 12:07
მიღების თარიღი თებერვალი 06, 2025
ესპანეთის ზამთრის სპორტის სამეფო ფედერაციისთვის (REAL FEDERACION ESPAÑOLA DEPORTES INVIERNO) არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ
განმცხადებელი: ესპანეთის ზამთრის სპორტის სამეფო ფედერაცია (REAL FEDERACION ESPAÑOLA DEPORTES INVIERNO)
კომისიის სხდომის თარიღი: 06.02.2025
I. აღწერილობითი ნაწილი
1.საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში „კომისია“) განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის შ-25-8/18, 13.01.2025) მომართა ესპანეთის ზამთრის სპორტის სამეფო ფედერაციამ (REAL FEDERACION ESPAÑOLA DEPORTES INVIERNO) (რეგისტრირებული SPAIN, SPANISH SPORTS COUNCIL; ს.კ. №Q2878015C) დაბა ბაკურიანში, 2025 წლის 8 თებერვლიდან 16 თებერვლის ჩათვლით ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის EYOF Bakuriani 25-ს ფარგლებში მეტრულ ტალღათა დიაპაზონში სამი სიხშირის მინიჭების თაობაზე.
II. სამოტივაციო ნაწილი
2.კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, არაავტორიზებულ პირს, რომლის საქმიანობა დაკავშირებული არ არის საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ რომელიც საქმიანობისას საჭიროებს რადიოსიხშირეების დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებას, კომისია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით ანიჭებს რადიოსიხშირეებს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით − 1 წლის ვადით გამოყენებისათვის.
3.კომისია აღნიშნავს, რომ ვინაიდან ამ შემთხვევაში განმცხადებელი ითხოვს სიხშირის მინიჭებას მხოლოდ 2025 წლის 8 თებერვლიდან 16 თებერვლის ჩათვლით, ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალში EYOF Bakuriani 25 მონაწილეობის მისაღებად რადიოკავშირით უზრუნველყოფისთვის, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია გაიცეს უფლება 9 დღის ვადით.
4.საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებით დამტკიცებული „რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის განსაზღვრის დებულების“ 71 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად არაავტორიზებულ პირს, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისთვის (გარდა რადიოსარელეო ქსელის ან რადიოსარელეო ხაზის ერთი ან რამდენიმე მონაკვეთის გამოყენების მიზნით), კომისია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით ანიჭებს რადიოსიხშირეებს დროებით − 1 წლის ვადით, რისთვისაც პირი წინასწარ იხდის რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საფასურს, რომლის ოდენობა ერთ სიხშირეზე შეადგენს 1000 ლარს.
5.კომისია აღნიშნავს, რომ ესპანეთის ზამთრის სპორტის სამეფო ფედერაციამ (REAL FEDERACION ESPAÑOLA DEPORTES INVIERNO) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ბიუჯეტში 2025 წლის 4 თებერვალს ჩარიცხა თანხა 3000 ლარის ექვივალენტი ევროში.
6.კომისია ასევე აღნიშნავს, რომ მინიჭებული სიხშირეები გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ აღნიშნული ორგანიზაციის მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით და არ უნდა იქნას გადაცემული სხვა პირზე.
III. სარეზოლუციო ნაწილი
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტის, მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის, „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის N 13 დადგენილებით დამტკიცებული „რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის განსაზღვრის დებულების“ 71 მუხლის მე-3 პუნქტის და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N 1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” (დანართი N1) მე-11 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებისა და 29-ე მუხლის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1.მიენიჭოს ესპანეთის ზამთრის სპორტის სამეფო ფედერაციას (REAL FEDERACION ESPAÑOLA DEPORTES INVIERNO) რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლება F 3214 შემდეგი პირობებით: სიხშირეები - 150.252 მჰც, 152.252 მჰც და 153.252 მჰც (თითოეული ზოლის სიგანით 12.5 კჰც) დაბა ბაკურიანში, დაგეგმილი ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის EYOF Bakuriani 25 ჩატარებასთან დაკავშირებით, 9 დღით - 2025 წლის 8 თებერვლიდან 16 თებერვლის ჩათვლით, ოპერატიული რადიოკავშირისთვის, არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.
2.დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (ქ. სულიაშვილი) ესპანეთის ზამთრის სპორტის სამეფო ფედერაციისთვის (REAL FEDERACION ESPAÑOLA DEPORTES INVIERNO) მინიჭებული სიხშირეების კომისიის უწყებრივ რეესტრში აღრიცხვა.
3. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე.
4.დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას:
ა)ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის აღრიცხვა შესაბამის საბუღალტრო პროგრამაში (ნ. დევდარიანი);
ბ)გადაწყვეტილების ესპანეთის ზამთრის სპორტის სამეფო ფედერაციისთვის (REAL FEDERACION ESPAÑOLA DEPORTES INVIERNO) გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება.
5.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი № 64) ესპანეთის ზამთრის სპორტის სამეფო ფედერაციისთვის (REAL FEDERACION ESPAÑOLA DEPORTES INVIERNO) ერთი თვის ვადაში.
6.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
ივანე მახარაძე წევრი
