დანიის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისთვის (NATIONAL OLYMPIC COMMITTEE OF DENMARK) არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 07, 2025 12:16
მიღების თარიღი თებერვალი 06, 2025
დანიის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისთვის (NATIONAL OLYMPIC COMMITTEE OF DENMARK) არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ
განმცხადებელი: დანიის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი (NATIONAL OLYMPIC COMMITTEE OF DENMARK)
კომისიის სხდომის თარიღი: 06.02.2025
I. აღწერილობითი ნაწილი
1.საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში „კომისია“) განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის შ-24-7/5373, 13.12.24) მომართა დანიის ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა (NATIONAL OLYMPIC COMMITTEE OF DENMARK) (რეგისტრირებული DENMARK) დაბა ბაკურიანში, 2025 წლის 8 თებერვლიდან 16 თებერვლის ჩათვლით ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის EYOF Bakuriani 25-ს ფარგლებში მეტრულ ტალღათა დიაპაზონში ორი სიხშირის მინიჭების თაობაზე.
II. სამოტივაციო ნაწილი
2.კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, არაავტორიზებულ პირს, რომლის საქმიანობა დაკავშირებული არ არის საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ რომელიც საქმიანობისას საჭიროებს რადიოსიხშირეების დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებას, კომისია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით ანიჭებს რადიოსიხშირეებს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით − 1 წლის ვადით გამოყენებისათვის.
3.კომისია აღნიშნავს, რომ ვინაიდან ამ შემთხვევაში განმცხადებელი ითხოვს სიხშირის მინიჭებას მხოლოდ 2025 წლის 8 თებერვლიდან 16 თებერვლის ჩათვლით, ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალში EYOF Bakuriani 25 მონაწილეობის მისაღებად რადიოკავშირით უზრუნველყოფისთვის, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია გაიცეს უფლება 9 დღის ვადით.
4.საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებით დამტკიცებული „რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის განსაზღვრის დებულების“ 71 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად არაავტორიზებულ პირს, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისთვის (გარდა რადიოსარელეო ქსელის ან რადიოსარელეო ხაზის ერთი ან რამდენიმე მონაკვეთის გამოყენების მიზნით), კომისია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით ანიჭებს რადიოსიხშირეებს დროებით − 1 წლის ვადით, რისთვისაც პირი წინასწარ იხდის რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საფასურს, რომლის ოდენობა ერთ სიხშირეზე შეადგენს 1000 ლარს.
5.კომისია აღნიშნავს, რომ დანიის ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა (NATIONAL OLYMPIC COMMITTEE OF DENMARK) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ბიუჯეტში 2025 წლის 15 იანვარს და 3 თებერვალს ჩარიცხა თანხა 2000 ლარის ექვივალენტი ევროში.
6.კომისია ასევე აღნიშნავს, რომ მინიჭებული სიხშირეები გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ აღნიშნული ორგანიზაციის მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით და არ უნდა იქნას გადაცემული სხვა პირზე.
III. სარეზოლუციო ნაწილი
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტის, მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის, „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის N 13 დადგენილებით დამტკიცებული „რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის განსაზღვრის დებულების“ 71 მუხლის მე-3 პუნქტის და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N 1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” (დანართი N1) მე-11 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებისა და 29-ე მუხლის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1.მიენიჭოს დანიის ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს (NATIONAL OLYMPIC COMMITTEE OF DENMARK) რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლება F 3213 შემდეგი პირობებით: სიხშირე - 151.0125 მჰც და 151.1625 მჰც (თითოეული ზოლის სიგანით 12.5 კჰც) დაბა ბაკურიანში, დაგეგმილი ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის EYOF Bakuriani 25 ჩატარებასთან დაკავშირებით, 9 დღით - 2025 წლის 8 თებერვლიდან 16 თებერვლის ჩათვლით, ოპერატიული რადიოკავშირისთვის, არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.
2.დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (ქ. სულიაშვილი) დანიის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისთვის (NATIONAL OLYMPIC COMMITTEE OF DENMARK) მინიჭებული სიხშირეების კომისიის უწყებრივ რეესტრში აღრიცხვა.
3.გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე.
4.დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას:
ა)ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის აღრიცხვა შესაბამის საბუღალტრო პროგრამაში (ნ. დევდარიანი);
ბ)გადაწყვეტილების დანიის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისთვის (NATIONAL OLYMPIC COMMITTEE OF DENMARK) გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება.
5.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი № 64) დანიის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისთვის (NATIONAL OLYMPIC COMMITTEE OF DENMARK) ერთი თვის ვადაში.
6.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
ივანე მახარაძე წევრი
