წვდომის მენიუ

საზღვაო ხომალდებისთვის სახმობისა და ამოცნობის ნიშნის მინიჭების შესახებ

ნომერი: გ-25-7 / 636

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 23, 2025 15:52

მიღების თარიღი დეკემბერი 18, 2025

საზღვაო ხომალდებისთვის სახმობისა და ამოცნობის ნიშნის მინიჭების შესახებ

განმცხადებელი: სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო

კომისიის სხდომის თარიღი: 18.12.2025

I. აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის № შ-25-7/4962,   09.12.2025) წარმოდგენილი   სააპლიკაციო   ფორმების   გათვალისწინებით,   საზღვაო ხომალდებისთვის („MOLLAOGULLARI-1“, „PALA HASAN MUHAMMED 2“, „BURAK BALIKCILIK 1“ და „KURULAR BALIKCILIK“) რადიოსადგურების ლიცენზიაში შესატანი სახმობისა და ამოცნობის ნიშნების მინიჭების შესახებ.

II. სამოტივაციო ნაწილი

2. კომისია აღნიშნავს, რომ საზღვაო მოძრავი და საზღვაო რადიონავიგაციის სამსახურისათვის რადიოსიხშირული ზოლები გამოყოფილია ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის რადიორეგლამენტის შესაბამისად. კომისიამ საზღვაო ხომალდებს უნდა მიანიჭოს რადიოსახმობი და ამოცნობის  ნიშნები.  ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო  კავშირის  რადიორეგლამენტის შესაბამისად გამოყოფილი  რადიოსიხშირული ზოლები  უბედურებაში  მოხვედრილი  საზღვაო ხომალდის მიერ სამაშველო საერთაშორისო  სიგნალის  გადასაცემად გამოიყენება  ამავე რადიორეგლამენტის II ტომის I ნაწილის № 13 დანართით განსაზღვრული წესებისა და პირობების შესაბამისად და კომისიის მიერ მინიჭებას არ საჭიროებს.

III. სარეზოლუციო ნაწილი

„ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“  საქართველოს  კანონის  471 მუხლის  მე-2  პუნქტის საფუძველზე,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გაწყვიტა:

1. მიენიჭოს საზღვაო ხომალდებს: „MOLLAOGULLARI-1“, „PALA HASAN MUHAMMED 2“, „BURAK BALIKCILIK 1“ და „KURULAR BALIKCILIK“-ს ცხრილში აღნიშნული სახმობი და ამოცნობის ნიშნები: 

 

 

ხომალდის დასახელება

 

ხომალდის მფლობელი

 

მინიჭებული სახმობი

 

მინიჭებული

MMSI

 

1.

 

MOLLAOGULLARI-1

 

KADIR EROL

 

4LBA3

 

213 029 000

 

2.

 

PALA HASAN MUHAMMED 2

 

PALA BALIKCILIK GIDA PAZARLAMA NAKLIYAT TIC LTD.STI

 

4LBB3

 

213 030 000

 

3.

 

BURAK BALIKCILIK 1

 

BURAK BALIKCILIK SU URUNLERI SAN. NAK.

VE TIC.LTD.STI

 

4LBC3

 

213 031 000

 

4.

 

KURULAR BALIKCILIK

 

KIBAR BALIKCILIK SANAYI VE SARRAF KUYUMCULUK TICARET LTD. STI

 

4LBD3

 

213 033 000

2. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთვის გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი № 64) გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი თვის ვადაში;

5.   კონტროლი   აღნიშნული   გადაწყვეტილების   შესრულებაზე   დაევალოს   კომისიის   აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

ვახტანგ  აბაშიძე თავმჯდომარე  - მ.შ.

ნათია კუკულაძე წევრი

ივანე მახარაძე წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები