მიწისზედა სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად, კომისიის 2025 წლის 22 მაისის №გ-25-8/231 გადაწყვეტილებით გამოცხადებული №10 (ცალკე მდგომი) აუქციონის ჩაშლილად გამოცხადების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 07, 2025 11:54
მიღების თარიღი ივნისი 30, 2025
მიწისზედა სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად, კომისიის 2025 წლის 22 მაისის №გ-25-8/231 გადაწყვეტილებით გამოცხადებული №10 (ცალკე მდგომი) აუქციონის ჩაშლილად გამოცხადების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2025 წლის 22 მაისის №გ-25-8/231 გადაწყვეტილებით, მიწისზედა სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად გამოცხადდა 11 აუქციონი. აღნიშნული 11 აუქციონიდან მე-10 აუქციონის ჩატარების თარიღად 2025 წლის 30 ივნისის 12:00 საათი განისაზღვრა, ხოლო ლიცენზიის მაძიებლების განცხადებების მიღება 2025 წლის 2 ივნისის 09:00 საათიდან 16 ივნისის 17:00 საათამდე მიმდინარეობდა. კომისიის 2025 წლის 22 მაისის №გ-25-8/231 გადაწყვეტილებით გამოცხადებული №10 აუქციონის ლოტი ითვალისწინებს შემდეგ რადიოსიხშირულ სპექტრს: 5 მჰც, 2570-2575 მჰც სიხშირული ზოლი.
კომისიის 2025 წლის 22 მაისის №გ-25-8/231 გადაწყვეტილებით გამოცხადებული №10 აუქციონისთვის რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საწყისი საფასური განისაზღვრა 1 466 528 (ერთი მილიონ ოთხასსამოცდაექვსი ათას ხუთასოცდარვა) ლარის ოდენობით; აუქციონის ბიჯი შეადგენს რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობის 5%-ს, დამრგვალებულს მთელ რიცხვამდე ანუ 73 326 (სამოცდაცამეტი ათას სამასოცდაექვსი) ლარს;
გამომდინარე იქიდან, რომ კომისიის 2025 წლის 22 მაისის №გ-25-8/231 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ №10 აუქციონში მონაწილეობის მიზნით კომისიაში განცხადება არ წარმოუდგენია არცერთ კომპანიას აღნიშნული აუქციონი უნდა გამოცხადდეს ჩაშლილად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის, მე-3 პუნქტის „ბ“ და „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. ჩაშლილად გამოცხადდეს მიწისზედა სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად კომისიის 2025 წლის 22 მაისის №გ-25-8/231 გადაწყვეტილებით გამოცხადებული №10 აუქციონი;
2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ბ. გასვიანი) აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;
3. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ეკატერინე იმედაძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
ივანე მახარაძე წევრი