მიწისზედა სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად, კომისიის 2025 წლის 22 მაისის №გ-25-8/231 გადაწყვეტილებით გამოცხადებული №9 (ცალკე მდგომი) აუქციონის ჩაშლილად გამოცხადების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 07, 2025 12:04
მიღების თარიღი ივნისი 30, 2025
მიწისზედა სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად, კომისიის 2025 წლის 22 მაისის №გ-25-8/231 გადაწყვეტილებით გამოცხადებული №9 (ცალკე მდგომი) აუქციონის ჩაშლილად გამოცხადების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2025 წლის 22 მაისის №გ-25-8/231 გადაწყვეტილებით, მიწისზედა სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად გამოცხადდა 11 აუქციონი. აღნიშნული 11 აუქციონიდან მე-9 აუქციონის ჩატარების თარიღად 2025 წლის 30 ივნისის 12:00 საათი განისაზღვრა, ხოლო ლიცენზიის მაძიებლების განცხადებების მიღება 2025 წლის 2 ივნისის 09:00 საათიდან 16 ივნისის 17:00 საათამდე მიმდინარეობდა. კომისიის 2025 წლის 22 მაისის №გ-25-8/231 გადაწყვეტილებით გამოცხადებული №9 აუქციონის ლოტი ითვალისწინებს შემდეგ რადიოსიხშირულ სპექტრს: 10 მჰც სიხშირული ზოლი 2600 მჰც TDD სიხშირული რესურსის ფარგლებში; ამავე გადაწყვეტილების მე-15 პუნქტის გ) ქვეპუნქტის თანახმად აღნიშნულ აუქციონში მონაწილეობის უფლება ეზღუდება პირს, რომელიც დამოუკიდებლად ან/და მასთან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირებთან ერთად უკვე ფლობს ან აუქციონში გამარჯვების შემთხვევაში გახდება 2600 მჰც FDD და TDD სიხშირულ დიაპაზონში ერთობლივად 60 მჰც–ზე მეტის მფლობელი (აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება 2600 მჰც TDD სიხშირულ ზოლში 5მჰც-იან ლოტებზე).
კომისიის 2025 წლის 22 მაისის №გ-25-8/231 გადაწყვეტილებით გამოცხადებული №9 აუქციონისთვის რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საწყისი საფასური განისაზღვრა 2 933 056 (ორი მილიონ ცხრაასოცდაცამეტი ათას ორმოცდათექვსმეტი) ლარის ოდენობით; აუქციონის ბიჯი შეადგენს რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობის 5%-ს, დამრგვალებულს მთელ რიცხვამდე ანუ 146 653 (ასორმოცდაექვსი ათას ექვსასორმოცდაცამეტი) ლარს;
გამომდინარე იქიდან, რომ კომისიის 2025 წლის 22 მაისის №გ-25-8/231 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ №9 აუქციონში მონაწილეობის მიზნით კომისიაში განცხადება არ წარმოუდგენია არცერთ კომპანიას აღნიშნული აუქციონი უნდა გამოცხადდეს ჩაშლილად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის, მე-3 პუნქტის „ბ“ და „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. ჩაშლილად გამოცხადდეს მიწისზედა სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად კომისიის 2025 წლის 22 მაისის №გ-25-8/231 გადაწყვეტილებით გამოცხადებული №9 აუქციონი;
2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ბ. გასვიანი) აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;
3. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ეკატერინე იმედაძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
ივანე მახარაძე წევრი