წვდომის მენიუ

მიწისზედა სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად, კომისიის 2025 წლის 23 ოქტომბრის №გ-25-8/526 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ №4 აუქციონის ჩაშლილად გამოცხადების შესახებ

ნომერი: გ-25-8 / 584

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 08, 2025 15:47

მიღების თარიღი დეკემბერი 04, 2025

მიწისზედა სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად, კომისიის 2025 წლის 23 ოქტომბრის №გ-25-8/526 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ №4 აუქციონის ჩაშლილად გამოცხადების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული  კომისია (შემდგომში„კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2025 წლის 23 ოქტომბრის №გ-25-8/526 გადაწყვეტილებით, მიწისზედა სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის  ლიცენზიების   მისაღებად   გამოცხადდა 6 აუქციონი.  აღნიშნული აუქციონების ჩატარების თარიღად  2025 წლის 4 დეკემბრის 12:00 საათი  განისაზღვრა,  ხოლო ლიცენზიის მაძიებლების განცხადებების მიღება 2025 წლის 29 ოქტომბრის 09:00 საათიდან 12 ნოემბრის  17:00 საათამდე მიმდინარეობდა. კომისიის 2025 წლის 23 ოქტომბრის №გ-25-8/526 გადაწყვეტილებით გამოცხადებული №4 აუქციონის ლოტი ითვალისწინებს  შემდეგ რადიოსიხშირულ სპექტრს:  (2X5 მჰც) სიხშირული ზოლი 2100მჰც FDD სიხშირული რესურსის ფარგლებში. ამავე გადაწყვეტილების მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად აღნიშნულ აუქციონში მონაწილეობის უფლება ეზღუდება პირს, რომელიც  დამოუკიდებლად  ან/და    მასთან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ)  პირებთან   ერთად  უკვე  ფლობს ან აუქციონში გამარჯვების შემთხვევაში გახდება 2100 მჰც სიხშირული რესურსის 40 მჰც–ზე  მეტის მფლობელი.

კომისიის 2025 წლის 23 ოქტომბრის№გ-25-8/526 გადაწყვეტილებით გამოცხადებული №4 აუქციონისთვის რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საწყისი საფასური განისაზღვრა 9 037812 (ცხრა მილიონ ოცდაჩვიდმეტი ათას რვაას თორმეტი) ლარის ოდენობით; აუქციონის ბიჯი შეადგენს რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობის 5%-ს, დამრგვალებულს მთელ რიცხვამდე ანუ 451 891 (ოთხას ორმოცდათერთმეტი ათას რვაას ოთხმოცდათერთმეტი) ლარს.

კომისია აღნიშნავს, რომ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად კომისიაში განცხადება წარმოადგინა მხოლოდ შპს „სელფი მობაილმა“ (ს/ნ  204450584) (განცხადების კომისიაში რეგისტრაციის №შ-25-7/4620, 06.11.25). განაცხადის შესაბამისად, კომპანიას სურს მონაწილეობა მიიღოს  N1, N2, N3, N4 აუქციონებში და შეიძინოს მხოლოდ ორი ლოტი ასევე მონაწილეობა მიიღოს N5 და N6 აუქციონებში და შეიძინოს ორივე ლოტი. განცხადებაზე თანდართულია ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან,  სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობა ირაკლი  ესართიაზე,  სალიცენზიო  მოსაკრებლის  (სულ   6000 ლარის)  გადახდის დამადასტურებელი საგადახდო დავალება, რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის 10%–ის (903,782.00 ლარი) გადახდის  დამადასტურებელი  ორი  საგადახდო  დავალება  და  რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის 10%–ის (219,980.00 ლარი) გადახდის დამადასტურებელი ორი საგადახდო დავალება.

კომისიის 2025 წლის 4 დეკემბრის სხდომაზე აღინიშნა რომ ვინაიდან შპს “სელფი მობაილი” გამოცხადდა გამარჯვებულად მიწისზედა სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად კომისიის 2025 წლის 23 ოქტომბრის №გ-25-8/526 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ №1 და №2 აუქციონებში და შეიძინა სიხშირული რესურსის ის ოდენობა რაც დაფიქსირებული ჰქონდა განაცხადში, მას ეზღუდება მონაწილეობის მიღება წინამდებარე აუქციონში ვინაიდან კომპანიის მიერ კომისიის ანგარიშზე ბეს სახით გადახდილი თანხა (რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობის 10%) არ არის საკმარისი კომისიის 2025 წლის 23 ოქტომბრის №გ-25-8/526 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ №4 აუქციონში მონაწილეობის მისაღებად. სხდომაზე შპს “სელფი მობაილის” უფლებამოსილმა წარმომადგენელმა მარიამ ფარადაშვილმაც (2025 წლის პირველ დეკემბერს შპს „სელფი მობაილის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილ იქნა სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობა მარიამ ფარადაშვილზე. კომისიაში რეგისტრაციის №შ-25-6/4884) აღნიშნა, რომ არ სურს მონაწილეობის მიღება ზემოაღნიშნულ აუქციონში. შესაბამისად გამომდინარე იქიდან, რომ შპს „სელფი მობაილის“ გარდა აუქციონში მონაწილეობის მიზნით კომისიაში განცხადება არ წარმოუდგენია არცერთ კომპანიას აღნიშნული აუქციონი უნდა გამოცხადდეს ჩაშლილად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის, მე-3 პუნქტის „ბ“ და „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

1.  ჩაშლილად გამოცხადდეს მიწისზედა სისტემებით ელექტრონული სა

გაწყვიტა:კომუნიკაციო მომსახურებების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად კომისიის 2025 წლის 23 ოქტომბრის  №გ-25-8/526 გადაწყვეტილებით გამოცხადებული №4 აუქციონი;

2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ბ.გასვიანი) აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება და შპს „სელფი მობაილისთვის“ გაგზავნა;

3. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ერთი  თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

ვახტანგ  აბაშიძე          თავმჯდომარე  - მ.შ.

ეკატერინე  იმედაძე     წევრი

ნათია კუკულაძე         წევრი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები