გამოძახებით აუდიოვიზუალურ მედიამომსახურებაზე შპს „ფასთ თივი ჯორჯიას“ ავტორიზაციის განცხადების განხილვის თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 15, 2026 12:29
მიღების თარიღი ივნისი 11, 2026
გამოძახებით აუდიოვიზუალურ მედიამომსახურებაზე შპს „ფასთ თივი ჯორჯიას“ ავტორიზაციის განცხადების განხილვის თაობაზე
I. აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (რეგისტრაციის №შ-26-7/5309, 25.05.2026) მიმართა შპს „ფასთ თივი ჯორჯიამ“ (ს/ნ 406457784 ) „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად გამოძახებით აუდიოვიზუალურ მედიამომსახურებაზე ავტორიზაციის გავლის თაობაზე.
2. განცხადების შესაბამისად, შპს „ფასთ თივი ჯორჯია“ ითხოვს ავტორიზაციას შემდეგი პირობებით:
ა) გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების თემატიკა: სატელევიზიო გადაცემები და სერიალები, ფილმები, დოკუმენტური ფილმები, მუსიკალური პროგრამები და კონცერტები, კომედიური და თეატრალური პროგრამები, კულტურული და რელიგიური პროგრამები, ანიმაციური კონტენტი და სპორტული პროგრამები;
ბ) გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების ენა/ენები: ქართული, სომხური, რუსული, აზერბაიჯანული, ინგლისური;
გ) ინფორმაცია გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიწოდების მიზნით გამოყენებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების შესახებ/გამოძახებითი აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიწოდების ტექნოლოგია:
გ.ა) ვებ-გვერდის საშუალებით გამოძახებითი აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიწოდება; გ.ბ) აპლიკაციის საშუალებით გამოძახებითი აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიწოდება; გ.გ) სხვა ტექნოლოგიის საშუალებით გამოძახებითი აუდიოვიზუალური მედიამომსახურების
მიწოდება: OTT ტექნოლოგიის გამოყენებით, მობილური მოწყობილობების, დაკავშირებული ტელევიზორებისა და მედია მოწყობილობების საშუალებით, მათ შორის: iOS, Android, Samsung Smart TV, LG Smart TV, Android TV, Apple TV, Amazon Fire TV და Roku;
დ) გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების ხელმისაწვდომობა:
დ.ა) ვებ-გვერდის საშუალებით გამოძახებითი აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიწოდება- შერეული;
დ.ბ) აპლიკაციის საშუალებით გამოძახებითი აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიწოდება -შერეული;
დ.გ) სხვა ტექნოლოგიის საშუალებით გამოძახებითი აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიწოდება - შერეული;
ე) გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების დაწყების ვადა - 30.06.2026;
ვ) ინფორმაცია იმ კრიტერიუმების შესახებ, რომელთა მიხედვითაც გამოძახებითი აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებელზე (გარდა საეთერო რადიომაუწყებლობისა)
„მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მოქმედება ვრცელდება:
ვ.ა) გამოძახებითი აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებელს სათავო ოფისი აქვს საქართველოში და სარედაქციო გადაწყვეტილებები მიიღება საქართველოში;
ზ) ვებ-გვერდის მისამართი: www.nexytv.com
3. კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ფასთ თივი ჯორჯიას“ მიერ კომისიაში წარმოდგენილია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლით გათვალისწინებული შემდეგი დოკუმენტაცია, კერძოდ:
ა) კომპანიის განცხადება;
ბ) შპს „ფასთ თივი ჯორჯიას“ ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
გ) საკუთარი პასუხისმგებლობით შევსებული შესაბამისობის დეკლარაცია; დ) სამაუწყებლო კონცეფცია;
ე) განსახორციელებელი საქმიანობის დაფინანსების გეგმა და ინფორმაცია დაფინანსების წყაროების შესახებ;
ვ) მნიშვნელოვანი წილის მფლობელ პარტნიორთა/აქციონერთა ქონებრივი დეკლარაცია;
ზ) ცნობა ნებადართული კაპიტალისა და მისი განაღდებული ნაწილის შესახებ, ცნობა აქტივებისა და პასივების შესახებ, რომლებიც დადასტურებულია აუდიტორული კომპანიის მიერ.
4. კომისია აღნიშნავს, რომ 2026 წლის 25 მაისს შპს „ფასთ თივი ჯორჯიას“ მიერ, წარმოდგენილ დოკუმენტებში ხარვეზით იყო წარმოდგენილი:
ა) განცხადების ფორმა, კერძოდ განცხადება წარმოდგენილი იყო FAST TV GEORGIA-ს მიერ ნაცვლად შპს „ფასთ თივი ჯორჯიისა“;
ბ) განსახორციელებელი საქმიანობის დაფინანსების გეგმა და ინფორმაცია დაფინანსების წყაროების შესახებ. კერძოდ გეგმის 1.9 პუნქტში არ იყო მითითებული დაფინანსების სხვა სახეები ასევე განცხადების შესაბამისად დასაკორექტირებელი იყო დაფინანსების გეგმის 2.4 პუნქტი.
გ) საავტორიზაციო განცხადებაში დასაკორექტირებელი იყო მაუწყებლობის დაწყების ვადა და განცხადების მე-8 და მე-12 პუნქტები.
განცხადებაზე თანდართულ დოკუმენტებში არ იყო წარმოდგენილი ინფორმაცია განთავსებული კაპიტალისა და აქტივების საკუთრებისა და წარმოშობის შესახებ.
5. კომისიამ განმცხადებელს ზემოაღნიშნული ინფორმაციის წარმოდგენისთვის განუსაზღვრა 5 სამუშაო დღის ვადა (წერილი №გ-26-03/3441, 29.05.2026წ.). მოთხოვნილი დოკუმენტაცია კომპანიამ წარმოადგინა 2026 წლის 3 ივნისს (წერილი №შ-26-7/5557) და 5 ივნისს (წერილი №შ-26-7/5677).
6. 2026 წლის 11 ივნისის კომისიის სხდომას არ ესწრებოდა შპს „ფასთ თივი ჯორჯიას“ წარმომადგენელი.
II. სამოტივაციო ნაწილი
2026 წლის 11 ივნისის სხდომაზე კომისიამ მიიჩნია, რომ უნდა განხორციელდეს შპს „ფასთ თივი ჯორჯიას“ (ს/ნ 406457784 ) გამოძახებით აუდიოვიზუალურ მედიამომსახურებაზე ავტორიზაცია და მისი მონაცემების რეგისტრაცია კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში ვინაიდან კომპანიის მიერ ხარვეზის აღმოფხვრის შემდეგ სრულოფილად არის წარმოდგენილი ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 451 მუხლით განსაზღვრული დოკუმენტაცია.
III. სარეზოლუციო ნაწილი
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 და 38-ე მუხლის მე-8 პუნქტის და 382-ე მუხლების შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. გატარდეს შპს „ფასთ თივი ჯორჯია“ (ს/ნ 406457784 ) ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში გამოძახებით აუდიოვიზუალურ მედიამომსახურებაზე შემდეგი საავტორიზაციო პირობებით:
ა) გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების თემატიკა: სატელევიზიო გადაცემები და სერიალები, ფილმები, დოკუმენტური ფილმები, მუსიკალური პროგრამები და კონცერტები, კომედიური და თეატრალური პროგრამები, კულტურული და რელიგიური პროგრამები, ანიმაციური კონტენტი და სპორტული პროგრამები;
ბ) გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების ენა/ენები: ქართული, სომხური, რუსული, აზერბაიჯანული, ინგლისური;
გ) ინფორმაცია გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიწოდების მიზნით გამოყენებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების შესახებ/გამოძახებითი აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიწოდების ტექნოლოგია:
გ.ა) ვებ-გვერდის საშუალებით გამოძახებითი აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიწოდება; გ.ბ) აპლიკაციის საშუალებით გამოძახებითი აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიწოდება; გ.გ) სხვა ტექნოლოგიის საშუალებით გამოძახებითი აუდიოვიზუალური მედიამომსახურების
მიწოდება: Samsung Smart TV-ის, LG Smart TV-ის, Android TV-ის, Apple TV-ის, Amazon Fire TV-ის, Roku-ს საშუალებით;
დ) გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების ხელმისაწვდომობა:
დ.ა) ვებ-გვერდის საშუალებით გამოძახებითი აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიწოდება- შერეული;
დ.ბ) აპლიკაციის საშუალებით გამოძახებითი აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიწოდება -შერეული;
დ.გ) სხვა ტექნოლოგიის საშუალებით გამოძახებითი აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიწოდება - შერეული;
ე) გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების დაწყების ვადა - 30.06.2026;
ვ) ინფორმაცია იმ კრიტერიუმების შესახებ, რომელთა მიხედვითაც გამოძახებითი აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებელზე (გარდა საეთერო რადიომაუწყებლობისა) „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მოქმედება ვრცელდება:
ვ.ა) გამოძახებითი აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებელს სათავო ოფისი აქვს საქართველოში და სარედაქციო გადაწყვეტილებები მიიღება საქართველოში;
ზ) ვებ-გვერდის მისამართი: www.nexytv.com
2. შპს „ფასთ თივი ჯორჯია“ ვალდებულია:
ა) დაიცვას მედიამომსახურების სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები, მედიამომსახურების სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა;
ბ) დაიცვას ავტორიზაციის ყველა პირობა, რომლებიც მის საავტორიზაციო განცხადებაშია ასახული; გ) თავისი საქმიანობის განხორციელებისას დაიცვას პირთა უფლებები, თავისუფლებები და კანონიერი ინტერესები, წინასწარ აცნობოს მომხმარებელს მომსახურების პირობების შესაძლო ცვლილების შესახებ;
დ) უზრუნველყოს საკუთარ კატალოგებში განთავსებული პროგრამების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნება და კომისიისთვის ორ კვირაში ერთხელ მიწოდება;
ე) კომისიას წარუდგინოს პროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, უზრუნველყოს ავტორიზაციით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების დაწყებამდე 10 დღით ადრე კომისიისთვის პროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა;
3. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (ნ. ლორთქიფანიძე):
ა) სათანადო მონაცემების კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანა; ბ) ამონაწერის გაცემის უზრუნველყოფა;
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას:
ა) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „ფასთ თივი ჯორჯიასთვის“ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);
ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება (ნ. შოვნაძე).
5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) შპს „ფასთ თივი ჯორჯიასთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (კ. ქორიძე);
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე–2 და მე-4 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).
გოგა გულორდავა თავმჯდომარე
ანი ვაზაგაშვილი წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
