სსიპ “ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრისთვის” კულტურულ- შემოქმედებითი რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 05, 2026 10:07
მიღების თარიღი ივლისი 30, 2026
სსიპ “ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრისთვის” კულტურულ- შემოქმედებითი რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ
განმცხადებელი: სსიპ “ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი” (ს/კ 203851313);
კომისიის სხდომის თარიღი: 2026 წლის 30 ივლისი.
I. აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2026 წლის 9 ივლისის №გ-26-10/312 გადაწყვეტილებით საეთერო მაუწყებლობის მომსახურების ზონა №1-ში კულტურულ-შემოქმედებითი რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად კომისიის 2026 წლის 23 აპრილის №გ-26-10/168 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადდა სსიპ “ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი”. კომისიის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების მე–2 პუნქტის შესაბამისად, სსიპ “ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრს” განესაზღვრა გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში სალიცენზიო გადასახდელის (10,692.00 ლარი) 20%-ის - 2,138.40 (ორი ათას ას ოცდათვრამეტი ლარი და 40 თეთრი) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის ვალდებულება.
2. კომისია აღნიშნავს, რომ სსიპ “ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის” მიერ 2026 წლის 27 ივლისს საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილ იქნა 2,138.40 (ორი ათას ას ოცდათვრამეტი ლარი და 40 თეთრი) ლარი და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი კომისიაში წარმოდგენილ იქნა 2026 წლის 27 ივლისს (კომისიაში რეგისტრაციის №შ-26-6/6627).
II. სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 361-ე მუხლის პირველი პუნქტის, 38-ე, 39–ე, 41-ე, 43–ე მუხლების და კომისიის 2026 წლის 9 ივლისის №გ-26-10/312 გადაწყვეტილების საფუძველზე, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიეცეს სსიპ “ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრს” (ს/კ 203851313) კულტურულ-შემოქმედებითი რადიომაუწყებლობის №B207 ლიცენზია შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) ლიცენზიის სახე: რადიომაუწყებლობა;
ბ) ლიცენზიის სახეობა: კულტურულ-შემოქმედებითი რადიომაუწყებლობა;
გ) გავრცელების გეოგრაფიული ზონა: საეთერო მაუწყებლობის მომსახურების ზონა №1;
დ) მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა დღე–ღამის განმავლობაში -12 საათი; ე) მაუწყებლობის ენა: ქართული;
ვ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2036 წლის 30 ივლისის ჩათვლით;
ზ) მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგია და ტექნიკური პარამეტრები:
|
№ |
გადამცემის განთავსების ადგილი |
სიხშირე (მჰც) |
საარხო ზოლის სიგანე (კჰც) |
მოდულაცია |
პოლარ იზაცია V/H |
გასხივება |
გადამცემის სიმძლავრე (ვტ) |
ანტენის გაძლიერების კოეფიციენტი (დბ) |
გეოგრაფიული კოორდინატები |
ანტენის დაკიდების სიმაღლე მიწის ზედაპირიდან (მ) |
|
1 |
თბილისის სატელევიზიო ანძა |
89.7 |
300 |
FM |
V |
წრიული |
1000 |
6 |
41°41'44.69"N 44°47'6.19"E |
120 |
შენიშვნა 1: გადამცემი სადგურის განთავსება შესაძლებელია მითითებული კოორდინატის მიმართ 500მ რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება ±5მ).
შენიშვნა 2: სამაუწყებლო ქსელის ფორმირებისას გადამცემის სიმძლავრის და ანტენის ტექნიკური პარამეტრების მნიშვნელობების ცდომილება არ უნდა აღემატებოდეს 5%-ს.
თ) სალიცენზიო გადასახდელი: უზრუნველყოს სსიპ “ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა” სალიცენზიო გადასახდელის დარჩენილი 70%-ის ანუ 7 484.40 (შვიდი ათას ოთხას ოთხმოცდაოთხი და 40 თეთრი) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდა შემდეგი რეკვიზიტებისა და გრაფიკის მიხედვით:
მიმღები - ხაზინის ერთიანი ანგარიში - 200122900
ბანკი - სახელმწიფო ხაზინა მიმღების ბანკის კოდი - TRESGE22 სახაზინო კოდი - 300773062
623.70 ლარი – 2026 წლის 30 აგვისტომდე;
623.70 ლარი – 2026 წლის 30 სექტემბრამდე;
623.70 ლარი – 2026 წლის 30 ოქტომბრამდე;
623.70 ლარი – 2026 წლის 30 ნოემბრამდე;
623.70 ლარი – 2026 წლის 30 დეკემბრამდე;
623.70 ლარი – 2027 წლის 30 იანვრამდე;
623.70 ლარი – 2027 წლის 28 თებერვლამდე;
623.70 ლარი – 2027 წლის 30 მარტამდე;
623.70 ლარი – 2027 წლის 30 აპრილამდე;
623.70 ლარი – 2027 წლის 30 მაისამდე;
623.70 ლარი – 2027 წლის 30 ივნისამდე;
623.70 ლარი – 2027 წლის 30 ივლისამდე;
2. სსიპ “ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი” ვალდებულია:
ა) დაიცვას მედიამომსახურების სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები, მედიამომსახურების სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს საქმიანობის მათთან შესაბამისობა;
ბ) დაიცვას ყველა ის პირობა, რომელიც მის მიერ კომისიაში ლიცენზიის მისაღებად წარდგენილ განცხადებასა და თანდართულ დოკუმენტაციაში იქნა ასახული, მათ შორის განახორციელოს მის მიერ წარდგენილი სამაუწყებლო კონცეფცია;
გ) ლიცენზიით გათვალისწინებული პრაქტიკული საქმიანობა დაიწყოს 2027 წლის 30 ივლისამდე (საქმიანობის დაწყებად ითვლება 2026 წლის პირველ ივლისამდე ლიცენზიის ტექნიკურ პარამეტრებში მითითებულ პუნქტში შესაბამისი ტექნიკური პარამეტრებით მაუწყებლობა და სამაუწყებლო სიგნალით საეთერო მაუწყებლობის მომსახურების ზონა №1-ის დაფარვა );
დ) კომისიას წარმოუდგინოს პრაქტიკული საქმიანობის დაწყების/შეწყვეტის თაობაზე ინფორმაცია პრაქტიკული საქმიანობის დაწყებიდან/შეწყვეტიდან 5 სამუშაო დღის ვადაში;
3. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (ნ. ლორთქიფანიძე):
ა) სათანადო მონაცემების კომისიის უწყებრივ რეესტრში შეტანა; ბ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;
გ) ლიცენზიის გაცემის თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროში გაგზავნის უზრუნველყოფა;
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ბ. გასვიანი) აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება და გაგზავნა;
5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს აღნიშნული გადაწყვეტილების სსიპ “ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრისთვის” ჩაბარების დღიდან;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) სსიპ “ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრისთვის” ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ა), ბ), გ), დ) და ე) ქვეპუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (კ.ქორიძე);
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ზ) ქვეპუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტს (ა.ქარუმიძე);
9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი პუნქტის თ) ქვეპუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფს (ნ. დევდარიანი);
10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე ერთობლივად დაევალოს კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს, სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტს, იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს და ადმინისტრაციის საფინანსო- საბიუჯეტო ჯგუფს;
11. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (პირველი პუნქტის ა), ბ), გ), დ), ე), ზ), თ) ქვეპუნქტების, მე-4, მე-7, მე-8 და მე-9 პუნქტების გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).
გოგა გულორდავა თავმჯდომარე
ანი ვაზაგაშვილი წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
ივანე მახარაძე წევრი
