საეთერო მაუწყებლობის მომსახურების ზონა №1-ში კულტურულ-შემოქმედებითი რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 24, 2026 11:53
მიღების თარიღი აპრილი 23, 2026
საეთერო მაუწყებლობის მომსახურების ზონა №1-ში კულტურულ-შემოქმედებითი რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ
განმცხადებელი: სსიპ “ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი”;
კომისიის სხდომის თარიღი: 2026 წლის 23 აპრილი.
I. აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა სსიპ “ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა” (ს/კ 203851313) (განცხადების კომისიაში რეგისტრაციის №შ-25-7/5015.12.2025წ) საეთერო მაუწყებლობის მომსახურების ზონა №1-ში კულტურულ-შემოქმედებითი რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ.
2. კომისია აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ25 პუნქტის შესაბამისად კულტურულ-შემოქმედებითი რადიომაუწყებლობა არის კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის − კულტურის ორგანიზაციის მიერ განხორციელებული რადიომაუწყებლობა, რომელიც უზრუნველყოფს კულტურის სხვადასხვა დარგის პოპულარიზაციას, საზოგადოების ფართო ფენებისთვის კულტურის სფეროსთან დაკავშირებული შემეცნებითი ინფორმაციისა და ამ სფეროში მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას და რომლის მიზანი არ არის მოგების მიღება. ამავე კანონის მე-2 მუხლის ჰ26 პუნქტის შესაბამისად კულტურის ორგანიზაცია არის „კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული კულტურის ორგანიზაცია ხოლო 38-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად კულტურულ- შემოქმედებითი რადიომაუწყებლობა არის სპეციალიზებული მაუწყებლობა, რომლის ლიცენზირებისას/ავტორიზაციისას მიეთითება სამაუწყებლო პროგრამების თემატიკა/თემატიკები.
”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია საეთერო (სიხშირული სპექტრის გამოყენებით) მაუწყებლობის ლიცენზიას გასცემს კონკურსის საფუძველზე. ხოლო ამავე კანონის 75-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად საეთერო მაუწყებლობის განმახორციელებელ კულტურულ-შემოქმედებითი რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელს სამაუწყებლო სიხშირეები (არხები) განესაზღვრება კულტურულ- შემოქმედებითი რადიომაუწყებლობის ლიცენზიით.
3. კომისია აღნიშნავს, რომ შეისწავლა რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად კონკურსის გამოცხადების საკითხი და კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის 2026 წლის 7 აპრილის №26-10-859 სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე გამოარკვია, რომ საეთერო მაუწყებლობის მომსახურების ზონა №1-ში არსებობს თავისუფალი სიხშირული რესურსი და შესაბამისად, შესაძლებელია კულტურულ-შემოქმედებითი რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად კონკურსის გამოცხადება შემდეგი ტექნიკური პარამეტრებით:
|
№ |
გადამცემის განთავსების ადგილი |
სიხშირე (მჰც) |
საარხო ზოლის სიგანე (კჰც) |
მოდულაცია |
პოლარ იზაცია V/H |
გასხივება |
გადამცემის სიმძლავრე (ვტ) |
ანტენის გაძლიერების კოეფიციენტი (დბ) |
გეოგრაფიული კოორდინატები |
ანტენის დაკიდების სიმაღლე მიწის ზედაპირიდან (მ) |
|
1 |
თბილისის სატელევიზიო ანძა |
89.7 |
300 |
FM |
V |
წრიული |
1000 |
6 |
41°41'44.69"N 44°47'6.19"E |
120 |
შენიშვნა 1: გადამცემი სადგურის განთავსება შესაძლებელია მითითებული კოორდინატის მიმართ 500 მ რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება ±5მ).
შენიშვნა 2: სამაუწყებლო ქსელის ფორმირებისას გადამცემის სიმძლავრის და ანტენის ტექნიკური პარამეტრების მნიშვნელობების ცდომილება არ უნდა აღემატებოდეს 5%-ს.
შენიშვნა 3: დაინტერესებულმა მხარემ უნდა წარმოადგინოს გადამცემი მოწყობილობის ტექნიკური მონაცემები (სპეციფიკაციები) და ანტენის გასხივების დიაგრამა (შემდეგ ფორმატიდან ერთ-ერთში: msi, adf, .txt, .csv, .plt,.pln, .pat.)
4. კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის მიერ, ”რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ” კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებით და ზემოაღნიშნული ტექნიკური პარამეტრების საფუძველზე, გაანგარიშებულმა სალიცენზიო გადასახდელის ოდენობამ (სამსახურეობრივი ბარათი №26-10-859, 07.04.2026), შეადგინა –10,692.00 ლარი.
II. სარეზოლუციო ნაწილი
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის გ) და თ) ქვეპუნქტის, მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის, 37-ე, 371-ე, 38-ე, 41-ე და 43-ე მუხლების, ”ადგილობრივი მაუწყებლობის ზონალური დაყოფის შესახებ” კომისიის 2006 წლის 1 დეკემბრის №10 დადგენილების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. გამოცხადდეს კონკურსი კულტურულ-შემოქმედებითი რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) ლიცენზიის სახე: რადიომაუწყებლობა;
ბ) ლიცენზიის სახეობა: კულტურულ-შემოქმედებითი რადიომაუწყებლობა;
გ) გავრცელების გეოგრაფიული ზონა: საეთერო მაუწყებლობის მომსახურების ზონა №1;
დ) მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა დღე–ღამის განმავლობაში -12 საათი; ე) მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგია და ტექნიკური პარამეტრები:
|
№ |
გადამცემის განთავსების ადგილი |
სიხშირე (მჰც) |
საარხო ზოლის სიგანე (კჰც) |
მოდულაცია |
პოლარ იზაცია V/H |
გასხივება |
გადამცემის სიმძლავრე (ვტ) |
ანტენის გაძლიერების კოეფიციენტი (დბ) |
გეოგრაფიული კოორდინატები |
ანტენის დაკიდების სიმაღლე მიწის ზედაპირიდან (მ) |
|
1 |
თბილისის სატელევიზიო ანძა |
89.7 |
300 |
FM |
V |
წრიული |
1000 |
6 |
41°41'44.69"N 44°47'6.19"E |
120 |
შენიშვნა 1: გადამცემი სადგურის განთავსება შესაძლებელია მითითებული კოორდინატის მიმართ 500 მ რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება ±5მ).
შენიშვნა 2: სამაუწყებლო ქსელის ფორმირებისას გადამცემის სიმძლავრის და ანტენის ტექნიკური პარამეტრების მნიშვნელობების ცდომილება არ უნდა აღემატებოდეს 5%-ს.
2. პროგრამირების მინიმალური მოთხოვნები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი სამაუწყებლო კონცეფცია: კულტურულ-შემოქმედებითი რადიომაუწყებლობა არის სპეციალიზებული მაუწყებლობა, რომლის ლიცენზირებისას/ავტორიზაციისას მიეთითება სამაუწყებლო პროგრამების თემატიკა/თემატიკები. აკრძალულია კულტურულ-შემოქმედებითი რადიომაუწყებლობის განმახორციელებელი რადიომაუწყებლის მიერ ტელეშოპინგის, რეკლამისა და პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსება, აგრეთვე ამ რადიომაუწყებლის სასარგებლოდ სპონსორობა;
3. კონკურსში გამარჯვებული, კულტურულ-შემოქმედებითი რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოპოვების შემთხვევაში ვალდებული იქნება:
ა) დაიცვას მედიამომსახურების სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები, მედიამომსახურების სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს საქმიანობის მათთან შესაბამისობა;
ბ) დაიცვას ყველა ის პირობა, რომელიც მის მიერ კომისიაში ლიცენზიის მისაღებად წარდგენილ განცხადებასა და თანდართულ დოკუმენტაციაში იქნება ასახული, მათ შორის განახორციელოს მის მიერ წარმოდგენილი სამაუწყებლო კონცეფცია;
გ) ლიცენზიით გათვალისწინებული პრაქტიკული საქმიანობა დაიწყოს ლიცენზიის გაცემიდან ერთი წლის ვადაში (საქმიანობის დაწყებად ითვლება ერთი წლის ვადაში ლიცენზიის ტექნიკურ პარამეტრებში მითითებულ პუნქტში შესაბამისი ტექნიკური პარამეტრებით მაუწყებლობა და სამაუწყებლო სიგნალით საეთერო მაუწყებლობის მომსახურების ზონა №1-ის დაფარვა );
დ) კომისიას წარმოუდგინოს პრაქტიკული საქმიანობის დაწყების/შეწყვეტის თაობაზე ინფორმაცია პრაქტიკული საქმიანობის დაწყებიდან/შეწყვეტიდან 5 სამუშაო დღის ვადაში;
4. სალიცენზიო გადასახდელის ოდენობა განისაზღვროს 10,692.00 (ათი ათას ექვსას ოთხმოცდათორმეტი) ლარით;
5. კონკურსის ჩატარების თარიღად გამოცხადდეს 2026 წლის 9 ივლისი 13:00 საათი;
6. ლიცენზიის მაძიებლების განცხადებების მიღება მოხდეს 2026 წლის პირველი ივნისის 17:00 საათამდე;
7. მოსამზადებელი სხდომის ჩატარების თარიღად განისაზღვროს 2026 წლის 4 ივნისის 13:00 საათი;
8. ზეპირი მოსმენის სხდომის ჩატარების თარიღად განისაზღვროს 2026 წლის 2 ივლისი13:00 საათი;
9. რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად ლიცენზიის მაძიებელი კომისიას მიმართავს განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს:
ა) იურიდიული პირისათვის – საფირმო სახელწოდება, სამართლებრივი ფორმა, იურიდიული მისამართი (ადგილსამყოფელი), მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ მონაცემები, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის სახელი და გვარი, მონაცემები პარტნიორთა შესახებ, აგრეთვე იმ აქციონერთა შესახებ, რომლებიც ფლობენ აქციების 5%-ს ან მეტს;
ბ) მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის სახე, სახეობა, თემატიკა/თემატიკები, რომლის მიღებასაც მოითხოვს ლიცენზიის მაძიებელი;
გ) მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა; დ) მაუწყებლობის ენა;
ე) მაუწყებლობის ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში.
10. ლიცენზიის მაძიებლის განცხადებას თან უნდა დაერთოს (დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს დალუქული სახით):
ა) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან; საჯარო სამართლის იურიდიული პირის შემთხვევაში − საიდენტიფიკაციო მონაცემები და წარმომა დგენლობაზე უფლებამოსილი პირის სახელი და გვარი;
ბ) სალიცენზიო მოსაკრებლის (2000 ლარი) გადახდის დამადასტურებელი საბუთი. აღნიშნული თანხა ირიცხება საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში (საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშის შესაბამისი საბანკო რეკვიზიტების მოპოვების მიზნით დაინტერესებული პირი უფლებამოსილია მიმართოს კომისიის აპარატის საფინანსო სამსახურს +995 32 292 16 67); ”სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად ლიცენზიის მიუღებლობის შემთხვევაში ლიცენზიის მაძიებელს აღნიშნული თანხა უკან არ უბრუნდება.
გ) შესაბამისობის დეკლარაცია (იხ.ლინკი https://www.comcom.ge/ge/regulation/mediamomsaxureba/broadcasting/shesabamisobis-deklaracia-da- finansuri-gamchvirvaloba/declaration-of-conformity-forms )
დ) იურიდიული პირისათვის – ცნობა ნებადართული კაპიტალისა და მისი განაღდებული ნაწილის შესახებ, ცნობა აქტივებისა და პასივების შესახებ (აღნიშნული ცნობები დადასტურებული უნდა იყოს აუდიტორული კომპანიის მიერ), ინფორმაცია განთავსებული კაპიტალისა და აქტივების საკუთრებისა და წარმოშობის შესახებ, (შესაბამისი ფორმა დამტკიცებულია კომისიის 2013 წლის 23 აგვისტოს №7 დადგენილების დანართი №3-ით და დანართი №4-ით. (იხ. ლინკი - https://comcom.ge/ge/regulation/mediamomsaxureba/broadcasting/mauwyeblobis-sferoshi- avtorizacia/iuridiuli-piris-mier-shesavsebi-qonebrivi-mdgomareobis-deklaracia );
ე) პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვადა;
ვ) განსახორციელებელი საქმიანობის დაფინანსების გეგმა და ინფორმაცია დაფინანსების წყაროების შესახებ;
ზ) დოკუმენტაცია პროგრამების გავრცელებისათვის გამოსაყენებელი ტექნიკური საშუალებების თაობაზე (დაინტერესებულმა მხარემ უნდა წარმოადგინოს გადამცემი მოწყობილობის ტექნიკური მონაცემები (სპეციფიკაციები) და ანტენის გასხივების დიაგრამა (შემდეგ ფორმატიდან ერთ-ერთში: msi, adf, .txt, .csv, .plt, .pln, .pat.);
თ) განსახორციელებელი სამაუწყებლო კონცეფცია, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ პროგრამულ მოთხოვნებს, წინამდებარე გადაწყვეტილების მე-2 პუნქტით განსაზღვრულ პროგრამირების მინიმალურ მოთხოვნებს;
ი) სალიცენზიო გადასახდელის 10%-ის გადახდის დამადასტურებელი საბუთი. ეს თანხა ირიცხება კომისიის ანგარიშზე:
მიმღები - საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია; საიდენტიფიკაციო კოდი - 204953050;
ა/ანგარიში - GE 10 BG 00 000 001 254 355 01;
ბანკი - სს ,,საქართველოს ბანკი’’; ბანკის კოდი - BAGAGE22;
ლიცენზიის მიუღებლობის შემთხვევაში ლიცენზიის მაძიებელს კომისიისთვის წერილობითი განცხადების წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში უბრუნდება აღნიშნული თანხა, საბანკო მომსახურების ხარჯების გამოკლებით;
11. მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი პირი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე ან საქართველოს რეზიდენტი ფიზიკური ან იურიდიული პირი. "მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი პირი არ შეიძლება იყოს:
ა) ადმინისტრაციული ორგანო, გარდა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და კულტურის ორგანიზაციისა;
ბ) ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი, სხვა საჯარო მოხელე;
გ) ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე იურიდიული პირი, გარდა კულტურის ორგანიზაციისა;
დ) პოლიტიკური პარტია, პოლიტიკური პარტიის თანამდებობის პირი; ე) ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული იურიდიული პირი;
ვ) იურიდიული პირი, რომლის წილს ან აქციებს პირდაპირ ან ირიბად ფლობს ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირი;
ზ) პირი, რომლის ბენეფიციარი მესაკუთრე არის სხვა სახელმწიფოს ამ პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირი.
ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირი ("მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 37- ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პირის გარდა) აგრეთვე არ შეიძლება იყოს პირი, რომლის ბენეფიციარი მესაკუთრე არის სხვა სახელმწიფოს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირი/ორგანო, გარდა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევისა. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება შეიძლება ითვალისწინებდეს, ერთი მხრივ, სხვა სახელმწიფოს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირის/ორგანოს მიერ დაფუძნებული მაუწყებლისათვის საქართველოს ტერიტორიაზე მაუწყებლობის უფლების მინიჭებას და, მეორე მხრივ, ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირის/ორგანოს მიერ დაფუძნებული მაუწყებლისათვის საქართველოს ტერიტორიის ფარგლების გარეთ მაუწყებლობის უფლების მინიჭებას.
"მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 371-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად ლიცენზიის მაძიებელი პირი ვალდებულია განცხადებას დაურთოს შესაბამისობის დეკლარაცია, რომელშიც უნდა მიეთითოს:
ა) ლიცენზიის მაძიებლის/ავტორიზაციის მსურველი პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები;
ბ) მონაცემები ლიცენზიის მაძიებლის/ავტორიზაციის მსურველი პირის ხელმძღვანელი თანამდებობის პირებისა და ორგანოების შესახებ;
გ) დადასტურება, რომ ლიცენზიის მაძიებელი/ავტორიზაციის მსურველი პირი ან მისი ბენეფიციარი მესაკუთრეები არ არიან ამ კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირები;
დ) ინფორმაცია ლიცენზიის მაძიებლის/ავტორიზაციის მსურველი პირის ბენეფიციარი მესაკუთრეების საიდენტიფიკაციო მონაცემებისა და მათ საკუთრებაში არსებული წილების თაობაზე.
12. კონკურსში მონაწილეობის მიღება ეკრძალება იმ პირს, რომლის ორგანიზაციულ- სამართლებრივი ფორმა არ არის კერძო სამართლის არაკომერციული (არასამეწარმეო) ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი.
13. მოსამზადებელ სხდომაზე ხდება კონკურსში მონაწილეობის თაობაზე განცხადებების განხილვა და მათზე დართული დალუქული დოკუმენტაციის ლიცენზიის მაძიებელთა თანდასწრებით გახსნა. აღნიშნული დოკუმენტაცია ხელმისაწვდომია საჯარო გაცნობისათვის. ლიცენზიის მაძიებლის მიერ დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში კომისია ლიცენზიის მაძიებელს განუსაზღვრავს დამატებით 5 სამუშაო დღის ვადას წარმოდგენილი დოკუმენტაციის სრულყოფის მიზნით. იკრძალება კონკურსში მონაწილეობის თაობაზე განცხადებისა და დოკუმენტაციის საფოსტო გზავნილის სახით მიწოდება კომისიისთვის.
14. კონკურსში მონაწილეობის თაობაზე განცხადებები და თანდართული დოკუმენტაცია საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტაციის წარდგენის შესახებ ცნობის გამოქვეყნებიდან 20 დღის განმავლობაში ხელმისაწვდომია საჯარო გაცნობისათვის.
15. დოკუმენტაციის არასრულყოფილების, პროგრამირებისა და საინვესტიციო ვალდებულების მინიმალური მოთხოვნების დაუცველობის შემთხვევაში, კომისია იღებს გადაწყვეტილებას განცხადების განუხილველად დატოვებისა და ლიცენზიის მაძიებლისათვის კონკურსში მონაწილეობაზე უარის თქმის შესახებ.
16. კომისია წარმოებაში არ მიიღებს:
ა) სალიცენზიო განცხადებას, თუ არასრულყოფილადაა წარდგენილი დოკუმენტაცია;
ბ) სალიცენზიო განცხადებას, თუ იგი წარადგინა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის
37-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულმა პირმა/ორგანომ;
გ) ახალ სალიცენზიო განცხადებას, თუ იგი წარადგინა ლიცენზიის მფლობელმა ამ კანონით გათვალისწინებული დარღვევისათვის მის მიმართ კომისიის მიერ სანქციის გამოყენების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებიდან 1 წლის განმავლობაში.
17. კომისია კონკურსს ატარებს საჯარო სხდომაზე.
18. კონკურსში გამარჯვებული გამოვლინდება პროგრამირების ასპექტის მიხედვით. პროგრამირების ასპექტის მიხედვით კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენისას მხედველობაში მიიღება:
ა) შემოთავაზებული პროგრამების მრავალფეროვნება და აუდიტორიის ინტერესებთან შესაბამისობა;
ბ) მომსახურების ზონის აუდიტორიისათვის ხელმისაწვდომი სხვა მაუწყებელთა პროგრამების არსებობა.
19. თუ კონკურსში მონაწილეობს 1 ლიცენზიის მაძიებელი, იგი გამარჯვებულად ცხადდება მის მიერ სალიცენზიო გადასახდელის გადახდის დადასტურების შემთხვევაში.
20. კომისია იღებს და აქვეყნებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ. კომისიის გადაწყვეტილება კონკურსის შედეგების შესახებ ეგზავნება კონკურსის ყველა მონაწილეს. კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ კომისიის გადაწყვეტილება ვრცელდება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით და ქვეყნდება კომისიის ვებ- გვერდზე (www.comcom.ge) ინტერნეტში; სალიცენზიო გადასახდელის ოდენობა და გადახდის პირობები მითითებული უნდა იყოს კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებაში;
21. კომისია იღებს გადაწყვეტილებას კონკურსში გამარჯვებულისათვის ლიცენზიის გაცემის თაობაზე სალიცენზიო გადასახდელის 20%-ის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში. დარჩენილი 70% -ის გადახდა უნდა მოხდეს ლიცენზიის მოქმედების ვადის პირველი წლის განმავლობაში კონკურსში გამარჯვებული პირისათვის ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესით;
22. კონკურსში გამარჯვებულის მიერ სალიცენზიო გადასახდელის 20%-ის კომისიის გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, კომისია იღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. ამ შემთხვევაში ლიცენზიის მაძიებელს 2 წლით ეზღუდება კონკურსში მონაწილეობის უფლება.
23. კონკურსის საფუძველზე ლიცენზიის მიღებისას საკონკურსო პირობები და ლიცენზიის მაძიებლის მიერ კონკურსში მონაწილეობისათვის წარდგენილ დოკუმენტაციაში აღნიშნული პირობები აისახება კომისიის მიერ გაცემული ლიცენზიის განსაკუთრებულ პირობებში, როგორც რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელის სალიცენზიო ვალდებულებები;
24. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ერთი თვის ვადაში;
25. დაევალოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს აღნიშნული საკითხის საინფორმაციო უზრუნველყოფა (რ. ჭაბუკიანი);
26. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის სხდომაზე გამოქვეყნებისთანავე.
27. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ბ. გასვიანი):
ა) აღნიშნული გადაწყვეტილების სსიპ “ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრისთვის” გაგზავნა;
ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;
28. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).
გოგა გულორდავა თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
