წვდომის მენიუ

საეთერო მაუწყებლობის მომსახურების ზონა №1-ში კულტურულ-შემოქმედებითი რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად კომისიის 2026 წლის 23 აპრილის №გ-26-10/168 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ კონკურსში მონაწილე ლიცენზიის მაძიებლისთვის დოკუმენტაციის წარმოდგენის დამატებითი ვადის განსაზღვრის შესახებ

ნომერი: გ-26-10 / 242

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 08, 2026 16:37

მიღების თარიღი ივნისი 04, 2026

საეთერო მაუწყებლობის მომსახურების ზონა №1-ში კულტურულ-შემოქმედებითი რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად კომისიის 2026  წლის 23 აპრილის №გ-26-10/168 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ კონკურსში მონაწილე ლიცენზიის მაძიებლისთვის დოკუმენტაციის წარმოდგენის დამატებითი  ვადის განსაზღვრის შესახებ 

კომისიის სხდომის თარიღი: 2026 წლის 4 ივნისი.

I. აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2026 წლის 23 აპრილის №გ-26-10/168 გადაწყვეტილებით გამოცხადდა კონკურსი საეთერო მაუწყებლობის მომსახურების ზონა №1-ში კულტურულ-შემოქმედებითი რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) ლიცენზიის სახე: რადიომაუწყებლობა;

ბ) ლიცენზიის სახეობა: კულტურულ-შემოქმედებითი რადიომაუწყებლობა;

გ) გავრცელების გეოგრაფიული ზონა: საეთერო მაუწყებლობის მომსახურების ზონა №1;

დ) მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა დღე–ღამის განმავლობაში -12 საათი; ე) მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგია და ტექნიკური პარამეტრები:

 

 

 

 

გადამცემის განთავსების ადგილი

 

 

სიხშირე (მჰც)

საარხო ზოლის სიგანე (კჰც)

 

 

 

მოდულაცია

 

 

პოლარ იზაცია V/H

 

 

 

გასხივება

 

 

გადამცემის სიმძლავრე (ვტ)

ანტენის გაძლიერების კოეფიციენტი (დბ)

 

 

გეოგრაფიული კოორდინატები

ანტენის დაკიდების სიმაღლე მიწის

ზედაპირიდან (მ)

 

1

თბილისის სატელევიზიო ანძა

 

89.7

 

300

 

FM

 

V

 

წრიული

 

1000

 

6

 

41°41'44.69"N

44°47'6.19"E

 

120

შენიშვნა 1: გადამცემი სადგურის განთავსება შესაძლებელია მითითებული კოორდინატის მიმართ 500 მ რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება ±5მ).

შენიშვნა  2:  სამაუწყებლო  ქსელის  ფორმირებისას  გადამცემის  სიმძლავრის  და  ანტენის  ტექნიკური  პარამეტრების მნიშვნელობების ცდომილება არ უნდა აღემატებოდეს 5%-ს.

2. კომისია აღნიშნავს, რომ განცხადება კონკურსში მონაწილეობის მისაღებად წარმოადგინა სსიპ “ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა” (ს/კ 203851313).

3. კომისიის 2026   წლის 23 აპრილის №გ-26-10/168 გადაწყვეტილების შესაბამისად 2026 წლის 4 ივნისს კომისიაში ჩატარდა მოსამზადებელი სხდომა, რომელზეც „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად ლიცენზიის მაძიებლის თანდასწრებით გაიხსნა კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით წარმოდგენილი დალუქული დოკუმენტაცია. სხდომას ესწრებოდა სსიპ “ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის” წარმომადგენელი ია შედანია.

4. კომისია აღნიშნავს, რომ  საეთერო მაუწყებლობის მომსახურების ზონა №1-ში კულტურულ- შემოქმედებითი რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად სსიპ “ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის” მიერ წარმოდგენილ პროგრამების გავრცელებისათვის გამოსაყენებელი ტექნიკური საშუალებების თაობაზე დოკუმენტში დასაზუსტებელია ინფორმაცია ანტენის გაძლიერების კოეფიციენტის თაობაზე (წარმოდგენილი ტექნიკური დოკუმენტაციის მიხედვით,  ანტენის გაძლიერების  მაჩვენებელი შეადგენს 3.45 dB-ს, რაც ვერ აკმყოფილებს საკონკურსო პირობებით განსაზღვრულ მნიშვნელობას) ასევე     დასაზუსტებელია შესაბამისი პოლარიზაციის ანტენიდან გავრცელების სიგნალის დიაგრამა, როგორც ჰორიზონტალურ ისე ვერტიკალურ სიბრტყეში, სათანადო ფორმატში.

5. ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ25  პუნქტის შესაბამისად კულტურულ- შემოქმედებითი რადიომაუწყებლობა არის კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის − კულტურის ორგანიზაციის მიერ განხორციელებული რადიომაუწყებლობა, რომელიც უზრუნველყოფს კულტურის სხვადასხვა დარგის პოპულარიზაციას, საზოგადოების ფართო ფენებისთვის კულტურის სფეროსთან დაკავშირებული შემეცნებითი ინფორმაციისა და ამ სფეროში მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას და რომლის მიზანი არ არის მოგების მიღება. ამავე კანონის მე-2 მუხლის ჰ26 პუნქტის შესაბამისად კულტურის ორგანიზაცია არის „კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული კულტურის ორგანიზაცია.

კომისია აღნიშნავს, რომ გადამოწმდა სსიპ “ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის” დებულება. გადამოწმების შედეგად სსიპ “ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი” აკმაყოფილებს ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ25 და ჰ26 პუნქტების მოთხოვნებს.

6. ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-60 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად პირს უფლება აქვს, დამოუკიდებლად ან მასთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე პირთან ერთად თითო მომსახურების ზონაში ფლობდეს არაუმეტეს 1 საერთო საეთერო სატელევიზიო არხს და 1 საერთო საეთერო რადიოარხს. ამავე კანონის მე-2 მუხლის ჰ11) პუნქტის თანახმად ურთიერთდამოკიდებულება ეს არის ურთიერთობა, რომელიც არსებობს, თუ ერთი პირი პირდაპირ ან ირიბად ფლობს მეორე პირის აქციებს ან საწესდებო კაპიტალის წილს, არის მისი თანამდებობის პირი, ან მისთვის ან მისი აქციონერის, პარტნიორის ან თანამდებობის პირისთვის ასრულებს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს; აგრეთვე თუ ერთი მაუწყებელი ახორციელებს მაუწყებლობას მეორე მაუწყებლის მეშვეობით.

კომისია აღნიშნავს, რომ  გადამოწმდა სსიპ “ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის” ურთიერთდამოკიდებულება მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელ სხვა პირებთან. გადამოწმების შედეგად ურთიერთდამოკიდებულება რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელ სხვა პირებთან არ დადგინდა. ასევე აღსანიშნავია, რომ სსიპ “ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი”არ ფლობს ლიცენზიას მაუწყებლობის სფეროში. შესაბამისად სსიპ “ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის” კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში არ დაირღვევა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-60 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნა მაუწყებლის საკუთრების კონცენტრაციის აკრძალვასთან დაკავშირებით.

7. კომისია აღნიშნავს, რომ "მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად სალიცენზიო განცხადებების მიღების დასრულებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში კომისია ატარებს მოსამზადებელ სხდომას, რომელზედაც განიხილება კონკურსში მონაწილეობის თაობაზე განცხადებები და ლიცენზიის მაძიებელთა თანდასწრებით იხსნება თანდართული დალუქული დოკუმენტაცია. დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში კომისია ლიცენზიის მაძიებლებს განუსაზღვრავს დამატებით 5 სამუშაო დღის ვადას დოკუმენტაციის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად. ამავე კანონის 43-ე მუხლის მე-5 მუხლის თანახმად საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტაციის წარდგენის შესახებ ცნობის გამოქვეყნებიდან 20 დღის შემდეგ კომისია ატარებს ზეპირ მოსმენას. დოკუმენტაციის არასრულყოფილების, აგრეთვე პროგრამირებისა და საინვესტიციო ვალდებულების მინიმალური მოთხოვნების დაუცველობის შემთხვევაში კომისია იღებს გადაწყვეტილებას განცხადების განუხილველად დატოვებისა და ლიცენზიის მაძიებლისათვის კონკურსში მონაწილეობაზე უარის თქმის შესახებ.

8. 2026 წლის 4 ივნისის სხდომაზე კომისიამ იმსჯელა კომპანიის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციაზე და მიზანშეწონილად მიიჩნია სსიპ “ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრს” მიეცეს ვადა, რათა წარმოადგინოს შესაბამისი პოლარიზაციის ანტენიდან გავრცელების სიგნალის დიაგრამა და ინფორმაცია ანტენის გაძლიერების კოეფიციენტის თაობაზე.

9. კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ სსიპ “ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის” მიერ 5 სამუშაო დღის ვადაში დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას განცხადების განუხილველად დატოვებისა და ლიცენზიის მაძიებლისათვის კონკურსში მონაწილეობაზე უარის თქმის შესახებ.

II. სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის გ) ქვეპუნქტის, 37-ე, 371-ე, 41-ე და 43-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. უზრუნველყოს სსიპ “ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა” 2026 წლის 11 ივნისის 18:00 საათამდე კომისიის 2026 წლის 23 აპრილის №გ-26-10/168 გადაწყვეტილების შესაბამისად გამოცხადებული კონკურსისთვის შემდეგი ინფორმაციის წარმოდგენა:

ა) ინფორმაცია ანტენის გაძლიერების კოეფიციენტის თაობაზე (წარმოდგენილი ტექნიკური დოკუმენტაციის მიხედვით, ანტენის გაძლიერების მაჩვენებელი შეადგენს 3.45 dB-ს, რაც ვერ აკმყოფილებს საკონკურსო პირობებით განსაზღვრულ მნიშვნელობას);

ბ)  შესაბამისი პოლარიზაციის ანტენიდან  გავრცელების სიგნალის დიაგრამა, როგორც ჰორიზონტალურ ისე ვერტიკალურ სიბრტყეში, სათანადო ფორმატში.

2. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის სხდომაზე გამოქვეყნებისთანავე;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ბ. გასვიანი) აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება და სსიპ “ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრისთვის” გაგზავნა;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ერთი  თვის ვადაში.

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

გოგა  გულორდავა თავმჯდომარე

ეკატერინე  იმედაძე წევრი

ნათია კუკულაძე წევრი

ივანე მახარაძე წევრი

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები