შპს „მალტისოფტი“-ს (ს/კ: 405059289) პარტნიორის წილის გასხვისებაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მარტი 24, 2026 15:12
მიღების თარიღი მარტი 19, 2026
შპს „მალტისოფტი“-ს (ს/კ: 405059289) პარტნიორის წილის გასხვისებაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში “კომისია“) 2026 წლის 9 მარტს განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის შ-26-6/1758) მიმართა შპს „მალტისოფტის“ დირექტორმა ფიზიკურმა პირმა დავით ხაბაზაშვილმა შპს „მალტოფტის“ ერთერთი დამფუძნებლის წილის გასხვისებაზე წინასწარი თანხმობის მიცემის თაობაზე.
შპს „მალტისოფტი“ 2019 წლის 21 თებერვლიდან წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული კომუნიკაციების მომსახურების შემდეგ სახეებზე:
A.F.1 ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა
ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
A.F.3 ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა
პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
B.F.2 ინტერნეტ მომსახურება
ოპტიკური ქსელით ინტერნეტ მომსახურება
ბოლო მომხმარებლების ინტერნეტ ჰოსტინგის მომსახურება
კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემების თანახმად შპს „მალტისოფტის“ დირექტორი არის დავითი ხაბაზიშვილი, ხოლო კომპანიის დამფუძნებლები არიან:
|
|
სახელი |
გვარი |
წილი(%) |
|
|
დავით |
ჯიქია |
70 |
|
|
გიორგი |
ჯანაშია |
30 |
კომისიის ავტორიზებული პირთა უწყებრივი რეესტრის შესაბამისად, შპს „მალტისოფტი“ ფლობს ავტორიზებული პირის, შპს „სერვისბოქსის“, 80%-იან წილს და შპს ‘მარტვ-ნეტის“ 60%-იან წილს, ხოლო შპს „მალტისოფტის“ დამფუძნებელი, დავით ჯიქია, წარმოადგენს ავტორიზებული პირის შპს „მულტინეტის“ დირექტორს და 100%-იანი წილის მფლობელს. დღეს მდგომარეობით კომისიის სტატისტიკური ანგარიშგების ბაზის მიხედვით შპს „მულტინეტი“ 2023 წლის ივნისიდან არ ოპერირებს.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ33 ქვეპუნქტის თანახმად მულტინეტი, მალტისოფტი, მარტვ-ნეტი და სერვისბოქსი ურთიერთდამოკიდებული (აფილირებული) პირები არიან.
კომისიაში შემოსული განაცხადის შესაბამისად, კომპანიის ერთერთი დამფუძნებელი ფიზიკური პირი გიორგი ჯანაშია კომპანიაში თავისი კუთვნილი წილიდან 15%-ს ასხვისებს კომპანიის მეორე დამფუძნებელზე ფიზიკურ პირ დავით ჯიქიაზე და ტრანზაქციის განხორციელების შემდეგ წილების განაწილება იქნება :
|
|
სახელი |
გვარი |
წილი(%) |
|
|
დავით |
ჯიქია |
85 |
|
|
გიორგი |
ჯანაშია |
15 |
კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის მონაცემების თანახმად, 2025 წლის მონაცემების შესაბამისად შპს „მალტისოფტი“ ოპერირებს ქ. თბილისში, ფიქსირებული ინტერნეტ მომსახურებას აწვდის იურიდიულ პირ აბონენტებს, ასევე ახორციელებს ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელების გაქირავებას. აღნიშნულ მომსახურებებიდან შესაბამის სეგმენტებზე მიღებული შემოსავალი და საბაზრო წილები შემდეგია:
|
შპს მალტისოფტი |
2025 წლის შემოსავალი |
საბაზრო წილი |
აბონენტების რაოდენობა 2025 წლის დეკემბრის მდგომარეობით |
საბაზრო წილი |
|
ფიქსირებული ინტერნეტ მომსახურება |
34,106 |
0.05% |
2 |
0.01% |
|
ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის იჯარა |
73,942 |
2% |
- |
- |
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მიხედვით, კომისია ამავე კანონის 26-27-ე მუხლებით დადგენილი წესით განიხილავს ისეთ კონცენტრაციას, რომელიც კონკრეტულ შემთხვევაში არ ექცევა „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონცენტრაციის კონტროლის მექანიზმის ფარგლებში, მაგრამ აკმაყოფილებს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ წინაპირობებს. შესაბამისად, კომისია მოცემულ შემთხვევაში განცხადებაში აღნიშნულ ტრანზაქციას განიხილავს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე-27-ე მუხლებით დადგენილი წესით.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში ან რომლის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.
ზემოთ აღნიშნული ტრანზაქციის განხორციელების შემთხვევაში, კომპანიის აფილირება და პარტნიორების ურთიერთდამოკიდებულება (აფილირება) ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირ(ებ)თან არ შეიცვლება.
ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, აღნიშნული ტრანზაქცია ბაზრის შესაბამის სეგმენტზე გავლენას ვერ იქონიებს და შეიძლება მიჩნეულ იქნეს თავსებადად ელექტრონული კომუნიკაციების ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოსთან.
შესაბამისად, არ არსებობს შპს „მალტისოფტი“-ს წილის გასხვისებაზე თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები.
სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არსებული კონკურენტული გარემო დინამიურობით გამოირჩევა, ამიტომ მიზანშეწონილია კომისიის მიერ გაცემული შესაბამისი თანხმობა ავტორიზებული პირის წილის შეძენაზე, ძალაში დარჩეს მაქსიმუმ 6 (ექვსი) თვის განმავლობაში. ეს არის სავარაუდოდ ის გონივრული ვადა, რა დროშიც არსებითად შეიძლება შეიცვალოს ბაზრის კონიუნქტურა, ავტორიზებული პირების ხვედრითი საბაზრო წილები და ა.შ. აღნიშნულ ვადაში ტრანზაქციის განუხორციელებლობის შემთხვევაში, სავალდებულო იქნება ხელახალი თანხმობის მიღება.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მიეცეს თანხმობა შპს „მალტისოფტს“ კომპანიის დამფუძნებელი ფიზიკურ პირის, გიორგი ჯანაშიას კუთვნილი წილიდან 15%-ის შპს მალტისოფტის“ მეორე დამფუძნებელ ფიზიკურ პირზე, დავით ჯიქიაზე გასხვისებაზე;
2. განემარტოს შპს „მალტისოფტს“ რომ ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, წილის მფლობელის ცვლილების შემთხვევაში, შპს „მალტისოფტი“ ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე კომისიას აცნობოს შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში;
3. ამ გადაწყვეტილებით კომისიის მიერ გაცემული თანხმობა ძალაშია გადაწყვეტილების მიღებიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში. აღნიშნულ ვადაში ტრანზაქციის განუხორციელებლობის შემთხვევაში, შპს „მალტისოფტი“ ვალდებულია ხელახლა მიმართოს კომისიას თანხმობის მისაღებად.
4. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის კომპანიისთვის გაგზავნა (ბ. გასვიანი);
5. გადაწყვეტილება ძალაში შედის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის კომპანიისთვის ჩაბარების დღიდან;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64), კომპანიისთვის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (ე. სიჭინავა).
გოგა გულორდავა თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ეკატერინე იმედაძე წევრი
ივანე მახარაძე წევრი
