შპს „გლობალ ნეტ სერვისის“ (ს/კ: 400262041) პარტნიორთა წილის გასხვისებაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 29, 2026 14:49
მიღების თარიღი აპრილი 23, 2026
შპს „გლობალ ნეტ სერვისის“ (ს/კ: 400262041) პარტნიორთა წილის გასხვისებაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში “კომისია“) 2026 წლის 8 აპრილს განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის შ-26-6/3701) მიმართა შპს „გლობალ ნეტ სერვისის“ დირექტორმა/დამფუძნებელმა ფიზიკურმა პირმა ვალერი მარტიროსიანმა კომპანიაში თავისი კუთვნილი 50%-იანი წილის კომპანიის მეორე დამფუძნებლის, ფიზიკური პირის, ბიძინა გველესიანის სასარგებლოდ გასხვისებაზე წინასწარი თანხმობის მიცემის თაობაზე.
შპს „გლობალ ნეტ სერვისი“ 2021 წლის აგვისტოდან წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული კომუნიკაციების მომსახურების შემდეგ სახეებზე:
ელექტრონული კომუნიკაციების ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფისა და/ან მომსახურების მიწოდების სახეები და მათი მოკლე აღწერილობა
A.F.1 ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა
ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
A.F.2 ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა
რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
A.F.3 ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა
პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
B.F.2 ინტერნეტ მომსახურება
WiFi
B.F.4 მაუწყებლობის ტრანზიტი
ტელემაუწყებლობის ტრანზიტი
კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, შპს „გლობალ ნეტ სერვისის“ დამფუძნებლები არიან:
|
სახელი |
გვარი |
წილი(%) |
|
ვალერი |
მარტიროსიანი |
50 |
|
ბიძინა |
გველესიანი |
50 |
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მიხედვით, კომისია ამავე კანონის 26-27-ე მუხლებით დადგენილი წესით განიხილავს ისეთ კონცენტრაციას, რომელიც კონკრეტულ შემთხვევაში არ ექცევა „კონკურენციის შესახებ“ საქართველო სკანონით გათვალისწინებული კონცენტრაციების კონტროლის მექანიზმის ფარგლებში მაგრამ აკმაყოფილებს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ წინაპირობებს. შესაბამისად, კომისია მოცემულ შემთხვევაში განცხადებაში აღნიშნულ ტრანზაქციას განიხილავს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე-27-ე მუხლებით დადგენილი წესით.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში ან რომლის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.
კომისიის უწყებრივი რეესტრის შესაბამისად შპს „გლობალ ნეტ სერვისი“ არ ფლობს წილებს კომისიაში სხვა ავტორიზებულ პირებში, ამასთან მისი დამფუძნებელი ბიძინა გველესიანი ფლობს 100%-იან წილს ავტორიზებულ პირ „ფოლინკნეტში“, ხოლო მეორე დამფუძნებელი ვალერი მარტიროსიანი ფლობს 100% წილებს ავტორიზებულ პირ შპს „ნეო ნეტში“ და შპს „ნეო-ნეტი 2024“-ში. “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ33 ქვეპუნქტის თანახმად აღნიშნული კომპანიები ურთიერთდამოკიდებული (აფილირებული) არიან.
ტრანზაქციის განხორციელების შედეგად შპს „გლობალ ნეტ სერვისის“ ერთერთი დამფუძნებელი ვალერი მარტიროსიანი გადის შპს „გლობალ ნეტ სერვისის“ დამფუძნებელთა რიგებიდან, შესაბამისად, მისი აფილირება განსახილველი საკითხისთვის აქტუალური არ არის.
ზემოთ აღნიშნული ტრანზაქციის განხორციელების შემთხვევაში, შპს „ გლობალ ნეტ სერვისის“ 100% იანი წილის მფლობელი ხდება მისი ერთერთი დამფუძნებელი ფიზიკური პირი ბიძინა გველესიანი, რომლის აფილირებაც ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირ(ებ)თან არ შეიცვლება.
კომისიის უწყებრივი რეესტრის შესაბამისად, შპს „ფოლინკნეტს“ 2021 წლის აგვისტოდან წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული კომუნიკაციების მომსახურების შემდეგ სახეებზე:
ელექტრონული კომუნიკაციების ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფისა და/ან მომსახურების მიწოდების სახეები და მათი მოკლე აღწერილობა
A.F.1 ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა
ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
A.F.2 ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა
რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
A.F.3 ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა
პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
B.F.2 ინტერნეტ მომსახურება
WiFi
B.F.4 მაუწყებლობის ტრანზიტი
ტელემაუწყებლობის ტრანზიტი
კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის მონაცემების თანახმად, 2025 წლის იანვრიდან 2026 თებერვლის პერიოდის მონაცემების შესაბამისად შპს „გლობალ ნეტ სერვისი“ ოპერირებს ქ. თბილისში, გარდაბნის, კასპის და მცხეთის რაიონებში, და ახორციელებს ინტერნეტ მომსახურებას. ხოლო მასთან აფილირებული კომპანია შპს „ფოლინკნეტი“ ოპერირებს ქ. თბილისში. აღნიშნულ მომსახურებებიდან შესაბამის სეგმენტებზე მიღებული შემოსავალი და საბაზრო წილები შემდეგია:
|
ფიქსირებული ინტერნეტ მომსახურება |
2025 წლის იანვრიდან 2026 წლის თებერვლის პერიოდის შემოსავალი |
საბაზრო წილი |
აბონენტების რაოდენობა 2025 წლის თებერვლი მდგომარეობით |
საბაზრო წილი |
|
შპს " გლობალ ნეტ სერვისი" |
|
|
|
|
|
თბილისი |
47,180 |
0.02% |
43 |
0.01% |
|
სხვა |
264,905 |
2% |
1762 |
4% |
|
შპს "ფოლინკნეტი" თბილისი |
245,184 |
0.08% |
354 |
0.07% |
სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არსებული კონკურენტული გარემო დინამიურობით გამოირჩევა, ამიტომ მიზანშეწონილია კომისიის მიერ გაცემული შესაბამისი თანხმობა ავტორიზებული პირის წილის შეძენაზე, ძალაში დარჩეს მაქსიმუმ 6 (ექვსი) თვის განმავლობაში. ეს არის სავარაუდოდ ის გონივრული ვადა, რა დროშიც არსებითად შეიძლება შეიცვალოს ბაზრის კონიუნქტურა, ავტორიზებული პირების ხვედრითი საბაზრო წილები და ა.შ. აღნიშნულ ვადაში ტრანზაქციის განუხორციელებლობის შემთხვევაში, სავალდებულო იქნება ხელახალი თანხმობის მიღება.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მიეცეს თანხმობა შპს „გლობალ ნეტ სერვისს“ მისი დამფუძნებლის, ფიზიკური პირი ვალერი მარტიროსიანის კუთვნილი 50%-იანი წილის მეორე დამფუძნებლის, ფიზიკური პირი ბიძინა გველესიანის სასარგებლოდ გასხვისებაზე.
2. განემარტოს შპს „გლობალ ნეტ სერვისს“, რომ ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, წილის მფლობელის ცვლილების შემთხვევაში, შპს „გლობალ ნეტ სერვისი“ ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე კომისიას აცნობოს შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში;
3. ამ გადაწყვეტილებით კომისიის მიერ გაცემული თანხმობა ძალაშია გადაწყვეტილების მიღებიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში. აღნიშნულ ვადაში ტრანზაქციის განუხორციელებლობის შემთხვევაში, შპს „გლობალ ნეტ სერვისი“ ვალდებულია ხელახლა მიმართოს კომისიას თანხმობის მისაღებად.
4. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის კომპანიისთვის გაგზავნა (ბ. გასვიანი);
5. გადაწყვეტილება ძალაში შედის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის კომპანიისთვის ჩაბარების დღიდან;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64), კომპანიისთვის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (ე. სიჭინავა).
გოგა გულორდავა თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
