წვდომის მენიუ

შპს „ნეო ნეტი“-ს (ს/კ: 400134868) პარტნიორთა წილის გასხვისებაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ

ნომერი: გ-26-11 / 213

გამოქვეყნების თარიღი მაისი 20, 2026 11:07

მიღების თარიღი მაისი 07, 2026

შპს „ნეო ნეტი“-ს (ს/კ: 400134868) პარტნიორთა წილის გასხვისებაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში “კომისია“) 2026 წლის 27 აპრილს განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის შ-26-6/4321) მიმართა შპს „ნეო ნეტის“ დირექტორმა და დამფუძნებელმა ფიზიკურმა პირმა ვალერი მარტიროსიანმა კომპანიაში თავისი კუთვნილი 50%- იანი წილის   ფიზიკური პირი ფარნაოზ მენთეშაშვილის სასარგებლოდ გასხვისებაზე წინასწარი თანხმობის მიცემის თაობაზე.

შპს „ნეო ნეტი“ 2016 წლის აგვისტოდან წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული კომუნიკაციების მომსახურების შემდეგ სახეებზე:

ელექტრონული კომუნიკაციების ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფისა და/ან მომსახურების მიწოდების სახეები და მათი მოკლე აღწერილობა

A.F.2  ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.3 ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

B.F.2   ინტერნეტ მომსახურება

WiFi

კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის მონაცემების თანახმად, 2025 წლის იანვრიდან 2026 მარტის ჩათვლით პერიოდის მონაცემების შესაბამისად შპს „ნეო ნეტი“ ოპერირებს ქ. თბილისში და არის ფიქსირებული ინტერნეტ მომსახურების მიმწოდებელი. ოპერირების გეოგრაფიულ არეალში მიღებული შემოსავალი და საბაზრო წილები შემდეგია:

 

ფიქსირებული ინტერნეტ მომსახურება ქ. თბილისი.

2025 წლის იანვრიდან 2026 წლის თებერვლის პერიოდის შემოსავალი

 

 

 

 

საბაზრო წილი

 

აბონენტების რაოდენობა 2025 წლის თებერვლის მდგომარეობით

 

 

 

 

საბაზრო წილი

 

 

შპს " ნეო ნეტი”

 

 

47,250

 

 

0,016%

 

 

140

 

 

0,03%

კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, შპს „ნეო ნეტ“-ის დამფუძნებელია:

სახელი

გვარი

წილი(%)

 

ვალერი

 

მარტიროსიანი

 

100

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მიხედვით, კომისია ამავე კანონის 26-27-ე მუხლებით დადგენილი წესით განიხილავს ისეთ კონცენტრაციას, რომელიც კონკრეტულ შემთხვევაში არ ექცევა „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული  კონცენტრაციების  კონტროლის  მექანიზმის  ფარგლებში,  მაგრამ აკმაყოფილებს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ წინაპირობებს. შესაბამისად, კომისია მოცემულ შემთხვევაში განცხადებაში აღნიშნულ ტრანზაქციას განიხილავს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე - 27-ე მუხლებით დადგენილი წესით.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში ან რომლის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.

კომისიის უწყებრივი რეესტრის შესაბამისად შპს „ნეო ნეტი“ და ფიზიკური პირი ფარნაოზ მენთეშაშვილი არ ფლობენ წილებს კომისიაში ავტორიზებულ სხვა პირებში, მისი დამფუძნებელი ვალერი მარტიროსიანი კი ფლობს 50%-იან წილს ავტორიზებულ პირ „გლობალ ნეტ სერვისში“ და 100%-იან წილს „ნეო-ნეტი 2024“-ში. “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ33 ქვეპუნქტის თანახმად აღნიშნული კომპანიები  ურთიერთდამოკიდებული (აფილირებული) არიან.

ვინაიდან განსახილველი ტრანზაქციით შპს „ნეო ნეტში“ ფიზიკური პირი ვალერი მარტიროსიანის წილობრივი მონაწილეობა მცირდება, ხოლო კომპანიის წილის შემსყიდველი ფიზიკური პირი ფარნაოზ მენთეშაშვილი არ ფლობს წილებს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ სხვა პირებში, აღნიშნული ტრანზაქცია ბაზრის შესაბამის სეგმენტზე გავლენას ვერ იქონიებს და შეიძლება მიჩნეულ იქნეს თავსებადად ელექტრონული კომუნიკაციების ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოსთან.

შესაბამისად,    არ    არსებობს    შპს    „ნეო    ნეტის“    წილის    გასხვისებაზე    თანხმობის    მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები.

სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არსებული კონკურენტული გარემო დინამიურობით გამოირჩევა, ამიტომ მიზანშეწონილია კომისიის მიერ გაცემული შესაბამისი თანხმობა ავტორიზებული პირის წილის შეძენაზე, ძალაში დარჩეს მაქსიმუმ 6 (ექვსი) თვის განმავლობაში. ეს არის სავარაუდოდ ის გონივრული ვადა, რა დროშიც არსებითად შეიძლება შეიცვალოს ბაზრის კონიუნქტურა, ავტორიზებული პირების ხვედრითი საბაზრო წილები და ა.შ. აღნიშნულ ვადაში ტრანზაქციის განუხორციელებლობის შემთხვევაში, სავალდებულო იქნება ხელახალი თანხმობის მიღება.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1.   მიეცეს   თანხმობა   შპს   „ნეო   ნეტს“   მისი   დამფუძნებლის,   ფიზიკური   პირი   ვალერი მარტიროსიანის კუთვნილი 100%-იანი წილიდან 50% გაასხვისოს ფიზიკურ პირ ფარნაოზ მენთეშაშვილზე.

2.  განემარტოს შპს „ნეო ნეტს“, რომ ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, წილის მფლობელის ცვლილების შემთხვევაში, შპს „ნეო ნეტი“   ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე კომისიას აცნობოს შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში;

3.  ამ  გადაწყვეტილებით  კომისიის  მიერ  გაცემული  თანხმობა  ძალაშია  გადაწყვეტილების მიღებიდან   6     (ექვსი)     თვის     განმავლობაში.     აღნიშნულ     ვადაში     ტრანზაქციის განუხორციელებლობის შემთხვევაში, შპს „ნეო ნეტი“ ვალდებულია ხელახლა მიმართოს კომისიას თანხმობის მისაღებად.

4.    დაევალოს    კომისიის    ადმინისტრაციას    ამ    გადაწყვეტილების    დამოწმებული    ასლის კომპანიისთვის  გაგზავნა (ბ. გასვიანი);

5.  გადაწყვეტილება ძალაში შედის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის კომპანიისთვის ჩაბარების დღიდან;

6.  გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.  თბილისის საქალაქო  სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64), კომპანიისთვის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

7.   კონტროლი  აღნიშნული  გადაწყვეტილების  შესრულებაზე  დაევალოს  კომისიის  აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (ე. სიჭინავა).

გოგა  გულორდავა თავმჯდომარე

ეკატერინე  იმედაძე წევრი

ივანე მახარაძე წევრი 

 

 

 

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები