წვდომის მენიუ

შპს „ტვ კომი“-სთვის (ს/კ: 212847614) პარტნიორთა წილის გასხვისებაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ

ნომერი: გ-26-11 / 227

გამოქვეყნების თარიღი მაისი 22, 2026 14:57

მიღების თარიღი მაისი 21, 2026

შპს „ტვ კომი“-სთვის (ს/კ: 212847614) პარტნიორთა წილის გასხვისებაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში “კომისია“) 2026 წლის 15 მაისს განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის შ-26-6/5156) მიმართა შპს „ტვ კომის“ დირექტორმა/დამფუძნებელმა ფიზიკურმა პირმა ამირანი ბიწაძემ კომპანიაში თავისი კუთვნილი 25%-იანი წილიდან 13%-ის ფიზიკური პირის, ნუგზარ ლეჟავას, და 12%-ის ფიზიკური პირის, თედო ფესტვენიძეს, სასარგებლოდ გასხვისებაზე წინასწარი თანხმობის მიცემის თაობაზე.

შპს „ტვ კომი“ 2010 წლის თებერვლიდან   წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული კომუნიკაციების მომსახურების შემდეგ სახეებზე:

A.F.1 ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა

კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.2 ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.3  ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

B.F.2  ინტერნეტ მომსახურება

ოპტიკური ქსელით ინტერნეტ მომსახურება

WiFi

B.F.4 მაუწყებლობის ტრანზიტი

ტელემაუწყებლობის ტრანზიტი

ამავე რეესტრის შესაბამისად, კომპანიას ასევე გავლილი აქვს ავტორიზაცია ტელემაუწყებლობის სფეროში, კერძოდ:

კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, შპს „ტვ კომის“ დამფუძნებელი არის:

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მიხედვით, კომისია ამავე კანონის 26-27-ე მუხლებით დადგენილი წესით განიხილავს ისეთ კონცენტრაციას, რომელიც კონკრეტულ შემთხვევაში არ ექცევა „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონცენტრაციების კონტროლის მექანიზმის ფარგლებში მაგრამ აკმაყოფილებს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ წინაპირობებს. შესაბამისად, კომისია მოცემულ შემთხვევაში განცხადებაში აღნიშნულ ტრანზაქციას განიხილავს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე-27-ე მუხლებით დადგენილი წესით.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს  შერწყმის ან  შეძენის  განხორციელებამდე.  შეტყობინების  ვალდებულება  ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში ან რომლის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.

კომისიის  უწყებრივი რეესტრის შესაბამისად, შპს „ტვ კომი“ და მისი დამფუძნებლები  არ ფლობენ წილებს  ელექტრონული  კომუნიკაციების  სფეროში  ავტორიზებულ  სხვა  პირებში.  შესაბამისად, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ33   ქვეპუნქტის თანახმად აღნიშნული პირები   ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში სხვა ავტორიზებულ პირებთან ურთიერთდამოკიდებული (აფილირებული) არ  არიან.

კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის მონაცემების თანახმად კომპანიას მაუწყებლობის სფეროში არ უფიქსირდება შემოსავალი. ამავე  სტატისტიკური ბაზის თანახმად, 2025 წლის იანვრიდან 2026 მარტის პერიოდის  მონაცემების შესაბამისად კომპანია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებად საქმიანობას, კერძოდ მაუწყებლობის ტრანზიტულ მომსახურებას ეწევა ქ. ქუთაისში და აღნიშნულ მომსახურებიდან მიღებული შემოსავალი და საბაზრო წილები შემდეგია:

ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, აღნიშნული ტრანზაქცია ბაზრის შესაბამის სეგმენტზე გავლენას ვერ იქონიებს და შეიძლება მიჩნეულ იქნეს თავსებადად ელექტრონული კომუნიკაციების ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოსთან.

შესაბამისად, არ არსებობს შპს „ტვ კომის“ წილის გასხვისებაზე თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები.

სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არსებული კონკურენტული გარემო დინამიურობით გამოირჩევა, ამიტომ მიზანშეწონილია კომისიის მიერ გაცემული შესაბამისი თანხმობა ავტორიზებული პირის წილის შეძენაზე, ძალაში დარჩეს მაქსიმუმ 6 (ექვსი) თვის განმავლობაში. ეს არის სავარაუდოდ ის გონივრული ვადა, რა დროშიც არსებითად შეიძლება შეიცვალოს ბაზრის კონიუნქტურა, ავტორიზებული პირების ხვედრითი საბაზრო წილები და ა.შ. აღნიშნულ ვადაში ტრანზაქციის განუხორციელებლობის შემთხვევაში, სავალდებულო იქნება ხელახალი თანხმობის მიღება.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. მიეცეს  თანხმობა  შპს  „ტვ  კომს“  მისი  დამფუძნებლის,  ფიზიკური  პირი  ამირან  ბიწაძეს კუთვნილი 25%-იანი წილიდან:

-     13%-ის ფიზიკურ პირზე, ნუგზარ ლეჟავაზე გასხვისებაზე;

-     12%-ის ფიზიკურ პირზე, თედო ფესტვენიძეზე გასხვისებაზე.

2. განემარტოს  შპს  „ტვ  კომს“,  რომ  ამ  გადაწყვეტილების  შესაბამისად,  წილის  მფლობელის ცვლილების შემთხვევაში, შპს „ტვ კომი“   ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე კომისიას აცნობოს შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში;

3. ამ  გადაწყვეტილებით  კომისიის  მიერ  გაცემული  თანხმობა  ძალაშია  გადაწყვეტილების მიღებიდან 6 (ექვსი)  თვის  განმავლობაში. აღნიშნულ  ვადაში ტრანზაქციის განუხორციელებლობის შემთხვევაში, შპს „ტვ კომი“ ვალდებულია ხელახლა მიმართოს კომისიას თანხმობის მისაღებად.

4. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას ამ გადაწყვეტილების დამოწმებული  ასლის კომპანიისთვის  გაგზავნა (ბ. გასვიანი);

5. გადაწყვეტილება ძალაში შედის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის კომპანიისთვის ჩაბარების დღიდან;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის  საქალაქო   სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64), კომპანიისთვის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (ე. სიჭინავა).

გოგა  გულორდავა       თავმჯდომარე

ვახტანგ  აბაშიძე          წევრი

ეკატერინე  იმედაძე     წევრი

ნათია კუკულაძე          წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები