წვდომის მენიუ

შპს „ალნეტის“ (ს/კ: 443122540) პარტნიორთა წილის გასხვისებაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ

ნომერი: გ-26-11 / 241

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 04, 2026 17:07

მიღების თარიღი მაისი 28, 2026

შპს „ალნეტის“ (ს/კ: 443122540) პარტნიორთა წილის გასხვისებაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში “კომისია“) 2026 წლის 13 მაისს განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის შ-26-6/5058) მიმართა შპს „ალნეტის“ დირექტორმა/დამფუძნებელმა ფიზიკურმა პირმა გიორგი გოგინაშვილმა კომპანიაში თავისი კუთვნილი 100%-იანი წილის   ფიზიკური პირის, არკადი გობაძის სასარგებლოდ სრულად გასხვისებაზე წინასწარი თანხმობის მიცემის თაობაზე.

შპს „ალნეტი“ 2019 წლის აგვისტოდან  წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული კომუნიკაციების მომსახურების შემდეგ სახეებზე:

ელექტრონული კომუნიკაციების ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფისა და/ან მომსახურების მიწოდების სახეები და მათი მოკლე აღწერილობა

A.F.2  ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.3  ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

B.F.2        ინტერნეტ მომსახურება

WiFi

კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის მონაცემების თანახმად, 2025 წლის იანვრიდან 2026 მარტის პერიოდის მონაცემების შესაბამისად შპს „ალნეტი“ ოპერირებს წალკის რაიონში. აღნიშნულ მომსახურებებიდან შესაბამის სეგმენტებზე ოპერირების გეოგრაფიულ არეალში მიღებული შემოსავალი და საბაზრო წილები შემდეგია:

 

 

 

ფიქსირებული ინტერნეტ მომსახურება

2025 წლის იანვრიდან 2026 წლის მარტის პერიოდის შემოსავალი

 

 

 

 

საბაზრო წილი

 

აბონენტების რაოდენობა 2025 წლის თებერვლის მდგომარეობით

 

 

 

 

საბაზრო წილი

 

შპს " ალნეტ”

1,590,011

 

10%

 

446

 

13%

კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, შპს „ალნეტ“-ის დამფუძნებელი არის:

სახელი

გვარი

წილი(%)

 

გიორგი

 

გოგინაშვილი

 

100

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მიხედვით, კომისია ამავე კანონის 26-27-ე მუხლებით დადგენილი წესით განიხილავს ისეთ კონცენტრაციას, რომელიც კონკრეტულ შემთხვევაში არ ექცევა „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული  კონცენტრაციების  კონტროლის  მექანიზმის  ფარგლებში,  მაგრამ აკმაყოფილებს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ წინაპირობებს. შესაბამისად, კომისია მოცემულ შემთხვევაში განცხადებაში აღნიშნულ ტრანზაქციას განიხილავს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე - 27-ე მუხლებით დადგენილი წესით.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში ან რომლის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.

კომისიის   უწყებრივი რეესტრის შესაბამისად შპს „ალნეტი“, მისი დამფუძნებელი გიორგი გოგინაშვილი და წილის შემძენი ფიზიკური პირი, არკადი გობაძე, არ ფლობენ წილებს კომისიაში ავტორიზებულ სხვა პირებში.

ვინაიდან განსახილველი ტრანზაქციით შპს „ალნეტ“-ის დამფუძნებელი გიორგი გოგინაშვილი გადის   წილობრივი მონაწილეობიდან, ხოლო კომპანიის წილის შემსყიდველი ფიზიკური პირი, არკადი გობაძე, არ ფლობს წილებს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ სხვა პირებში, აღნიშნული ტრანზაქცია ბაზრის შესაბამის სეგმენტზე გავლენას ვერ იქონიებს და შეიძლება მიჩნეულ იქნეს თავსებადად ელექტრონული კომუნიკაციების ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოსთან.

შესაბამისად, არ არსებობს შპს „ალნეტის“ წილის გასხვისებაზე თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები.

სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არსებული კონკურენტული გარემო დინამიურობით გამოირჩევა, ამიტომ მიზანშეწონილია კომისიის მიერ გაცემული შესაბამისი თანხმობა ავტორიზებული პირის წილის შეძენაზე, ძალაში დარჩეს მაქსიმუმ 6 (ექვსი) თვის განმავლობაში. ეს არის სავარაუდოდ ის გონივრული ვადა, რა დროშიც არსებითად შეიძლება შეიცვალოს ბაზრის კონიუნქტურა, ავტორიზებული პირების ხვედრითი საბაზრო წილები და ა.შ. აღნიშნულ ვადაში ტრანზაქციის განუხორციელებლობის შემთხვევაში, სავალდებულო იქნება ხელახალი თანხმობის მიღება.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1.   მიეცეს    თანხმობა    შპს    „ალნეტს“    მისი    დამფუძნებლის,    ფიზიკური    პირის    გიორგი გოგინაშვილის კუთვნილი 100%-იანი წილი სრულად გასხვისდეს ფიზიკურ პირ არკადი გობაძეზე.

2.   განემარტოს  შპს  „ალნეტს“,  რომ  ამ  გადაწყვეტილების  შესაბამისად,  წილის  მფლობელის ცვლილების შემთხვევაში, „ალნეტი“  ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე კომისიას აცნობოს შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში;

3.  ამ  გადაწყვეტილებით  კომისიის  მიერ  გაცემული  თანხმობა  ძალაშია  გადაწყვეტილების მიღებიდან   6   (ექვსი)  თვის  განმავლობაში.  აღნიშნულ ვადაში ტრანზაქციის განუხორციელებლობის შემთხვევაში, „ალნეტი“ ვალდებულია ხელახლა მიმართოს კომისიას თანხმობის მისაღებად.

4.   დაევალოს    კომისიის    ადმინისტრაციას    ამ    გადაწყვეტილების    დამოწმებული    ასლის კომპანიისთვის  გაგზავნა (ბ. გასვიანი);

5.  გადაწყვეტილება ძალაში შედის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის კომპანიისთვის ჩაბარების დღიდან;

6.    გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს  ქ.  თბილისის საქალაქო  სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64), კომპანიისთვის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

7.  კონტროლი  აღნიშნული  გადაწყვეტილების  შესრულებაზე  დაევალოს  კომისიის  აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (ე. სიჭინავა).

გოგა  გულორდავა თავმჯდომარე

ანი ვაზაგაშვილი წევრი

ეკატერინე  იმედაძე წევრი

ნათია კუკულაძე წევრი

ივანე მახარაძე წევრი

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები